ერთი ეგ არის, არასოდეს შემხვედრია წიგნი, რომელიც ამ კატასტროფის სიღრმეს ისე გვაგრძნობინებს, როგორც “ანა ფრანკის დღიური”.
უბრალოდ, წიგნის თითოეული ფურცელი შიშით არის გაჟღენთილი, ისევე, როგორც იმ პატარა გოგონას სხეულის ყველა უჯრედი, რომელიც ამ დღიურს წერდა.
წერდა საიდუმლო თავშესაფარში გამოკეტილი, სადაც ყოველი ჩქამი, შეიძლებოდა, სასიკვდილო საფრთხის მომასწავებელი ყოფილიყო.
იჯდა გამხდარი და დიდთვალება გოგონა კანტორის თავზე მოწყობილ სამალავში და დღიურის ფურცლებზე საკუთარ სამყაროს ქმნიდა, პატარ-პატარა სიხარულებით და დიდი ტკივილით სავსეს, ახალი, აქამდე განუცდელი გრძნობებით და ყოვლისმომცველი შიშით გაჯერებულს.
გვიამბობდა ყოველდღიური წვრილმანების შესახებ, მათთან ერთად შეხიზნული ვან დაანების ოჯახზე, მათთან კინკლაობაზე, მშობლებთან დავაზე, ყველა მოზარდისთვის ნაცნობ პრობლემებზე, ერთგულ ელისა და მიპზე და, რაც მთავარია, ამას ისე კარგად აკეთებდა, ისე იოლად გამოსდიოდა წერა, თითქოს ცამეტი წლის ცხვირმოუხოცავი გოგო კი არა, გამოცდილი ლიტერატორი ყოფილიყოს.
იქნებ, გამხდარიყო კიდეც ნამდვილი მწერალი, რომ დასცლოდა. საუბედუროდ, მხოლოდ ის მოასწრო, რომ თავშესაფარში გატარებული ორი წლის შესახებ გვითხრა ყველაფერი. ის ძრწოლა გაგვიზიარა, ებრაელი მოსახლეობა რომ განიცდიდა, ის უბედურება დაგვანახვა, ომი რომ ჰქვია, ერთგულებაზე გვიამბო, თავდადებასა და სიმამაცეზე, სიკვდილზე, წესით რომ არც უნდა სცოდნოდა და არც უნდა ეფიქრა.
ჰო, კიდევ პეტერ ვან დაანის შეყვარება მოასწრო, ისე შეყვარება, რომ შემზარავად ხანმოკლე სიცოცხლის ბოლო დღეებში, საკონცენტრაციო ბანაკის მავთულხლართების მიღმაც კი, ბედნიერი იყო მასთან ერთად.
ცოტაა ვითომ? არა მგონია. ზოგს ორი სიცოცხლეც არ ეყოფოდა ამისთვის და ანა ფრანკმა სულ რაღაც თხუთმეტი წელი იკმარა.
მე კი თავისი დღიური ფურცლებშემოძენძილ. ძველ წიგნად დამიტოვა, რომელიც დიდი ხნის წინ შემოვდე ყველაზე მაღალ თაროზე და, ვინ იცის, როდის გამახსენდებოდა, ამას წინათ “საბას” სტუმართმოყვარე ელექტრონულ სახლში, კოხტად შეფუთულს რომ არ წავწყდომოდი.
მიყვარს ეს წიგნი და მტკივა…
LikeLike
აი, მეც ზუსტად ასე – მიყვარს და მტკივა. ოღონდ, შენსავით ვერა, ცხადია.
LikeLike
ანას დღიური :(
ალბათ, აქტუალობას არასოდეს დაკარგავს, სანამ დედამიწაზე ომი ხდება.
პრინციპში, თუ ომები აღარ იქნება, მაშინაც დაგვჭირდება, რომ აღარ წამოვიწყოთ…
LikeLike
ომი სულ იქნება, თამაღ :((
LikeLike
‘კიწი’ – ჩემი და ალბათ კიდევ ბევრი ჩვენგანის პირველი დღიურის ინსპირატორი ^__^
LikeLike
მე არ მქონია დღიური არასოდეს. აგერ, ბლოგია ჩემი პირველი დღიური :))
LikeLike
მე კი მქონდა, მაგრამ ძალიან მალევე გავაუქმე :) რაღაცაზე გაბრაზებულს ცოტა აგრესიული ტექსტი მომივიდა და მეორე დღეს მამას კომენტარი დამხვდა მიწერილი: ‘ასე არ შეიძლება მამა’-ო, ხოდა ე :(
LikeLike
ოპლა :) წარმომიდგენია, გულიც გაგისკდებოდა :)))
LikeLike
უჰ, ნუ იტყვი :))
LikeLike
არც მე, მოლი. მხოლოდ რაღაც ფრაზებს ვიწერდი, მწერლობანას ვთამაშობდი ეტყობა :))
LikeLike
ის ფრაზებიც საინტერესო წასაკითხი იქნება ხო იცი…
LikeLike
კაცმა არ იცის, სადაა :) სტუდენტობის დროინდელი ფრაზები კი გამოვიყენე ერთგან და იქნებ შემდეგშიც გამომადგეს.
