ჩემი ბავშვობის ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ცირკის ისეთი პომპეზური შენობა იდგა, დიდსაც და პატარასაც ისე მოგჭრიდა თვალს, შესვლა სულ არ იყო საჭირო.
ყოველ შაბათ-კვირას იქ ვატარებდი-მეთქი, ვერ დავიჩემებ, მაგრამ საინტერესო გასტროლები ნამდვილად არ გამომიტოვებია. სკოლაშიც ხშირად მოჰქონდათ ბილეთები… უსაშველოდ დიდ კიბეებს ხვნეშა-ხვნეშით ავათავებდი, ფუმფულა სავარძელში მოვკალათდებოდი, შუქი ჩაქრებოდა, მუსიკა დასცხებდა და უცბად ამოვყოფდი ხოლმე თავს ჯადოსნურ სამყაროში, ათასგვარი საოცრებით რომ იყო სავსე…
ორკესტრი მომწონდა. სადღაც ზევით, თვალუწვდენელ სიმაღლეზე, ლამის გუმბათის ქვეშ ისხდნენ და თვალდაჭყეტილი ვცდილობდი ბრჭყვიალა საყვირების და ტრომბონების დანახვას; ეკვილიბრისტებიც მიყვარდა, ჟონგლიორებიც, ჯამბაზებიც, ფოკუსებზეც გულიანად ვუკრავდი ტაშს… აი, გაწვრთნილი ცხოველები მომწონებოდა, არ მაგონდება.
არა, ის კი მახსოვს, შესვენებას რომ გამოაცხადებდნენ, არენას საგანგებო მავთულის ღობეს შემოავლებდნენ და დოლის გამაყრუებელი, ავისმომასწავებელი აკომპანიმენტის თანხლებით მხეცებს გამოიყვანდნენ… ოღონდ, მათგან ფერადი, მხიარული და სადღესასწაულო იმპრესია ერთხელაც არ დამრჩენია და რა ვქნა…
მერე, ნელ-ნელა იმ აზრამდეც მივედი, რომ ქალის კაბაგადაცმული დათვებით, ჟილეტიანი მაიმუნებით, ბაფთიანი ძაღლებით და ორ ფეხზე დაყუნცული ლომებით სეირი ძლიერი, ლამაზი, ჭკვიანი და ჯანმრთელი არსებების აბუჩად აგდება იყო და მეტი არაფერი.
თბილისში ცირკში აღარ წავსულვარ.
ამას წინათ, “ფეისბუქზე”, რუსულ ბმულს, აღშფოთებულ ტექსტს და ვიდეოს მოვკარი თვალი. სუსტი ნერვები არასოდეს მქონია, მაგრამ თითქმის თვალდახუჭულმა ვუყურე. ვიცოდი, საზიზღრობა უნდა მენახა და არც შევმცდარვარ.
ცხოველთა დამცველი ორგანიზაციის აქტივისტი გოგონა მოსკოვის ერთერთ ცირკში დამლაგებლად მოწყობილა, კულისებში შეუღწევია და შემზარავი კადრების გადაღებაც მოუხერხებია. მოხალისე დეტექტივის მოყოლილ ისტორიას სრულად აქ ნახავთ, თუმცა, ვფიქრობ, დასკვნებისთვის ის ფრაგმენტებიც საკმარისია, პოსტს თან რომ ახლავს.
კატები, ძაღლები, ზაზუნები, თუთიყუშები და, საერთოდ, თითქმის ყველა ცხოველი და ფრინველი განსაკუთრებით რომ მიყვარს, მგონი, აქამდე არსად მიხსენებია. გამორიცხულია, ქუჩაში ფისო ან ლეკვი შემხვდეს და არ გამოველაპარაკო… გაგიკვირდებათ და ისინიც მიჩერდებიან, მისმენენ და, როგორც წესი, მცირე მანძილზე მაცილებენ კიდეც. ოღონდ, დღევანდელ თემას ამ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ნუ დააბრალებთ. არ მეგულება ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანი, ეს კადრები რომ არ შეზარავს.
რა დროს ცირკი და ცხოველებია, ადამიანებს იმეტებენ სასიკვდილოდ აქვე, დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩაზეო, მეტყვის, ალბათ, ვინმე. მართალიც იქნება… ოღონდ, ფანატიკოს ფაშისტებსა და ხელოვნებას ამოფარებულ სადისტებს შორის პრინციპულ განსხვავებას, მომკალით და ვერ ვხედავ. საერთო კი აშკარად მოეძებნებათ – სუსტებს ჩაგრავენ და, ამისთვის, საყოველთაო ზიზღის ნაცვლად, ტაშს იმსახურებენ.
