მოლი ბლუმი, პირველ რიგში, სტუმრების კომფორტზე რომ ზრუნავს, ახალი ამბავი არ უნდა იყოს და, რა გასაკვირია, რომ ბიბლიო-პოსტებში ენას, ხშირად, კბილს ვაჭერ ხოლმე – ზედმეტი არაფერი წამომცდეს-მეთქი. ჰოდა, ჩემო კარგებო, დღეს წინასწარ გაგაფრთხილებთ – თუ სათაური არაფერს გეუბნებათ, მაინცდამაინც ჩაკირკიტებით ნუ წაიკითხავთ, თვალი გადაავლეთ და პირდაპირ კომენტარებზე გადადით :) ამ წიგნის მთელი ხიბლი სწორედ აბსოლუტურად ორიგინალურ და მოულოდნელ კვანძის გახსნაშია, არ მინდა, ვინმეს მთელი სიამოვნება ჩავაშხამო; ოღონდ, თქვენი ანაბეჭდის დატოვებას მაინც ნუ დაიზარებთ :)
თავი კი დავიზღვიე და გაგაფრთხილეთ, მაგრამ ნამდვილად არ მეგულება დეტექტივების მოყვარული, “როჯერ ეკროიდის მკვლელობაზე” არაფერი სმენოდეს.
***
აგატა კრისტის ათეულობით დეტექტივიდან, ადრეც მითქვამს, სამი განსაკუთრებით მიყვარს და ნებისმიერი რანგის ტოპ-სიაში უყოყმანოდ მივუჩენდი ადგილს. პირველი “ათი პატარა ზანგია”, არაპოლიტკორექტული სათაურით და გამაოგნებელი ფინალით. ერთგულ და ვეტერან მკითხველებს ემახსოვრებათ, ამაზე რომ ვწერდი; მეორე – “აღმოსავლეთის ექსპრესი”, ყველა გაგებით, კლასიკური შედევრი, ფილიგრანულად ჩახვეული ინტრიგით და მკვლელის გამოცნობის მინინალური შანსით. აი, რაც შეეხება მესამეს, სწორედ დღეს ვაპირებ, მასზე გიამბოთ.
“როჯერ ეკროიდის მკვლელობა”, ერთი შეხედვით, ბრიტანული დეტექტივის კარგად ცნობილ და მრავალჯერ გამეორებულ ქარგას მიჰყვება. პატარა, არაფრით გამორჩეულ ინგლისურ სოფელ კინგს ებოტის პატრიარქალურ სიმშვიდეს მდიდარი ქვრივის – მისის ფერარის უცნაური გარდაცვალება არღვევს. იქაურები ჯერ ისევ ბურუსით მოცულ ტრაგიკულ შემთხვევაზე ბჭობენ, რომ მეორე სიკვდილი მეხივით ატყდებათ თავს – ამჯერად, მსხვერპლი როჯერ ეკროიდია, განსვენებულ მისის ფერარზე დაქორწინებას რომ აპირებდა…
ჰოდა, ჭორ-მართალიც ერთმანეთში ირევა. ერთბაშად უამრავი ეჭვმიტანილი ჩნდება – მისტერ ეკროიდის ექსცენტრული რძალი სესილი და ძმიშვილი ფლორა, მაიორი ბლანტი, ჯეფრი რეიმონდი – ახალგაზრდა მდივანი, რალფ პეტენი – განსვენებულის გერი, მსახურები… მოკლედ, სულო და გულო, აირჩიე, ვინც გენებოს…
მოტივი, როგორც ხდება ხოლმე, ყველას მოეძებნება: ზოგს – ვალები, ზოგს – ძველი წყენა, ზოგსაც – სასიყვარულო ვნებები… ამას ისიც ემატება, რომ სულო ცოდვილო და, მოკლული ბატონიც არ გახლდათ დიდად სათნო და საყვარელი ვინმე, მისის ფერარს კი, მოარულ ხმებს თუ დავუჯერებთ – საკუთარი მეუღლის საიქიოს გასტუმრებაში ერია ხელი. სოფლის დარბაისელ ექიმს, მიზეზთა