მოლი ბლუმის ბლოგის ერთგული მკითხველი თუ ბრძანდებით, აუცილებლად გემახსოვრებათ, რომ წელიწადში ერთხელ, გაზაფხულის მიწურულს, თქვენი მასპინძელი თბილისის წიგნის ფესტივალის მხიარულ ორომტრიალში ეხვევა, “ექსპო ჯორჯიას” სტუმართმოყვარე პავილიონებში დაბოდიალობს და ფერად-ფერად სტენდებთან დროს და ფულს გულარხეინად ფლანგავს.
აქამდე ერთი საფესტივალო დღეც არ გამიცდენია, არც ცხელ-ცხელი რეპორტაჟების დაწერა და თქვენამდე მოტანა დამზარებია… ოღონდ, წელს, სამსახურისა და გადარეული გრაფიკის გამო, ამ უკიდეგანო სიამოვნებაზე უარის თქმა მიწევს. გუშინ ვერაფრით დავუსხლტი საქმეს, დღესაც, ალბათ, ასე იქნება და ისევ შაბათ-კვირის იმედად ვარ.
დიდხანს ვიმტვრიე თავი, პირველი “საფესტივალო” პოსტი როგორ დამეწერა. ალბათ, ვერც ვერაფერს მოვიფიქრებდი, ჩემს მეგობარ ეკას რომ არ ერჩია – იმ წიგნებზე მოყევი, პირველ რიგში რომ უნდა ჩაუძახო ჩანთაშიო.
ფესტივალზე იმდენი სიახლეა ხოლმე, იმდენნაირი აქცია და მაცდუნებელი შემოთავაზება, კინკილა პოსტი ჩამოთვლას ვერ აუვა. აგერ, “სანტა ესპერანსას” ფასდაკლების ახალი სისტემა აქვს – 25 პროცენტს რომ უკაკუნებს; “დიოგენემ” სპეციალური კატალოგი გამოსცა – საფირმო “დიოგენეს ბიბლიოთეკის” ტომეულებზე, “ამერიკელების” სერიაზე, საბავშვო პროზაზე, ძველ და ახალ წიგნებზე ხელშესახები შეღავათები გვექნებაო… “სულაკაური” სეზონის ჰიტის – “მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკის” პირველ ათ ტომს მესამედს აკლებს, თან ბონუსად ისეთი დისქაუნთ-ბარათი მოყვება, ლამის ვინანე, ათივე შინ რომ მაქვს… ფასდაკლებაა ასტრიდ ლინდგრენის საიუბილეო ექვს ტომზე, “მუმინების ბიბლიოთეკის” ოთხეულზე, ყველაზე პატარებისთვის განკუთვნილ საკითხავზე… სხვა გამომცემლობებსაც ექნებათ სპეციალური, საფესტივალო ფასები და გულუხვი აქციები – ბიბლიოფილების ზეიმი უამისოდ წარმოუდგენელია…
მოსაწყენად ნამდვილად არ გვეცლება და უიქენდს ხელების ფშვნეტით ველოდები. გული მიგრძნობს, სიურპრიზები და მოულოდნელი აღმოჩენებიც მრავლად იქნება და ჩაფიქრებულზე ბევრად მეტ წიგნს წამოვიღებ შინ, თუმცა, დღეს იმ ხუთეულზე მოგიყვებით, ყველაზე მეტად რომ მიკაწკაწებს კბილები.
