დარწმუნებული ვარ, სათაური შეგაშინებთ – მოლი გადარეულა და ბლოგი კრიმინალურ ქრონიკად გადაუკეთებიაო. არადა, არც რომელიმე ხმაურიან დანაშაულზე ვაპირებ წერას, არც მორიგ სკანდალურ გარჩევაზე, არც პოლიტიკასა და არც ქართულენოვან “ფეისბუქში” ლამის ნორმად ქცეულ ბაკქანალიაზე – თემა ბევრად მარტივია, ერთი შეხედვით უმნიშვნელოც კი, თუმცა ჩემთვის ძალიან მტკივნეული…
Pet Society, ალბათ, გეცოდინებათ; აი, ის, სახალისო და ერთ დროს უზომოდ პოპულარული აპლიკაცია, თავის დროზე, “ფეისბუქის” ლამის ყველა მეორე მომხმარებელი რომ იყო ჩართული.
ჰოდა, ერთ თვეში ამ Pet Society-ს ხურავენ. აი, ასე, მარტივად. გაიღვიძებ დილით და აღარ დაგხვდება.
მოგცლია, ერთი, შენცო – იფიქრებს, ალბათ, ვინმე. რა დროს თამაშია ამ გაგანია საპრეზიდენტო არჩევნების წინო…
მოცლილი ნამდვილად არ ვარ, არც საქმე მაკლია და არც საზრუნავი, მაგრამ 14 ივნისიდან ჩემი კატა და ლეკვი აღარ მეყოლება და, ვერ წარმოიდგენთ, როგორ განვიცდი.
მეოთხე წელია, დილა-საღამო არ გამომიტოვებია. დარსა თუ ავდარში, სიხარულსა თუ მწუხარებაში, სადაგ დღეებში თუ ნეტარი უსაქმურობის დროს, გამორიცხულია, შესვლა დამავიწყდეს ან დამეზაროს. თქვენ წარმოიდგინეთ, ბლოგერულ ორომტრიალსაც კი არ შეუშლია ხელი და ჩემს ბლექს და სნუკერს ჩვეული ხალისით ვუვლი…
ოთხი წლის წინ გენახათ ბლექი. ერთი გაქუცული და გალეული ვინმე ბრძანდებოდა. ყურებში ლანდი გასდისო, მასზე იყო ზედგამოჭრილი. არც სახლი ჰქონდა, არც საჭმელი, საწოლიც კი არ გააჩნდა… იატაკზე იჯდა, ერთ მოცუცქნულ ოთახში, ცარიელ კედლებს შორის, მაგრამ, შევიხედავდი თუ არა, მაშინვე მხიარულ ხტუნვას მოჰყვებოდა…
ახლა რა დათვლის, რამდენი საათი გამიტარებია უცნობი კატების რეცხვა-ხეხვაში, ჩემი კნუტისთვის სასუსნავის ფული რომ მეშოვა. ჯერ მეგობრებს ჩამოვუვლიდი ხოლმე, დავაკრიალები და მონეტებს ასე ვაგროვებდი. მერე, გარეთ გავდიოდი საშოვარზე. ერთი კაფე მეგულებოდა, განსაკუთრებით ჭუჭყიანი და მოსავლელი ფისოები იკრიბებობდნენ, ჰოდა. ხუთი-ექვსი თუ მაინც დამხვდებოდა, რამდენიმე დღე ჭამაზე შემეძლო არ მეფიქრა. თან ჩემსავით გურმანი და მადიანი კატუნია შემხვდა და სასუსნავს როგორ მოვაკლებდი…
ყველაზე მთავარი და საშური – კვების საკითხი რომ მოვაგვარე და ბლექიც ფერზე მოვიყვანე, სახლს მივადექი – სხვებს თუ ჰქონდათ ნაირ-ნაირი ავეჯით გაძეძგილი ოთახები, ჩემი კნუტი რითი იყო ნაკლები… ჯერ ერთი ოთახი გამოვავსე, მეორე მეორე, მესამე… ფული ისევ კატასტროფულად მაკლდა, იაფფასიანს არაფერს ვეკარებოდი. კარგი და ხარისხიანი კი ძვირი ღირდა :( ჰოდა, ვიჯექი შუაღამემდე, სამსახურიდან მოსული და დაღლილ-დაქანცული, სხვისი ქეციანი კატების გაპრიალებაში თვალებგამოღამებული.
