ახლა რომ გკითხოთ, სიყვარული რა არის-მეთქი, რას მიპასუხებთ?
დარწმუნებული ვარ, გაგეცინებათ – ზუსტი პასუხის პოვნა აქამდე ვერავის მოუხერხებია და მოლი ბლოგზე აპირებს ამ თავსატეხის ამოხსნასო.
ისიც ვიცი, რომ ყველა საკუთარ ფორმულირებას შემომთავაზებს და არა მგონია, რომელიმე მათგანი ისეთი მიუღებელი იყოს ჩემთვის, როგორიც ამ თემაზე ორჰან ფამუქის მოსაზრება გამოდგა.
არადა, “წითელის“ შემდეგ ისე მოუთმენლად ველოდი თურქი ნობელიანტის ახალ რომანს, რომ “უმანკოების მუზეუმის“ პირველი ეგზემპლარი ქართულად, მგონი, მე შევიძინე.
ანოტაციაც ისეთი იყო, წინასწარ ხელებს ვიფშვნეტდი სიამოვნებისგან, მაგრამ…
მომკალით და ვერ გამიგია, ამ ამბავს სიყვარულის ისტორია რატომ ჰქვია… ვნებისა რომ გვეთქვა, კიდევ ჰო… თავიდან მართლა იყო ვნება, ყოვლისმომცველი, გამაოგნებელი, ვულკანივით საშიში და ტაიფუნივით მძვინვარე…
ახლა სიცილი არ დამაყაროთ – ეს რა შედარებები დაგვაფრქვია თავზეო – ასე იყო და რა ვქნა.
დასაწყისი მართლა კარგი გამოდგა და ზუსტად იმ ტაიფუნივით ვნების წყალობით – ფამუქს მართლა კარგად გამოუვიდა, იმდენად კარგად, რომ ქემალის თავდავიწყებასაც, ფუსუნის შიშსაც, მათ თითოეულ სიგიჟეს და სურვილის ნიაღვარს ისე ვგრძნობდი და განვიცდიდი, როგორც საკუთარს; მაგრამ მერე…
თვალის დახამხამება ვერ მოვასწარი, ისე გადაიქცა ეს ჩვენი ქემალ-ბეი ვიღაც უსუსურ და უთავმოყვარეო არსებად, მუხლებზე რომ დახოხავს სატრფოს წინაშე; ნაზი, ალერსიანი და გულუბრყვილო ფუსუნი კი მტაცებელ და ანგარიშიან ქალად, გამორჩენაზე რომ უჭირავს თვალი.
არადა, რა კარგები იყვნენ… ისეთი გულისამაჩუყებელი იყო მათი ყოველი შეხვედრა, ერთმანეთისთვის დაბადებული ადამიანების ვნება იმდენად გადამდები და ხელშესახები იყო, წიგნის პერსონაჟად გაგრძნობინებდა თავს.
და მართლა არ ვიცი, რას გვერჩოდა ავტორი ან ჩვენ და ან თავის გმირებს, რისთვის სჭირდებოდა ასეთი უსიამოვნო მეტამორფოზა ან რატომ დაარქვა სიყვარულის ისტორია ამბავს, სადაც ეს ყბადაღებული სიყვარული თითქმის აღარ იყო, იმიტომ, რომ მთლიანად გაითქვიფა უმწეობაში, სიხარბეში, უძლურებასა და ანგარებაში.
ვკითხულობდი და გული მეწურებოდა – ვერაფრით ვერ ვხვდებოდი, რატომ კარგავდნენ ქემალი და ფუსუნი საკუთარ თავს, რატომ თელავდნენ ფეხქვეშ იმას, რაც ოდესღაც იყო მათ შორის და რასაც მართლა ერქვა სიყვარული.
ყველაზე მეტად კი ერთი რამ მიკვირდა – რაში სჭირდებოდა მუზეუმი ამბავს, სადაც ერთგულებაზე მეტი ღალატი იყო, სითბოზე მეტი – სიცივე, ღირსებაზე მეტი – უთავმოყვარეობა და უმანკოებაზე მეტი – სიბილწე.
ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ამ წიგნმა მარტო მოლოდინი კი არ გამიცრუა, შხაპის მიღების სურვილი აღმიძრა – მეჩვენებოდა, რომ გავჭუჭყიანდი. აღარც კი მახსოვს, ასე მძიმედ და ნაძალადევად ბოლოს როდის დავასრულე კითხვა.
თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე თუ ოდესმე სტამბულში მოვხვდი, ჩუქურჯუმასკენ არც კი გავიხედავ.
