ძველ წიგნებშია ხოლმე, წაკითხული გექნებათ – სოფლის ბოლოს, ძველ წისქვილში შეიყრებიან მეზობლები, სიმინდით გაძეძგილ ტომრებს ჩამოამწკრივებენ, ბუხარს მიუსხდებიან და სარეკელას ხმას დინჯ მუსაიფს ააყოლებენ. სად ეჩქარებათ – ღამე გასათენებელია, ღვინო დასალევი… ჰოდა, ჰყვებიან ამ მთისას და იმ ბარისას, ტყუილ-მართალს ერთმანეთში ურევენ; სალაპარაკოს რა დალევს…
ამას წინათ დავფიქრდი და ეს მოლის ბლოგი, რაღაცნაირად, ძველ წისქვილს წააგავს. არა, მართლა :) მესამე წელია, არსებობს და ვინ მოთვლის, ამ ხნის მანძილზე რამდენი ისტორია მომიყოლია სტუმრებისთვის. ღამეც გაგვიტეხია და საქვეყნო ამბებიც გაგვირჩევია. ოღონდ, თავს დავდებ, უინტერესო და მოსაწყენი არაფერი გაჭაჭანებულა.
100 000 ვიზიტორს მივუკაკუნებთ მალე და, ზოგჯერ ისეთი ხალხმრავლობაა ბლოგზე, მასპინძლის ხმაც კი არ ისმის; ზოგჯერ მხოლოდ ყველაზე ერთგული მეგობრები ვიკრიბებით. ასეც ხდება და ისეც. ჰოდა, თქვენ მეყოლეთ კარგად და სიახლეები მე არ გამომელევა.
ახლა, მოლის ნიუსები რომ მავანი სელებრითის მორიგ თავგადასავალზე არ იქნება აგებული, ფაქტია. ისედაც მიხვდებით, ჩემს საყვარელ თემაზე რომ უნდა გექაქანოთ.
ორ ახალ წიგნის მაღაზიაზე თუ გსმენიათ რამე? თუ არა, ყური დამიგდეთ – ყველაზე მეტად ასეთი ამბების მიხარება მიყვარს.
ერთი – Book City. აქვეა, თბილისში, მელიქიშვილის ოცდაერთში – ქარჩხაძის გამომცემლობის საფირმო ბუქსთორი. მყუდროა და საყვარელი, წიგნები კი იმდენია, არა მგონია, ვინმე ხელცარიელი და იმედგაცრუებული წამოვიდეს. გემრიელ ლიტერატურასთან ერთად ჩაი, ყავა და ნამცხვრებიც უხვად მოეპოვებათ. არადა, ფერად-ფერად-ფერადი ტომებით გადავსებულ თაროებში ქექვა ჩემი საყვარელი ალთჰაუსის თანხლებით ბევრად სასიამოვნოა. პრეზენტაცია აქვთ დღეს და არ გამოტოვოთ – მშვენიერ საღამოს გაატარებთ.
მეორეს გახსნას ლამის მთელი ბათუმი ელოდება. ჩემი ქალაქის ცენტრალურ ქუჩას სულ მალე ახალი წიგნის მაღაზია დაამშვენებს :) იქაურებს გემრიელი ლიტერატურული სასუსნავი ყველაფერს რომ ურჩევნიათ, ცოცხალ მაგალითად, აგერ, მეც გამოვდგები. ჰოდა, გულზე ხელის დადებით გეტყვით, რომ ბათუმს ზუსტადაც რომ ასეთი რამ აკლდა – მაღაზიაც და ლიტერატურული სალონიც, შეხვედრებით, განხილვებით, საღამოებით, გრამოფონით და ვინილის ფირფიტებით, და, რაც მთავარია, ერთიმეორეზე უკეთესი გამოცემებით.
ყველაზე მაგარი, იცით, რა არის? “წიგნები ბათუმში” ისეთი ხალხის ხელშია, უკეთესს ვერ ინატრებ. პროფესიონალი მკითხველები რომ არიან და მყიდველის სურვილები ლამის მასზე უკეთ რომ მოეხსენებათ :) ეს ჩვენთვის მხოლოდ საქმე არ არისო, ათასჯერ გაიმეორეს. გამორიცხულია, არ იცნობდეთ – ბლოგოსფეროს მშვენება მარი, ირაკლი და პატარა ლეა :) აბა, ლეას გარეშე, როგორ…
მაღაზია ჯერ ხეირიანად არც გახსნილა, მაგრამ ისეთი წიგნები ჩამოიტანეს, ისეთი გემრიელობები გამოფინეს ფეისბუქ-გვერდზე, ლამისაა, ყველაფერს გავეშვა და რომელიმე შაბათ-კვირას ბათუმისკენ გავქანდე. საბავშვო ლექსებიო, Sci Fi კლასიკაო, აქტუალური ბესთსელერებიო… სულო და გულო. Pocketbook-ის უმაგრესი სერიაც აქვთ, “Fifty Shades of Grey”-ც, ჯოან როულინგის ახალი რომანიც, კულინარიული ალბომებიც და ახალბედა დედიკოების სახელმძღვანელოებიც (ამ მიმართულებაზე, თურმე, ლეა აგებს პასუხს).