გამო, ამ ორომტრიალის შუაგულში რომ აღმოჩნდება, ერთმანეთზე ფანტასტიური და დაუჯერებელი ვერსიებისგან უკვე თავბრუ ეხვევა, მაგრამ, იქვე, ბედად, დასასვენებლად ჩამოსულ მესიე პუაროს გადაეყრება – დიახ, დიახ, სახელგანთქმულ მაძებარს, ათასი ჯურის ნაძირალას დევნისთვის თავის დანებება რომ გადაუწყვეტია და, ერთი იმპერატორისა არ იყოს, მებაღჩეობით აპირებს თავის შექცევას – გამვლელსა თუ გამომვლელს თავის მოწეულ გოგრებს აჩეჩებს სანახავად :)
თუმცა, მოგეხსენებათ, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო; პუაროც რის პუარო იქნება, ასეთი გემრიელი საკბილო ხელიდან რომ გაუშვას და ნაცრისფერი უჯრედები არ გაავარჯიშოს… პატარა ბელგიელი გამოძიებას იწყებს, დამხმარედ კი, კაპიტან ჰასტინგსის ნაცვლად, ჩვენს ნაცნობ ექიმს, ჯეიმს შეპარდს შეიამხანაგებს…
კი, მაგრამ, რა არის ამ სიუჟეტში განსაკუთრებულიო, აუცილებლად მკითხავს ვინმე.
განსაკუთრებული ის არის, რომ ეს პატივცემული ექიმი ერთდროულად მთხრობელიც გახლავთ, სამხილების შემგროვებელიც, მთავარი დეტექტივის მარჯვენა ხელიც და… ცივსისხლიანი მკვლელიც.
კლასიკურ დეტექტივს, უჩემოდაც გეცოდინებათ, რამდენიმე “ოქროს წესი” აქვს. ერთერთი და ყველაზე მკაცრად დაცული – მთხრობელი დამნაშავე არ უნდა იყოს. ეს დაწერილ-დაუწერელი კანონია დარღვეული “როჯერ ეკროიდის მკვლელობაში”, თან, ისე გენიალურად, რომ ბიბლიო-გურმანებისთვის დღემდე უსაყვარლეს სასუსნავად რჩება.
***
კრისტის ამ რომანს კრიტიკოსებიც მრავლად ჰყავს და ამ ფანტასტიურ მისტიფიკაციას, ბევრი “სპორტულ აფერისტობად” უთვლის. თუმცა, მე თუ მკითხავთ, წესი იმისთვის არსებობს, ერთხელ მაინც დაირღვეს და იმას, რაც დეტექტივების უამრავმა მთხზველმა ვერ გაბედა, ლედი აგატამ ბრწყინვალედ გაართვა თავი. ჰოდა, ზუსტად ამიტომ, კანონების დაცვით დაწერილი არაერთი რომანი, შესაძლოა, ვერც კი გაიხსენოთ, სამაგიეროდ, ვირტუოზული და თავზეხელაღებული ავანტიურა – “როჯერ ეკროიდის მკვლელობა” არასოდეს დაგავიწყდებათ.
ერთხელ კითხვა იყო ამაზე რსრ-ში და ვერ ავიღე. მწარედ მახსოვს :)))
LikeLike
ra kitxva iko konkretulad egmaxsovreba da dawere :)))
LikeLike
აწი გემახსოვრება, სამაგიეროდ :)
LikeLike
შოკისმომგვრელი ფინალი! :)
LikeLike
იეს!
LikeLike
გასაოგნებელი წიგნია მათთვის, ვისაც დეტექტივები უყვარს.
LikeLike
ჩვენთვის, ანუ :)
LikeLike
დეტექტივი ყველაზე ორიგინალური ფინალით და მკვლელის გამოცნობის მინიმალური კი არა – შანსის არქონით :)
კი, ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო დეტექტივია.