ცემა და წვალება წვრთნის აუცილებელი ელემენტიაო, ესეც გამიგია. ჰოდა, თუ მართლა ასეა, ჩემო კარგებო, არც ასეთი წვრთნა მინდა, არც ამ ფასად დადგმული შოუ. მაიმუნის განწირული კივილი, კენგურუს გასაცოდავებული გამოხედვა და ცემით ჭკუიდან შეშლილი დათვის კონვულსიური კანკალი რომ მახსენდება, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ადამიანი მართლა ყველაზე საშიში მტაცებელია დედამიწის ზურგზე, არ არსებობს საძაგლობა, რომლის ჩადენაც ღვთის ხატად შექმნილ არსებას არ შეუძლია და ზოგიერთს მხოლოდ მასზე ძლიერის მუშტის და წიხლის ენა ესმის.
განსჯა თქვენთვის მომინდია. კომენტარები აბა, რისთვის არსებობს. მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ცირკი, დიახაც, სახალისო რამ არის. ოღონდ – ორფეხა პირუტყვების მიერ გატანჯული ცხოველების გარეშე.
ვიდეოს ვერ ვუყურე :/
LikeLike
თვალდახუჭულმა ძლივს გავუძელი :(
LikeLike
ვაიმე :(((((((((
LikeLike
მაგიტომაც მძაგს ცირკი. რამის ვიტირო ხოლმე დაბეჩავებულ ცხოველებს რომ ვუყურებ, აი აკრობატები და ჯამბაზები და კიდეევ არაფერი.
LikeLike
ხო ვიდეოს არ ვუყურებ, ძილის წინ არ მოვიშლი ნერვებს
LikeLike
საწყალი ცხოველები, არადა ბავშვობაშ როგორ მიყვარდა ეგ სანახაობა.. ახლა ვხვდები და ვნანობ. :ს
LikeLike
ჰმ, მერე მოდი და ნუ იტყვი ადამიანი ცხოველი არააო
LikeLike
ცხოველებს შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ, ქევან… არცერთი (როგორც ვიცი) ცხოველი გასართობად არ კლავს სხვა არსებას, ადამიანი – რამდენიც გინდა :(
LikeLike
ხო, მაგაზე არ მიფიქრია, კარგია რომ მითხარი.
LikeLike
მტრედი კლავს იმისთვის, რომ მოკლას. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს :) ოღონდ, მტრედი აშკარა გამონაკლისია.
LikeLike
უყურე შენ! არადა როგორ უწყინარ და საყვარელ არსებას ჰგავს… ადამიანივით : )
LikeLike
იმ ქალს უნდა არახუნებინო ცხვირ-პირი იატაკზე საწყალი მაიმუნის მაგივრად…
LikeLike
არასდროს მყვარებია ცირკი, სულ ცუდ ხასიათზე ვიყავი და მეტირებოდა.
LikeLike
ვიდეოს არ ვუყურებ რა. :) ბავშვობიდანვე ვერ ვიტან ცირკს, ზოოპარკს და ასეთ ადგილებს :)
LikeLike
ვიდეოს მეც ძლივს უყურე. პოსტს ვერ დავწერდი ისე.
LikeLike
საერთოდ არ მიყვარს ადამიანები, ძალიამ დიდ ხანს ვფიქრობდი როგორ მეთქვა ეს კულტურულად და მეტი არაფერი არ მომივიდა თავში. ცირკის ყოველთვის მეშინოდა და საერთოდ თავისუფლება დელფინებს!
LikeLike
სიაბდლეში ნუ ჩამომართმევთ, გრადუსში ვარ ცოტა :) დელფინები იმიტომ ვახსენე, რომ ცირკი ძალიან დიდი ხანია არ მინახავს, მაგრამ შარშან ვნახე ბათუმის დელფინარიუმი და ჩემი თვალით დავინახე, ტრიუკის ვერ შესრულებისთვის როგორ მიარტყეს ცხვირზე პატარა დელფინს :/
LikeLike
ანუ, ყველგან ასეა :((((
LikeLike
დაფაააქ?
უკვე სანახევროდ ეკრანზე ვიყავი გადაწოლილი, ვიფიქრე ძილის წინ პოსტს გადავხედავ მეთქი.
ამას რას ვუყურე?
არასდროს არ მიყვარდა ცხოველები, ის კი არადა ერთ კატასთან სამკვდრო – სასიცოცხლო ბრძოლაც კი გავმართე (სათამაშო ორთქლმავალი გამიტეხა და მე პატარა ვაგონებით გავეკიდე დასასჯელად, შედეგად მე ოთხივე კიდური გადაკაწრული მქონდა, იმ საწყალ კატას კიდევ ერთ–ერთი ვაგონი მოხვდა თავში.) მოკლედ არ მყვარბეია ცხოველები მაგრამ ასეთი?