ერთი სიტყვით, აწი ჩემი ქალაქიდან ისე არ წამოვალ, საუკეთესო წიგნის მაღაზიიდან ხელს არაფერი გამოვაყოლო. იქვე, სახელდახელოდ დაწერილ რეპორტაჟსაც აუცილებლად გაახლებთ – სავარძელში მოხერხებულად მოკალათება, ახალნაყიდი წიგნების გვერდით აკოკოლავება და ყავის თანხლებით პოსტების წერა როგორ მიყვარს, გეცოდინებათ.
თქვენ კი, თუ ჩემი გრაფიკის და სამსახურის გადამკიდეს, ბათუმში ჩამასწარით, მემედ აბაშიძის სამოცში შებოდიალება არ დაგავიწყდეთ – დამიჯერეთ, არ ინანებთ.
და აუცილებლად გამაგებინეთ, დაგხვდათ თუ არა საბავშვო განყოფილებაში ლეა თავისი ფუმფულა ლოყებით.
ისევ მთელი სულით და გულით ნაწერი პოსტი :)
LikeLike
აბა, ამაზე, სხვანაირად, როგორ :))
LikeLike
ჯერ მარის პოსტით მოვიხიბლე და ახლა ამით…
ბათუმში უნდა გადავიდე.
ვივლი ველოსიპედით, საღამოობით მაღაზიაში შევივლი და მერე ბულვარში ვისეირნებ.,..
LikeLike
მეც მინდა ბათუმში :( აქ რა დამკარგვია, სადაც ბათუმი არსებობს :(
LikeLike
რა კარგი პოსტია <3
ხვალ 7-ზე ქარჩხაძის წიგნების მაღაზიის – ბუქსითის გახსნაზე ვაპირებ წასვლას.
”ვისაც ვუყვარვარ, მომყევით!” :))
/შექსპირი/
LikeLike
უი, მე დღეს ვიცოდი. გადავაკეთებ ახლავე.
თუ “ხვალ” ოთხშაბათ საღამოს გულისხმობს?
LikeLike
ხვალ, 15 მაისს, საღამოს 7 საათზე, გეპატიჟებით მელიქიშვილის 21 ნომერში ახალი წიგნის მაღაზიის ბუქსითის პრეზენტაციაზე,
გთხოვთ მობრძანდეთ. – ეს წერილი მივიღე.
LikeLike
სწორად დამიწერია, ანუ :) უკვე დღეს არის :)
LikeLike
ოთხშაბათს ვგულისხმობ. გამოდის უკვე დღეს :))
LikeLike
თან მელიქიშვილის 21შიო, მთლად ჩემს ახალ სამსახურთან! ბათუმში კი ბათუმელებს გაუხარდეთ და ცოტა ჩვენც, როცა იქაურობას ვეწვევით.
LikeLike
აუცილებელ პროგრამას ერთი პუნქტი მიემატა. შანსი არ არის, იქ ჩავდგა ფეხი და არ შევიარო.
LikeLike
მელიქიშვილზე კვირას მოვხვდი და წიგნის მაგ მაღაზიაში რომ შევბოდიალდი ისეთი აღფრთოვანებული შეძახილი აღმომხდა გამყიდველიან მყიდველიანა ყურადღება მივიქციე :) ისეთი მყუდროა და იმდენი წიგნია, რომ გამოსვლა არ მოგინდება :)
ბათუმის მაღაზიას შენი თქმისა არ იყოს მისი მეპატრონეების გამო აქვს უკვე იმხელა დატვირთვა სულ რომ ცარიელი იყოს მაინც რომ ესტუმრები <3 ასე, რომ ზაფხულში უცილობლად უნდა ჩავირბინო :)
LikeLike
მშვენიერია :) თბილისში კია ბევრი მაღაზია, მაგრამ კიდევ ერთი არ გვაწყენს. არ გვაწყენს კი არა, აუცილებელიცაა. და ბათუმში… ბათუმს კატასტროფულად აკლდა ბუქსთორი. თან, მარის და ირაკლის მაღაზიაა, წარმოგიდგენია? კრეატივის ზეობა იქნება.
LikeLike
თან იქვე ლეაც რო იჯდება სადმე ჭკვიანი სახით :)
LikeLike
ლეა მთავარი პერსონაა მანდ :) ჭკვიანი სახით და ფუმფულა ლოყებით :)
LikeLike
ბათუმიო.. :) მიყვარს მე ბათუმი.
