სასოწარკვეთილება მომაკვდინებელი ცოდვააო, ამბობენ. არ ვიცი, ალბათ, არის, ამას დანამდვილებით ყველანი გავიგებთ ერთ დღეს, როცა ჩვენს ბრალეულობასაც და მადლსაც მისხალ-მისხალ აწონიან იქ, ზემოთ… აქ კი, დედამიწაზე, შეუძლებელია, ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ დადგეს ისეთი მომენტი, ყველაფერზე ხელს რომ ჩაიქნევ და დასასრულს მორჩილად დაელოდები.
ჰოდა, მაშინ გინდა ზუსტად სიკეთის და სიფაქიზის ისეთი გაკვეთილი, ღრმად პატივცემულმა უილიამ სიდნი პორტერმა რომ ჩაგვიტარა ერთი პაწაწუნა ნოველით, აი, იმით, “უკანასკნელი ფოთოლი” რომ ჰქვია.
სწორედ ასეთ დროს უნდა გადმოიღო ო’ჰენრის წიგნი თაროდან, გადაშალო და კიდევ ერთხელ წაიკითხო სულ სამიოდე ფურცელზე დატეული ულამაზესი და სევდიანი ამბავი სიუს და ჯონსის – ორი მეგობარი გოგონას შესახებ; გაიხსენო, როგორ აიჩემა ავადმყოფმა ჯონსიმ, რომ მისი სიცოცხლე მაინცდამაინც სუროს იმ უკანასკნელ ფოთოლს უნდა გაჰყოლოდა, მათი ფანჯრიდან რომ მოჩანდა, აგურის კედელზე აკრული.
აუცილებლად უნდა წარმოიდგინო პატარა და ღარიბული ოთახი, საწოლს მიჯაჭვული ჯონსი და ღვარძლიანი მოხუცი მხატვარი ბერმანი, მთელი ცხოვრება შედევრის შექმნაზე რომ ოცნებობდა.
და შექმნა კიდეც. მართალია, სიცოცხლის ფასად დაუჯდა, მაგრამ მიზანს მაინც მიაღწია – ოცნებაც აისრულა და სიუც გადაარჩინა, ხოლო ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ ყველააზე ბოლოს კვდება იმედი… შეიძლება, არც კვდება საერთოდ და უსასოდ დარჩენილ ადამიანებს ხან საიდან აშველებს ხელს, ხან – საიდან.
იმედი არ მოგიშალოთ ღმერთმა და კიდევ – იმ უკანასკნელი ფოთლის კედელზე დამხატველი გყოლოდეთ გვერდით ყოველთვის, მართლა ყოველთვის, მარტო საჭიროს დრო და საჭირო მომენტში კი არა.
ჩემი უსაყვარლესი ნოველა<3
LikeLike
ეს და მოგვთა ძღვენი, რომელიც შენ ამაზე ნაკლებად მოგწონს :)
LikeLike
არა , მოლი მომწონს თან არა ნაკლებად. უბრალოდ საშობაო განწყობას არ მიქმნის.
LikeLike
ჰო :) არასწორად მხსომებია :)
LikeLike
რავიცი მოლი შეიძლება მე არ მახსოვს სწორად, არ მომწონს მეთქი არასოდეს ვიტყოდი, თუმცა თავს ვერ გამოვიდებ, მეეხსიერებაში თეთრი ლაქები მაქვს
LikeLike
ამ შემთხვევაში, აშკარაა, მე მეშლება :)
LikeLike
ცრემლმორეულ მთვრალ კაცებზე ვწუწუნებდი წეღან და აი, ბოლო აბზაცი რომ სადღეგრძელოში მომესმინა, ალბათ, მე მომადგებოდა ცრემლი…
ამაზე უკეთესს ვერაფერს უსურვებ ადამიანს.
LikeLike
მეც ასე მგონია, თამაღ :)
LikeLike
ეს ისაა რაც ყველაფერს გაკეთებინბს და შეგაძლებინებს .იგივეს გისურვებ მოლი :)
LikeLike
მადლობა, ჟანა :)
LikeLike
ეს ორი სიტყვა ერთად და მე უკვე გული მიჩერდება.
ტრაგიკულად კეთილი ამბები ყველაზე მართალია-ხოლმე, ასე მგონია… და ამიტომაც მიყვარს
LikeLike
ეს ძალიან მართალს ჰგავს და თუ არ არის მართალი, ბევრ სხვა მართალს ჯობია :მოლიროტერდამელი:
LikeLike
სწორედაც
LikeLike
რამ გაგახსენა.
LikeLike
იმედმა. იმედის საშინელი დეფიციტი მაქვს და იმან. აბა, ფაშისტებზე ყველა წერს ახლა და მაგას არც უნდა გახსენება.
ისე, ეს და მოგვთა ძღვენი ისედაც სულ მახსოვს.
LikeLike
jerjerobit mec ar mipovia. ase ro vdumvar. imedi, anu.
LikeLike
ჰო :( ოღონდ, დიდხანს ნუ დადუმდები. შენი ხმის ამოღება განსაკუთრებით გვჭირდება.
LikeLike
მე ყოველთვის სხვანაიარად ვხედავდი ამ ამბავს.
ვხედავდი ახალგაზრდა გოგოს, რომელმაც უბრალოდ ხელი ჩაიქნია, ბრძოლა მიატოვა და თავი დაირწმუნა იმაში არ შეეძლო არაფრის გაკეთება არ შეეძლო, რა თქმა უნდა მოხუცი მხატვარი მას დაეხმარა მაგრამ … ყოველთვის ხომ არ გვეყოლება გარშემო ყვითელი ფოთლის დამხატველები? ხანდახან ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენივე თავის ყვითელი ფოთლები.
