“საშინელებათა მეფეს“ რომ შეგარქმევენ, მგონი, მთლად სასიამოვნო ვერ უნდა იყოს… მაგრამ თუ ამ ტიტულის უკან “ბნელი კოშკი, “მწვანე გზა“, “დრაკონის თვალები“ და “უძილობა“ დგას, შენ კი სახელად სტივენ ედვინ კინგი გქვია, უკვე სულ სხვა საქმეა – გესიამოვნება კი არა, იამაყებ კიდეც ასეთი მეტსახელით.
მე შენ გეტყვი, ვინმე გააპროტესტებს, დაუმსახურებელი წოდებააო… და თუ მაინც მოიძებნებიან ასეთები, მოკრძალებით ვურჩევ, კინგის პირველი გადმოქართულებული რომანი მოიძიოს, სულ ახლახან რომ გვისაჩუქრა “დიოგენემ“ და ფსიქოპათი თაყვანისმცემლის ხელში ჩავარდნილ მწერალზე რომ გვიამბობს.
დარწმუნებული ვარ, მრავალი თქვენგანი უკვე მიხვდა, რასაც ვგულისხმობ – დიახ, „მიზერის“.
ამ წიგნის მთელი საიდუმლო ისაა, რომ სულ არ არის საჭირო, ჟანრის თაყვანისმცემელი იყო – “მიზერი“ მაინც ჩაგითრევს და თავბრუდამხვევ მორევში იმდენ ხანს გაბზრიალებს, სანამ არაქათგამოცლილს, ლიმონივით გამოწურულს და ავტორის ოსტატობით აღფრთოვანებულს ნაპირზე არ გადმოგისვრის პირდაფჩენილი თევზივით.
არადა, ერთი შეხედვით, არაფერი განსაკუთრებული სიუჟეტში არ არის და თუ ფსიქოლოგიური თრილერის თავგამოდებული აპოლოგეტი არ ხარ, ანოტაციამ, შეიძლება, არც კი მიგიზიდოს.
და მაინც – ეს წიგნი შედევრია.
შედევრია ენი უილკსი – შუა ხნის ულამაზო, ფსიქოლოგიური პრობლემებით დახუნძლული, მედდა, რომელსაც კატასტროფულად აკლია ადამიანური სითბო, რომელიც არასოდეს არავის ჰყვარებია და არავინ მოფერებია… სხვისი არ ვიცი და მე ძალიან მეცოდება ეს ქალი, ტკბილეულით და შელდონის რომანებით რომ ივსებს იმ ურთიერთობების დეფიციტს, მოკვდავთა დიდი უმრავლესობა ჩვეულებრივ მოვლენად რომ მიიჩნევს; გარიყული და ძალიან უბედური არსება, რომელიც მარტოობამ მკვლელად აქცია…
მიზერი – პოპულარული მწერლის პერსონაჟი – ერთადერთი რგოლია, ენის გარე სამყაროსთან რომ აკავშირებს. ეს ის წვრილი ძაფია, რომელზეც მანიაკურ-დეპრესიული ფსიქოზით გატანჯული ქალის ცნობიერება კიდია და უცებ ავტორი შეუბრალებლად, ხელის ერთი მოსმით ჭრის ამ ძაფს…
შედევრია თავად პოლ შელდონი – კაცი, რომელმაც ყველაფერს აჯობა: უძლურებას, ნარკოტიკულ დამოკიდებულებას, აბსოლუტურ იზოლაციას და შიშს – გრძნობას, რომელიც ამ რომანში სრულიად ცალკე მდგომი თემაა.
შიში – აი, “მიზერის“ მთავარი პერსონაჟი; არა ენი ან პოლი, არამედ შიში – მართლაც ვირტუოზულად ჩამოსხმული ემოცია, რომლითაც წიგნის თითოეული სტრიქონია გაჯერებული…
შიში, რომელიც ყველა დანარჩენ გმირს მართავს – ენის თავზარს სცემს იმის გაფიქრებაც კი, რომ მიზერი აღარ ეყოლება; შელდონს შიში აიძულებს, შეჰერაზადას როლი მოირგოს და მობეზრებული პერსონაჟი საიქიოდან დააბრუნოს… ირგვლივ ყველაფერი ამ ერთ გრძნობას ემორჩილება, სწორედ მისი ხელი მართავს უხილავ ძაფებს, ადამიანის ნერვები რომ ჰქვია.
და სულ ზემოდან კმაყოფილი ღიმილით დაგვცქერის სტივენ კინგი – კაცი, რომელიც შიშისგან შედევრებს ქმნის.
ვაუ :)
ოდესმე ალბათ გავბედავ და წავიკითხავ :)
LikeLike
გაბედე :) მოგეწონება.
LikeLike
მითხრეს – ძალიან მაგარი ფილმი და წიგნიაო. ჰოდა, ვამბობ, რომ ძალიან მაგარი პოსტია.