ვერასდროს ვერ ვიტანდი ცირკს! დარბენინებენ მასხარებსაც და მაიმუნებსაც ისე თითქოს ამ უკანასკნელებს რაიმე სამხიარულო ჰქონდეთ.
ფუჰ! იმედია ის მხეცების დაისაჯნენ –_– ასეთი ადამიანები ჩაკეტილ სივრცეში უნდა გამოამწყვდიო და ყველაფერი ის უნდა გაუკეთო რასაც ესენი ცხოველებს უშვრებოდნენ
LikeLike
არ მიყვარდა ცირკი. ახლაც არ მიყვარს. არც მატყუარა ოინები და არც ცხოველების ,გამოსვლები’. რა ვქნა რომ მუღამი ვერ დავუჭირე
LikeLike
ცირკა არ მიყვარს… არც ზოოპარკი… მეორე ვიდეოს ძლივს ვუყურე – პირველს არც ვცდი… :/
LikeLike
საკმაოდ პატარა ასაკში მივხვდი, რომ აკრობატების შოუ რომ ყოფილიყო მთელი წარმოდგენა, უფრო ბედნიერი ვიქნებოდი. ცხოველები რომ იტანჯებოდნენ ცირკშიც და ზოოპარკშიც (ნუ, როგორც მინუმუმ ჩვენ რომ გვაქვს, ისეთ ზოოპარკში) მე და მეფე მათიუში ერთად მივხვდით ამ ამბავს…
მაგრამ ასეთი მოპყრობა ისედაც საწყალი ცხოველებისადმი (საწყლებია, აბა რა იქნება, გალიაში რომ გამოკეტავ) არის არაადამიანობა. მეტი არაფერი.
და მერე ამათაც უნდა თქვან, რომ პატიოსანი შრომით შოულობენ ფულს…
ის ბავშვები მაინც რას უშავებენ, გაბრწყინებული თვალებით რომ მიდიან წარმოდგენებზე და ცირკი ჯადოსნურ ადგილად წარმოუდგენიათ…
მე თუ ოდესმე ცირკს გავხსნი, მარტო აკრობატებისთვის იქნება იქ კარი ღია, გპირდებით.
P.S. ვიდეოებს ვერ ვუყურე. პირველივე კადრებზე თვალები დავხუჭე და მერე მაიმუნმა რომ ტირილი დაიწყო, სულ გამოვრთე…
LikeLike
“სუსტებს ჩაგრავენ და, ამისთვის, საყოველთაო ზიზღის ნაცვლად, ტაშს იმსახურებენ” – ვაი, როგორი შემზარავი სიმართლეა :(
LikeLike
მე ასეთ ვიდეოებს ვერ ვუყურებ :|
ადამიანის წვალება არ მიმაქვს ასე გულთან (მინიმუმ შეუძლია უპასუხოს და გაუძალიანდეს და თანაბარია მეორე ადამიანთან) და აი ცხოველებზე ვჭედავ :|
და არ არის მართალი რომ წვრთნას აუცილებლად სჭირდება ცხოველების წვალება. ზოოპარკში თუ ისე წვრთიან რომ არ ტანჯავენ ცირკი რითაა განსხვავებული ?? ასეთ რამეების გამკეთებელი უნდა ჩასვა გალიაში და ჩამოკიდო სადმე ქალაქში :|
გაცეცხლებული ვარ
LikeLike
ზუსტად ასეა, ჩორვენ.
LikeLike
და ისინი ვერ მეტყველებენ რომ თქვან რამხელა ტკივილს გრძნობენ ამ დროს,სამხეცეა დედამიწა და ყველაზე დიდი მხეცი ადამიანია სწორედ.
LikeLike
პათეტიკურად გამოვიდა ვერავინ ვიტანთ თურმე ცირკს, მაგრამ მართლა არასოდეს მყვარებია. არ მახსოვს ცირკში ან ზოოპარკში წაყვანა მეთხოვოს მშობლებისთვის. ერთადერთი საცირკო სანახაობა, რომელზეც ნამდვილად ვისურვებდი დასწრებას აი ამ ცნობილი დასის სანახაობებია
ზოოპარკი კი გაშლილ სივრცეში, როა ისეთს ვნახავდი სიამოვნებით, გალიების ატანა არ მაქვს :(
LikeLike
saintereso mignebaa, meti iyos aseti posti
LikeLike
მოქალაქე ბლუმი მოგწონებია შენ :)
LikeLike
მეც ვნახე ეს ვიდეოები, საზიზღარი , საშინელი ხალხი.
მიყვარდა ცირკი…
LikeLike