“დიოგენემ” დანაპირები შეასრულა და საფესტივალოდ სტივენ კინგის ორი ცინცხალი თარგმანიც გაგვიხერხა. “მწვანე გზაზე” და “მიზერზე” ბევრს არ გექაქანებით – ამერიკელ ცოცხალ კლასიკოსს ჩვენთან ლამის სამშობლოზე უკეთ იცნობენ, უამრავი დამფასებელი ჰყავს, ფილმიც გექნებათ ნანახი და რუსულადაც გადააბულბულებდით თავის დროზე. ახლა გადმოქართულებული დავაგემოვნოთ. ხუთტომეულია დაანონსებული და, იმედი მაქვს, დანარჩენ სამსაც მალე ჩავიგდებთ ხელში. ჰო, ეს ჩვენი კინგი ხეირიანად არც გამოსულა და უკვე ფასდაკლებით იყიდება. სასიამოვნოა :)
“სულაკაური” აბა რის სულაკაური იქნებოდა, ბიბლიო-ფორუმისთვის გემრიელი ლუკმა არ შემოენახა. ესეც ახალი, საგანგებოდ საფესტივალოდ გამოცემული აკა მორჩილაძე – “ქართულის რვეულები. XIX საუკუნის სურათები“. ეთნოპროზა, ბელეტრისტის ენით დაწერილი ისტორია, ზედმეტი და მოსაწყენი თარიღების, წყაროების, სქოლიოების გარეშე. ის, რაც ხელოვანს დაამახსოვრდა… ხუთი ფოტოჩანართიც ახლავს თანო, სატყუარა შემოგვიგდეს… ერთი სიტყვით, ვნახოთ და მერე განვსაჯოთ. აკას ცუდი წიგნი მე ჯერ არ შემხვედრია. ან კარგია, ან ძალიან კარგი…
აკუნინი როგორ მიყვარს, კი იცით. თაროებზე სრული ბიბლიოგრაფია მიდევს, “ქინდლში” – განსაკუთრებით გემრიელი ლუკმები. ოღონდ, ქართული თარგმანი მეცოტავება. ჯერჯერობით, სულ სამი რომანია – “აზაზელი”, “თურქული გამბიტი” და “ლევიათანი” (მადლობა მიხო მოსულიშვილს). ჰოდა, წარმოიდგინეთ ჩემი აღტაცება, “ინტელექტის” ფეისბუქ-გვერდზე “სასაფლაოს ამბების” გარეკანი რომ აღმოვაჩინე. ჩვეულებრივი წიგნი არ გეგონოთ ეს “სასაფლაოს ამბები”. ორი ავტორი ჰყავს – ბორის აკუნინი და გრიგოლ ჩხარტიშვილი :) მოსკოვის, ლონდონის, პარიზის, იოკოჰამას, ნიუ-იორკის და იერუსალიმის ნეკროპოლისებზე პუბლიცისტიკას მცირე მოთხრობები, ნოველები, ერთგვარი მინი-დეტექტივები ენაცვლება. ისეთი გემრიელი კოქტეილია, სანამ ბოლომდე არ გაიყვან, ვერ გაეშვები…
აი, ეს წიგნი კი განსაკუთრებით მაინტერესებს. ლია ლიქოკელი გეცოდინებათ – ისე გემრიელად მოუდის სიტყვა, ისეთი ტკბილი ქართულით წერს, ისეთი ლაღია, თავისთავადი, კოხტა და კოპწია, ფეისბუქზე მის ნოუთებს ანკესით დავდევ, რომელიმე არ გამომეპაროს. “დევის ცოლის სიცილი” ლიას სადებიუტო კრებულია. სულ ახალი. ერთი კვირის წინ ჰქონდა პრეზენტაცია. იქ არ ვყოფილვარ (ცოდვის კალო ტრიალებდა რუსთაველზე და ვის ეცალა), სამაგიეროდ, ფესტივალზე ვერ დამისხლტება და იქნებ, ავტოგრაფსაც გამოვკრა ხელი :)
და ერთი სასიამოვნო ამბავიც. “წიგნები ბათუმში” ხომ გახსოვთ? მარის და ირაკლის უთქვამთ, სანამ თქვენ ბათუმში ჩამოსვლას მოიფიქრებთ, ჩვენ ჩამოგაკითხავთ აქეთ და საფესტივალო სტენდთან გამოგვიარეთო… კიევიდან ჩამოტანილი წიგნები აქვთ, თითებს ჩაიკვნეტ. მე ფერად-ფერადი საბავშვო გამოცემები და ჯორჯ მარტინის ექვსტომეული მაქვს შეგულებული. ოღონდ, ცხვირი მიგრძნობს, ასე იოლად ვერ გადამირჩებიან და რაღაცებს კიდევ წამოვიყოლებ.
