თქმულება მოგვითხრობს, ერთი წარმართი მეფის სამფლობელო შემზარავმა გველეშაპმა გააპარტახაო.
გაპარტახებას ვინ ჩივის, მინოტავრივით ჰყვარებია თურმე ახალგაზრდა გოგო-ბიჭების შთანთქმა.
და, აი, ერთხელაც, როდესაც კენჭისყრამ თავად მეფის ასულს არგუნა შემზარავი ხვედრი, ზეციდან თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდანი მოვლენია იქაურობას…
მერე რაც მოხდა და როგორც მოხდა, ყველამ მშვენივრად იცის.
ოღონდ, ეჭვი მაქვს, ყველას არ უნახავს დიდი ფლამანდიელი ფერმწერის – პიტერ პაულ რუბენსის “წმინდა გიორგი და დრაკონი”.
ეს ნამდვილი ბაროკოა…
მოქუფრული, საავდრო ზეცა…
ყალყზე შემდგარი ბედაური, რომლის ფაფარი, ერთი ქართველი პოეტისა არ იყოს, გაფრენილ ნისლს მოგვაგონებს…
ჰაერში შემართული მახვილი, რომელმაც, სადაცაა, ცხენის ფერხთქვეშ გართხმული, პირდაფჩენილი ურჩხული უნდა განგმიროს…
და ზეციდან მოვლენილი მხსნელის სახე, რომელსაც არაფერი აქვს საერთო იმ ლმობიერ, სათნო გამომეტყველებასთან, როგორითაც წმინდანებს გამოსახავენ ხოლმე…
ეს შეუდრეკელი მეომრის სახეა, რისხვითა და სიძულვილით აღსავსე, რომელიც, სადაცაა, სასიკვდილო დარტყმას მიაყენებს სისხლისმსმელ გველეშაპს.
და ფუნჯის თითოეული მოსმა ისეთი ნამდვილია, ისეა გაჟღენთილი ვირტუოზული ოსტატობით, რომ ერთი წამით აღარ შეგეპარებათ ეჭვი – კაბადოკიელი წმინდანი სწორედ ისეთი იყო, როგორადაც მას “მხატვართა მეფე და მეფეთა მხატვარი” – პიტერ რუბენსი ხედავდა.
გიორგობას გილოცავთ!
გილოცავ მოლი
LikeLike
მადლობა, თამი :)
LikeLike
როგორც ყოველთვის სწორად გამოიცანი, მე პირადად მართლა არ მქონდა ეს ნახატი აქამდე ნანახი და მხოლოდ მართმადებლური ხატებით თუ შემოვიფარგლებოდი:| მართლაც მომხიბვლელი და გასაოცარი ნახატია წმინდა გიორგის თავისებური ინტერპეტაციით…: ) ყველაფერთან ერთად ცხენის თვალებმაც მომხიბლა – დამთვალიერებლისკენ რომ იყურება თავისი კეთილშობილური სველი თვალ(ებ)ით <3
P.S. და ხო მართლა, მეც გილოცავ მოლი: )
LikeLike
აქ ინტერპრეტაცია მგონია მეც ფასეული. ხატი ხომ არ არის,ნახატია…
მადლობა :) მრავალ ბედნიერ აღდგომა-გიორგობას დაესწარი შენც.
LikeLike
კიდევ ერთხელ გილოცავ.
უბრალოდ წმ. გიორგი არ მომწონს ასეთ წვერებში.
LikeLike
ეგ არაფერი. რუბენსი ბევრს არ მოსწონს.
მადლობა, შენც გილოცავ, მრავალს დაესწარი.
LikeLike
შენც გილოცავ, მოლი :)
LikeLike
მადლობა, თამარა :)
LikeLike
ვუერთდები მილოცვებს :) … პოსტი, როგორც ყოველთვის, საინტერესო იყო (მით უფრო, რომ ნახატი არ მქონდა ნანახი) :)
LikeLike
ორმაგად სასიამოვნოა :)
LikeLike
tu ertxelac sakutari dizainit avasheneb saxls, shpalerebis nacvlad kedlebze baroko iqneba, mat shoris pirqushi rubi babua. ertxelac.
latinuristvis bodishs ar gixdi, ki ici chemi mizezebi :*
LikeLike
ბოდიში კი არა, მადლობა უნდა გითხრა :)
LikeLike
დაგვიანებით გილოცავ აღდგომას და გიორგობას, მოლი. მრავალს დაგასწროს!
LikeLike
მადლობა, ტაბუ :) მრავალ ბედნიერ აღდგომა-გიორგობას დაესწარი შენც!
LikeLike
ტაბურეტკით :)
LikeLike
ტაბურეტკა არ იყო მაგ დროს :) ეს ჩვენი ექსკლუზივია :)
LikeLike