მე, მოლი ლანისტერ ბლუმი, ღვთის, ერის და სრულიად ქართული ბლოგოსფეროს წინაშე ვაცხადებ, რომ:
არ ვკითხულობ ე.წ. საბავშვო წიგნებს;
სიგარეტის მოწევა უზნეობაა;
ძილი – დროის ფუჭად ფლანგვა;
შავი ჩემი საყვარელი ფერია;
Sci Fi & Fantasy არასერიოზული, მდარე და უპერსპექტივო ჟანრია;
“ქინდლი” ეშმაკის მანქანაა;
თამარ ივერი ჩემი ფავორიტი მომღერალია;
დიეტა სიამოვნებაა;
ქართული რეპი დღეს მსოფლიოში საუკეთესოა;
ჩემი დევიზია Meine Ehre heißt Treue; საყვარელი რიცხვი – 88;
ღირებული მხოლოდ კლასიკური პროზაა; თანამედროვე ქართველი ავტორების კითხვა სირცხვილია;
ბლოგსფოთი ვორდპრესს ჯობია;
ცხოველებს ჭუჭყი, უსიამოვნება და დისკომფორტი მოაქვთ;
არია სტარკი მკვლელია; სერსეი ლანისტერი – სიკეთის და სათნოების განსახიერება;
ჩემთვის მისაბაძი სახელმწიფო ირანია;
იდეალური მმართველობის ფორმა – თეოკრატია;
დეტექტივი იაფფასიანი საკითხავია;
კომიქსი ბავშვების გასართობია;
რუბიკის კუბი დედამიწის ზურგზე ყველაზე სულელური გამოგონებაა;
რუსთაველის გამზირზე გავლის უფლებით მხოლოდ რჩეულები სარგებლობენ;
ჰარი პოტერის საგა მწვალებლური ლიტერატურაა;
როკი – სატანური მუსიკა;
სულის სიღრმეში ქართველი ლეიბორისტი გახლავართ;
გოჩა მანველიძე მწერალია;
სექსი ამორალურია;
საქართველოსთვის მზე ჩრდილოეთიდან ამოდის;
ცინიზმი ინტელექტის აუცილებელი ნიშანია;
უფასო ყველი სათაგურშიც გემრიელია;
კოლექტიური გემოვნება გემოვნების ევოლუციის უმაღლესი საფეხურია;
მე მოლი ლანისტერ ბლუმი ვარ.
:)
LikeLike
გლამთაია ლანისიტერზეც ასე ფიქრობ, მოლი? :(
სანამ ბოლომდე ჩავიკითხე ცხრაჯერ გამისკდა გული :(
LikeLike
თავიდან დაწერა მეზარება, თაია. ფსიქეს კომენტარებს და პასუხებს ჩაყევი.
LikeLike
მეც ლეიბორისტი ვარ !:))))))))))))))))))))
LikeLike
ლანისტერები იმაზე კარგები არიან ვიდრე ეს ამ პოსტიდან ჩანს და ასე ერთი ხელის მოსმით მათი ეშმაკის მსახურების რიცხვში ჩაწერა არ მიმაჩნია სწორად. შავი და თეთრი ფერებით და კეთილი და ბოროტით რომ საზღვრავ ამ ამბავს ძალიან მიკვირს შენგან, მითუმეტეს რომ უნაკლო ოჯახი მანდ, ისევე როგორც ცხოვრებაში, არ არსებობს და არც ისეთი ოჯახი, რომელსაც კარგი არაფერი აქვს
LikeLike
მე ის მიკვირს შენგან (განსაკუთრებით) ეს პოსტი ლანისტერებზე დაწერილი რომ გგონია. ეს პოსტი ჩემი შეხედულებების და ცხოვრების წესის სრული ანტიპოდია და ლანისტერი სათაურში მოხსენიებულია მხოლოდ იმიტომ, რომ გვარად სტარკი მაქვს. დანარჩენ პუნქტებთან არც ერთ ლანისტერს შეხება არ აქვს. (გარდა იმ ერთისა, რომელიც უშუალოდ არიას და სერსეის ეხება).
LikeLike
მივხვდი რასაც ეხება
უბრალოდ არ ვთვლი რომ ლანისტერობა ყველაფერი ცუდის საწყისია და ამ პოსტიდან ასე აღვიქვი რატომღაც. შევცდი?
LikeLike
აშკარად შეცდი.