LikeLike
ცოდოა დასაკარგად :)
LikeLike
ამ წიგნის კითხვის განცდა არასდროს დამავიწყდება (უფრო სწორად, წიგნი არც არის – უფრო მეტია)… ეს იყო პირველი “შეჯახება” ომთან მაშინ, როცა ჯერ ეთნიკური წმენდის შესახებ არაფერი ვიცოდი…
LikeLike
მე სპექტაკლიც მახსოვს. უზომოდ პოპულარული იყო. ცხადია, წიგნთან ახლოსაც ვერ მოვა.
LikeLike
ძალიან პატარა ვიყავი ეს რომ წავიკითხე.
ზუსტად მახსოვს დედაჩემი აცრემლებული კითხულობდა რაღაც ძველ გაყვითლებულ წიგნს და დამაინტერესა.
პირველი რეაქცია იყო – გაოცება, სადღაც ყურმოკვრით მქონდა მსოფლიო ომებზე გაგებული (მართლა პატარ ვიყავი) და მიკვირდა რატომ აკეთებდნენ ამას, რას ერჩოდნენ ებრალებს და ა.შ
განსაკუთრებით ერთი ფრაზა დამამხსოვრდა – “ფურცელს ყველაფრის ატანა შეუძლია”, ალბათ ეს გახდა ინსპირატორი იმისა , რომ მე პატარ-პატარ რაღაცების წერა დავიწყე.
და დიდი, დიდი, დიდი მადლობა , მოლი, შენ იმისთვის , რომ ამ დღიურზე დაწერე <3
LikeLike
ანას დღიური და იანუშ კორჩაკის ამბავი. აი, ჩემი პირველი ებრაული ამბები. მერე დანარჩენებიც მოყვა, მაგრამ ამ ორს რა დამავიწყებს.
მადლობა შენ, თაია :)
LikeLike
შევიძინე. მადლობა.
იმდენი ხნის წინ წავიკითხე, გადაკითხვა არც მე მაწყენდა. სამაგიეროდ სს-ზე, ჰოლოკოსტზე, ნაციზმზე, ფაშიზმზე და ა.შ. წავიკითხე სტატიების ციკლი ამ ერთი კვირის წინ და ომის (განსაკუთრებით კი რასობრივი ჰიგიენის იდეით გაჟღენთილი მსოფლიო ომის) საშინელება კიდევ ერთხელ გავისიგრძეგანე.
პ.ს. ბოდიში, ცოტა დავიკარგე – ჩუტყვავილაგართულებულ შვილთან ერთად ვიწექი ინფექციურში და დღეს დავბრუნდი :)
LikeLike
ეს რა მითხარი… ჩვენ სოფლად გვეგონე. სააღდგომო არდადეგები გაიგრძელაო.
იმედია, ყველაფერი კარგადა.
რასიზმი საშინელებაა, კი. მაგრამ იოლად ივიწყებს ამას ხალხი.
LikeLike
მე კიდევ დღემდე მიკვირს, როგორ მოხდა, რომ ანაში აგრესიამ და სიძულვილმა ფეხი ვერ მოიკიდა ისე, როგორც სხვა ნებისმიერი ბავშვის გულში გაღვივდებოდა მის ადგილას..
LikeLike
ეს მართლა გასაკვირია. განსაკუთრებით, ახლა.
LikeLike
ჰო, ყველაზე დიდი დანაშაულია…
LikeLike
ანა ფრანკი მეორე ბავშვია, რომელიც პატარა პრინცის შემდეგ ყველაზე მეტად მასევდიანებ ამ ქვეყანაზე. სევდაცაა და სევდაც, აი, ტყვიასავით რომ გყავს გაჭედილი და გყავს მარადიულად. კარგად აღნიშნე, ომზე წერისას სულ არაა საჭირო აფეთქებების ხმა გესმოდეს, ის შიში, მარადიული დაძაბულობა, რაშიც ეს პატარა გოგო ცხოვრობდა, ყველა ომზე ყველაფერს ამბობს. ამსტერდამში რომ ვიყავი ახლახანს, ჩემი ამ ვნებებიდან გამომდინარე, ვითხოვე, მისი სახლი მაჩვენეთ მეთქი, სადაც ეხლა ანას სახლ-მუზეუმია. უცნაური შეგრძნება იყო. ანას სახლი.
LikeLike
ვნახე სურათი <3
მათიუშს დავამატებდი მე, შაპოკლიაკ. ანა, პატარა პრინცი და მათიუში.
LikeLike
<3 როგორ მახსოვს ის ჩემი ძველი წიგნი. და ის ემოცია, რომელიც არ დაძველებულა. დეტალები, რომლითაც ანა ცხოვრობდა, პატარა დეტალებიც ახლაც კი მახსოვს..
LikeLike
ისეთი წიგნია, არაფრით დაგავიწყდება, ანაბელ
LikeLike
ანას დღიური…
მეტი რა ვთქვა. ამ წიგნში დევს ყველაფერი
LikeLike
ეხლა ლინკზე გადავედი, და საბავშვო კატეგორიაში დევს. საბავშვოა, თან არა საბავშვო :) ადამიანი არ მეგულება, ამ ამბავს უემოციოდ რომ ცაიკითხავს, რა ასაკაშიც არ უნდა იყოს. ( თუმცა მეგულება, ადოლფი იყო ალბთ ასეთი…)
LikeLike
მარტო ადოლფი არა, ჯეინ. ბევრია ასეთი :(
ნამდვილად ვერ დავარქმევ საბავშვოს. თუმცა, ფაქტია, ბავშვი რაც მალე წაიკითხავს და გაიაზრებს, მით უკეთესი.
LikeLike