არადა, როგორც ყოველთვის, დღევანდელი პოსტი ჯერ კიდევ გუშინ მქონდა მზად; სახალისო ტექსტი იყო, ძილის წინ კარგ გუნებაზე რომ დააყენებს ადამიანს.
საუბედუროდ, დღე ისე შავად დაღამდა, ხასიათს პოსტი კი არა, ვეღარაფერი გამომიკეთებს; ვერც მე და ვერც იმ ხალხს, ვისაც ავღანეთის მიწაზე დაღვრილი ქართული სისხლის თითოეული წვეთი სტკივა და ემძიმება; ვისაც ესმის, რომ ახლა პოლიტიკური თამაშების განხილვის და მიზეზების ძიების კი არა, იმ ბიჭების გლოვის დროა, საქართველოში რომ ვეღარასოდეს დაბრუნდებიან; შინაურებს რომ ვეღარ მოესიყვარულებიან; დედებს ვეღარ გაახარებენ და ვერც შინმოუსვლელი მეგობრების შესანდობარს დალევენ პირთამდე გალიცლიცებული სასმისებით…
ისინი ვიღაცისთვის შვილები იყვნენ, ვიღაცისთვის – ქმრები, ვიღაცისთვის მამები, ვიღაცისთვის – მტრები და თითოეული ქართველისთვის – სულისა და ხორცის ნაწილი, ახლა უკვე სამუდამოდ მოგლეჯილი და დაკარგული.
ვეღარ დაბრუნდებიან-მეთქი, წეღან ვთქვი და შემეშალა… როგორ არ დაბრუნდებიან, მაგრამ ვაი, ამისთანა დაბრუნებას…
და ვაი ჩვენ, თუ ოდესმე დავივიწყებთ მათ, ვისთვისაც დღეს უკანასკნელად გათენდა…
:(
LikeLike
ვეღარც ვიტყვი ვერაფერს…
მაისში დაღუპულ სამ ქართველზე კი დავიცალე ემოციებისგან, მაგრამ ახლა ვერაფერს ვამბობ…
LikeLike
მიყვარს და მტკივა ეს ადამიანები მრავალი ერთმანეთთან გადახლართული მიზეზის გამო. ერთერთი მათ შორის ისიცაა, რომ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო შვილები არიან უდავოდ…
სამწუხაროა, რომ დღეს ძალიან ბევრს მათი ღირსების და ვაჟკაცობის (გლოვის დღეებში რაღაცებისგან თავის შეკავებაც ვაჟკაცობაა) მეასედიც არ აქვს…
LikeLike
არც კი ვიცი რა დავწერო. ეს არ არის მორიგი წიგნი, რომელზეც შეიძება შეიძლება ახრი გამოვხატო ან ფილმი ,რომელსაც შეიძლება ვუყურო. მათი დაღუპვით გამოწვეული ტკივილი იმდენად რეალურია, რომ საკუთარი უძლურებით გაბარზებულმა არც კი ვიცი რა გავაკეთო.
პოსტის ბოლო წინადადებასაც მინდა პასუხი გავცე – ვაი, იმათ ვინც დაღუპულ ჯარისკაცებს საჯიშედ მიაჩნია :(
ნეტავ, არასდროს არ მოგიწიოს მსგავსი შინაარსის პოსტის დაწერა.
LikeLike
ჩასწორება : ვაი, იმათ ვისაც დაღუპული ჯარისკაცები საჯიშედ მიაჩნია
LikeLike
მართლაც რომ ვაი! გულიდან ამოგლეჯილი, ტკივილიანი ვაი! :(
LikeLike
არაფრის გამო არ უნდა კვდებოდნენ,შინაგანად სულით ხორცამდე ვეწინააღდეგები.ვიღაცის ძმები,ვიღაცის ქმრები,ვიღაცის საყვარლები და შვილები.რისთვის????
LikeLike
სიტყვები ზედმეტია..
LikeLike
არ მინდა სხვის ომში იღუპებოდნენ ქართველები!
ამინდიც კი ტკივილიანია :შ
LikeLike
არ არის ეს სხვისი ომი, ბატერფლაი :(
LikeLike
ჩვენი რომ არ არის ფაქტია -_- ვისია ვისი
LikeLike
ჩვენია. და იმათაც ეს განცდა აქვთ – საქართველოს ვიცავთო.
LikeLike
რატომაა ჩვენი მოლ? პრინციპში უკვე შეიძლება ჩვენადაც ჩავთვალოთ კი -_-
LikeLike
იმიტომ, რომ ტერორიზმი და რელიგიური ფუნდამენტალიზმი მსოფლიო ჭირია და ჩვენც ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილი ვართ. (ან, გვინდა, ვიყოთ).
კიდევ იმიტომ, რომ ნატოს ოპერაციებში მონაწილეობა ჩვენს ინტერესებშია. იქ თუ არ ვიქნებით, ადრე თუ გვიან, ვიქნებით მოდერნიზებულ სსრკ-ში და აი, მაშინ არავინ შეგვეკითხება (განსაკუთრებით, პრაძვინუტი ფბ-აქტივისტ გოგჩოებს) გვინდა თუ არა რომელიმე საბრძოლო ოპერაციაში მონაწილეობა (როგორც არ გვეკითხებოდნენ ლამის მთელი მეოცე საუკუნე) და მაშინ მსხვერპლი გაცილებით მეტი და აბსოლუტურად უაზრო იქნება და ფბ-ზე ივენთების დაანონსება არ უშველის. დააანონსებს ვინმე და მოხვდება დინგში ისე, ფბ-ს ხსენებაზე აკანკალებდეს (ისე, როგორც მრავლად მოგვხვედრია რუსებისგან).
აი, ამიტომ არის ჩვენი ომი.
LikeLike
სიკვდილი ხომ ხარკია… მაგრამ ვინ მისცა საქართველოს, ამხელა საფასურის გადახდის ფუფუნება? :(
LikeLike
უფრო დიდი მსხვერპლის თავიდან აცილების ერთადერთი საშუალება ეს არის და რა ვქნათ…
LikeLike
ჩამწყდა..
LikeLike