სადაც ყველაფერი გადავაკეთე, ლოგიკური იყო, გვარით დამეწყო.
აი, ვიფიქრე ახლა (განსაკუთრებით, შენი კომენტარის შემდეგ, თაია ჯერ პატარაა მაინც) და ვერ ვიპოვე ძაფი, როგორ დავაკავშირო, მაგალითად, ჰომოფობია, ფაშიზმი, პრორუსულობა, ქართული ლიტერატურის არსიყვარული და ლანისტერები. ფანტაზია არ მეყო.
LikeLike
ფსიქემ მისამაღთი დაწეროს სამდლობელი წერილი უნდა გავუგზავნო <3
LikeLike
თაია :) ჩემი კომენტარების მიბმაც არ დაგავიწყდეს.
პ.ს. ლანისტერების კრიტიკა, თუ გადავწყვეტ დაწერას (ჯერჯერობით, არც ისე მნიშვნელოვანი მგონია, ბლოგი მოვაცდინო) არ გამიჭირდება. თან ისე ნამდვილად არ დავწერ, ვინმემ ტენდენციურობაში და მიკერძოებულობაში დადანაშაულება შეძლოს.
ჯერჯერობით მეზარება წერა, მაგრამ თუ კიდევ გამოჩნდებიან გულშემატკივრები და აბსოლუტურად ცარიელ ადგილზე ლანისტერების კრიტიკას დაინახავენ, დავწერ.
გუშინწინ, თუ სწორად მახსოვს, სულ არ გედარდებოდა არც ერთი გვარი და არც მეორე. კარგია, რომ მოიცალე.
LikeLike
ჰომოფობია, ფაშიზმი, პრორუსულობა, ქართული ლიტერატურის არსიყვარული ყველა უარყოფით კონტექსტშია განხილული. ამავე კონტექსტშია განხილული ლანისტერების ოჯახიც და სწორედ ამაში არ გეთანხმები, იმიტომ რომ არსებობს რაღაცები, რაც უდავოდ მიუღებელი ან დასაცინია ყველასთვის: ჰომოფობია, ფაშიზმი, ლეიბორისტები და ა.შ.და ამ ყველაფერთან ერთად ლანისტერობა ნიშნავს იმას რომ ლანისტერობაც ყოველგვარი განხილვის გარეშე ეწერება მომაკვდინებელ/დასაცინ ცოდვათა კატეგორიაში. რაშიც არანაირად არ გეთანხმები, თუნდაც იმიტომ რომ ასე ხელაღებით ცუდი პერსონაჟები მხოლოდ ბრაზილიურ სერიალებში და საბავშვო ზღაპრებშია
LikeLike
კიდევ ერთხელ გაგიმეორებ, ფსიქე, ლანისტერი სათაურში ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ მე გვარი შევიცვალე.
ლანისტერი ერთ-ერთ პუნქტად ჩემი აზრია, რომლის ქონის უფლებაც, შენდამი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, და იმის მიუხედავად, მოგწონს თუ არა, მე გამაჩნია
ლანისტერს სათაურში და ლანისტერს პუნქტში არავითარი საერთო არ აქვს დანარჩენ პუნქტებთან.
ლანისტერების ისეთი კრიტიკა, რომელიმე გულმხურვალე გულშემატკივარმა ტენდენციურობაში არ დამდოს ბრალი, არ გამიჭირდება, არ შემრცხვება და არც მომერიდება არანაირად.უბრალოდ, დღეს ამაზე არ დამიწერია. და რა სად ეწერება, ეს აშკარად შენი მოფიქრებულია. ნუ, შენი აღქმა შენია, მანდ მე ხელი არ მაქვს. .
