დილიდან საღამომდე მშიერი წანწალი, ათას, ერთი მეორეზე მაცდურ სასუსნავზე უარის თქმა და უგემური, ყველა გაგებით უმარილო საკვებით დაკმაყოფილება ისედაც რა სახარბიელოა, მაგრამ განსაკუთრებით უსიამოვნო ზუსტადაც რომ საზიზღარი განწყობაა – არაფრის ხალისი არ გაქვს, გემოს ვერაფერს ატან, გამუდმებით იღრინები და, საერთოდ, საშიში ხარ საზოგადოებისთვის.
კითხვა რაა, კითხვაც კი გეზარება… სქელ-სქელ სათავგადასავლო რომანებს, კი გეცოდინებათ, წყალზე მოხარშული წიწიბურა კი არა, გროვად დახვავებული, შებრაწული და მწვანე ტყემალმოსხმული ახალი კარტოფილი უნდა მიაყოლო, თორემ, წიგნის გმირებთან ერთად ფათერაკებთან გასამკლავებლად და ბოლოში გასასვლელად ძალა არ გეყოფა… საყვარელი ფილმების და მულტფილმების მშიერ კუჭზე ყურებაც ვერ არის დიდად მოსაწონი – სიამოვნებას გინახევრებს.
ახლა ფეხბურთი? ჩემპიონთა ლიგის ფინალი რომ დაიწყება, ტელევიზორს უმარილო კიტრის ხრამუნ-ხრამუნით კი არა, ბავარიული სარდელების, ტკაცუნა სოსისების, ღორის კანჭის, ლუდის და მიწის თხილის თანხლებით უნდა მიუჯდე. ორივე ვარიანტი მოსინჯული მაქვს და დამიჯერეთ, ვიცი, რასაც გიყვებით.
უიქენდზე, ქალაქში ბოდიალსაც განსაკუთრებული ეშხი მაშინ აქვს, როცა იცი, რომ საყვარელ კაფეში შეუხვევ, ქათმისხორციან და სოკოიან ბლინებს შეუკვეთ, ცივ ნაყინს ან ცხელ შოკოლადს დააყოლებ და კიდევ ერთხელ დარწმუნდები, რომ ცხოვრება მშვენიერია.
სწავლასა და მუშაობაზე აღარაფერს ვიტყვი – ეს ქვეყანა მშიერი ხალხის აშენებულიაო, კი ამბობენ, მაგრამ მაინცდამაინც არ მწამს. თორმეტსაათიანი მარათონისთვის ძალა ხომ უნდა გეყოს…
ჰოდა, ჩემო კარგებო, არც თუ ხელწამოსაკრავი პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებით, შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, რომ დიეტის დროს ყველაზე სასიამოვნო მისი დარღვევაა :)
მორიგი ხიჩკოკური შიმშილობის დაწყებამდე კი გადავწყვიტე, ჩემს მკითხველს სპეციალური მენიუს ინოვაციური, დღემდე არნახული ვარიანტი შევთავაზო. დიეტა, რომელიც დეპრესიაში არასოდეს ჩაგაგდებთ :)
ორშაბათი: სალათი “ოლივიე” ქათმის ხორცით;
მეგრული ხაჭაპური;
ორი კიევური კოტლეტი;
“ნაპოლეონი” ან ‘კუტუზოვი”;
სამშაბათი: “შუბა” ქაშაყით. შავი პური და კარაქი;
კუბდარი;
ქაბაბი შამფურზე;
“შუ”.
ოთხშაბათი: კიტრის და პომიდორის სალათი, ხახვით, მწვანე წიწაკით, რეჰანით, შოთით, გუდის ყველით, ძმრით (ან ზეთით). მარილი გემოვნებით.
იმერული ხაჭაპური;
პელმენი ქოთანში;
ვაშლის ღვეზელი.
ხუთშაბათი: “ქათმის შუ”;
პიცა;
მწვადი მაყალზე;
“ზებრა”.
პარასკევი: ღვიძლის სალათი;
გურული ღვეზელი;
შემწვარი ქათამი ნიორწყალში;
ტირამისუ.
შაბათი: ყველის სალათი;
ნახევრადფენოვანი ხაჭაპური;
ღომი გადაზელილი პიტნით, შემწვარი სულგუნი, ცხარე საწებელი;
მარწყვის ტორტი.
