მესამე კვირაა, ავად ვარ.
არა, სერიოზული არაფერია, ტრავმატოლოგების და ქირურგების დახმარება არ დამჭირვებია. უბრალოდ, ამინდებია გაუგებარი, მე კი ჟოლოს ნაყინი, ჩემი ბიბლიოთეკის გარდა, ყველაფერს მირჩევნია… ჰოდა, გავცივდი.
გავცივდი და ვერაფრით მოვახერხე გამოკეთება.
ანდა, როგორ მოვახერხებდი, როდესაც ამის ერთადერთი წამალი არსებობს – კაბინეტის კარი უნდა გამოიკეტო – ერთი კვირა ნუ შემაწუხებთო, ლოგინში ჩაწვე გემრიელად, პომპონიანი ქუდი ჩამოიფხატო, გვერდით “ქინდლი” ან რომელიმე ახალი წიგნი მოიდო, ტელევიზორი ჩართო, ბევრი იკითხო, ბევრ მულტფილმს უყურო, უამრავი ცხელი ჩაი დალიო საყვარელი, კროსვორდისნახატიანი ჭიქით და ბევრი იძინო…
მე კი, ჩაწოლას ვინ ჩივის, ისევ სამსახურში დავლასლასებ და გამოძინებას შაბათ-კვირასაც კი ვერ ვახერხებ.
ტრავმატოლოგების მონახულება არ დამჭირვებია-მეთქი, კი ვთქვი, მაგრამ, დედას გეფიცებით, ხანდახან ვფიქრობ, რომ ამ საშინელ სურდოს და თავის ტკივილს, ხელი მომეტეხა, ჯობდა – მადა მაინც არ დამეკარგებოდა.
აბა, როგორია, ჭამის ხასიათზეც რომ არ ვარ? მე, მოლი, ცნობილი გურმანი, სუსნია და, გლეხურად რომ ვთქვათ, საშინელი ღორმუცელა? ასეთი რამ წარღვნის მერე არ მომხდარა, რომ იცოდეთ.
კარგი, ჯანდაბას, როგორმე გავიჭირვებ და ცხელ-ცხელ ლობიანებზე, ორყველიან აჭარულ ხაჭაპურებზე, ხის ჩხირებზე აცმულ ქაბაბზე და საგანგებო რეცეპტით შეზავებულ ოლივიეს სალათზე უარს არ ვიტყვი, თავს დავაძალებ და მაინც შევჭამ, მაგრამ კითხვის ხალისიც რომ არ მაქვს? ჯორჯ მარტინის ხუთი იმსისქე წიგნი მიდევს “ქინდლში”, თითო სამ ჩვეულებრივს რომ უდრის და დღეში ოციოდე გვერდს თუ ვერევი…
ბუქსტორებშიც არ ვყოფილვარ, რამდენი ხანია. “დიოგენეშიც” სიახლეებია, “სანტა-ესპარანსაშიც” და “ბიბლუსშიც” მოიძებნება რაიმე გემრიელობა… მზემაც გამოანათა, მგონი, და ახლა ის დროა, ქალაქში რომ უნდა იბოდიალო, მაღაზიებში ცხვირი შერგო, ხელს რაღაც-რაღაცები წამოაყოლო, მერე სადმე, მყუდრო კაფეში, მეგობართან ერთად ირლანდიული ყავა დალიო და შენაძენი გადაათვალიერო, ნახე, რა საყვარლობა გამოუციათ, ყოჩაღ მაგათო. არადა, ისეთ დღეში ვარ, უიქენდზე უმისამართო ბოდიალი კი არა, შინიდან გასვლაც მესიკვდილება…
კიდევ კარგი, წიგნის ფესტივალამდე თითქმის ერთი თვეა დარჩენილი, თორემ ისიც ჩამივარდებოდა და როგორია, მთელი წელი რომ ელოდები და სულელური სიცხის და სისუსტის გამო გამოტოვება მოგიწევს… იმის წარმოდგენაზეც კი, რომ სტელაჟებს შორის ვერ ვისუნსულებ და საღამოობით წიგნებით სავსე ჩანთით არ დავბრუნდები შინ, ტემპერატურა კრიტიკულ ზღვრამდე ახტება ხოლმე…