აი, ასეთია ჩემი საფესტივალო გეგმა. თუმცა, ვეჭვობ, ნადავლი ბევრად მასშტაბური აღმოჩნდება და შემაჯამებელ პოსტში სხვა სიახლეებზეც მოგიყვებით. ეს უკვე ორშაბათს. მანამდე კი, ერთი ყველასთვის საყვარელი ბიჭის არ იყოს, Счастливой охоты!
კინგს შეიძენდა კაცი..
და ლია მომწონს საოცრად <3
LikeLike
ლია ჩემი წლის აღმოჩენაა :)
LikeLike
ტყუილად არ დავადგი თვალი ამ გოგოს. ყოველი ლექსი მთელი სამყაროა და თან როგორი განსხვავებული. ქართული მითოსის გამოყენებით ბევრი ლექსი წამიკითხავს, მაგრამ ყველა მხოლოდ მითის გალექსვა იყო. ლიასთან სულ სხვაგვარადაა, მისი საკუთარი სამყაროს ნაწილია მითოსი. ლია იმ სამყაროზე წერს,სადაც მითები იბადებიან.
წითელი ცხენის დაწერას როგორ გაუძლო, როგორ გადაიტანა, ან აშექალის ქორწილს.
LikeLike
ტყუილად კი არ ველოდები ამ კრებულს განსაკუთრებული ინტერესით :) აგერ, მითოლოგიის და ფენტეზის ექსპერტი შენ ხარ, ნატო და შენზე უკეთ ვის ეცოდინება… გული მიგრძნობს, პერსონალური პოსტის გარეშე არაფერი გამოვა აქ :)
LikeLike
კრებული ავტორის ხელმოწერით მაქვს :)
ულამაზესი წიგნია. დღეს მისი კარადაში დაბინავება გადავწყვიტე (აქამდე სამაგიდოდ მქონდა). ლიასავით უცნაურია, წიგნებს შორის ვერსად მოვათავსე, ბოლოს თაროზე სურათივით შემოკუპდა. კარადასთან რომ გავივლი, შევხედავ და მიხარია. მაინტერესებს, შენ როგორ დააბინავებ :)))
LikeLike
ცალკე სურათს გადავუღებ შაბათს და გამოვაქვეყნებ :) მიყვარს მე უცნაური წიგნები <3
LikeLike
კიდევ ერთხელ უნდა წავიდე ფესტივალზე.
LikeLike
ერთი დღე რას გეყოფა :)
LikeLike
ხო. თან ამ პოსტის მერე გამახსენდა, რომ რაღაცეები დამვიწყებია:)
LikeLike
მოლი რისთვისაა, აბა, აქ :)
LikeLike
ხო და ძალიან კარგია რომ ხარ<3
LikeLike
და ძალიან კარგია, თქვენ რომ ხართ აქ :)
LikeLike
მადლობა მოლი, რა თქმა უნდა კარგია რომ ვარსებობთ და ერთმანეთის ელექტრონულ ცხოვრებას ვახალისებთ.