LikeLike
მოკლედ, მე ასე აღვიქვი, მითუმეტეს რომ ვიცი შენი გადამეტებული ზიზღის შესახებ ამ ოჯახისადმი, რაც სხვათაშორის ძალიან მაკვირვებს. ჰოდა, ამ ზიზღის გათვალისწინებით ჩავთვალე რომ არანაირად არ შეიძლებოდა იმის ფიქრი რომ ეს გვარი აქ ძალიან უარყოფით კონტექსტში არ არის ნახსენები, მითუმეტეს რომ პოსტი წავიკითხე და პოსტში ჩამოწერილი ყველა პუნქტი უარყოფითია, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე რომ გვარის მიმართ განსაკუთრებული ზიზღი გაქვს (შენი ნებაა რა თქმა უნდა, მე უბრალოდ აქედან გამომდინარე მხოლოდ გვარზე გავაკეთე აქცენტი და ვთქვი რომ არ გეთანხმები. მეტი არაფერი) გვარი რომ უბრალოდ შეგეცვალა, იგივე წარმატებით შეგეძლო აგერჩია სათაურისთვის ბარატეონი, ტალი, გრეიჯოი და ა.შ.მაგრამ ყოველგვარი “ბოროტების” (გადამეტებული ნათქვამია, ვიცი) საწყისად აირჩიე ლანისტერობა და ეს გამიკვირდა მხოლოდ (გაკვირვება გამოვხატე და არა გაგაკრიტიკე, იმიტომ რომ ჩემი საქმე ეს არ არის)
LikeLike
ჰო, მივხვდი, როგორც აღიქვი და იმის დამტკიცებას ვცდილობ, რომ ეს ამ პოსტში არ მიგულისხმია. პრინციპში, შემეძლო პირველივე კომენტარზე გავჩერებულიყავი, მე ვწერ და ვინ რას აღიქვამს მისი საქმეა-ს პრინციპით, ან არ მოგწონს – გაიარეს პრინციპით, მაგრამ რაკი შენ ხარ და რაკი რიგითი მკითხველი არ ხარ, შევეცადე, მეპასუხა.
ლანისტერები რომ ძალიან არ მიყვარს (თუ გინდა, მეზიზღება იგულისხმე) ამისთვის მიზეზებიც საკმაოდ გამაჩნია და, რაღაც არ მგონია, საკუთარი დამოკიდებულებისთვის თავის მართლება მჭირდებოდეს. გვარი რატომ ავირჩიე, ესეც ჩემი გადასაწყვეტია და შემეძლო უპასუხოდ დამეტოვებინა, მაგრამ მაინც გეტყვი – თუ შეამჩნიე, ეს პოსტი თეზა-ანტითეზაზეა აგებული და სტარკების სარკისებრი ანარეკლი ლანისტერებია და არა გრეიჯოი ან ბარათეონი, ან ტალი ან ვინმე სხვა.
კავშირებზე საუბრით დავიღალე უკვე. იმის მეტს მე ვერ გეტყვი, რაც დავწერე. სამ ვეებერთელა კომენტარში ვასაბუთე, რომ ეს ლანისტერებზე დაწერილი პოსტი არ არის. აწი, თუ გინდა, დაიჯერე. თუ არა – შენ რაც გინდა და როგორც გინდა, ჩათვალე. ბანდ ბევრად სერიოზული ვიღაცები/რაღაცებია უარყოფით კონტექსტში მოხსენიებული და ლანისტერების (და მათი გულშემატკივრების) არ მომერიდება.
LikeLike
ერთ კომენტარშიც კი არ მითქვამს რომ ეს პოსტი ლანისტერებზე მგონია :დ
არასწორად გვესმის აშკარად ერთმანეთის დღევანდელი ლაპარაკი
LikeLike
ასევე არ მითქვამს ის რომ ჩემი საქმეა ვის მიმართ გექნება სიმპატია ან ანტიპათია, მე ვთქვი რომ ლანისტერები არ არიან დემონები და სტარკები არ არიან ანგელოზები და დაახლოებით მსგავსი დამოკიდებულება !შენი მხრიდან! მიკვირს (თუნდაც ამ პოსტს მიღმა გამოჩენილი, რომ არ დამწამო ეს პოსტი ლანისტერების პოსტად აღიქვიო))
ვფიქრობ რომ არ ღირს ამ ისედაც მარტივი თემის განვრცობა, ისედაც ბევრი ვწერეთ
LikeLike
რაკი ამ პოსტს გავეშვით, რაღა მომკლავს… ზოგად დამოკიდებულებას რაც შეეხება, სადაც ხმას ვიღებ, ყველგან სტარკების მინუსებით ვიწყებ (ალილუიასავით მაქვს გაზეპირებული და, სამწუხაროდ, ემატება და ემატება) და არც ლანისტერების პლიუსი მავიწყდება (ასევე სამწუხაროდ, ერთადერთი დადებითი ლანისტერი ვიცი ჯერ, ბავშვებს თუ არ ჩავთვლით, იმჰო, რა თქმა უნდა) და დანარჩენების მიმართ მაქვს ის დამოკიდებულება, რაც მაქვს. მერე რა მოხდება, არ ვიცი, მაგრამ არა მგონია, შემეცვალოს.