მოკლედ, იმდენი გეწუწუნეთ, საკუთარი თავი შემეცოდა და ისღა დამრჩენია, შოკოლადის, მურაბების და ორლარიანი მონეტების ინტენსიურ გამოძალვაზე გადავიდე (მე შენ გეტყვი, არ მეხერხება), თქვენ კი აქ მანუგეშეთ და მითხარით, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
“კარგი, ჯანდაბას, როგორმე გავიჭირვებ და ცხელ-ცხელ ლობიანებზე, ორყველიან აჭარულ ხაჭაპურებზე, ხის ჩხირებზე აცმულ ქაბაბზე და საგანგებო რეცეპტით შეზავებულ ოლივიეს სალათზე უარს არ ვიტყვი, თავს დავაძალებ და მაინც შევჭამ”
მოლი <3
LikeLike
ზუსტად ამ დღეში ვარ :))
LikeLike
ყველაფერი ძალიან კარგად იქნება :)
LikeLike
მადლობა :) გამახარე :)
LikeLike
ოო, კითხვის მადის დაკარგვა ცუდია :(((
LikeLike
უსაშინელესი :(
LikeLike
დათბება, ქარები თავს დაგვანებებს, მზე გაგვათბობს, ჩვენი გაციება უამინდობებს ჩაბარდება. სხვა გზა არა აქვს. ყველაფერი კარგად იქნება. ხასიათზეც მოვალთ. მზესთან ერთად წიგნებს მივეფიცხებით. :)
LikeLike
შენს პირს შაქარი, ნატო :)
LikeLike
ნატო როგორი პოზიტიურია <3 ვიცი, ვისაც ჰგვანან ნატოს წიგნები :)
LikeLike
ჩემს დღეში ყოფილხარ. ხმამაღლა ვაღიარებ, რომ ვეღარ ვიტან გაზაფხულს! რაც დაიწყო, სულ ავად ვარ, ჯერ არც ერთი ვირუსი არ გამიმაზავს :) ახლაც ანგინა მაქვს და ხან რას ვივლებ და ხან რას. ხო რა, როცა იქნება, დამთავრდება ალბათ ესეც :)
LikeLike
მართლა ერთ დღეში ვყოფილვართ, კატერინა. ყელი ჩემი სუსტი წერტილია და, გამორიცხულია, სეზონი ჩავაგდო – გაზაფხულზე სულ ავად ვარ :(
LikeLike
რომ იცოდე, როგორ მესმის შენი. არადა მთელი ზამთარი თითქოს ველოდები და რომ მოდის, მერე ვეღარ ვიტან, ვეღარც ფიზიკურად და ვეღარც მორალურად. ხოდა ერთი დრო დამრჩა წელიწადში- ზა-ფხუ-ლი :)
LikeLike
Kvelaferi kargad iqneba, moli :) tan dzalian male. aq janmrteli gvchirdebi!
LikeLike
აი, ასეთ რაღაცებს რომ ვკითხულობ, იალინდა, კარგად ყოფნა მინდება :) მადლობა :)
LikeLike
გენეცვალე შენ :* იცი რას დავაკვირდი? როდესაც რაღაც განსაცდელს გამოვივლი და ძალიან ცუდად ვარ, ცოტა ხანში ისეთი მაგარი სიახლეები ხდება ჩემს ცხოვრებაში, რომ იმ ჩავლილ ცუდს მთლიანად ფარავს. ჩათვალე, რომ შენ ეს განსაცდელი უკვე გამოვლილი გაქვს, ახლა ძალიან მაგარი სიახლეების დრო დაგიდა. ასე რომ, დაელოდე, чудо не за горами!!!
