– არ მოკლა!
გამყინავი ხმა თურმე მართლა ყინავს. გავშეშდი.
* * *
რას იფიქრებდა, მისი მკერდი თუ ჩამოეშვებოდა ოდესმე. კანი ჰქონდა – ვინც ეხებოდა, ყველა იმას ფიქრობდა, არასდროს დაბერდებაო, მაგრამ დაბერდა. სარკე იქნებ მქრქალი შუქით მოეტყუებინა, მაგრამ საკუთარ თავს ვერ მოატყუებდა. იმიტომ კი არა, რომ ვერ აკადრებდა – მეტიც უკადრებიათ – უბრალოდ, ვერ მოახერხებდა.
საკუთარ თავში უყურებდა ნაოჭებიან ანარეკლს.
მარტოობის ათას ერთი ღამე გამოიარა. მარტომ არა – ათას ერთ კაცთან.
შვილი გასაჩენად ვერ გაიმეტა და ბოლოს ისღა მოახერხა, თვრამეტი წლით უმცროს ბიჭზე ეზრუნა. ასე თვითონ ეძახდა, თორემ პატარა დიდი ხანია აღარ იყო.
ბიჭი შეღამებულზე მოდიოდა ხოლმე. ქალი ფანჯრებს სქელ ფარდებს ჩამოაფარებდა, ტუმბოს ლოგინიდან ოდნავ გვერდზე გასწევდა და მასზე მდგარ ბრას ანთებდა. ბიჭისთვის ის 46 წლის, სულ, სულ ოდნავ სიბერეშეპარული ქალი იყო, დიდი, მუქი, დადარდიანებული თვალებით, ოდნავ შეშუპებული უპეებით და დარბილებული მკერდით. სიბერეშეპარული, მაგრამ ჯერ კიდევ სასურველი.
“იქნებ თავს მაჩვენებს და სულაც არ ვარ სასურველი” – ეშინოდა. თავს იმშვიდებდა – კაცებისთვის ეს ისე ადვილი არ არის, როგორც ქალებისთვისო, მაგრამ სიმშვიდე მხოლოდ იმდენხანს რჩებოდა მასთან, რამდენხანსაც ბიჭი.
* * *
ვერც მიხვდა, როდის გადავიდა ეს ვნებიანი ურთიერთობა ლამის დედობრივ მზრუნველობაში. ნემსის ყუნწში ძვრებოდა თავის უკვე გვარიანად მომრგვალებულ თეძოებიანად, ბიჭისთვის რომ ყველა სურვილი აესრულებინა. განსაკუთრებული კერძების რეცეპტებს ეძებდა, მისი საყვარელი კონიაკიც ყოველთვის ჰქონდა, თავზე ეფერებოდა და ტერფებს იხუტებდა.
სულაც იმიტომ ხომ არ შეხვდა ბიჭს, რომ შვილი ჭირდებოდა? ისე ჭირდებოდა, ზოგჯერ ფიქრობდა, იქნებ მაინც ჯობდა, სხვა დედებივით მეც ავყოლოდი ეგოიზმს და ჩემი ტკბილი სიბერისთვის ერთი შვილი მაინც გამეჩინაო.
ჰერმინესთვის გზა წმინდანობისკენ სულაც მეძავობაზე არ გადიოდა?
ბიჭი თავს ისე გრძნობდა, როგორც სახლში, ოღონდ იმ სახლში, სადაც არასდროს დაუსჯიათ არც სკოლის გაცდენის და არც ფეხბურთის თამაშის დროს ჩამტვრეული შუშის გამო.
ქალს ძალიან ეშინოდა, რომ ბიჭი მხოლოდ ამ ჩამსხვრეული შუშების გამო ეხუტებოდა.
* * *
შვიდ კოლომბიელ ქალს იცნობდა დათო და შვიდივე ჯადოქარი იყო.
ქალი ხედავდა, როგორ დღითი-დღე კარგავდა კანი სიმკვრივეს.
ადრე კი ჯადოქარი იყო.
მაშინ უნდა მომეკლა.
[…] ნახეთ მოლისთან […]
LikeLike
თუ გაპატიო რუსა! : )))))))))))))))
ბოლო ფრაზა უდედისმკვლელესი იყო!