ნელ-ნელა გვარიან კაპიტალსაც მოვუყარე თავი და ოთახებიც მოვამრავლე – აქეთ საძინებელიო, იქეთ სამზარეულოო, ვერანდაო, კაბინეტიო… მუსიკალური კუთხეც მოვაწყვე – გიტარებით, აუდიო-სისტემით და, ბარე ორი როკ-ჯგუფი რომ ინატრებდა, ისეთი “დრამით”; ბაღიც გავაშენე და ხეხილით გავძეძგე, ფუტკარიც გავიჩინე, სკები დავდგი და საკუჭნაო საკუთარი თაფლით გამოვავსე…
მერე სნუკერი… ბლექს მოვუყვანე პატარა ლეკვი, მარტომ არ მოიწყინოს-მეთქი. ერთი ბეწო იყო, ცარიელი თავი დაგორავდა აქეთ-იქეთ და ისიც მოვასუქე, ნარჩევი ძვლები, ლორი და ძეხვი არ დამიკლია…
არ გეგონოთ, რომ მაინცდამაინც მილიონიანი ანგარიში, ათი ოთახი, ვერანდა, თეთრი როიალი, წითელი ველოსიპედი, კაბრიოლეტი, უზარმაზარი ბიბლიოთეკა, აბსტრაქტული ტილოები, ლამის ჩემზე უკეთესი გარდერობი, თოჯინები და სათამაშოები მენანება… ჭირსაც წაუღია. მე ის მკლავს, დილით რომ ვერ მივაკითხავ და იმათ მაიმუნობაზე ვერ ვიხალისებ.
სხვა თამაშს გავაჩენთ და, იქნებ, ის უფრო მოგეწონოთო – ათას ბოდიშს იხდიან და გვაიმედებენ, მაგრამ მე სხვა არ მინდა. ხელსაც არ მოვკიდებ. ჩემს ნაფერევ-ნალოლიავებ ბლექს და სნუკერს ვერაფრით ჩავანაცვლებ.
არ ვიცი, ვინ გადაწყვიტა Pet Society-ს დახურვა, მიზეზებზეც ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ ყველას, ვისაც ამ არაადამიანობაში უდევს წილი, ხმამაღლა მინდა ვუთხრა:
თქვენ მკვლელები ხართ!
მესმის შენი. ერთ დღეს გავიღვიძე და ჩემი საყვარელი თამაში, Geochallenge დახურული დამხვდა :(
LikeLike
ეგ არი :(
LikeLike
ერთ დროს მეც შენ დღეში ვიყავი ვაპრიალებდი სხვის ბინძურ კატებს რომ ჩემი კარგად მომეპრანჭა და არაფერი მომეკლო, მერე მომბეზრდა და დანი თუ შეუვლიდა ხოლმე რომ დებანა ჩემი ერთ დროს სანუკვარი ფისო. ეხლა ისე დამწყდა გული უნდა შევვარდე და მოვესიყვარულო ჩემს გოგოს, რა უსინდისოები არიან რას უშლით ეს თამაში.
LikeLike
ოთხი წელია, დღე არ ჩამიგდია :(( სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, ისე როგორ მოვისვენებდი, არ შევსულიყავი და არ მენახა :(((
LikeLike
სამი დღეა პოსტს ვწერ და დღეს დავამთავრებ მეთქი დავიფიცე და შემიყოლა ჩემმა ჰერამ-აღარ მიშვებს ვორდპრესში:)
LikeLike
აი, უარესი შემტყუებელია პეტიც :)
LikeLike
ჩემ პეტს ქვია ჰერა და შენ ვერ გიპოვე
LikeLike
ჩემსას – ბლექი. ოღონდ, სახელით თუ იპოვი.