აშკარად ბევრი ვწერეთ, კი. მაგრამ მაინც საინტერესო იყო.
LikeLike
დიეტა სიამოვნებაა <3
LikeLike
ამის დაწერა სხვანაირად გამიჭირდა :)
LikeLike
უკუღმა ასინეთა, უკუღმა :)))
კიდევ კარგი რომ “გიცნობ” და სათაურიდანვე მიგიხვდი ჩანაფიქრს, თორე შემეშინდებოდი :)) და რამ მიგიყვანა აქამდე?? :ოო
LikeLike
რაც აქ წერია, მაკინე, (ორი-სამი გამონაკლისის გარდა) ყოველდღე მხვდება ფეისბუქზე. ოღონდ, სრული სერიოზულობით ნათქვამი, ცხოვრებისეული კრედო და პოზიცია. ამან მომიყვანა ზუსტად.
LikeLike
შენც მიგიყვანეს აქამდე, მოლი?! :)
გვიან მივხვდი პოსტის დაწერის მიზეზს. მაგრამ მივხვდი მაინც. მე ერთ პუნქტსაც ჩავამატებდი – ჰომოსექსუალობა გადამდები ამორალობაა და მას ჭინჭრებით უნდა ვებრძოლოთ.
პ.ს. მადლობა, ისთვის, რომ არსებობ ასეთი და მე, თქვენი წყალობით, იმედს არ ვკარგავ.
LikeLike
არც თუ ცოტანი ვართ, ტაბუ, მაგრამ არც ისე ბევრი, როგორც გვინდა. სამწუხაროდ :(
LikeLike
დააჰაიდე ეგ ხალხი! ჩვენ მაგათ ვერ შევცვლით!!! მე შარშან ბავშვობის მეგობარმა “განსხვავებულად” აზროვნების გამო ფრენდებიდან წამშალა, მრცხვენია რომ გიცნობო…და იცი რატომ შერცხვა, იმიტომ რომ ყველაფერს შემიძლია თავისი სახელი დავარქვა და არ მომერიდოს ხმამაღლა თქმა, იმიტომ რომ უსამართლობას ვერ ვეგუები და კიდევ იმიტომ რომ იმას ვაკეთებ რაც მომწონს და რაც მინდა… (არადა დედაჩემს, ერთადერთ ადამიანს ვისაც შეიძლება შერცხვეს ჩემი ასეთი თავხედად აღზრდის გამო, იმას არ “ვაწუხებ” და ამას რატო მოვუშხამე არსებობა, ვერ ვიცი..)
LikeLike
განსაკუთრებით ამაზრზენ და აგრესიულ ტიპებს ვბლოკავ. ისე, ილაპარაკონ, რამდენიც უნდათ, მე ხელს არ მიშლიან :)
LikeLike
და იმას ვისაც ჰარი პოტერი და თანამედროვე მწერლები “უტყდება” დაანებე თავი, ან უბრალოდ შეახსენე რომ შენ კითხულობ და შენ ხარჯავ დროს და თვალებს პოტერზე და ძილზე და არა ის! დაე მან ისე იცხოვროს, როგორც თვითონ უნდა! :))
LikeLike
მაგრამ ზოგჯერ ისე იციან თვალში და ყელში ამოყვანა, ძნელია არ ამოიღრიალო ხმამაღლა! :))
LikeLike
ჰო, განსაკუთრებით, 17 მაისის შემდეგ :((
LikeLike
ხოოო.. 17ის შემდეგ ბევრმა გამაოგნა.. განსაკუთრებით პატარა ბიჭებმა… გული მწყდება როგორ აზროვნებენ.. რატო…://
და ეს ვაი მორწმუნეობა საერთოდ მკლავს!
LikeLike
17 მაისი ჩემს დიდ ტკივილად იქცა. უფრო პრობლემის მასშტაბურობის გააზრება, სიბნელიდან გამოსვლის უპერსპექტივობა მეტკინა…
LikeLike
სრული ჩიხია და გამოსვალს, გულწრფელად გეტყვი, ვერ ვხედავ. მთავრობების ცვლა არაფერ შუაშია (ან მხოლოდ ეს არ არის შუაში). ხალხი ვართ ძალიან ცუდად. ყველა.