აუ მგონი პირველად გაიყო ჩვენი აზრებიი<3
LikeLike
არა ყველაფერშიი გეთანხმები -უბრალოდ მაინც სადღაც სიყვარულიც იყო…
LikeLike
მომკალით და არც მე მომეწონა. პირველი ეს წავიკითხე და სიმართლე რომ გითხრა, წითელის აღება “მეშინია” :))
LikeLike
“წითელი” უბერებელი კლასიკაა.
LikeLike
ანუ იმით უნდა დამეწყო :) არაფერია გვიან :)
LikeLike
მე კი წაკითხვას ვგეგმავდი :( სიმართლე, რომ ვთქვა ჯევდეთ ბეის შემდეგ რაღაც არ მიმიწევს გული ფამუქისკენ :(
LikeLike
მეგონა მარტო მე არ მომეწონა დიდად, ერთხელ დამცდა წითელია სასწაული და უმანკოების მუზეუმის მხოლოდ ერთ მესამედი თქო და ჩამქოლეს კინაღამ, მას მერე აღარც მითქვამს არაფერი. გულწრფელად ვამბობ, რომ ბოლომდე ძლივს მივედი იმდენად დამღალა წიგნმა :( ფამუქი ძალია კარგად წერს, თუმცა მგონია რომ ეს წიგნი არაა მისი საუკეთესო ნაწარმოები. ახლაც რომ მკითხო აი იმ მომენტიდან როცა ასე რადიკალურად შეიცვალა ქემალიცა და ფუსუნიც თითქმის არ მახსოვს მოვლენები
LikeLiked by 1 person
საშინლად არ მომეწონა, ძალიან უარყოფითად დამუხტული დავრჩი და აბსოლუტურად გეთანხმები – მეტამორფოზს მომენტიდან თითქმის აღარფერი მახსოვს, ფინალის გარდა.
LikeLike
საინტერესოა. საიდან მოდის სიყვარული ან სად მიდის
LikeLike
ნეტავ მხოლოდ წიგნები გვიცრუებდნენ მოლოდინებს და გადავიტანდით რამენაირად. უზომოდ მომინდა წაკითხვა
LikeLike
მოლოდინის გაცრუება ჩვენივე მოლოდინის ბრალია )) მაშინაც, როცა ადამიანებს ეხება საქმე და მაშინაც, როცა წიგნებს )) ისინი ყოველთვის ისეთები არიან, როგორებიც არიან. ეს ჩვენ ვერ ვისწავლეთ მათი ასეთებად მიღება – ყოველთვის ვცდილობთ, ჩვენს მოლოდინს მოვარგოთ… ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი მოლოდინი მოვარგოთ მათ.
LikeLike
ფამუქს მარტო “წითელით” ვიცნობ , ოღონდ მიუხედავად იმისა რომ ის წუგნი მომეწონა დიდად არ მოვუხიბლივარ. ეს ალბათ იმის ბრალია , რომ წაკითხვიდან ერთ საათში “მარტოობის ასი წელი” დავიწყე და ბუენდიების ისტორიით მოხიბლულს სულ გადამავიწყდა ნაყაშხანაში დატრიალებული უბედურება.
აი “უმანკოების მუზეუმზე” კი ვერაფერს ვიტყვი … არც მაქვს წაკითხული და რატომღაც სურვილიც გამიქრა :(
LikeLike
ფამუქს ვიცნობ “ჯევდეთ ბეი”-თ და “წითლით”. ორივე განსხვავებულია. ჯევდეთ ბეი კლასიკური საოჯახო საგაა, ვითომ ახალიც არაფერი იყო, მაგრამ მე მომეწონა. წითელი – ნახატივით დახვეწილი წიგნია, საიუველირო ნამუშევარივით.
აი, მე მგონია, ამ წიგნთან დაკავშირებით დაგეთანხმები, ჯერ კიდევ “მანონ ლესკო”-დან მოყოლებული ვერ ვიტან უთავმოყვარეო შეყვარებულებს. მაგრამ ფამუქზე, ალბათ, იგივე აზრის დავრჩები (თუმცა, ფამუქი, როგორც მწერალი, არც შენ გაგიკრიტიკებია) და დავრწმუნდები, რომ სხვადასხვა თემატიკის წიგნების წერა და სხვადასხვა პერსონაჟის ხატვა მას ერთნაირად კარგად გამოსდის.