LikeLike
“მაგრამ მე სხვა არ მინდა. ხელსაც არ მოვკიდებ”–მესმის შენი და გეთანხმები სრულიად. რაღაცას ამდენ დროს რომ უთმობ და ეჩვევი, მერე ვიღაც (თუნდაც მისი მოფიქრებულ-დაწყებული იყოს ეს რაღაც) არ უნდა გეუბნებოდეს, აბა, გეყოთ ახლა, თამაში უნდა დავხუროო…
მე შემიყვარდა შენი ბლექი და სნუკერი იმის მიხედვით, რაც მოყევი და, შენი მათთან დაშორება რომ არ შეიძლება, ამას კითხვაც არ უნდა…
მკვლელობაა, აბა რა არის…
LikeLike
ოთხი სურათი ძლივს დავატიე აქ და რატომ ოთხასს არ გადავუღებდი, სამზარეულოში, ვერანდაზე, ბაღში, სასტუმრო ოთახში, ბილიარდთან, ბუხართან, მანქანაში, ველოსიპედზე :((((((
LikeLike
ამ თამაშზე ეს პოსტი ცოტა ადრე რომ წამეკითხა, ალბათ თამაშს დავიწყებდი :)
LikeLike
ადრე უკეთ დავწერდი :(
LikeLike
ძალიან კარგად არის დაწერილი :)
LikeLike
ნეტავ, სულ არ მქონოდა დასაწერად საქმე, მალი :)
LikeLike
პირველი თამაში იყო რომელიც ფბ–ზე ვითამაშე. კაი 2 წელი დილა–შუადღე–საღამოს ვსტუმრობდი ხოლმე და მერე მივატოვე, მომწყინდა. ფულის შოვნისთვის რაები არ მიკეთებია და ბოლო დონეზეც მომიწყვია ოთახები :დ ამ პოსტმა შემახსენა ჩემი ლეკვი. ბინძური და მშიერი დამხვდა. მივხედავ, სუფთა და გამძღარი მაინც დახვდეს სიცოცხლის ბოლო დღეს :)))
LikeLike
რამე თუ გამაცინებდა, არ მეგონა და შენმა კომენტარმა გამაცინა :)))))
LikeLike
შენი “ბრალია” ახლაც იქ რომ ვარ და ეზოში მოსავალს ვიღებ :))
LikeLike
:)) გამახარე :)
LikeLike
როგორი ინტერესით და აღტაცებით შემოვედი კიდევ ერთი ჩემნაირი ვიპოვე, ფბ_ზე გადამტერებულითქო და უცბად თამაშის გამო დაწერილი სევდიანის სტატია დამხვდა :)
P.S. შესანიშნავი მასალაა ინტერნეტზე დასაკვირვებლად… :)
მაპატიე რომ ვირტუალური კატუნიას გამო ვერ გითანაგრძნობ :( ამ მხრივ გულქვა ვარ :(
LikeLike
არ არის პრობლემა. დიდად არც მჭირდება. თანაგრძნობა არ აკლია ამ პოსტს. პრინციპში, შენგან სხვა კომენტარი უფრო გამაკვირვებდა.
პ.ს. ინტერნეტზე, და, ზოგადად, შრომაზე, წარმატებაზე და ხარისხზე დასაკვირვებლად საკუთარი ბლოგი გამოიყენე, ჯობია. მშვენიერი მაგალითია.
LikeLike
ჩემს ბლოგზე კარგი ხანია არაფერი დაწერილა და არ გამოდგება… :(
რა გეწყინა საკვირველია :( :( :(
უბრალოდ დიდი ხანია შენს ბლოგს ვკითხულობ, მშვენიერი სტატიები, წიგნები, ფილმები, ჩანახატების კარგი ანალიზი, მშვენიერი – ჯეოპარდები და უცბად კატუნია გამოჩნდა და ამან გამაკვირვა და რა გეწყინა საკვირველია :(
LikeLike
ინტენეტზე დასაკვირვებლად მაინც შენი ბლოგი აჯობებს. კატებზე ვწერ მე თუ ზღვის გოჭებზე, რეალურ ცხოველებზე თუ ვირტუალურ სათამაშოებზე – რაკი აქ მოხვდა, ესე იგი, ჩემთვის საინტერესოა და რაკი საინტერესოა, ნებისმიერ თემას ერთნაირი პასუხისბგებლობით ვეკიდები. სხვა რას ფიქრობს ამ თემაზე, მნიშვნელობა არ აქვს.
LikeLike
სტანდარტული პასუხია :) გასაგებია მოლი :)
LikeLike
ვაიმე :)
აი, ხომ ვხედავ, როგორ განიცდი, მაგრამ სულ ყურებამდე გაკრეჭილმა ჩავიკითხე (რა მაცინებს ნეტავი…).
“იმათ” რომ ეს პოსტი წაეკითხათ, გარანტირებულად გადაიფიქრებდნენ, ამშუა…
LikeLike
მათხოვრები :(
ნუ, მეც მეცინება უკვე. ბარემ, არ არის სასაცილო, მაგრამ რა ვქნა :)
LikeLike
ჩემს მეგობარს უნდა გადავუგზავნო ეს პოსტი, მგონი, მიავიწყდა თავისი ფეთი და ვიცი, გასკდება ტირილით ახლა….