LikeLike
უდაოდ :)
LikeLike
მწერალ ქალებზე აკეთებენ მაესტროში გადაცემას, როულინგზე მე ჩამწერეს. ჟურნალისტი წუხდა, აგატა კრისტზე აზრის გამოთქმაზე ყველა მწერალმა უარი მითხრა, საჩემო მწერალი არ არის იმ მოტივითო. ძალიან გამიკვირდა და მეწყინა. სხვას რომ ეთქვა, ძნელად დავიჯერებდი.
LikeLike
მეც გამიგია ეს, ნატო. უარესიც გამიგია- კრისტი იაფფასიან დეტექტივებს წერადო და მეც ძალიან მიკვირს, რის მიხედვით აფასებს ეს ხალხი მწერალს და რა კრიტერიუმები აქვთ.
LikeLike
დეტექტივები წაკითხვიდან რამდენიმე თვეში მავიწყდება, მაგრამ როჯერ ეკროიდს რა დამავიწყებს :) აგატას ნაწარმოებებს შორის საუკეთესო ხუთეულშია (ჩემთის)
LikeLike
დანარჩენი ოთხი მაინტერესებს ძალიან, ნათია :)
LikeLike
“მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში”, “ათი პატარა ზანგი” და ორიც კრებული: “ბრალდების მოწმე” და “მის მარპლის ბოლო საქმეები” :)
LikeLike
მშვენივრად ვემთხვევით აქაც :)
LikeLike
სულ ახლახან გადავიკითხე, მამიდაჩემთან ვიყავი სტუმრდ და აგათა კრისტი და შერლოკ ჰოლმსი გამოვაყოლე; დამცინა მამიდუკამ … მაგრამ მეთასედაც როგორი სიამოვნებით ვკითხულობ შენ კი ნამდვილად გაიგებ.
LikeLike
აბა, რას ვიზამ :) დეტექტივებს, კონან დოილს და კრისტის, ახლაც უდიდესი სიამოვნებით ვკითხულობ. თუმცა, ახალი და წაუკითხავი ხშირად მხვდება-მეთქი, ვერ ვიტყვი.
LikeLike
ჩემთვისაც ერთ-ერთი უსაყვარლესია :)
ისე რამდენი ხანია დეტექტივი არ წამიკითხავს, აი, ისეთივე შეგრძნებაა კოკა-კოლას რომ არ დალევ დიდი ხნის მანძილზე და ნატურალურ წვენებზე გადახვალ, მაგრამ მისი გემო რომ სულ გახსოვს და გენატრება :)
LikeLike
კარგი შედარებაა :) ოღონდ, მე კოკაც მიყვარს, ფორთოხლის ფრეშიც და დეტექტივებიც.
LikeLike
როჯერ ეკროიდის მკვლელობა წაკითხული არ მაქვს. ერთი როგორ გამომრჩა ეგ :(
აი, მე Endless Night მომწონს, აქაც მკვლელია მთხრობელი, ოღონდ რა მკვლელი, ბოლოს შოკში ვიყავი :დდდ
LikeLike
ოოო…
ვეღარ გავიგე წაკითხული მაქვს ეს დეტექტივი თუ არა… ალბათ ისე დიდი ხნის წინ, რომ მხოლოდ ბუნდოვნად მახსოვს :/ ან სხვაში მერევა…
ჯერ რა მაქვს წაკითხული და ისიც ერთმანეთში რომ მერევა განსაკუთრებული უნიჭობაა ალბათ, გამორჩეული და გენიალური…
მოვიძიებ ამ ზაფხულს სახლში და წავიკიდთხავ ხელახლა ან საერთოდაც პირველად ^_^
LikeLike
არ ინანებ, დამიჯერე :)
LikeLike
სათაური რომ წავიკითხე, გავიფიქრე, არ მაქვს წაკითხული ეს წიგნი–მეთქი, რადგან არ მეცნო წიგნის სახელწოდება… თუმცა პოსტს რომ ჩავუყევი, როგორ არა – ეს ხომ ერთ–ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი წიგნი იყო ჩემი, როგორც მკითხევლის ისტორიაში! თუმცა ერთი გაუგებრობაა: მე მაქვს იგივე შინაარსის წიგნი წაკითხული სხვა სახელწოდებით: “მკვლელობა ქინგს ებოთში”…:/ რაშია საქმე არ ვიცი, 2–3 წლის წინ მეგობრის დამტვერილ ბიბლოეთაკაში რომ გადაავწყი აგათას ამ წიგნს, მაშინვე დავსტაცე ხელი ანოტაციით დაიტერესებულმა(მართალია შენს ამ პოსტს ვერც შეედრებოდა, მაგრამ მამინც) და ვითხოვე… თუმცა რა მნიშვნელობა აქვს სათაურს, მთავარია მეც განმიცდია ამ წიგნის დასრულებისას ის დიდი გაოცება, აღშფოთება, შოკი და საბოლოოდ სიიამოვნება: )
LikeLike
იგივე წიგნია :) ოღონდ, სხვა თარგმანი და სათაურიც სხვა აქვს.