კვირა (მშიერი დღე): ბადრიჯანი ნიგვზით;
აჭარული ხაჭაპური (ორი ყველით);
ჩაქაფული;
შოკოლადის ტორტი.
ნაყინი, “კოკა-კოლა” და “სნიკერსი” შეუზღუდავად.
სიმართლე გითხრათ, ნოვაციის ეფექტიანობაზე თავს მაინცდამაინც ვერ დავდებ, მაგრამ ის კი ნაღდად ვიცი, რომ ხასიათს არ გაგიფუჭებთ, მშიერი დეპრესიაც აგცდებათ და არც თქვენი ახლობლები ჩაცვივდებიან საფრთხეში :)
საჩემო დიეტა ^_^
LikeLike
არც მე ვიტყოდი უარს :)
LikeLike
:))))))))))))))))) რა საყვარელი ხარ :**
LikeLike
მაკინე :))
LikeLike
ისეთი კარგი მენიუა, კი უნდა შერცხვეს სასწორს და ჩამოაკლოს ორიოდე კილო ამ დიეტის დამცველებს ^_^
LikeLike
სად აქვს სასწორს სინდისი :(
LikeLike
ეგ ბლინები – ქათმის ხორცით და სოკოთი – საყვარელ ბლოგერთან საუბრისას მიდის ყველაზე კარგად (გამოცდილი მაქვს! :)) ) ერთი ეგ არის, საყვარელ კაფეში საყვარლის საფლავივით უნდა ეძებო მწიკვი სუფთა ჰაერი :(
LikeLike
რა დამთხვევაა. მეც საყვარელ ბლოგერთან საუბარს მივაყოლე ერთხელ :) საოცარია, პირდაპირ :) იმ კაფეში, განსაკუთრებით, საღამოობით ჭირს სუფთა ჰაერი :(
LikeLike
სულ მაკვირვებს ასეთი დამთხვევები :)))))))))
LikeLike
გაგიჟდები პირდაპირ :))
LikeLike
ბრიჯიტ ჯონსმა არ იცოდა ეს დიეტა, საწყალმა.. რაღაც მაფინებს და დონატებს ნთქვდა :(
LikeLike
მაფინებიც წავა და დონატებიც, რამე რომ იყოს…
LikeLike
გაქანებული იძულებითი დიეტის დროს ასეთი პოსტის წაკითხვა არნახული სისასტიკეა… ერთ აჭარულ ხაჭაპურში ნახევარ სამეფოს გავცვლიდი… მინიმუმ… კიტრის და პომიდორის სალათზე, ნიგვზიან ბადრიჯანსა და მარწყვიან-შოკოლადიან ტორტზე აღარაფერს ვამბობ :(
LikeLike
ასეთ პოსტებს, როგორც წესი, გაქანებული დიეტის დროს ან დიეტის დაწყების წინა ღამით ვწერ :) ჰოდა, მეპატიება :)
LikeLike
კრემსუპები დამაკლდა რაღა დაგიმალო, ეს გოგრაო, ეს მჟაუნაო, ეს ისპანახიო, ეს ქამასოკოო და ეს ბარდაო. ცხელი და სურნელოვანი რომ შემოდის, ფანტასტიკურ ხასიათზე აყენებს და დიეტა კი… დიეტა, ეგ რაღაა?