LikeLike
შენ ორი ხელფასი უნდა გქონდეს – ერთი წიგნებისთვის :)
LikeLike
ვაიმე, ამ ფრაზას წავიღებ და სადმე გამოვიყენებ. ოღონდ, კარგად უნდა მოვიფიქრო, სად – იმდენად უმაგრესია, ჰაიჰარად დახარჯვა არ ივარგებს
LikeLike
ფანტაზია მქონდა, ამ ფრაზისგან რა ლამაზი ნოველა აიწყობოდა
LikeLike
რუსას ერთი ფრაზაც კი ნოველაა <3
LikeLike
უი, ეს ახლა ვნახე, მოლი და ჩუმად ვარ :)))
LikeLike
:))) ტყუილი ვთქვი, რო? :)))
LikeLike
:))) ჰო, მეც ასე თითო ფრაზისგან ვაწყობ ნოველებს და მერე თვითონვე მეცინება, ვიღაცისთვის უმნიშვნელო ფრაზისგან ან უბრალოდ მხარზეხელგადახვეული წყვილისგან, თითქოს უმნიშვნელო დეტალებისგან როგორ შეიძლება შეიქმნას რაღაც საინტერესო :))
LikeLike
ჰო, ეტყობა >
ჰა, რუსა, წიგნის ფესტივალზე არ გინდა?
მასპინძლის რანგში
LikeLike
ვიყავი დღეს… სტუმრის რანგში :)
LikeLike
მოასწარი მაინც :) რა კარგია :) გაისად უკვე ავტორად უნდა დაგვხვდე, რუს :)
LikeLike
ძლივს სახლთან ახლოს წიგნები გამოჩნდა და… :) შაბათ-კვირას “გავალ სანადიროდ” – დიოგენეს “ახლებს” და სულაკაურის “ქართულებს” გამოვაყოლებ (ალბათ დათოს, აკას და ზაზას) :)
LikeLike
ზაზას რამე ახალი აქვს და გამომრჩა?
LikeLike
უძველესი :) ადიბასი
LikeLike
რბილგარეკანიანი ადიბასი მინდა :(
LikeLike
ჰმ, მოგვარესთან მეგობრობ? :მოჭუტვასმაილი:
დანარჩენი გასაგებია, ნადირობა ნადირობაა, სასაფლაოს ამბები მეც ვნახე, მარა ფული არ მეყო, კიარადა აღარ მქონდა.. სტენდი “წიგნები ბათუმიდან”, აი მანდ არის კიდევ კარგი და საინტერესო წიგნები, რამდენჯერმე ავუარ–ჩავუარე…
LikeLike
რუსული წიგნებისთვის მანდ მივდივარ :)
LikeLike
დღეს გათვლილზე მეტი წიგნი შემომეყიდა და კიდევ ერთი–ორი, გულში ჩამრჩა ხინჯად :( ხვალ წავალ იმ ერთი–ორსაც წამოვიღებ ჩემებისთვის და გავუყვები ბათუმისკენ გზას :)
LikeLike
წიგნის ფესტივალიდან გულში ხინჯი არ უნდა გამოიყოლოო – ძველი ჩინელი ბლოგერების წესი ყოფილა. ლაო ძის დაუწერია ასეთი პოსტი და იმის შემდეგ.
LikeLike
[…] გადაწყვიტეთ რა შეიძინოთ ფესტივალზე მოლის რეკომენდაციებს გადაავლეთ თვალი, ამ პოსტის შემდეგ […]
LikeLike
დღეს უნდა შევირბინო საღამოსკენ 1–2 საათით, დიოგენეს დახლთან დავიანგარიშე კიდეც რამდენი უნდა დავხარჯო :) კინგი თავისთავად და რამდენიმე წიგნი მათი ბიბლიოთეკიდან. რუსულ წიგნებზე კბილები მიკაწკაწებს, მაგრამ რაც ქინდლი მაქვს ფული მენანება და უფრო ქართულ გამოცემებს ვეტანები:) მარიმ ლეა შაბათს იქნება დახლთანო :) ჰოდა აღმოჩენების გასაკეთებლად სავარაუდოდ ვიკენდზე მივალ :)
LikeLike
ლეა შაბათს იქნება დახლთანოო? :))))) ვაიმე! დილიდან უნდა ჩავსაფრდე :)))))
LikeLike
შარშანდელისგან გასხვავებით წელს სია შევადგინე და… 330 ლარს ვერ ჩამოვცდი :( ბოლოს მეუღლეს მივმართე საშველად – ბიუჯეტი გავიყოთ-თო :)
აბა სულაკაურის “საყმაწვილო ბიბლიოთეკა” და “მსოფლიო კლასიკა”, “დიოგენეს ბიბლიოთეკა”, პალიტრა L-ის “Discovery-ს ენციკლოპედია” და “მსოფლიოს რჩეული მოთხრობები” ხომ უნდა შევავსო? მარტო ეს წიგნები (მხოლოდ შესავსები ნაწილი) 240 ლარია ფასდაკლებით. ამას სტივენ კინგის რომანები, “ქართლის ცხოვრება”, ბისეტის ზღაპრები, გრძელფეხება მამილო, შეუცნობელი, სუნამო და კიდევ რამოდენიმე თხელყდიანი წიგნი დაუამტეთ და ჩემი ჯიბის ტირილი მერე ნახეთ.