LikeLike
მე ძალიან ვისიამოვნე შენი ამ არაშაბლონური პოსტით,რომელიც ძალიან მსუბუქად ჩავიკითხე და ზუსტად მოვიდა ის ემოცია მისგან ,რაც უნდა მოსულიყო :) რატომ დაძაბა ვინმე ამ პოსტმა მაინც ვერ გავიგე.ბრავო! მე მომწონს,შენს ერთ ერთგულ მკითხველს. :)
LikeLike
მადლობა :) ყველას საკუთარი შეხედულება აქვს და ნამდვილად არ ვცდილობ, ყველას მოვეწონო. თან, ფბ-ზე ისეთი ხალხი იწონებს ამ პოსტს, მშვიდად ვარ – უხეირო არაფერი დამიწერია.
LikeLike
დიეტა სიამოვნებააა…. ვარჯიში გამოგრჩა მოლი
LikeLike
ვარჯიში უსაქმურების მოგონილი-მეთქი :) რაღაც მსგავსი უნდა დამეწერა :)
LikeLike
ან მსუქნების :შ მაგრად ვიხალისე პოსტზე
LikeLike
ჰო, ან მსუქნების :) ძალიან კარგი, თუ იხალისე. ასეთი ბოდვები (ოღონდ, სრული სერიოზულობი ნათქვამი) ყოველდღე მხვდება ფბ-ზე და ხანდახან თუ არ გაიცინე, გულიც გაგისკდება.
LikeLike
სწორედაც რომ<3
LikeLike
…
როკი სატანიზმია;
სტალინი ღმერთის მიერ მოვლენილი ანგელოზი;
ყოველი ღრეობის შემდეგ მუშტი–კრივი – ქართული ტრადიციის აუცილებელი კომპონენტი;
მარხვა აუცილებლობაა(არა სულისთვის, არამედ წონისთვის:) );
ქალი ვიცი კუხნაში და არა საჭესთან;
ხევისბერ გოჩას სამშობლო უყვარდა და არა – შვილი;
17 მაისი ქართული ვაჟკაცობისა და ღვთის სიყვარულის გამოვლინების ეროვნული დღესასწაული;
…
უზომოდ ვისიამოვნე მოლი ამ პოსტით, რისთისაც შენ დიდი მადლობა: ) მართლაც ყველაფერი იყო ნათქვამი მასში, რაც ამდენი ხანია მახრჩობს:| თუმცა სამწუხარო ისაა, რომ ეს სია ალბათ ბოლომდე ვერასოდეს შეივსება… მუდამ იქნება ახალ–ახალი რეალობები./
LikeLike
რა კარგი ჩამონათვალია, ვამპირ. მივამატებდი ჩემს სიას :) ისე, მშვენიერი იდეა მოგსვია თავში. საინტერესო იქნებოდა, კომენტატორებს თავისი პუნქტები რომ ჩამოწერათ.
LikeLike
რა მაგარი ანტიდეკლარაციაა. კედელთან გავიკრავდი :)
LikeLike
შენს ვერდიქტს განსაკუთრებით რომ ველოდები, მგონი, არ უნდა გიკვირდეს, შაპოკლიაკ.
მადლობა :)
LikeLike
მოლი, რა გემრიელად ვიცინე :)
ჯერ ვერ მივადექი სატახტო თამაშებს, მაგრამ ლანისტეტრებზე შემიქმენი უკვე შთაბეჭდილება :)
პ.ს. ისე, ბევრი ქართველი ამოვიცანი ლანისტერებში… ვერ გვაქვს კარგად საქმე
LikeLike
ლანისტერებზე ამ პოსტით ნუ შეიქმნი წარმოდგენას, ტაბუ. ლანისტერებს თავისი ცოდვები ეყოფათ, ერთი მეორეზე უმძიმესები, მაგრამ ეს პოსტი სხვებზე დავწერე.
გაგიკვირდება და პუნქტების უმრავლესობა (განსაკუთრებით, წიგნებთან მიმართებაში) ბლოგოსფეროში წამიკითხავს. სხვადასხვა ქართულ რესურსზე.
LikeLike
კომენტარი რომ დავწერე, შემდეგ გადავხედე შენი და ფსიქეს მიმოწერას და მივხვდი, სადაც შევცდი.
