კვირაში ხუთი დღე, დილიდან გვიან საღამომდე, სულის ამოუთქმელად რომ მუშაობ, შესვენება მიუტევებელ ფუფუნებად მიგაჩნია და საყვარელი “ქინდლის” გადასაფურცლავად ვერც კი იცლი, რა გასაკვირია, ნანატრ უიქენდს განსაკუთრებული სასოებით ელოდე.
შაბათსაც თუ უთენია არ წამოგახტუნა აბეზარმა ტელეფონმა, საქმე თუ არ გაქვს და ნეტარი უსაქმურობით ტკბობას აპირებ, გასტრონომიული აკომპანემენტიც შესაბამისი უნდა მოიფიქრო, თორემ, ჩათვალე, ნახევარ სიამოვნებას კარგავ…
ბოლო თვე უსინდისოდ მძიმე რომ გამოდგა სამსახურში და ორშაბათიდან (დღეიდან, ანუ) უმკაცრესი დიეტის დაწყებას რომ ვგეგმავდი, ამიტომაც გადავწყვიტე, განსაკუთრებული უიქენდი მომეწყო და შ დღეც დიდი მონდომებით, მთელი ჩემი სიმსუნაგისა და კრეატიული შესაძლებლობების გამოყენებით დავგეგმე :)
მოიცა, მოიცა, დასვენება, უსაქმურობა და კულინარიული ორგია გასაგებია, მაგრამ შ დღე რაღა უბედურებააო, იკითხავს ვინმე.
ჰოდა, მოიწიეთ ახლოს და სასუსნავი მოიმარაგეთ, მე მწვანე ჩაის მოვიდგამ (მეტს მაინც ვეღარაფერს ვერევი) და შაბათის სამი შ-ს ამბავსაც წვრილად მოგიყვებით.
უწინარესად იმას გეტყვით, მაინცდამაინც შ რატომ ავირჩიე ქართული ანბანის 33 თანაბარუფლებიანი ასო-ბგერიდან – შაბათია და იმიტომ.
პირველი შ შუბაა, ჩემი რუსული მენიუს უცვლელი ფავორიტი. თევზეულის დიდი მოყვარული ნამდვილად არ გახლავართ, მაგრამ ჭარხლით, მაიონეზით და შავი პილპილით შეზავებულ ამ დელიკატესზე უარს არასოდეს ვამბობ. საუკეთესო ქაშაყიც მეგულებოდა აქვე, ახლოს… ერთი სიტყვით, პარასკევ საღამოს მაცივარში შევაბრძანეთ, დილით კი, ჩაცივებული და გაგემრიელებული, იმხელა ულუფებად დავჭერით, ყველა თავმოყვარე რესტორნის შეფმზარეულს გული გაუსკდებოდა :)
შაბათი ქათმის შუთი უნდა დაიწყოო, შუმერ ბლოგერებს უთქვამთ. ტკბილეული ჩემი აქილევსის ქუსლია და ფრანგული პროფიტროლის კრემიან ვერსიაზე უარი არასოდეს მითქვამს, მაგრამ დღეისთვის სხვა განწყობაზე ვიყავი და რა მექნა… ქათმის სალათის გულსართი ვამჯობინე და არც შევმცდარვარ.
წესიერი ადამიანი, ალბათ, შუბას და შუს იკმარებდა და მისიას შესრულებულად ჩათვლიდა, მაგრამ, აბა, მოლი რისი მოლია, მხოლოდ სასუსნავს დასჯერებოდა… გგონიათ, ჩემი შ დღე ამით დასრულდა? ცდებით, ჩემო კარგებო! სრულიად სამამულო ინტელექტუალური ელიტა თავისუფალი უნივერსიტეტისკენ რომ მიიჩქაროდა, რსრ-ს საქართველოს ჩემპიონატზე, თქვენი მასპინძელი ქალაქის გარეუბანში, ყველაზე პოპულარულ საშაურმეში ბრძანდებოდა და მესამე შ-ს აგემოვნებდა. ნეტავ გენახათ, რა თავგანწირვით ვეკვეთე სააკაძის ხმალივით მოღერებულ უზარმაზარ ულუფას!