LikeLike
არ მაქვს წაკითხული :((((
მე აგათას “5 გოჭი” მიყვარს ყველაზე მეტად <3
და საერთოდ სულ შერლოკზე რომ იღებენ სერიალებ გადაიღონ პუაროზეც :(( ბიბისი ან ეიჩბიოუ ჩაუჯდეს მაგ ამბავს და ჩემზე ერთგული მაყურებელი არ ეყოლებათ <3
LikeLike
არის პუაროზე სერიები, თაია. ძალიან ძველიც და უბრალოდ ძველიც. ახალი არ მახსენდება, მაგრამ, დიდი შანსია, ახალიც იყოს.
ნუ, ბოლო შერლოკივით მაგარი, ალბათ, არა :)
LikeLike
დეტექტივები ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ჟანრია და, რა თქმა უნდა, აგათა კრისტი სერ არტურთან ერთად – ჩემი ორი უსაყვარლესი ავტორი ამ ამბებში :))
ოღონდ სულ სხვა რამეზე მინდა კომენტარი გავაკეთო – ბოლო დროს ძალიან მომრავლდა კომენტარები იმაზე, რომ “ზანგი” ცუდი სიტყვაა, რომ “ზანგი” ეს იგივე ამერიკული “ნიგერია” და ვერავინ მცემს პასუხს, საიდან მოვიდა ეს წარმოდგენა და რაზეა დაფუძნებული :)
ჩემი აზრით (რომელსაც მაქსიმალური სიხშირით ვაფიქსირებ, იქნება და ამიხსნან), ესაა ქარის წისქვილებთან ბრძოლა. საქართველოში, სადაც რაზისმი უბრალოდ არ არსებულა, რასისტული გამონათქვამიც ვერ იქნებოდა. “ზანგი” აღნიშნავს კანის ფერს ისევე, როგორც “მულატი” და “მეტისი”. და არცერთი არაა სალანძღავი სიტყვა, განსხვავებით “ნიგერისგან”. ამერიკელებმა იდარდონ და აღმოფხვრან თავიანთ რიგებში რასიზმი და მისი გამოვლინებები და ჩვენთან რატომ ვკრძალავთ ამ სიტყვას, ვინმე მეტყვის?
პატივისცემით და ბოდიშის მოხდით ბლოგის მასპინძელთან…
დღესასწაულებს გილოცავთ :)
LikeLike
ზანგის ცუდობაზე არაფერი მსმენია, მაგრამ დაგეთანხმებით – შესაძლოა, მე არ ვიცი რაღაც, მაგრამ დამამცირებელს აქ ვერაფერს ვხედავ. ვეფხისტყაოსანი იხსენიებს ზანგს და, არა მგონია, რუსთაველი რასისტი ყოფილიყო.
საქართველოში რასიზმი არ ყოფილა, მართალი ბრძანდებით. სამაგიეროდ, ახლა ყვავის, თან გაასმაგებული ძალით.