არა, თავიდანბოლომდე ყველა ფრაზით უუუმაგრესი!
<3
LikeLike
უფრო მადლიერი დამრჩებოდა :)))))))
უღრმესი მადლობა მაკინე :)
LikeLike
რა მადლობა?! არ გაპატიე ცრემლი რომ მომადინე ამ შუაღამისას!!
მაგრამ მაინც მიყვარდე და ბოროტად ნუ სარგებლობ :)))))))) <3
LikeLike
თაფლი, გადასვლა მელაპარაკე გუშინ. მოწონება თქვენი ისტორიები, ჯადოსნური
LikeLike
ლივია, დაანებე google translate-ს თავი, აგერ პაატა გითარგმნის რაც გინდა :))
LikeLike
“მაგრამ სიმშვიდე მხოლოდ იმდენხანს რჩებოდა მასთან, რამდენხანსაც ბიჭი” ♥
რუსას ნოველებში ყოველთვის არის საჭირო ფერები საჭირო დროს… ჯადოქარი ხარ, რუსა ♥
მოლ, შენც ჯადოქარი ხარ, რუსას რომ ითანხმებ, თვეში ერთზე მეტი პოსტი წეროს ხანდახან ^_^
LikeLiked by 1 person
“ჯადოქარი ხარ, რუსა” :)))))) ეჰ, მარიამ, არ ვიტყოდი უარს მართლა ვიყო :)))
ძალიან დიდი მადლობა :)
LikeLike
არ იყო ეს კომპლიმენტი :)
დარწმუნებული რომ არ ვიყო, რომ ხარ, არც ვიტყოდი ;)
♥
LikeLike
მე ჯერ არ ვარ ჯადოქარი, მხოლოდ ვსწავლობ, მარიამ :)
LikeLike
ოჰ, რა იცით ამ ჯადოქრებმა თავმდაბლობის გამოჩენა ;)
LikeLike
ჯერ უღრმესი მადლობა რუსას :)
ნოველა, ცხადია, თქვენზე ადრე წავიკითხე და, მინდა გითხრათ, აღვფრთოვანდი. რუსას დიდი ხნის მკითხველი ვარ, რასაც წერს, ყველაფერი მომწონს. ან კარგია, ან ძალიან კარგი, მაგრამ “ყოფილი ჯადოქარი” მოლიტერატურო ბლოგზე რომ გამოექვეყნებინა, გული დამწყდებოდა :)) საჩემოდ მინდოდა და იდეალურად საჩემო ნოველაა.
“მარტოობის ათას ერთი ღამე გამოიარა. მარტომ არა – ათას ერთ კაცთან.”
“შვილი გასაჩენად ვერ გაიმეტა” “ქალს ძალიან ეშინოდა, რომ ბიჭი მხოლოდ ამ ჩამტვრეული შუშების გამო ეხუტებოდა.” და, პრინციპში, მთელი ტექსტი, რომელი ერთი მოვნიშნო… და ფინალია უიშვიათესად დახვეწილი.
სიუპერ!
LikeLiked by 1 person
გეთანხმები მოლი, თავიდან ბოლომდე დასაქოფიფესთებელია ისეთი მაგარია!!! და მოვკლავ მაგას ერთი წიგნი რომ არ მაღირსოს!!!! :))
LikeLike
წაგიყვანთ გამომცემელთან ერთ მშვენიერ დღეს და თქვენ უმტკიცეთ რომ ვარგა :D
LikeLike
:))) გენაცვალე მე შენ :***
წამიყვანე და დავუმტკიცებ, დედას გეფიცები! :**
LikeLiked by 1 person
აბა რას ვიზამთ :) სამი წიგნით გამოვალთ შეხვედრიდან :)
LikeLiked by 1 person
მესამედ ვკითხულობ და ვბრაზდები !
არ გრცხვებია, რუსა?
შენი 12 ტომეული ჩაწიკწიკებული არ უნდა მედოს თაროზე?