ერთი სიტყვთ, ეს ორმოცდარვასაათიანი შ-დღე, როგორც იქნა, გადავაგორე და ახლა უკვე ნამდვილი D-Day იწყება – Diet Day. ოღონდ, ეჭვი მაქვს, უსინდისოდ მომატებული კილოგრამების ჩამოფერთხვას ერთი დღე ნამდვილად არ ეყოფა…
ნეტავ გენახათ, რა თავგანწირვით ვეკვეთე სააკაძის ხმალივით მოღერებულ უზარმაზარ ულუფას! :))))))))))))
LikeLike
ძიახ :))
LikeLike
მეორე და მესამე შ <3
LikeLike
პირველიც მშვენიერი იყო, მარიამ :) დამიჯერე ;)
LikeLike
არ თქვა, რომ ლამაზ გლდანში იყავი. გეთქვა, მოვირბენდი :პ
LikeLike
მანდ ვიყავი, კი :)
LikeLike
შ-დღე <3 რა გოჭიზმია ^_^
შუ მაინც ჩემი ფავორიტია ამ სამიდან… და თან შენთან იმდენნაირი ტკბილი და არატკბილი შუს შესახებ მსმენია, სახელის გაგონებაც საკმარისია, რომ ავჟღრუტულდე… შიგთავსი როგორიც არ უნდა იყოს, ვიცი, მომეწონება ^_^
LikeLike
მეც ყველანაირი შუ მომწონს, მარიამ. უბრალოდ, ტკბილის განწყობა არ მქონდა.
LikeLike
შენი დამსახურებაა, მგონი მეც მასე რომ მომწონს :)
LikeLike
გაღიარე!!! :)
ვერაფრით მოვერეოდი მესამე შ-ს :)
LikeLike
საგანგებოდ მოვემზადე :)
LikeLike
კარგ მოშიებულზე ალბათ, ვიზამდი :))
LikeLike
ნუ, ჰო :)) აბა, ნასადილევი, მანდ, ჩემი მტერი წავიდა :)
LikeLike
უგემრიელესი პოსტი!
მეც უნდა მოვიწყო ერთი ასეთი დღე.
LikeLike
მოაწყვე და მოგვიყევი <3
LikeLike
სიამოვნებით ))
LikeLike
პირველი შ ჩემი სიყვარულიცაა…. ი რა მაგრობები ჩაგიდენია… :) მეც მინდა განტვირთვები მაგრამ მ,სუნაგობას რა ჯანდაბა ვუყო???? :)
LikeLike
მ სუნაგობას ვერაფერს უზამ, კუში :) საკუთარი გამოცდილებით ვიცი. უნდა დანებდე :)
LikeLike
Diet Day = Died Day. :))
წარმატებები ;)
დიეტა ზაფხულში ბევრად ადვილია. ჯერ ერთი სიცხისგან მადა ქვეითდება და პლუს ისეთი ფუფუნებები, როგორიცაა საზამთრო, ნესვი, ატამი, გარგარი ბევრია და ადვილად გადააგორებ დღეს :)
ისე რა შუაშია და “შ” ჩემი ტკივილია ბავშვობიდან. 33 თანაბარმნიშვნელოვანი ასო ბგერიდან მხოლოდ მისი გამოთქმა მიჭირს :)))
LikeLike
სამაგიეროდ, სახელში გაქვს ორი შ <3
LikeLike
ჩემს დიეტას ეს უნდოდა?:/ ძლივს ვისწავლე თავის შეკავება ასეთ ცდუნებებზე და პოსტის წაკითხვის შემდეგ ეს 1 კვირიანი შრომა ლამის წყალში არ ჩამეყარა? : )
LikeLike
შენ რაღად გინდა დიეტა, ვამპირ :)))
LikeLike
გაგიკვირდება და მეც დიეტაზე ვარ – ამ ბოლო დროს მეტისმეტად ბევრ ყელს ვეამბორე ჩემი ეშვებით-_- ხოდა არ მინდა ეს დინამიკა გაიზარდოეს… მაინც ვინდობ ჩვეულებრივ მოკდავთ: ) თან ერთ დროს მეც ხომ ადამიანი ვიყავი და ნოსტალგია მომეძალა, რამაც კიდევ უფრო გაუსაძლისი გამიხადა ჩემი დიეტა:3 აი, ამას ვგულისხმობდი)
LikeLike
სამივე შ-ს “მივხედავდი”, მაგრამ მერე diet day-ს ვერ მოვაწყობ (მადას არ ვუჩივი და ხილსაც ვერ ვჭამ) და ისევ ბოლო შ-თი დავკმაყოფილდები… დიღმის შაურმა მთლად გლდანის დონის არ არის, მაგრამ, სიცხის გათვალისწინებით, გამოდგება :)))
LikeLiked by 1 person
თამარამ მეოთხე შ მასწავლა :) შვრიის ფაფა :)))))
LikeLike
სირცხვილი შენ და თავის მოჭრა –_–
შოკოლადი, შამცხვარი, შაფლაკვერი და შარმელადები მე დამიტოვე? O_o
წინათ იმასაც ამბობდი შონატები და შიზქეიქი მიყვარსო, ახლა ცოტათი დაკმაყოფილებულხარ :(
LikeLike
:)))))))))) შონატებზე და შიზქეიქზე შენ დაწერე, თაი :))))
LikeLike
დიეტა შეუსრულებელ მისიად მექცა უკვე. შაბათ-კვირას რომ მნახოს ვინმემ ნამდვილად სამკურნალოდ გამიშვებენ, ვერ წარმომიდგენია ვინმე იმდენს ჭამდეს რამდენსაც მე დასვენების დღეებში :))
და ბოლოს დარცხვენილი ვიტყვი რომ შუბა არასოდეს გამისინჯავს :))))
ჰოდა, გაძლებას და წარმატებას გისურვებ! :)
LikeLike
ერთხელ სცადე :) თუ მსგავსი რაღაცები მოგწონს, არ ინანებ.