თუმცა, “უმანკოების მუზეუმამდე” სხვა წიგნებს რომ წავიკითხავ, ეს დღესავით ნათელია :)
LikeLike
ალბათ ერთგულებისა უფრო ვიდრე სიყვარულის, თუმცა მოსაზრება რომ ცხოვრება ერთი გამოცდაა სიყვარულისა არ შეიძლება არ დაეთანხმო, შინაგანად მეც ველოდი სადღაც გულის სიღრმეში მაინც ჰეფიენდს და ეხლა რომ ვფიქრობ ალბათ არც გამისწორდებოდა ჰეფიენდი, ეფექტებს ზოგადად ის ძალიან (ქართველობასთან ახლოს მდგომი) მენტალობაც აძლიერებდა დაბრკოლება დანიშნულის მიტოვებისას, ოჯახის გავლენა და ა.შ მიუხედავად ყველაფრისა ჩემი აზრით მაინც უძლიერესი რომანია, უძლიერესია იმ მხრივაც რომ თავიდან ბოლომდე ერთი ამოსუნთქვით იკითხება… იავიცი იავიცი
LikeLike
სად ნახე ნეტა ერთგულება მაგ წიგნში???
LikeLike
მე გავიხედავ და შევიხედავ :)))
შეყვარებულის ყოლის სურვილს რომ გიკარგავს ამაში გეთანხმები, მაგრამ არის ვნების და სიგიჟის და ადამიანური სისუსტეების ამბავი და მე მესმის :))
LikeLike
მეც მესმის და ვუთნაგრძნობ კიდეც, მაგრამ მსგავსი სიყვარულისგა ღმერთმა დამიფაროს :( ალბათ, ძალიან პრაგმატული ადამიანი ვარ, მაგრამ მგონია, რომ ასეთ ურთიერთობებში, რასაც გასცემ, იმის ნახევარს მაინც უნდა იღებდე.
LikeLike
ერთ დღეს მაინც შევიხედავ მუზეუმში :) …მიუხედავად იმისა, რომ ქემალის ისტორიამ “დამახრჩო”… ტრადიციული ორჰანისეული “აღმოსავლური ტკბილეულის” ნაცვლად საშინლად “უგემური” ამბავი გამოდგა… რომ დახურავ წიგნს და ყველა და ყველაფერი შეგზიზღდება, ისეთი…
LikeLike
კომენტარებს რომ გადავავლე თვალი, “დიოგენეს” მგონი დიდი ზიანი მიადგება ამ პოსტით:D სულ ცოტა ხნის წინ ამბობდი “პილპილმოყრილი პოსტის გამოცხობა” ვერა და ვერ მოვახერხეო, ხოდა მგონი ეხლა გამოგიგივიდა. თუმცა რას ვიფიქრებდი რომ ფამუქი მოგყვებოდა ხელებში: ) არადა როგორი სასოებით ვაპირებდი ამ წიგნის წაკითხვას…
LikeLike
რატომ უნდა დააზიანოს გამომცემლობა მის წიგნზე გამართლმა დისკუსიამ? მგონი, პირიქით უფროა. ზიანია, როცა შენზე არ ლაპარაკობენ.
LikeLike
ჰეჰ, მოლი, ჩემსავით დაგმართნია :))
წითელის შემდეგ ამ წიგნს იმ მდარე ხარისხის საპნის ოპერებს ვადარებ ეკრანებზე რომ გადის (ხარისხიან სერიალს მეც ვუყურებ). თან რა უბედურებაა 600 თუ 700 გვერდი?
წითელი ძაან მაგარია, ნაცნობს დავუწერე, ოსმალეთს რომ შეგაყვარებს ქართველს ისეთი წიგნიათქო ))))))
ალბათ რაღაც მთარგმნელზეცაა დამოკიდებული. ერთმა წითელი ინგლისურად იყიდა, 200 გვერდიანს გავდა წიგნი და მუებნება, ქართული თარგმანი ინგლისურთან ახლოსაც ვერ მივაო.
LikeLike
წინადადების ბოლოს სმაილით იმის გამოხატვა მსურდა რომ ეს აზრი იუმორის გრძნობით უფრო იყო ნათქვამი, ვიდრე სერიოზულობით: ) უბრალოდ კომენტარებში ჩემის ჩათვლით ბევრმა განაცხადა, რომ წაკითხვას ვგეგმავდი და აღარ წავიკითხავო, ხოდა ეს ვიგულისხმე)) როცა წიგნი არ მოგწონს გამომცემლობის ხათრით მასზე ხომ ვერ იტყვი გადავირიე და აღფრთოვანებული ვარო…
LikeLike
გამომცემლობა მარტო ჩემთვის ხომ არ მუშაობს :) მე არ მომწონს, სხვას მოეწონება. რა პრობლემაა.