LikeLike
სტუმრის დღეს მოვიგონებ და შენს კრემ-სუპს დავამატებ :)
ეს უმაგრესობაა და დიეტა არის საშინელება. :(
LikeLike
სტუმრად კი ნამდვილი ვინი პუჰი მოვა
LikeLike
და ჩიბურაშკა, გენა და შაპოკლიაკი :)
LikeLike
სამი დღეა მაწვნის მეტი არაფერი მიჭამია და ამ ,,დიეტამ,, წკითხვითაც კი ბოლო მომიღო :(
LikeLike
მე დღეს ვიწყებ და საკუთარი პოსტის გადაკითხვა მეშინია :(
LikeLike
ჰაჰააა არ გადაიკითხო :)))) მე გუშინ დავარღვიე :) დამღუპე ფაქტიურად :D
LikeLike
mea culpa :(
საკუთარი პოსტის გადაკითხვის რომ გეშინია და თვალს არიდებ, ეს არის ცხოვრება? :((
LikeLike
რას იზამ რას იზამ ))) აწი მარტო წიგნებზე წერე გთხოვ :D
LikeLike
მაგალითად, დიუმა-მამას კულინარიულ წიგნზე :) ან “გარგანტუა და პანტაგრუელზე” :)
შევეცდები :)
LikeLike
ღმერთო არა :) ჩემი მაწვნის დიეტა წყალში ჩამეყრება :)))
LikeLike
ოლ რაიტ. კულინარიაზე მორატორიუმს ვაცხადებ. ოღონდ, დიეტას რომ მორჩები, გამაგებინე :)
LikeLike
ოკოკ :) :)
LikeLike
შევთანხმდით :))
LikeLike
გამახსენდა ჩემი უბედურება, :( იცი ახალი ლოზუნგი შევიმუშავეთ ფიტნესკლუბში “უი მოვიმატეთ, რა სისულელეა, უბრალოდ სასწორია გაფუჭებული”
LikeLike
ავითვისებ მეც ამ დევიზს!
LikeLike
დამღუპველია არ გირჩევ.
LikeLike
ყველაფერი კარგი და გემრიელი დამღუპვლია :((
LikeLike
ამ ყველაფერს 50-50 გრამს თუ მვირთმევთ ნამდვილად გავხდებით. ექსპერტი:)
LikeLike
აი მე ეს დიეტა მართლა ძალიან მჭირდება :) უკვე მეოთხე თვეა ჩემს მადას რაღაც დაემართა და დღეში ერთხელ ხან ვჭამ ხან არა :) ჰოდა თქვენ მაგ დიეტების დაცვას შეეცადეთ, მე ამას ავითვისებ როგორმე :)
LikeLike
შენთვის დამიწერია, აბა, ეს პოსტი :) შეგარგოს! :)
LikeLike
ასეთი დიეტა კვირის ბოლოს აუცილებლად გაგიფუჭებს განწყობას საფულეში რომ ჩაიხედავ :))))
LikeLike
ეგ, ჰო. ეგ ნამდვილად :)
LikeLike
ახლახან დამშეული მოვედი სკოლიდან და ღვეზელებზე, პელმენებზე და კიევურ კატლეტებზე ნერწყვები ვყლაპე :დ
ამ პოსტის წაკითხვაც გააძღობს კაცს ისეთები წერია :დ
^_^^
LikeLike
მთავარია, დიეტაზე არ იყო, რუსა და დანარჩენს ეშველება :))
LikeLike
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამაზე “უარესად” ვიკვებები და ჰაერში იფანტება ყველაფერი, არანაირად არ მეტყობა :))
LikeLike
ბედნიერი :)
LikeLike
დიეტაა? :) super ! :D :D
LikeLike
:))))
LikeLike
რატომ, რატომ! რაღა ახლა, როცა ვცდილობ, სინდისი გამოვაღვიძო და წყალზე მოხარშული წიწიბურა და უმარილო კიტრი ვჭამო მინიმუმ ორი კვირა)))))
LikeLike
მეც რომ ვცდილობ, იმიტომაც დავწერე, მარი :) აქ მაინც შემოვიხედავ დროდადრო და გულს მოვიოხებ :))
LikeLike
ვაიმე მომშივდა :დ და ისე ცხოვრებაში არ მიდიეტია, ისედაც არ ვარ საჩუქარი და მშიერი სულმთლად არასაჩუქარი ვიქნები :დ
LikeLike
მოლი სულ არ გრცხვენია ამ გაგანია დიეტის დროს ასეთ პოსტებს რომ დებ რაააა :( ის რა მეყოფა რომ შემოვდივარ სულ რომ ნაღებიანი ყავის არომატი მელანდება ხოოო?
LikeLike
კარგი პოსტი გამოსულა :) და ნაღებიანი რძის არომატიც კარგად მომიფიქრებია :)
LikeLike
ერთადერთი სიტყვები, რაც ამ გემრიელი პოსტის კითხვისას თავში მომდის, არის “რა საყვარელი ხარ, მოლი” :) შეუძლებელია, ამ პოსტის ავტორისადმი თბილი ემოციები არ გაგიჩნდეს <3
LikeLike
მადლობა, ტაბუ :) მიხარია, რომ მოგეწონა :)
LikeLike