შაბათ-კვირას კულინარიული ორგიები მაქვს შინ :( და მერე ხუთდღიანი თვითგვემა და მონანიება :)
LikeLike
განსაკუთრებით ზაფხულში – შუბა ზამთრის საჭმელია!
LikeLike
ვინ დაადგინა? ზაფხულშიც მშვენივრად გეახლებით.
LikeLike
ბებიაჩემი ამბობდა, როცა თვეში “რ” არ ურევია, თევზი არ იჭმევაო, ე. ი. მაისიდან სექტემბრამდე. მაგრამ კანონები იმისთვისაა, რომ დაარღვიო. მე უბრალოდ, ზაფხულში თევზი არ მახსენდება.
LikeLike
ეს ისეთი კანონი ყოფილა, დარღვევაც რომ არ სჭირდება. ისედაც დარღვეულია.
თევზი დიდად არ მიყვარს, მაგრამ რაც მიყვარს, ყოველთვის სიამოვნებით გეახლებით.
LikeLike
შაბათი, არავინ რომ არ გაწუხებს და შეგიძლია შუმერი ბლოგერების ინსტრუქციებს მიჰყვე <3
აუჰ, რა მინდოდა, რა დროს შაბათის გახსენება იყო ამ გაგანია ოთხშაბათს
LikeLike
შემდეგ შაბათს შუმერი ბლოგერების სპეციალურ ინსტრუქციას უნდა მივყვე. ისევ შ-დღეა – შვრიის ფაფის დღე, ოღონდ.
LikeLike
მგონი, თბილისში ერთადერთი ადამიანი ვარ, ვისაც ეგ სახელგანთქმული შაურმა არ უჭამია და ამ პოსტის მერე კი უნდა გავსინჯო, თუ მოვხვდი მანდ.
LikeLike
გიგანტური შაურმა შეუკვეთე. ცხრალარიანი. არ ინანებ :მცოდნემოლი:
LikeLike
ვერ მოვერევი ნახევარსაც :)
LikeLike
სამაგიეროდ, გული არ დაგწყდება :)
LikeLike
ყველა შ რომ ერთად მოგინდება, ისეთი პოსტია :)))))))))))
LikeLike
ეს ქათმის შუ რომ არ გავსინჯო, ალბათ გავგიჟდები :) ისე ახსენებ ლამის გემო ვიგრძენი :))
LikeLike
უგემრილესია <3
LikeLike
მოლი შენი პოსტების გადაკითხვა მიყვარს. ახალ გამოსულს გადავიკითხავ ხოლმე და მერე ბლომად რომ დაგროვდება ერთ დღეს ჩავუჟდები და გემრიელად გადავიკითხავ ხოლმე. ხო და დღეს სწორედ ის დღეა. ვზივარ და ვტკბები შენი პოსტების გადაკითხვით. მაგრამ სულ დამავიწყდა რომ დიეტაზე მოლის ზამთრის ბაღში არ უნდა შემომევლო. ჯერ იყო და კარლსონის ფუნთუშებმა თავ გზა ამირია და ახლა კიდე ეს შ დღე რაღა იყო. მეორე თვეა უმკაცრეს დიეტაზე ვარ და ამ შ დღემ საბოლოოდ მომიღო ბოლო :(
LikeLike