ერთი ძველი ხუმრობის თანახმად, უკაცრიელ კუნძულზე მოხვედრილი ინგლისელი, უპირველეს ყოვლისა, ორ კლუბს აშენებს – იმას, სადაც არასოდეს ივლის და იმას, რომელსაც ყოველ საღამოს ესტუმრება.
თქვენი მასპინძელი, კი გეცოდინებათ, გამოუსწორებელი ანგლოფილია. ამას ირლანდიური გვარ-სახელიც დაუმატეთ და აღარ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ დღემდე ათასი ჯურის კლუბში ვარ გაწევრებული – ვირტუალურშიც და ნამდვილზე ნამდვილშიც :)
ჰოდა, დღეს ერთ-ერთ მათგანზე მოგიყვებით. სულ ახალი დაარსებულია, მაგრამ ფრიად პერსპექტიული, სახალისო და, რაც მთავარია, სასარგებლო – ტყუილად ხომ არ ამბობდნენ ძველი ბერძნები, ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულიაო. მართალია, ამ აფორიზმს მეორე ნაწილიც აქვს, თანაც არცთუ ოპტიმისტური, მაგრამ მთლად ნუ დავწვრილმანდებით.
სათაურიდანვე მიხვდებოდით – სპორტსმენ ბლოგერთა კლუბს ვგულისხმობ.
ჯერ სამი დღის გახლავთ, მაგრამ ცხვირი მიგრძნობს, ისეთი მომავალი აქვს, სახელგანთქმულ “დიოგენეს” აჯობებს.
წამოწყების სულისჩამდგმელი თამარაა – დაუღალავი მრბოლი და ენერგიის უშრეტი წყარო. მთელი ჰოლანდია (და ნახევარი ბელგია) ველოსიპედით აქვს შემოვლილი და რა გასაკვირია, რომ ეს მშვენიერი იდეაც მას მოუვიდა თავში.
ხელწამოსაკრავი კლუბი არ გეგონოთ – წევრები ხომ გვყავს სულ ნარჩევი და ტალიკ-ტალიკი, დევიზიც გვაქვს: “კლავიატურა ჩვენი ტრენაჟორია!” ოღონდ მთლად კლავიატურის იმედად ყოფნას არ ვაპირებთ, ინტენსიურ ვარჯიშზე გადავდივართ და მალე ისეთი ნაკრები გვეყოლება, ნებისმიერ ოლიმპიადას დავამშვენებთ.
ველორბოლაზე ხომ გითხარით? ყველა ტურნირი, ჩათვალეთ, მოგებული გვაქვს და ოქრო ჯიბეში გვიდევს. ახლა სროლა… ყვითელი მარიამი ტყვიას ტყვიაში სვამს. ინგა… უკაცრავად, ნინო სალუქვაძე მონაგონია. სულ ახლახან ტირში დასაკუთრებული ფუმფულა ვეფხვიც უდევს შინ და პრიზები და ნადავლი მერე ნახეთ, გამოცდებს რომ მორჩება!
რუსაც აქვეა – ფიგურული სრიალის ექსპერტი და ისეთი მოცურავე, მაიკლ ფელპსს გული გაუსკდებოდა. მართალია, ერთგული მკითხველები მის ახალ წიგნს უფრო ელოდებიან, მაგრამ, კაცმა რომ თქვას, არც მედალი გვაწყენდა – ერთი მეორეს ხელს არ უშლის.
კიდევ გვყავს მოფარიკავე ჩორვენი და ქევანა, დები-მძლეოსნები – მალინა და მარეხი, სპორტული მოცეკვავე ჯეინი და სოფი, ფეხბურთი, სიმღერა და უმაღლესი მათემატიკა ერთნაირად კარგად რომ ეხერხება.
კლუბის საპატიო პრეზიდენტობას ანისოპტერა ოდონატას ვთავაზობთ, მაგრამ უარზეა – მეო ტავერნა “რებლოგს” გავხსნიო და ვარჯიშისგან დაღლილებს ცხელი პუნშით გაგიმასპინძლდებითო.