LikeLike
უჰ, გადაუგზავნე. ბოლო თვე მაინც მიხედოს საწყალ ფეთს :თვალცრემლიანიმოლი:
LikeLike
Rom icode rogor mesmis sheni :( 4 weli viwvale rom cmemi petystvis normaluri sacxovrebeli pirobebi shemeqna. guls miklavs is paqti, rom ert dges es yvelaperi agar damxvdeba
LikeLike
მაგას არ ვტირი? :(
LikeLike
:( Pirvelad shengan gavige eg ambavi. shokshi var :'(
LikeLike
მე იქვე წავიკითხე და თვალებს არ დავუჯერე :(((
LikeLike
ასეთი პოპულარული თამაშის ასე ერთი ხელის მოსმით გაუქმება როგორ შეიძლება. რა საინტერესოა მიზეზი რა უნდა იყოს, წარმომიდგენია ალბათ რამდენი ადამიანია შენს დღეში :(
LikeLike
ჯანდაბას მაგათი თავი :( მიზეზებზე არაფერი წერია. სიახლე შემოაქვთ, ალბათ.
LikeLike
ერთადერთი თამაშია მგონი, რომელსაც ფეისბუქზე არ ვთამაშობდი, მაგრამ მესმის ძალიან კარგად :)
ქენდი ქრაში რომ გამიუქმოოოდდდ…. წარმოდგენაც კი მზარავს :)))
LikeLike
:))) ქენდი ქრაში რომ გააუქმონ, საპროტესტო ტალღა მერე ნახე შენ :)
LikeLike
თამაშებს არ ვთამაშობ ( ჩემი “უდისციპლინობიდან” გამომდინარე საწყალი ფისოები დაიხოცებიან შიმშილით), მაგრამ მარკეტინგულად არ არის სწორი გადაწყვეტილება… ადმინისტრაციის ადგილზე დავფიქრდებოდი :)
LikeLike
მარკეტინგი და ჭირი მაგათ :( სურათებს გადავხედე ახლა და გული მომიკვდა – ერთ თვეში აქ თუ გავიხსენებ ჩემს ბლექს და სნუკერს :(((
LikeLike
უი მეც მყავდა პატარა ფეთი, მდიდარი გოგო იყო , ყოველ ორშაბათს საყიდლებზე დამყავდა, მოვლილი და ლამაზი ფისუნია მყავდა :) მაგრამ მერე მარტო დავტოვე. ფბ-ზე აღარაფერს ვთამაშობ, თუ ძალიან არ შემომიტია უსაქმობამ :)) ეხლა ჩემ მეგობრებში criminal case-ია პოპულარული.
LikeLike
ისეთი ხალხი თამაშობს ქრიმინალ ქეისს, ლამისაა, მეც დამაინტერესონ :)
LikeLike
მეც მაგიტომ ჩავრთე, მაგრა მერე მოვეშვი. კარგია, ცუდი ნამდვიალდ არაა :) უბრალოდ მერე წამლეკეს ნოტიფიკაციებით და აღარ გავაგრძელე :)
LikeLike
ეს ნოტიფიკაციები :(
LikeLike
criminal case პირველი თამაში იყო, რამაც სპამის საფრთხეზეც კი ხელი ჩამაქნევინა და დავიწყე. ჩამითრია და თან როგორ. ახლა რეაბილიტაციის კურსს ვასრულებ და მგონი განვიკურნე :)
მაგრამ რომ დავიწყე, ამას არ ვნანობ. ერთი ქეისია მანდ, ქართველიც მონაწილეობს და იმის გამო ღირდა დაწყება, რომ კიდევ ერთხელ მენახა დასავლეთის ხედვა ქართველებზე (და რუსებზეც, სხვათა შორის)
LikeLike
იმდენს იზამ, მარიამ, ერთხელ ვითამაშებ. ოღონდ, ჯერ პაზლები უნდა ავაწყო.