LikeLike
პრინციპში, ესეც ლოგიკურია, მაგრამ ეს ნოველა მაინც. იმ ადამიანებზეა, გვერდით რომ გვყავს.
LikeLike
უთბილესი და უკეთილშობილესი ამბავი… გენიალობას მონატრებული არშემდგარი ხელოვნის უკანასკნელი ნახატი, რომელიც ნამდვილად შედევრი აღმოჩნდა… უცრემლოდ ვერადროს ვკითხულობ. მართალი ხარ, ამ სიძულვილის ქვეყანაში ორმაგად თბილია და აუცილებელიც…
LikeLike
ქვეყანა აშკარად სიძულვილისაა… სამწუხაროდ :( აუცილებელია, მართალი ხარ აქაც :(
LikeLike
ცამდე მართალი ხარ, კატერინა.
LikeLike
იმედი – ყველაზე საჭირო, ცხოვრებისთვის…
LikeLike
ასეა :)
LikeLike
ჩემი დიდი მოწონება ამ პოსტს… ნუ ნოველა გენიალურია და სწორედ მის სახელს გამოვყევი…
მოლი, ერთს დავემატებ და იმედია არ გამინაწყენდები – სწორი და ჭეშმერიტებაზე დამყარებული იმედი არ მოგიშალოთ ღმერთმა!
LikeLike
ამაზე ვინ განაწყენდება… შენც იმავეს გისურვებ. უბრალოდ, ვეჭვობ, რომ მე და შენ ჭეშმარიტებას სხვადასხვა რაღაცებს ვეძახით.
LikeLike
შესაძლოა… მთავარია ეს ჭეშმარიტება ღვთაებრივ სიყვარულზე იდგეს ;) აი, მე ამას ვეძახი შეჭმარიტებას!
LikeLike
ნუ, შენ რას ეძახი, გასაგებია.
LikeLike
შენ რას ეძახი მაგას არ გვეტყვი?
LikeLike
პოსტის სათაურს ახედე, LsHისა…, მერე კატეგორიას და დამეთანხმე, რომ ეს პოსტი ერთ ნოველაზეა და არა ჭეშმარიტებასთან დაკავშირებით ჩემს შეხედულებებზე.
შინაარსთან შეუსაბამო კამათისთვის სხვა ტერიტორია შეარჩიო, ჯობია. მე რა მიმაჩნია ჭეშმარიტებად, ათასჯერ მითქვამს და, თუ მართლა გაინტერესებს და დაკვირვებით წაიკითხავ, თითქმის ყველა პოსტში წერია.
LikeLike
სხვა ტერიტორია? კაფეში დაგპატიჟებ დიდი სიამოვნებით :)
P.S. კამათი? :( სადაა კამათი, უბრალოდ აზრი გკითხე…
კარგი ბატონო, შევეშვათ არათემატურ კომენტრირებას :) მომიტევე მოლი :*
LikeLike
მქონია უიმედობის მომენტები ალბათ, თუმცა რთული წარმოსადგენია აბსოლუტური სასოწარკვეთა, მგონია რომ შეიძლება ეს ერთგვარი შვებაც იყოს, ვინაიდან იმედი ზოგჯერ პირიქით მტანჯველიცაა, მაგრამ ამის გარეშე ცხოვრება ვერც კი წარმომიდგენია.
LikeLike
იმედი, რაღაცის მაინც, ყოველთვის არსებობს, მგონი და იმედის გარეშე მეც ვერ წამომიდგენია ცხოვრება.
LikeLike
http://lib.ge/book.php?author=548&book=5129
წავიკითხე. გამაჟრიალა. რამდენი გრძნობა და ემოცია ერთ პაწაწა ნოველაში! მეგობრობა, სიყვარული, იმედი, თავგანწირვა, სიცოცხლის სურვილი და აზრმიცემული აღსასრული…
მადლობა, მოლი.
LikeLike
ჩემი საყვარელი ნოველაა :) მადლობა, ტაბუ :)
LikeLike
გადავიკითხე ისევ :) აი, რაღაც ძალიან ნაცნობს და მინავლულს რომ შეეხებიან :*
მადლობა, მოლი გახსენებისთის :*
LikeLike
მადლობა შენ, რომ მოიცალე :)
LikeLike
ბმულს გადავყევი და კიდევ ერთხელ (უკვე მერამდენედ) წავიკითხე… ისეთი ნოველაა, რომ რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო, ემოცია არ იცვლება (“მოგვთა საჩუქრების” და “წითელკანიანთა ბელადის” არ იყოს – ერთი ყოველთვის საშობაო განწყობას მიქმნის, მეორე – კარგ ხასიათზე მაყენებს) :)
LikeLike
ეს ნამეტანი მინორულია. ოღონდ, იმედი მაინც რჩება ბოლოს.
LikeLike
მახსოვს, დადგმულ სპეკტაკლში ავადმყოფი გოგოს როლიც მქონდა და მისი მეგობრისაც. სხვისაზე მეტად ხშირად საკუთარი თავის იმედი ჭირს.)
LikeLike
საკუთარი თავის იმედი, ბოლომდე, ოღონდ, ყველაზე რთულია. იმიტომ, რომ საკუთარ თავს ყველაზე კარგად იცნობ :ფილოსოფოსიმოლი:
LikeLike
ყველანო ცდებით.
ეს მოთხრობა იმაზეა, რომ თუ გინდა შედევრი შექმნა, უნდა თავი შესწირო ამ ამბავს.
LikeLike
ასეთი კომენტარები აკლდა აქაურობას :) ველქამ ბექ, მილორდ! :)
LikeLike
მიყვარს ჰენრი
LikeLike