LikeLike
საინტერესოდ წერ…
LikeLike
მადლობა და ველქამ! :)
LikeLike
მეც ახლა დავამთავრე და ისეთი არეული გრძნობები დამიტოვა ამ წიგნმა, რომ ვერ აგიღწერ.. :( სანამ ფუსუნს წლების შემდეგ შეხვდებოდა მთელი არსებით ვგრძნობდი მის ტკვილის, მაგრამ როცა შეხვდა და ფუსუნმაც ისე საშინლად მიიღო უკვე გაძლებაზე ვიყავი.. ფამუქის შემოქმედების გაცნობა სხვანაირად მინდოდა.. :(
“ყველაზე მეტად კი ერთი რამ მიკვირდა – რაში სჭირდებოდა მუზეუმი ამბავს, სადაც ერთგულებაზე მეტი ღალატი იყო, სითბოზე მეტი – სიცივე, ღირსებაზე მეტი – უთავმოყვარეობა და უმანკოებაზე მეტი – სიბილწე.”– ამაში გეთანხმები სრულიად..
P.S. მოლი ძალიან მომენატრა შენ ბლოგზე კომენტარის დაწერა! ^_^
LikeLike
ველქამ ბექ :) აქაურობასაც დააკლდა შენი კომენტარები, მარიშკალია :)
LikeLike
დიდი მადლობა მოლი :*
LikeLike
ზუსტად იგივეს ვფიქრობ,ისეთი ოვაციებით დავიწყე კითხვა,თავიდან მართლაც საოცრად იკიტხება,ვერ წყდები,მაგრამ ბოლოსკენ :(..საოცრად მაღიზიანებს ეს უთავმოყვარეო ქემალ ბეი..ზუსტად ისე აღწეღ,როგორც ვფიქრობ..
მინდა გითხრა, საოცრად წერ..
ყოჩაღ!
წარმატებები!!..:)
LikeLike
უღრმესი მადლობა! )
მიხარია, ორჰან-ბეის ამ წიგნზე ერთი აზრი რომ გვაქვს ) ასეთ მკითხველთან კამათიც საინტერესო იქნება, ცხვირი მიგრძნობს )
შემოიარეთ ხოლმე. აქ ყოველთვის სიხარულით დაგხვდებიან )
LikeLike
ჩემთვის ფამუქი “თოვლით” დაიწყო და ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა….უმანკოება დავიწყე, მაგრამ მას შემდეგ რაც მთავარი გმირი ავადმყოფურად იწყებს სიყვარულის ხსოვნის უკვდავყოფას, ის ჩემთვის უინტერესო გახდა და თავი დავანებე :( თოვლი კი უძლიერესია ♡♡♡♡
LikeLike
ჩემთვის – წითელია პირველი ფამუქი :)
LikeLike
:) არადა, სტამბოლში რომ ვიყავი სწორედ ჩუქურჯუმას უბანში ვცხოვრობდი.
ვიზიარებ იმპრესიებს. დასაწყისით მართლაც კარგად იწყება და ამ წიგნის წაკითხვა თუნდაც მხოლოდ პირველი წინადადებისთვის ღირს. თავიდან ყველაფერი აბსოლუტურად გასაგები და მისაღებია – აი ფუსუნის გაუჩინარების შემდეგ დაიწყო ჩემი და ქემალის ერთობლივი ტანჯვა და მისი გამოჩენის შემდეგ შეიძლება ითქვას წიგნის ბოლომდე წაკითხვა აღარ მინდოდა.
ძალიან ხშირად გამიგია, რომ წიგნი ზედმეტად გაწელილია და გაწელილია სწორედ ქემალის სრულიად უმიზეზო და უტრირებული ტანჯვით. იმასაც ამბობენ რომ სწორედ ეს არის ნამდვილი სიყვარული, თუმცა რატომ მოიაზრება სიყვარულში კომშის საწურის მოპარვა გაუგებარია. ( და არა მხოლოდ საწურის, არამედ კიდევ უამრავი ხარახურის, თუმცა ამ საწურმა განსაკუთრებული პრობლემები შექმნა.) და თუ ეს არის “ნამდვილი სიყვარული” მაშინ ღმერთმა ყველა დაიფაროს ამისგან.
ერთგან დავწერე რომ ქემალ ბეი იტყუება წიგნის ბოლო ფრაზაში – “მინდა ყველამ იცოდეს, რომ მე უბედნიერესი ცხოვრება გავიარე” ამაზე ძალიან ბევრი შემეწინააღმდეგა, ისინი თვლიდნენ, რომ ქემალის ცხოვრება მართლაც უბედნიერესი იყო, თუნდაც ფუსუნთან გატარებული რამდენიმე თვის გამო. მე ასე არ მგონია.
ფამუქს ჯევბეთ ბეითი, მუზეუმით და სტამბოლით ვიცნობ. მისი კლასიკად აღირებული წითელი ჯერ არ წამიკითხავს. მშვენიერი მწერალია, თუმცა უმანკოების მუზეუმი ზედმეტად კომერციული პროეტქი გამოუვიდა იმჰო :)
LikeLike