და + წიგნის მაღაზიაო.. ვაიმე. ^^
LikeLike
ჩემი საყვარელი ქალაქი და ისეთი მაღაზია, ყველაზე მეტად რომ მიყვარს შებოდიალება :)
LikeLike
საყვარლობებით აღსავსე პოსტია მოლ <3 განწყობას მოუხდა ^_^
LikeLike
“ახლა, მოლის ნიუსები რომ მავანი სელებრითის მორიგ თავგადასავალზე არ იქნება აგებული, ფაქტია.”–ამ წინადადებას გულგრილად, უბრალოდ, ვერ ჩაუვლიდი… კარგი ხარ, მაესტრო! ;)
LikeLike
:))) წიგნებზე წერა არ ჯობია? :)) გაიხარე, მარიამ :)
LikeLike
მეც გამეღიმა მაგ ინტონაციაზე :)))
LikeLike
კარგად დამიწერია, ანუ :ამჰეფი:
LikeLike
მოლი, გაოგნებული ვარ და სიტყვებს ვერ ვპოულობ, რომ ან მადლობა გადავიხადო, ან რამე აზრიანი დავწერო :)
ძალიან, ძალიან დიდი მადლობა. ისეთ ემოციებში ვარ :) ჩემთვის დიდი პატივია შენგან ასეთი რამეების მოსმენა <3
LikeLike
მადლობა შენ გეკუთვნის, მარი :)
და ძალიან მიხარია, რომ მოგეწონა :)
LikeLike
ძალიან მიყვარს მარის ბლოგი და პატარა ლეაზე რომ წერია ის პოსტები განსაკუთრებით. წარმატებები ორივე მაღაზიას.
LikeLike
მარი ისედაც ფანტასტიურად წერს და ლეას პოსტები ორმაგად გადასარევია :)
LikeLike
მთელი ბათუმი კი არა მთელი ქვეყანა ველოდებით “წიგნები ბათუმშის” გახსნას :)
ბუქსთორიზე კი არ ვიცოდი და აუცილებლად გავივლი ამ დღეებში :) უნივერსტეტიდან თავისუფლებამდე მაინც ფეხით მიყვარს ჩამოსეირნება :)
LikeLike
უჰ, აბა, შენთვის გაუხსნიათ ბუქ სითი :)
ბათუმურ მაღაზიას მართლა მთელი ქვეყანა ელოდება უკვე :) და მთელი ბლოგოსფერო :)
LikeLike
ბათუმში მინდა :( სიამოვნებით გადავიდოდი საცხოვრებლად… პირდაპირ მემედ აბაშიძის ქუჩაზე :)
LikeLike
მომნატრებია აქაურობა :) გადასარევი სიახლეები დამხვდა, ერთი სული მაქვს მივაკითხო ორივე მაღაზიას, განსაკუთრებით კი ბათუმისკენ მიმიწევს გული :)
LikeLike
welcome back! :) აბა, მე მკითხე, ბათუმისკენ როგორ მიმეჩქარება :)
LikeLike
წარმომიდგენია მოლი :) სულმოუთქმელად ველოდები იქაურ პოსტს ^_^
LikeLike
პოსტი ჩემზე იყოს, წაკითხვა – შენზე :)
LikeLike
შევთანხმდით :)
LikeLike
რა კარგია :) ვნახე მარის ის პოსტი და სითბო ჩამეღვარა )
მოკლედ, წელს ზუსტად ვიცი რო ბათუმს ვერ ვეწვევი, პოსტს მაინც ვნახავ აქ :)
LikeLike
პოსტი ჩემზე იყოს :) და “წიგნები ბათუმში” საფესტივალოდ ჩამოვა აქ :)
LikeLike
ერთი ახალი წიგნის მაღაზიისა და ერთიც საინტერესო ბლოგის მისამართები შევიტყვე :) მადლობა მოლის.
LikeLike
უჰ, ბლოგი ხომ ისეთია, თითებს ჩაიკვნეტ და მაღაზიასაც არანაკლებს გვპირდებიან.
LikeLike
მე ჩაგასწარი :)
LikeLike
შენ რას გაგეჯიბრები :)
ჯერ არ არის მაღაზია გახსნილი, თორემ იქაც მიმასწრებდი :)
LikeLike
ძალიან კარგი ბლოგია, გული მწყდება რომ სულ 2-3 კვირაა რაც აღმოვაჩინე, ამიერიდან ხშირად გესტუმრებით :)
LikeLike
მადლობა :) და ველქამ! :)
LikeLike
ნეტავ ფოტოებიც დაგედოთ მაგ მაღაზიების, ისე აღწერთ, რომ დავინტერესდი :))) კარგია, ასეთი მაღაზიები რომ იხსენბა და ასე პროფესიონალურად უდგებიან საქმეს.
LikeLike
აუცილებლად დავდებ ფოტოებსაც სპეციალურ პოსტებში :) კარგია, აბა, რა! :)
LikeLike