ალბათ კარგია, ქართულ ბლოგოსფეროში ამოჩემებულ და კარგ ბლოგებს რომ ვსტუმრობ მხოლოდ. თუმცა რეალრ ცხოვრებაში და ფბ-ზე (სანამ ვიყავი) იმდენი მინახავს ასეთი აზროვნების მაგალითები, ეგეც მეყოფა შენი პათოსის გასააზრებლ-დასათანხმებლად.
LikeLike
ფეისბუქი არ მიკვირს, ტაბუ. ფეისბუქი ჭრელია, პროფილი ლამის ყველას აქვს უკვე და გასაგებია, რომ ასეთი რადიკალური მოსაზრებებიც მრავლად იქნება. მაგრამ ბლოგოსფერო… რა გითხრა, ბლოგოსფერო, წესით, მაინც თავისუფალი, ინტელექტუალი და ფართო აზროვნების ხალხის სივრცეა. ჰოდა, ფაშისტურ ტექსტებს და ჟანრების მდარედ მოხსენიებას რომ ვაწყდები, მიკვირს.
LikeLike
მოლი <3
ცალი თვალით რომ უნდა იცინო და ცალით – იტირო, ისეთი სიაა ზუსტად! მეც მივამატებდი რაღაცებს, როგორც ზემოთ იყო ნათქვამი, ამოუწურავი ჩამონათვალია, სამწუხაროდ.
P.S. ლანისტერებს რაც შეეხება, ჩემი საყვარელი პერსონაჟი აქ ზუსტად რომ ტირიონია, მაგრამ მათი უმრავლესობა… რბილად რომ ვთქვათ, ვერანაირ სიმპათიას ვერ იწვევს და რა ვქნა :)
LikeLike
შენი პუნქტები მაინტერესებს ძალიან, მერი :)
ლანისტერებზე რა გითხრა… ტირიონი ძალიან კარგია. უკარგესი. დანარჩენები… დანარჩენები, უბრალოდ, ლანისტერები არიან.
LikeLike
ბატონი მარტინი ისეთ “სიურპრიზებს” იგონებს თურმე, რომ უკვე “წაკითხვა, არ წაკითხვა?! – საკითხავი, აი ეს არის!” :))))
პოსტია ისეთი, ვერ გადავწყვიტე, სასაცილოა თუ სატირელი… კომენტარებში სტალინი ახსენეს და მარტო საბჭოთა (რუსულ) თემაზე შეიძლება იმდენის მიმატება… :(
LikeLike
რუსულ (საბჭოთა) თემატიკაზე ცალკე პოსტი დაიწერებოდა და არა ერთი და ორი. უძველესი, ძველი, ახალი და უახლესი ბოდვებით სავსე :(
წაკითხვა, ნათია, წაკითხვა!
LikeLike
“ბლოგსფოთი ვორდპრესს ჯობია”, მოლი ამ ფრაზაში გეთანხმები მხოლოდ :D <3
LikeLike
ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ დამეთანხმებოდი :))
LikeLike
მე რა ვაღიარო? :)
ა, ჰო…
ყვითელი ფერის ატანა არ მაქვს.
გოჭი ცხოველია.
ქალი ვიცი მე “კუხნაში”.
ჩემი საყვარელი ფეხბურთელი მარიო ბალოტელია.
გოგო ფეხბურთს არ უნდა უყურებდეს–კუხნა, კუხნა და კუხნაო, ნათქვამია :)
LikeLike
აღიარებებიც რომ გოჭური გაქვს :))
LikeLike
ჯერ არასდროს არ შობილა გოგო ასე გოჭი :)
LikeLike
ნამდვილად :))
LikeLike
მოლი რა გამომრჩა? რამ გაგამწარა ასე უღმერთოდ? :(
LikeLike
ფეისბუქზე ამის მეტი რა მესმის, თაკო :(
LikeLike
გოჩა მანველიძე მწერალია :D
LikeLike
P.s.
პოსტის დაწერის დროს ვიმყოფებოდი საღ ჭკუაზე
არ ვიმყოფებოდი ალკოჰოლის ან ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ.
ჩემს მიმართ არ განხორციელებულა ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სხვაგვარი ზემოქმედება.
პოსტი დაწერილია ჩემს მიმართ რაზედაც ვაწერ ხელს.