LikeLike
ფაზლებისთვის რომ მოიცლი, აგერ ვარ მე ^_^
ისეთი რამე-რუმეები უნდა აგაწყობინო, ისეთი რომ…
LikeLike
მოვიცლი მალე :)
LikeLike
უი ეგ არ ვიცოდი :) მაღალ დონეზეა ეტყობა, მე 2 ქეისის მერე გავჩერდი
LikeLike
მესამე ქეისია მგონი ზუსტად. შეიხედე, არ ინანებ :)
LikeLike
მიღებულია : )
LikeLike
ჩემი პაკო :/ მაშ ბოლო თვე გვავქვს? რატომ უფრო ხშირად არ შევდიოდი :(((( ახლა შევედი და გული მომეწურა, მომაკვდავთან ურთიერთობასავითაა :((( ახლავე უამრავ სასუსნავს ვუყიდი :/
მოლი, ძალიან ვწუხვარ შენი ბლექისა და სნუკერსის გამო :/
LikeLike
პაკო <3 ასე გამოდის, თუ არ გადაიფიქრეს :(
მადლობა, იაკო :)
LikeLike
მაისფეისზე ვთამაშობდი. შენგან მზრუნველი დედა დადგება მეთქი, ხომ ვამბობდი
LikeLike
მაისფეისს ავცდი :)
LikeLike
არ მეგონა მოლის ფბ–ზე თუ ვინმე ჩვენზე უფრო მეტად ელოდებოდა :))
მარა ამდენი იშრომე და ეს საზიზღები წყალში გიყრიან, რა ცუდია :(
LikeLike
ერთ თვეში მარტო აქაურობა დარჩება. შრომაც მენანება, ქევან, ცხადია, მაგრამ ბლეკზე და სნუკერზე ცალკე მიკვდება გული.
LikeLike
რამდენიმე წელი ფეისბუქი წაშლილი მქონდა, მარტო ჩემი ფეთი მენატრებოდა, იქაურობა იმდენად არა. ახლა დავბრუნდი და ჩემს ფეთსაც ისევ ვუვლი. :) ჩემი მეგობარი იგონებდა, როგორ აგიტაციას ვუწევდი, რომ ეთამაშა… ვერ გავიგეო, იძახდა, რაღაც კატებზე მიყვებოდა, ბუზები რომ ესეოდნენო :)))) მერე თვითონაც ჩაერთო. ერთხელ, შეწუხებული მეკითხებოდა, სტადიონზე რომ დარბის, როგორ გავამარჯვებინოო. :)))
ახლა, როცა შევდივარ და ეგ ინფორმაცია გამოდის, ძალიან მენანება. ჯერ არ ვაქცევდი ყურადღებას და მერე წავიკითხე… :( ოთახები ისე კარგად მოვუწყვე, მინდა, ფოტო მაინც გადავუღო, რომ დავიმახსოვრო. მგონი, ეს ფუნქცია აღარ აქვს.
LikeLike
აქვს, როგორ არ აქვს :) ამ პოსტში ბლექის და სნუკერის სურათებია.
გული გამიჩერდა მეც, რომ წავიკითხე და როგორი იმედი მაქვს, რომ გადაიფიქრებენ :(
LikeLike
ვიპოვე! სხვაგან ვეძებდი ფოტოაპარატის სიმბოლოს. … როცა თამაში დაიხურება, ჩემი გადაღებული ფოტოები წაიშლება თუ დარჩება? :(
LikeLike
არ ვიცი… სავარაუდოდ, არ წაიშლება.
LikeLike
ალბათ, სადღაც 6 წლის წინ ვითამაშე ბოლოს ფბ-ზე :)) სახლებს ვაწყობდით და რაღაც სისულეები. რომ მივხვდი, რამდენი დრო მიჰქონდა, დავანებე თავი. არც მერე “გაშენებულ” ფერმას გავკარებივარ, არც – ცხოველებს :)) კარგიც მიქნია, თორემ თუ ასეთი შეჩვევა იცის, ახლა ან ვირტუალური თევზი უნდა მეგლოვა შენთან ერთად, ან ლეკვი :))
მოკლედ, ჩემი აზრი თამაშებზე გასაგებია, მაგრამ თუ მოლის ასე დაგვიდარდიანებდნენ, რა დახურვა აუტყდათ :/ :))
LikeLike
თევზი <3 რა საყვარელი იქნებოდა, წარმომიდგენია <3
LikeLike
თანაგიგრძნობ, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი ნებისყოფა არ მყოფნის მსგავსი თამაშებისთვის.
ალბათ, არამზურნველი ვარ :დ
LikeLike
ამდენი წლის შემდეგ წარმომიდგენია რა ძნელი იქნება :( ცუდია როცა რაღაცას ამდენად მიეჩვევი და ერთ დღეს შენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო აღარ არის :(
LikeLike
საშინელებაა :(((
LikeLike
აქ რა არის სასაცილო და ახლაც ვხარხარებ :დ
არასდროს არ მითამაშია ეს თამაში, სამაგიეროდ დრაგონ სიტის ვთამაშობ შესაშური მონდომებით. შემედაროს დაენერისი :დ
LikeLike