მერი პოპინსი კლდეზე ცოცვაშია დახელოვნებული, მაგრამ ჯერ ის მუხლი უნდა მოვიშუშო, ბოლო ჩამოვარდნისას რომ ვიტკინეო და “რებლოგში” ჯდომა, ყავის სმა და ახალი პოსტების თვალიერება მირჩევნიაო…
თაია, გული მეუბნება, ყველა დისციპლინაში აპირებს მონაწილეობას და… ექიმი-ტრავმატოლოგი ხომ არ გვირევია ბლოგერებში, თუ იცით?
თანაც ეს მხოლოდ დასაწყისია… ერთი თავმოყვარე ქვეყნის ოლიმპიური ნაკრები კი გამოვდივართ და ნელ-ნელა სხვებიც შემოგვემატებიან.
ჰოდა, სანამ საერთაშორისო მასშტაბებს შევჭიდებივართ და რიო-დე-ჟანეიროსკენ აგვიღია გეზი, სპორტული ფორმის ოპტიმიზაციას ფიტნესით ვაპირებთ. აი, აქ მეც ვიასპარეზებ – ჩემმა ტრენაჟორმა, სამწუხაროდ, კვლავ დაიბრუნა ტანსაცმლის საკიდის სამარცხვინო სტატუსი, რაც, მინდა გითხრათ, სულაც არ მახარებს; პოპინსიც გამოვტეხე – ჩემი ნაჩუქარი ჰულაჰუპი საიმედოდ ჰქონია შეჩურთული კარადის უკან.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ბლოგერ სპორტსმენთა კლუბი ახალი ვარსკვლავების მოლოდინში ფართოდ აღებს კარს და ნორჩ, პერსპექტიულ ათლეტებს იწვევს. თუ მაინცდამაინც ბადროს მტყორცნელი, სიმაღლეზე მხტომელი ან ჰოკეისტი არ ხართ, ნურც ამაზე იდარდებთ – სირბილიც მშვენიერი გასართობია :) შემოგვიერთდით და ჩვენთან ერთად ივარჯიშეთ. ხომ გაგიგონიათ – За компанию жид повесился-ო.
ვაი, ვაი, რამდენი ვიცინე :)
არადა, სულ ტყუილად შემამკე ასე… შევეცდები, არ შეგარცხვინოთ :)
ის ჩვენი საყვარელი გიფი სად არის, ლურჯშორტიანი გოგონა? მაგას არ აქვს ბლოგი? :)
LikeLike
არ აქვს ლურჯშორტიან გოგოს ბლოგი :( ისე, ის გიფი უნდა მოვიძიოთ, დაგვეკარგა :(((
LikeLike
ახლავე ჩავსქროლავ მაგნუმს, მაგის დაკარგვა არ შეიძლება….
გადაწმინდე მტვერი სილვერს ;)
LikeLike
დიდი ენთუზიაზმით თუმცა არც ისე ოპტიმისტური განწყობით გიერთდბით, მეგობრებო! ^^
იქნებ ერთ დღეს სპორტსმენ ბლოგერთან კლუბი ვირტუალურ ფარგლებსაც გასცდეს <3
LikeLike
აჰა :) და რებლოგშიც შევიკრიბოთ :)
LikeLike
Hm :))))))))))
LikeLike
აირენ :)
LikeLike
კიდევ ერთი ყელის ჩასაკოკლოზინებელი პოსტი <3
მოლი, ორიოდე ასეთი კიდევ და თუ სასწორმა ტანჯვა-წამებით დაკლებული ორიოდე კილოგრამი უკანვე დაბრუნებული მიჩვენა, საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ :|
LikeLike
ჩემი პოსტები არ ასუქებენ, ანისოპტერ :)
LikeLike
მოლი <3 სწორედ ასეთი გოჭობით უნდა დახურო წინა დღე და დაიწყო ახალი <3 შენი პოსტები ასეთი გემრიელობა რომაა, ეს კი ვიცოდი მაგრამ რომ არ ასუქებს, ამაზე ახლახანს დავფიქრდი და მგონი მშვიენიერი ჩანაცვლება გამომივა დიეტის :)
კლუბს რაც შეეხება, ვამაყობ, რომ მის წევრთა შორის ვარ ^_^
LikeLike
შენ ხომ ჩვენი სნაიპერი ხარ :)
LikeLike