(ეს ჩაამატე და კარგია :* )
LikeLike
* ბოლოში ჩემს მიმართ კი არა ჩემს მიერ :)))
LikeLike
მე, როგორც ლანისტერებისა და მარტელების ფანი აღშფოთებული ვარ ამისთანა ხეპრული დამოკიდებულებით :| ჯერ ერთი, გავიგეთ ბატონო კავშირი რომ არ აქვს ამ პუნქტებს ლანისტერებთან, მერე მეორე – სტარკების უკრიტიკო, უსაზღვრო გაღმერთება და უაზრო კულტი ნერვებს მიშლის. ვესტეროსში არ არსებობს ასი პროცენტით ღირსეული და უღირსი ოჯახები. და რადგან ჩემს საყვარელ საგვარეულოებში ერთ-ერთი ლანისტერია, არ ნიშნავს იმას რომ ნაკლოვანებას ვერ ვამჩნევ ან არ ვაკრიტიკებ (სტარკების ზოგიერთი თაყვანისმცემლისგან განსხვავებით!)
სერსეის რომ უზნეობას სწამებ (კარგი ჰო, მესმის, არაა ინცესტი კარგი საქმე, დავანებოთ ამჯერად მაგას თავი), ოდესმე თუ დაფიქრებულხარ რა გადაიტანა ამ ქალმა? ჯერ იყო და აიძულებდნენ ვითომდა “ლედის” შესაფერისად ე.ი. “კდემამოსილებით”, მოქცევას, მერე თავისი ნების საწინააღმდეგოდ ამ გასიებულ, ხეპრე, უსაქმურ, ჩახეთქვას გადაყოლილ, ანუ ჩვენებური ღორი ღრუზინების ტიპის კაცს (ამას თუ კაცი ჰქვია!) – “საკალელ” რობიკო ბარათეონს მიუგდეს, ამ უკანასკნელმა კი ნედის გარდაცვლილი დის ლიანას სახელი ჩასჩურჩულა ყურში პირველ ღამეს, მერე კი გამუდმებით ღალატობდა, სცემდა და რა ვიცი. ოდესმე თუ მოგსვლია თავში აზრად ეს რამხელა დამცირებაა? მოგეწონებოდა ვინმე ასე რომ მოგქცეოდა?! შენ არ გამწარდებოდი სერსეის ადგილას? რატომ განსჯი სხვას იმის გამო რაც თავად არ გადაგიტანია? ჯოფრისა და სხვა შვილებთან მის დამოკიდებულებაზე იმას ვიტყვი რომ რასაკვირველია არაა კარგი, არც კეტლინის, ნედის, რობის, სანსას და არიას უბედურებას განვიცდი შენზე ნაკლებად, მაგრამ იმის თქმა მინდა რომ მაგ წიგნში (და სერიალშიც) არიან პერსონაჟები, რომლებიც გაცილებით მეტ სიძულვილს იმსახურებენ ვიდრე თუნდაც სერსეი ან ჯოფრი. აიღე მაგალითად რუუზ და რამსეი ბოლტონი, ქალზე მოძალადე ნაბიჭვრები, ტყვეების გამტყავებლები, მკვლელები!!! და ესენი არ არიან ლანისტერებზე უარესები???? ბოლტონების საგვარეულო ტარგარიენებისაზე დარეხვილი არაა და ამორალური? ნორმალურია იმ სისაძაგლის გამკეთებელი? :@ თეონ გრეიჯოი ნაღდად არაა ანგელოზი, ვიცი. მაგრამ რამსეის ხელში გადატანილი წამების აღწერამ შემძრა და თეონი მართლა შემაცოდა, მიუხედავად იმისა რომ ბრანი და რიკონი მოკლა. თეონის, ლანისტერების ღალატზე ამდენს რო ტრაკანებენ სტარკთა მაღმერთებლები, ბოლტონების ღალატი ეს არაფერია?! კეტლინი არაა გულცივი დედა ბრანის ავადმყოფობისას სხვა შვილებს რომ ივიწყებს და რობზე რომაა გადამკვდარი? ან მამებზე ვთქვათ – ტაივინის ტირიონისადმი (აი ხომ ხედავ ლანისტერებს ვაკრიტიკებ!) დამოკიდებულება იმის გამო რომ ქონდრისკაცად დაიბადა, ეს არაა ცუდი მამობის მაგალითი? ისე ცნობისთვის არც ტირიონია უმანკო კრავი როგორც ზოგიერთები ფიქრობენ.