კიდევ კარგი, მუმინების ოთხტომეული, ლინდგრენის წიგნები და კიდევ saba.com.ge-დან შეძენილი აკუნინის სამი დეტექტივი სახლის ან ქინდლის თაროებზე მიდევს.
LikeLike
უსერიოზულესი სიაა, ტაბუ :)
და ბიუჯეტი ჩვენი თანთია :(
LikeLike
მოვითხოვ, ფესტივალის დღეები გამოცხადდეს არასამუშაო დღეებად (((( და ველოდები ლიას წიგნზე შენს გულიან პოსტს :)
LikeLike
მეც მოვითხოვ :( პოსტი იქნება აუცილებლად :)
LikeLike
დღეს მოვახერხე წასვლა, თუმცა რაკი არ ვაპირებდი ფულიც არ წამიღია საკმარისი რაოდენობით. ისე მანდ საკმარისი ფული როგორ უნდა წაიღო :)
ხვალ და ზეგ კიდევ მივალ ^_^ საოცარი დღეებია <3
LikeLike
შენ ეგა თქვი :)
მე ვერ ვახერხეეებ :((((
LikeLike
ra tkbilia wignebit xelshi saxlshi mosvla ♥
LikeLike
უგემრიელესია :)
LikeLike
მეც დღეს ვაპირებ გავლას და სია და ბიუჯეტი გაწერილი მაქვს უკვე :)
LikeLike
ჩემთან აზრი არ აქვს ბიუჯეტის გაწერას. მაინც იმდენი დამეხარჯება, რამდენსაც მოვასწრებ :((
LikeLike
[…] […]
LikeLike
მიზერი ყველაზე მაგრობაა რაც ოდესმე დაუწერია ქინგს. ნუ მე რაც წამიკითხავს იქედან.
და პრინციპში უმრავლესი რაცა აქვს “საპროგრამოები” – წამიკითხავს.
LikeLike
შენი მწერალი ყოფილა, აბა. მიზერი მეც ძალიან მომწონს. “მწვანე გზას”, თუ მკითხავს ვინმე, აშკარად მირჩევნია.
LikeLike
მწვანე გზა ზუსტად არ წამიკითხავს :)
ნათება, კერი, კრისტინა, კუჯო, მზერით მწველი თუ როგორცაა, ბნელი მხარე, მკვდარი ზონა, ცხოველთა სასაფლაო… მოთხრობები. შოუშენკები და ეგეთები…. შეიძლება კიდევ რამე არ მახსენდება ახლა.
LikeLike
მარტინს რომ მოვრჩები, კინგს ვიწყებ და მოგაკითხავ კონსულტაციებისთვის :)
LikeLike
სასაფლაოს ამბებს 2 ავტორი ჰყავს… აკუნინი და ჩხარტიშვილი – ეგეთ იდიოტობას რო წერ გადაამოწმე მაინც , რომ ეგ “2 ავტორი” ერთი და იგივე ადამიანია ;) :D (ეგ ისე, ცნობისათვის)
LikeLike
eka gvajaia,
ekagvajaia@gmail.com
რა უიმედი და კლინიკური იდიოტი, ხარ, რომ იცოდე.