[…] ოჯახში იდეა გაჩნდა რომ შეექმნათ სპორტსმენ ბლოგერთა კლუბი. მე როგორს უაღრესად სინდისიანმა […]
LikeLike
ჩემი “ახალი” წონის პატრონი კლავიატურის იმედად არ უნდა ვიყო, მაგრამ… :( პოსტს რომ გადავხედე, მაქსიმუმ ველოსიპედს “შევეჭიდო”… ისევ სამბორბლიანით თუ არ მომიწია დაწყება… :))
LikeLike
სამბორბლიანი :)))) ყველამ სამბორბლიანით დავიწყეთ :))
LikeLike
მე – ოთხბორბლიანით :))))))) ანუ, ორბორბლიანი იყო და უკანა ბორბალზე დამატებით ორი ბორბალი უკეთდებოდა. :)))
LikeLike
რა კარგი იყო დილიდან :) მშვენიერ განწყობაზე დავდექი უდავოდ ) მადლობა მოლი <3
სპორტს რაც შეეხება, სირბილს ვერ გავცდი, ისიც ძალიან იშვიათად :( ზარმაცი ვარ
LikeLike
მეც ზარმაცი რომ ვარ, ამას არ ვტირი?! :((
LikeLike
:D :D მოლი, ექსპერტი მარტო ტექსტის აღქმაში ვარ (ნუ, ყოველ შემთხვევაში, ასე მგონია ან უბრალოდ თავს ვიმშვიდებ), ჰოდა, ჩემი “საექსპერტო” დასკვნა შენს პოსტებთან დაკავშირებით კარგად მოგეხსენება :)) ვიცინე კარგად :)) წიგნს რაც შეეხება… უფ, ჯერ კიდევ არ ვიცი :)
LikeLike
ფიგურულ სრიალზეც მომისმენია შენთვის და, მინდა გითხრა, ტექსტის აღქმას არაფრით ჩამოუვარდება :)
LikeLike
ვავავაა გლახად ვარ )))))))))))))))))
აი მესმის ნაკრები – უცებ “ნუ პაგაძი” გამახსენდა, მგელი რომ გამოდის, საკუთარი თავისთვის მისალმებას წერს და ფოტოებსაც რომ თვითონ უღებს საკუთარ მედალს მკერდზე: )))))
LikeLike
მეც ეს გამახსენდა პოსტის დასურათებისას. უბრალოდ, კადრები ვერ ვიპოვე :)))
LikeLike
ოჰო! მომწონს მომწონს. თან ვგონებ, ჩვენი სპოტსმენთა კლუბი მდედრებითაა დაკომლპექტებული (თუ ვცდები, მომიტევეთ) :)
წინ ქალებო!
LikeLike
ჩვენ ყველას ვიღებთ და…
LikeLike
ეგ კი :)
LikeLike
მზარეული ბლოგერი არ გჭირდებათ? ისე ველოსპრტიც მეხერხება :)
LikeLike
რა თქმა უნდა :) მრავალდღიან ველორბოლებზე კარგ მზარეულს ოქროს ფასი აქვს :)
LikeLike
vah ra gadasarevi siaxleebi gqoniat :)) daanonset rodis da sad iasparezebt, gulshematkivrebis klubshi gavertiandebi da cheer leadings mivyof xels :)))
LikeLike
მშვენიერი პოსტია ^^ იდეაც კარგია <3
LikeLike
მადლობა მხარდაჭერისთვის, კლუბის სახელით :)
LikeLike
მე რამდენი რამ შემძლებია :)
საოცარი თავყრილობაა ღმერთმანი, საოცარი <3
LikeLike
არ თქვა :)
LikeLike
მეც გადასარევი სპორტსმენი ვარ, კლავიატურის)))
LikeLike
ჩვენც :))
LikeLike
მომწონს პოსტი!
ერთი მომენტი კია, ჩემმა პირადმა გამოცდილებამ მოიტანა, რომ ჯანსაღ სხეულში ყოველთვის ჯანსაღი სული არაა ხოლმე და + უერთმანეთოდაც ძლებს ეგ ორი ;)
LikeLike
კი, მეც ასე მგონია.
LikeLike
აი ანგლოფილობა და ირლანდიური გვარ-სახელი კი ანტონიმებია :)
LikeLike
ბრიტანოფილი, მაშინ )
LikeLike