თქვა ამ კაცმა, მწერლობას არ ვაპირებ, წერაში მიშლის ხელსო, მაგრამ რად გინდა – მაინც არ ვეშვებით, თანამედროვეობის ერთერთ ყველაზე პოპულარულ ავტორად მოვიხსენიებთ, ხან დაფნის გვირგვინებს და პალმის რტოებს ვაჩეჩებთ, ხან ქვებსაც ვესვრით (დათა თუთაშხიასი არ იყოს, არ შეგვიძლია უმაგამბავოდ და რა ვქნათ); ერთი ეგ არის, სერიოზული ეჭვი მაქვს, თავად აკა მორჩილაძეს არც პირველი ენაღვლება და არც – მეორე. მოკალათებულა თავისთვის, მყუდროდ და აწკაპუნებს კლავიატურას. ისე, სულ მგონია, რომ სადღაც, ძველთაძველ, ბუხრიან-ხალიჩებიან სახლში წერს, სადაც კედლებზე თოფ-იარაღი და წინაპრების ფოტოები ჰკიდია.
ოღონდ, გაბრაზებული წერს ნამდვილად. იმიტომ, რომ “შენი თავგადასავალი“ ძალიან გულმოსული წიგნია, პირთამდეა გაძეძგილი ოთხმოცდაათიანების აგრესიით, ტკივილით, შიშითა და ბოღმით; ნარკოტიკით გაბრუებული გონების წარმოსახვა ისეთ ასოციაციურ და ლიტერატურულ კოქტეილს ქმნის, ცალი თვალით გეტირება, ცალით – გეცინება…
ინგლისის პირველი შიდსიანი პერი, ლორდი ექსმური; სამასი წლის აჩრდილები – ბატონი და ქალბატონი ჟუსაკები; ზანგი, რომელიც გალაკტიონის „ლურჯა ცხენებს“ კითხულობს; ორი გამოჩერჩეტებული ბებრუცუნა უზარმაზარი ძუძუებით – დეიდა ეტელი და დეიდა ჰარიეტი, ერთი რომ ვოინიჩია გვარად და მეორე – ბიჩერ-სტოუ…
რომანი ლიტერატურული მუტანტებით არის სავსე – სემი, რომელიც ხანდახან ილარიონა შევარდნაძის სიტყვებით ლაპარაკობს, კიროგა, რომელიც ზუსტად ისე კვდება, როგორც ილია ჭავჭავაძე, ბალანტრეი, ანაბელ ლის კულულს რომ დაატარებს; ძია ბერტი, რომელსაც ნოდარ დუმბაძის ისიდორე ბაბუასავით დიდი და ღონიერი ფეხები აქვს, ვახტანგ შალითური, ფარსმან სპარსივით რომ შეჰღაღადებს ბნელ ღამეს…
აქ ყველაფერია, რითიც ის თაობა გაიზარდა და გაიტანჯა ერთდროულად – სისხლი, სასოწარკვეთილება, უიმედობა და ფორიაქი. ჰო, კიდევ უამრავი წიგნია აქ, ბავშვობაში თუ დიდობაში ერთად რომ ვკითხულობდით ჩვენც და აკაც – მწერალი, რომელსაც მწერლად ყოფნა არ უნდოდა..
გაიზარდა და გაიტანჯა ,ნამდვილად. და გადაიარა ამ ყველაფერმა ჩვენზე. კარგად თქვი ,მოლი,ძალიან კარგად ! <3
LikeLike
ჩვენ რომ განსაკუთრებით მძაფრად გვახსოვს, იმიტომ(აც) მომწონს ეს წიგნი.
LikeLike
საინტერესო ჩანს…
LikeLike
ლორდს ეტელ ვოინიჩი და ჰარიეტ ბიჩერ სტოუ არ მოუხსენიებია, არა, ძუძუებიან პოსტში???
გამორჩა ალბათ :)
წარმატებები, მოლი, კონკურსში!!!
LikeLike
სხვა ძუძუებთან კონკურენცია წააგეს, ალბათ :)
მადლობა :)
LikeLike
გული მიგრძნობდა, რომ აკაზე იქნებოდა საკონკურსო პოსტი :) წარმატებები :)
LikeLike
აკას ყველაზე ორიგინალური და ყველაზე დაუფასებელი რომანი შევარჩიე. არადა, “საბა” აქვს აღებული. მართალია, 2003-ში, მაგრამ მაინც…
LikeLike
ჯერ მარტო სათაურის გამო მიყვარს
LikeLike
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა!
LikeLike
ო, ღმერთო.. არადა აკას მადათოვი წავიკითხე და არ მომეწონა, მეთქი ეს კაცი არაა მწერალი (იმჰო)
LikeLike
მე ზუსტად მადათოვით შემიყვარდა ეს კაცი :(
LikeLike
მადათოვი საუკეთესო ეთნორომანია და სწორად შეგყვარებია, სოფი :) და როგორი მწერალია, ამას დანარჩენი წიგნებიც მშვენივრად მოწმობს.
LikeLike
კარგად, ჩამოყალიბებულად წერ:) მომწონს შენი ბლოგი <3
LikeLike
მადლობა :)
LikeLike
იმდენს იზამ შემიყვარდება ეს კაცი თავის წიგნებიანად
LikeLike
ძალიან კარგი, მერე :) მაგას რა ჯობია.
LikeLike
ადრე წავიკითხე და ახლახანს ვიხსენებდი ზუსტად…
მახსოვს, რომ წავიკიტხე მომეწონა ^^
LikeLike
გადავიკითხავ ამ დღეებში დიდი სიამოვნებით.