ასეთ იდიოტურ კომენტარს სანამ დაწერ, იქნებ თვალი გაახილო, ჭკუის კოლოფო და წინადადების ბოლოს სმაილი შეამჩნიო. შენი იმბეცილის ტვინი მეტს რომ ვერ ქაჩავს, გასაგებია, მაგრამ სხვას დაეკითხო იქნებ, ან თავს ძალა დაატანო და მიხვდე, რატომ წერია ორი ავტორი (მათ შორის, ორიგინალის და ქართული თარგმანის ყდაზე). პუბლიცისტიკა და მხატვრული პროზა რომ მონაცვლეობს მანდ, ერთს რომ საკუთარი გვარით წერს და მეორეს – ფსევდონიმით და ზუსტად იმიტომაც წერია, ორი ავტორი ჰყავსო, ამის მიხვედრა რომ გიჭირს, გეტყობა, მაგრამ რა აუცილებელია, ყველას გააგებინო?
,,კაცი, რომელმაც რუსულ ლიტერატურაში საკურას სურნელი მოიტანა, თაყვანისმცემლების ნაკლებობას არც რუსეთში უჩივის და არც ისტორიულ სამშობლოში – საქართველოში”.
“წარმოშობით ქართველი ბორის აკუნინის დახვეწილ რუსულს თავად რუსებიც აღნიშნავენ, ერასტ ფანდორინი კი სახელგანთქმულ მაძებართა გალერეის უკვე ძალიან პოპულარული პერსონაჟია.”
ეს სამი წლის წინ გამოქვეყნებული ორი სხვადასხვა პოსტის ნაწყვეტია და სანამ ჭკუის სწავლებას მოყვებოდე, დაფიქრდი, თავად არ აღმოჩნდე იდიოტურ მდგომარეობაში.
LikeLike
პატივცემულო, ლიტერატურის ცოდნაზე რომ დებთ თავს, ეგებ ქართული ენის გაკვეთილებიც გაგეხსენებინათ, სკოლაში რომ გადიოდით, სავარაუდოდ.
ისე, კარგად გადახედე, სადაც ხარ და მერე განსაზღვრე, აქ ვინმეს შენი ჭკუის სწავლება სჭირდება თუ არა. ეჭვი მაქვს, აღმოაჩენ, რომ აკუნინ-ჩხარტიშვილის იქითაც არ გაწყენდა გახედვა. თუმცა, ტვინის ზედმეტად გადატვირთვას არც მე გირჩევდი…
LikeLike
eka gvajaia,
ekagvajaia@gmail.com
საცოდავო, საკუთარ სურვილებს სხვას ნუ მიაწერ. პრინციპში, თავში უკვე გიდევს, თვალებშიც და სხვაგან ვერც ეღირსები. მამაშენს სთხოვე, იქნებ მოწყალება მოიღოს და დაგამშვიდოს, ან ფული ააგროვე და მამაშენს გადაუხადე, თუ უფასოდ არ შვება.
LikeLike
დავიგვიანე, ხომ, როგორც ყოველთვის? :|
რა წესია, უჩემოდ რომ დაგიხოცავთ ერთმანეთი, მეც მინდოდა გართობა. ყოველდღე კი არ მხვდებიან ასეთი საინტერესო ეგზემპლარები ((
LikeLike
არაფერი საინტერესო, ტერა :) ან მშობლების ჯინაზე საპროტესტო მასტურბაციით ტვინგაწყალებული თინეიჯერია, ან გადამწიფებული კლიმაქსიანი ბებო. მე პირველ ვერსიას უფრო ვემხრობი.
LikeLike