LikeLike
მეც მაგის თქმას ვცდილობდი, რომ “ზანგი” ცუდი სიტყვა არაა და მიხარია, რომ მეთანხმებიან :)
ერთმანეთს უსწორებენ ხოლმე და ვინმე მაგ სიტყვას რომ იტყვის, მაშინვე, მინიმუმ, გამკილავი მზერით პასუხობენ…
ჰოდა ზემოთა კომენტარებში პუაროს ეკრანიზაციით რომ დაინტერესდნენ, ინებეთ, უგემრიელესი და საუკეთესო პუარო ბუდე.გე-ზე <3 ჩავყლაპე, რასაც ჰქვია <3
სამწუხაროდ, ბმული ვერ გადმომაქვს, მაგრამ ძებნაში "პუარო" ჩაწერეთ და მოემზადეთ საყურებლად – 12 სეზონია, 1989-2010 წლების :)
იქვეა ჩემი საყვარელი მის მარპლიც, უფრო ნაკლები სერიაა, მაგრამ არანაკლებ გემრიელი <3
მოკლედ, მშურს, რომ პირველად ყურების სიამოვნება გაქვთ წინ ( :
LikeLike
მადლობა :) მეც მოვიძიებ და სხვებსაც გაუხარდებათ.
LikeLike
პ.ს. ზოგჯერ ჭედავს ხოლმე ზემოხსენებული საიტი, სხვაგანაც დევს ეგ სერიალი. უბრალოდ მე საიდანაც ვუყურე, ის გამახსენდა პირველი და ისვე დავწერე :)
აგერ ერთი ბმული:
http://avoe.ge/movies/search.php?name=poirot&janre=ALL&celi=&producer=&publisher=&language=ALL&action=search&x=0&y=0
LikeLike
მე ტორენტ პორტალებს ვამჯობინებ. rutracker.org ფანტასტიურად მუშაობს, მაგალითად.
LikeLike
როცა ჩვენს საიტებზე არ დევს, მეც :) მაგრამ აქედან გადმოწერისასვე ვუყურებდი ხოლმე და ამიტომაც არ მიმიმართავს ტორენტისთვის :)
მაგრამ ახლა მომიწევს მეცამეტე სეზონისთვის, ჩვენთან არ დევს :))
LikeLike
აფერისტობაა, მაგრამ არასპორტული.
LikeLike
მართლაც რომ ერთ-ერთი უძლიერესი დეტექტივია…თავის დროზე დიდი გავლენა მოახდინა ჩემზეც ;)))
LikeLike
არაჩვეულებრივია! ნამდვილად უძლიერესი ნაწარმოებია.
აგათას დეტექტივებიდან გამორჩეულად მიყვარს : ენდჰაუზის საიდუმლოება, აღმოსავლეთ ექსპრესი, მიძინებული მკვლელობა, მკვლელობა ღრუბლებში და როჯერ ეკროიდის მკვლელობა ხო ვაბშე შოკი იყო <3 ^_^
LikeLike
როჯერ ეკროიდი, აღმოსავლეთის ექსპრესი და ათი პატარა ზანგი – აგატას ჩემი სამეული <3
LikeLike
მოკლედ ყველაზე მაგარია ^_^ ნუ ეგ და რაიმონდ ჩანდლერი ^^
მაგარია ვიპოვე ადამიანი, რომელსაც მოსწონს დეტექტივები :დ <3
LikeLike
თან ძალიან )
რექს სტაუტიც, ჩეიზიც, აკუნინიც, კონან დოილიც, ძველიც, ახალიც და უახლესიც )
LikeLike
არაჩვეულებრივია <3
რათქმაუნდა უამრავი დეტექტივი მაქვს წაკითხული, თუმცა როჯერ ეკროიდის მკვლელობამ მაინც რაღაცნაირი ძალიან მაგარი შთაბეჭდილება დამიტოვა ^^
აქ ხომ 'დეტექტიური რომანების 10 მცნება არის დარღვეული' ;) ^_^
LikeLike
ჰო, ამით(აც) განსაკუთრებულია.
LikeLike
^_^ <3 <3 <3
LikeLike