მარტო ბოლო ოთხი ფრაზაა ერთი წიგნის ფასი ;(
LikeLiked by 1 person
ბოლო ოთხი ფრაზა <3
და თორმეტტომეული <3
რა მკითხველები გამოვზარდე ბლოგზე, რუს :) ზუსტად ხვდებიან, ყველაზე მაგარი ნაწილი რომელია :)
LikeLike
ჰოდა, თაია, მოლი და მაკინე გამომცემლებს რომ დაარწმუნებენ, გამოცემად ღირს ეს ჩანაწერებიო, უკმაყოფილო მკითხველებთან სადისკუსიოდ თქვენ გაგიშვებთ :)))
LikeLike
და ისაა …
მე და მოლი ვსაუბრობდით ახლა და მორიგი სიბრძნე დავაფრქვიე – მოლის ბლოგი ნაღების ყავასავითაა და რუსას პოსტი შიგ ჩასხმული კონიაკია მეთქი <3
ასე რომ კონიაკიიანი 12 ტომეული დაიწეროს !
LikeLike
ამჰეფი :)
სიბრძნეა, თითებს ჩაიკვნეტ <3
LikeLike
კი, გემრიელი სიბრძნე გამოდის აშკარად :))))
LikeLike
მოლია მოწმე, მეც კარგა ხანია ვფიქრობ რომ რუსამ წიგნი უნდა გამოსცეს <3
LikeLiked by 1 person
არ დაგეთანხმებოდა მოლი :))) (იმ ინტონაციით – “გაგიჭირდებოდათ” )))
LikeLike
მოწმე ვარ აშკარად (იმ ინტონაციით – “მოწმედ ჯერ არ ვყოფილვარ”)
LikeLike
რუსას ნოველების დაკომენტარება არ მიყვარს – სიტყვები არ მყოფნის ხოლმე :)
LikeLiked by 1 person
იმდენი გინდა დაწერო, ლამის ერთი პოსტი გამოდის ხოლმე :)
LikeLike
ძალიან მეშინია სიბერის, როცა ჩემი კანი სიმკვრივეს დაკარგავს და ჯადოქარი აღარ ვიქნები.
ხშირად მიფიქრია “იცოცხლე სწრაფად , მოკვდი ახალგაზრდაო” ფრაზაზე, მაგრამ
სულ ჯადოქარი დავრჩები
LikeLike
ყოფილი ჯადოქარი არ არსებობსო, ასეც გამიგია :)
LikeLike
არადა, რა გინდა ქნა :)
თამი, კარგია, რომ ჩემგან განსხვავებით პოზიტიური დამოკიდებულება გაქვს :)
LikeLike
არც ისე პოზიტური-სხვა გეგმები მაქვს. :დ
LikeLike
რუსა <3
LikeLike
მადლობა :) :*
LikeLike
მერი პოპინსის არ იყოს, შენს ნოველებზე კომენტარებისთვის სიტყვებს ვერ ვეძებ. იმდენი ემოცია მოაქვს, ვრჩები სიტყვაძუნწი კომენტარების ამარა :*
LikeLiked by 1 person
ყოფილი ჯაშუშები, ყოფილი დიპლომატები და ყოფილი ჯადოქრები არ არსებობენ. :)
LikeLike
ახლა, სხვა რომ იყო, აგიხსნიდი ლორდ, რომ ამ ჯადოქრობაში სხვა რამე იგულისხმება და მართლა ყვავის ფრთებს და ვირის ჩლიქებს კი არ ხარშავდა კაცო :)))) მაგრამ რადგან შენ შენ ხარ, ხმას არ ვიღებ :))
LikeLike
მერი პოპინსმა აღნიშნა უკვე და ვეთანხმები – სულ ვკითხულობ და აზრის გამოთქმა სულ მიჭირს… არადა კარგ ნაწერებზე ასე არ მემრთება ხოლმე… როგორც ჩანს, კარგზე უფრო კარგია :)
LikeLiked by 1 person
ვიღვრები მადლობებად, მეტს ვერაფერს ვამბობ :))))
LikeLike
ძალიან კარგი იყო რუსა !
LikeLike
მადლობა :)
LikeLike
მარტოობის ათას ერთი ღამე გამოიარა. მარტომ არა – ათას ერთ კაცთან. <<<< საყვარელია….
LikeLike
:)
LikeLike