LikeLike
როგორ მიყვარს ეს კაცი თავისი გენიალური წიგნებით <3
"შენი თავგადასავალი" ვერ მოვიხელთე ვერაფრით..
LikeLike
ქართული პროზის საგანძურშია მე-18 ტომად. სულაკაურის გამოცემა, უძველესი, მგონი, აღარც იყიდება :(
LikeLike
მდაჰ..
ჩემი ქალაქის ბიბლიოთეკებში თითქმის ვერ მიაგნებ აკას წიგნებს.
თუ სადმე გადავაწყდი, ბედნიერი ვარ ხოლმე. არადა არც ისე იაფია, რომ გავიდე და ყოველ ჯერზე ახალი ვიყიდო :|
LikeLike
ზუგდიდში :( თან, მანდ ფესტივალი არ იქნება :(
პროზის საგანძურის ტომი მაინც მოიძიე. არც ისე ძვირია, როგორც მახსოვს და ბიბლუსში, ხშირად, დისქაუნთებშიც ხვდება ხოლმე.
LikeLike
მოლი ^_^
ზუგდიდში არა, რუსთავში, მაგრამ მოვნახავ, იმედია ვიპოვნი. ^_^
LikeLike
უი, რუსთავში. ზუგდიდი რატომ მახსოვდა :(
რუსთავი აქვეა, ახლოს. ფესტივალზე ჩამოდი ერთი დღით, გემრიელი ფასდაკლებები იქნებაო, ამბობენ.
LikeLike
^_^ ვააპირებ. ერთი-ორი კარგი წიგნის ხელში ჩაგდება მინდა :დ
მაგრამ ჰო იცი წამებული აბიტურიენტების ბედი?
LikeLike
როგორ არ ვიცი :)) მეც მაგ დღეში ვიყავი, პლიუს დრო იყო ცუდი :(
LikeLike
ე ნეტა კიდე ცოტა პატარა ვიყო :ს რამდენი კარგი პროექტია პატარებისთვის..
მაგრამ არაუშავს.
(თემას ძალიან გადავუხვიე, ამიტომ გავჩერდები :დ )
LikeLike
ძალიან მაგარი ნაწარმოებია. რამდენიმე წლის წინ წავიკითხე და იმის მერე ყველას ვურჩევ, ხოლმე. :)
LikeLike
უმაგრესი :)
LikeLike
“საბა” რომ გადასცეს შარშან – იმდენს იზამთ, დამაჯერებთ, რომ მწერალი ვარო :))))) მენიშნა რაღაც და გამეღიმა :)
კარგი მწერალი და კარგი პოსტი :)
LikeLike
ხელწერაზე გიცანი, რუსა :)
კარგია, თუ გენიშნა.
LikeLike
:D :D მოიცა, შესულიყავი ვიყავი ვორდპრესზე, ანონიმურად როგორ გამოვიდა, არც მეილის ჩაწერა მოუთხოვია :დ ახლა ვანხე, თურმე ანონიმად რომ მაჩვენებს :))
ისე კარგია, რომ ასე გამოვიდა – კომენტარშიც კი გიცნია ჩემი ხელწერა :)))) <3
LikeLike
ვორდპრესი ჭირვეულობს ხოლმე.
აბა, რა :) ასეთ ექსკლუზიურ ხელწერას როგორ ვერ ვიცნობდი :))
LikeLike
mec mivxvdi:))
LikeLike
იფფ, რა სასიამოვნოა :)) მადლობა ბლუმებს:))
პირველი წინადადების წყობა ხშირად შეგხვდებოდათ ჩემს პოსტებში, მაგრამ ასე მხოლოდ ერთგული მკითხველი გიცნობს :)
LikeLike
მე ვარ კიდეც შენი ერთგული მკითხველი :)
LikeLike
ვიცი, მოლი :) საბაზე სამადლობელი სიტყვა ხომ გახსოვს :D
LikeLike
და შენი წიგნის წინასიტყვაობაც :)
LikeLike
შენ სადმე ობოლეზეც გექნება პოსტი დაწერილი.
ობოლეთი დაიწყო ჩემთვის აკა. მანამდე ვეჭიდავებოდი.
LikeLike
ობოლეზე ჯერ არ დამიწერია :) ჩემთვის ფალიაშვილით იწყება.
LikeLike
ფალიაშვილით ისედაც და ასედაც.
მაგრამ ობოლემ ჩემი პატრიიტული რეცეპტრები შეარხია. მკვეთრად :დ
LikeLike
იშვიათად დახვეწილი გემოვნება გაქვს, შაპოკლიაკ, მეტი რა ვთქვა…
LikeLike
გაიზარდა და გაიტანჯა ერთდროულად–ეჰ… ალბათ რა ძნელია რომ ეს ყველაფერი წიგნად აქციო და მერე სამაგიეროდ რა იოლია, მოგეწონოს…
LikeLike
ძალიან იოლი <3 ეს კომენტარი განსაკუთრებით მომეწონა <3
LikeLike
[…] “შენს თავგადასავალზე” დაწერილი საკონკურსო პოსტი გამარჯვებულთა შორის აღმოჩნდა, […]
LikeLike
არ ვიცოდი საკონკურსო თუ იყო, გილოოცაავ<3
LikeLike
მადლობა, თამი :)
LikeLike
vinmes shegidzliad linki damiot sadac shemidzlia “sheni tavgadasavali” wavikitxoo ?
LikeLike
ბმული არსად შემხვედრია.
LikeLike
[…] წიგნის ფესტივალისთვის დაწერილი რევიუ ოფიციალურ პროგრამაშიც დაიბეჭდა და […]
LikeLike