LikeLike
მადლობა, მალი :)
LikeLike
სულ პირიქით, მოლი :))
LikeLike
კინგის შემოქმედებას არ ვიცნობ, ისიც ჩემი რუსულის უდღეური ცოდნის გამო… თუმცა როგორც ყველას, “მწვანე გზა” მაინც მაქვს ნანახი და ეხლა ლამის ნერწყვი მდის წიგნის დაგემოვნების მოლოდინში. აი “დიოგენემ” მართლა უნიკალური საშუალება მოგვცა ჩემნაირებს და ამ პოსტის მერეც როგორ შეიძლება ეს წიგნი არ მოიკითხო წიგნის მაღაზიაში? თან “წიგნები ბათუმში” მელოდება და ვფიქრობ, როგორც კი ჩავაღწევ ბათუმში არავითარი აქამდე დაჩვეული “ბიბლუსი” – კინგის გაცნობის ბედნიერება იმ ლიტერატურული სამოთხეში მექნება^_^
“ამ წიგნის მთელი საიდუმლო ისაა, რომ სულ არ არის საჭირო, ჟანრის თაყვანისმცემელი იყო – “მიზერი“ მაინც ჩაგითრევს და თავბრუდამხვევ მორევში იმდენ ხანს გაბზრიალებს, სანამ არაქათგამოცლილს, ლიმონივით გამოწურულს და ავტორის ოსტატობით აღფრთოვანებულს ნაპირზე არ გადმოგისვრის პირდაფჩენილი თევზივით.” – მარტო ამის გამო ღირს ამ წიგნის წაკითხვა. ურმესი მადლობა მოლი ჩვენი ღირსეული მწყემსი რომ ხარ წიგნების იალაღებში : ))
LikeLike
ნამდვილად ჯობია, მარის და ირაკლის მიაკითხო, ვამპირ :) არ წააგებ.
მადლობა შენ, აქ რომ ხარ :)
LikeLike
ფილმიც საკაიფოა :)
LikeLike
სამი წაკითხული წიგნით უკვე მივხვდი, რომ კინგი ნამდვილი ოქროს საბადოა :) …ნაჯახიანი ენი უილკსი დაუვიწყარია :)
LikeLike
აი, მოვრჩე მარტინს და…
LikeLike
აუუუ, რა მაგარი იყოო… რა ხანიავიყიდიდა რაღაცნაირად კითხვას ვეღარ ვუდებ გულს, არადა რამდენი კარი წიგნი მაქვს თაროზეჩამწკრივებული. ამით გავხსნი ახალსეზონს ისეთი პოსტია, წაკითხვას რომ მოგანდომებს წიგნის.
შიშისგან შექმნილი შედევრები.-ამ ფარაზას მოგპარავ-ჩემი პოსტისთვს, რომელსაც იმედია დავწერ მომავალში. კინგი იმსახურებს ჩემგანაც ერთ პოსტს.
LikeLike
პოსტს ველოდები :)
LikeLike
რა მაქვს ამ ზაფხულს საქმე?
ჩავუჯდები კინგს <3
LikeLike
შემშურდა :(
LikeLike
მე ორივე ახალი ტარგმანი შევიძინე პრეზენტაციის დღეს, მაგრამ ჯერ რატომღაც “მწვანე გზა” წავიკითხე :)
“მიზერი” და კინგით კიდევ უფრო ტკბობა წინ მელის შვებულებასთან ერთად:)
LikeLike
გემრიელი ლუკმის პრინციპით :) სწორი გადაწყვეტილებაა. მერე, იქნებ, პოსტიც დაგვიწერო.
LikeLike
არ ვარგივარ მაგ საქმისთის, მოლი :)
ან ცოტა მეტი დრო უნდა მქონდეს :)
LikeLike
როგორ არ ვარგიხარ :) ბიბის ბლოგის მეპატრონე და არ ვვარგივარო :(”
დრო კი. დრო პრობლემაა.
LikeLike
კინგი შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში. მისი გავლენით ოთახში სულ სიზმრის მჭერები მქონდა. ისე, რატომ-ღაც მეგონა, რომ მანამდეც იყო ქართულად სტივენა ნათარგმნი. ფანტაზია მაქვს?
LikeLike
მოთხრობები კი. რომანი – არა. ახლა გამოსცემს პალიტრა ელი 49 სამზითვო წიგნის ფარგლებში.
LikeLike
მოლი, შენი რეკომენდაციების საფუძველზე გვარიანი სია მაქვს შედგენილი მაგრამ რაღაც ჭირად მარტინით დავიწყე და ისე ვატყობ, დიდხანს ვერ მოვიცლი სხვა რამისთვის. ისე, მგონი ღირს, ახალი გამოცემების შეგროვება დავიწყო… უკეთესს რას დავუტოვებ შთამომავლობას…
LikeLike
მესამე თვეა, სხვა წიგნებს შიგადაშიგ ვკითხულობ და მარტინში ვარ გახლართული მეც :))) დაიწყე, დაიწყე :)
LikeLike
dilit daviwye da sanam ar davamtavre ver movwydi. es iyo sashineleba ,\magrad ,,damgriza” ( meti zustad ver vityvi) da shemdzra , ratomgac jon faulzis ,,koleqcioners” magonebs. ufre metan koleqcioners tumcaga kinolo amanitis ,,nu geshiniasac” albat imitom rom misi temac adamianis taviuflebis xelyopaa. mokled es sami wigni ertad movatavse. ara otxi partik ziuskindis ,,sunamostanac” gavavle ratomgac paraleli.