ცნობისთვის, ჯეიმი მთელი ცხოვრება სერსეის ერთგული იყო “ღირსეული” და “კაი კაცი” ნედისგან განსხვავებით და სერსეის არასდროს მიუღია ბუნებრივად ვითომდა “მამაკაცური მოთხოვნილებები” კეტლინისგან განსხვავებით, იმავდროულად ჯონ სნოუს რომ ითვალწუნებს.
LikeLike
ერთი, რომ მისამართი შეგეშალათ, პატივცემულო ანონიმო. ეს Ice and Fire-ზე დაწერილი პოსტი არ არის. უშუალოდ წიგნებზე ორი პოსტი მაქვს და ორივეგან იმით ვიწყებ, რომ იდეალური პერსონაჟები არ ჰყავს მარტინს და ყველაზე მძაფრად სტარკების – ნედის, რობის და კეიტლინის შეცდომები მიკლავს გულს. სერსეი ინცესტის გამო არსად გამიკიცხავს. რაც დაემართა, ისევ მამამისის უგნურებით დაემართა (რომელიც ლანისტერებს, რატომღაც, გაღმერთებული ჰყავთ) არც ბოლტონებზე დამცდენია, ვინმეზე უკეთესები არიან-მეთქი. ასე რომ, სხვა დროს ყურადღებით წაიკითხეთ. ჰო, თან უკვე გამოცემული ნაწილების დასრულებასაც გირჩევდით, იმიტომ, რომ კომენტარში ერთგან ისეთი ბრიყვული ფაქტობრივი უზუსტობაა, რომ ან წიგნებს მხოლოდ ათვალიერებთ, ან ჯერ ბოლომდე არ წაგიკითხავთ
ამ თემაზე დისკუსია საინტერესოც კი იქნებოდა, მაგრამ “ხეპრული დამოკიდებულებების” და “ტრაკანებენ”-ს მსგავსი სიტყვებით ამ ბლოგზე არ საუბრობენ. ამგვარი ვორდინგი თავად მოსაუბრის ხეპრეობის ნიშანია. ამიტომაც, შემიძლია მხოლოდ ის გირჩიოთ, ნერვების დასამშვიდებლად დიაზეპამს ან ცივ წყალს მიეძალოთ. მანამდე კი აქაურობას არ გაეკაროთ. სატრაკანო ბუნკერები და სანაგვეები სხვაგან ეძებეთ.
LikeLike
სალამი :) მოგესალმებით მარტინის მკითხველთა არმიის ერთ-ერთი მოკრძალებული რიგითი.
ბოლტონების ღალატი რა მოსატანი იყო, ვერ მივხვდი. კი მაგრამ, სწორედ სტარკებს არ უღალატა? რომელმა სტარკის მაღმერთებელმა გაამართლა ბოლტონები?
გამწარებული სერსეი, ნწ, ნწ! ჯოფრი? ჯოფრიმ რაღა გადაიტანა, მძიმე ბავშვობა?
სერსეის ლედის შესაფერისად მოქცევას კი არ აიძულებდნენ, თვითონ უნდოდა დედოფლობა და ძალაუფლებაც, არც მეტი და არც ნაკლები, რაეგარ ტარგარიენს დაადგა თვალი. ლედივით კი არა, უკანასკნელი ქუჩის ქალივით მოიქცეოდა, ოღონდაც მისი ცოლი გამხდარიყო. რა ვიცი, არა მგონია, ამხელა სიბრალულს და პატივისცემას იმსახურებდეს :)
ტაივინი ახსენეთ და საყვარელი პატარა სერსეი უცოდველ ჩვილს (ტირიონს) როგორ ექცეოდა, ისიც გაიხსენეთ, მაშინ ჯერ კიდევ არ ჰქონდა ის საშინელებები გადატანილი, რაც ჩამოთვალეთ :)
რაღა დაგიმალოთ და ეჭვი მაქვს, მხოლოდ სერიალს უყურეთ და წიგნები არ წაგიკითხავთ. ჩემი აზრით, ეს შეცდომა სასწრაფოდ გამოსასწორებელია :)
პ.ს. კეიტლინთან კი უკაცრავად, ძალიან კარგი დედაა და რობზე სწორედ იმიტომ იყო გადამკვდარი, რომ ყველა შვილი დაკარგა ლანისტერების გამო!
LikeLike
მოლი ერთ-ერთი საუკეთესო პოსტია, მათ შორის რაც დაგიწერია :)
LikeLike
მეც ასე მგონია :))
LikeLike