dear MR. sainteresod wer . vcdilob tvalyuri mogadevno ras wer xolme ))) :*
LikeLike
ველქამ :)
LikeLike
სამწუხაროდ წიგნი ვერ ვიშოვე, დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი კინგს ქართულად
LikeLike
არის მაღაზიებში “მიზერიც” და “მწვანე გზაც”
LikeLike
კი ვიცი რომ არის, მაგრამ მაგის ყიდვას ფული უნდა :დ
LikeLike
წიგნის ფესტივალზე ვაპირებდი კინგის ყიდვას და მეგობარმა დამცინა, შენ ეგ დედანში როგორ არ უნდა წაიკითხო, რა ქართულადო და მოკლედ, ავყევი სნობურად, აღარ ვიყიდე :D :D ველოდები შვებულებას და შიშისგან შექმნილ შედევრებს.
პოსტი იყო – თითებჩასაკვნეტი :)
LikeLike
ქართულ თარგმანს სხვა მნიშვნელობა აქვს და მთარგმნელობითი სკოლის განვითარებას ვაკვირდებით ამ თარგმანებით, თორემ მხოლოდ ორიგინალები თუ ვიკითხეთ, მალე აქაც მხოლოდ ქართული ორიგინალები დაგვრჩება (ისე, როგორც ჩრდილო კორეაშია). შენი მეგობარი ახალგაზრდაა, ალბათ, რუსო და ის შავბნელი დრო არ ახსოვს, იაპონური პროზა (და არა მხოლოდ) რუსულიდან რომ ითარგმნებოდა.
მადლობა, შენი შექება განსაკუთრებით რომ მსიამოვნებს, კი იცი :)
LikeLike
ჩემზე გვარიანად უფროსია :)) ქართული მთარგმნელობითი სკოლის წინააღმდეგ კი არ გაილაშქრა, ჩემი პროფესია შემახსენა :)) თან ალბათ იფიქრა, რომ ამერიკელი კინგი აჯობებდა ქართველ კინგს :))
“თორემ მხოლოდ ორიგინალები თუ ვიკითხეთ, მალე აქაც მხოლოდ ქართული ორიგინალები დაგვრჩება (ისე, როგორც ჩრდილო კორეაშია). “მთლად ასე შავბნელადაც არა მგონია იყოს საქმე – მაგალითად, დედაჩემი ინგლისურად ვერ წაიკითხავს (თან არა მარტო ინგლისურად), მე – ფრანგულად (თან არა მარტო ფრანგულად) :) ქართული თარგმანები მაინც დაგვჭირდება. P. S. ისე, ახლაც ქართულად ვკითხულობ ძირითადად და კარგი თარგმანი ძალიანაც მსიამოვნებს :)
ისეთი ფრაზები გქონდა, მოლი, ისეთი, როგორ არ მეთქვა :)
LikeLike
შენი პროფესია და ინგლისური ფილოლოგიის და ქართული პროზის მშვენება რომ ხარ ერთდროულად, ყველას გვახსოვს :)
მეც ვერ წავიკითხავ ფრანგულად, ვერც იტალიურად, ჩემი მეზობელი – გერმანულად, ჩემი მეზობლის ბიჭი ინგლისურს კი სხლავს, მაგრამ რუსული უჭირს… ერთი სიტყვით, თარგმანი გვჭირდება. ჰოდა, ყოველი ახალი წიგნი სკოლის განვითარებისთვის დადებული თითო აგურია. სხვაგვარად, წინ ვერ წავალთ.
ნამეტანი პათეტიკური სპიჩი გამოვიდა და ამსორი.
მადლობა დიდი <3 პროფესიონალი რომ გაქებს, სხვა ეშხია და სხვა სიამოვნება <3
LikeLike
კი შედევრია.
ყველაზე ძაან მიყვარს ეს წიგნი ქინგეულებში. ნათებაზე მეტადაც კი.
ძალიან მინიმალისტურია და ძალიან მაგრადაა დაწერილი.
LikeLike
Abosutely so )
LikeLike
საინტერესოა, სტივენ კინგს ასეთი რაღაცეები თავში როგორ მოსდის :)\
LikeLike
მახსოვს, პირველად “მიზერი” რომ წავიკითხე, როგორი აღფრთოვანებული ვიყავი. შედევრია ნამდვილად! :)
LikeLike
შედევრია უდავოდ :)
LikeLike
ყველაფერში გეთანხმები. ქართულ მწერლობას ალბათ არ შემეწინააღმდეგები, რომ ამ ჟანრში აკლია მწერლები. პოსტი გენიალურია!
LikeLike
აკლია და მერე როგორ )
LikeLike
[…] წარმოადგენს, მითუმეტეს, ვისაც ძველი პოსტი აქვს წაკითხული; ამიტომ არც ის […]
LikeLike