LikeLike
მშვენეირი დაკვირვებაა. აი, მეც დავაკვირდები და, ვნახოთ, რა გამოვა :)
ფანტასტიურ განწყობაზე დამაყენე დილიდან. მადლობა, იალინდა :) წარმატებულ დღეებს გისურვებ შენც :)
LikeLike
გმადლობ, მოლი! გამოჯანმრთელდი :)
LikeLike
რა საყვარელი დათუნიაა ;დ
გამოკეთდები, მოლი! აი, ამინდებიც გამოდის..
LikeLike
შევეცდები <3
LikeLike
აუჰ :( გითანაგრძნობ მოლი, მარა არაუშავს, აგერ ნახავ ძალიან მალე თუ არ გამოჯანმრთელდები. გამაგრდი მთავარია, ვერც ლიტერატურული და ვერც კულინარიული (თუ რაც ქვია) უმადობა ვერ გაგტეხავს შენ :*
LikeLike
იაკო :) კარგია, რომ მოიცალე და შემოიხედე :)
LikeLike
“კროსვორდისნახატიანი ჭიქა” – :))
LikeLike
კი :) ჩემი საყვარელი ჭიქაა. მეგობარმა მაჩუქა შარშან :)
LikeLike
:)
LikeLike
ძიახ :)
LikeLike
გამოცდილ ხალხს თუ დავუჯერებთ, ცოტა შოკოლადი, ცოტა კანფეტი და ამდენივე ნამცხვარი შველის ამ ამბავს :)) აჭარული ხაჭაპური არ იციან “ვაზასტანში” :))
LikeLike
ვასასტანიდა შოკოლადის ფხვნილი, ნამცხვარი, ტორტი დ მურაბები :) აჭარული ხაჭაპური და ქაბაბი უკვე ჩვენი დამატებულია :)))
LikeLike
კარლსონის რეცეპტით შეზავებული ტკბილი ფხვნილი :)
არაა უებარი? :)
ავადმყოფობა მიხაროდა კიდეც, როცა სკოლას ვაცდენდი და ჩაფუმფულებული ვიწექი ლოგინში, მაგრამ როცა ცუდად ხარ და სამსახურსაც ვერ აცდენ :(
მეც ახლა მჭირს სერიოზული სურდო და პირის გემოს დაკარგვა. ეს ცხინკვება ხომ საერთოდ…
LikeLike
შოკლადის ფხვნილსაც არ ვიკლებ, მაგრამ, ჯერჯერობით,მთლად ისე არ ამართლებს, როგორც წიგნში :(
ბავშვობისდროინდელი ავადმყოფობა მართლა კარგი იყო :(
LikeLike
მეც მეჯავრება ავად გახდომა, იმიტომ რომ ვერასოდეს ვერ ვწვები, და ფეხზე გადატანილი ავადმყოფობა კი არის კოშმარი.
LikeLike
უზუსტესად დასმული აქცენტებია :)
LikeLike
მალე გამოჯანმრთელდი მოლი<3
LikeLike
მადლობა, თამი :) შევეცდები :)
LikeLike
მოლი ყველაფერი კარგად იქნება <3 იმედია მზე აღარ დაგვემალება, თორე ამდენი ქარი და უამინდობა ხასიათში გადამივიდა უკვე :(
ისე იმ დღეს ვიყავი წიგნის მაღაზიებში და ძლივს მოვერიე თავს არ მეყიდა არაფერი, წიგნის ფესტივალისთვის ვუფრთხილდები ბიუჯეტს :)
LikeLike
იმედია :) აი, აღდგომის შემდეგ ნამდვილი გაზაფხული დაიწყებაო, ამბობენ და…
საფესტივალოდ ბევრ სიახლეს გვპირდებიან და ვნახოთ.
LikeLike
ჰმ… კარგად მესმის შენი. მეც მეათე დღეა მაგ დღეში ვარ, მაგრამ გუშინ ისეთი ამინდი იყო, მკვდარს გააცოცხლებდა და ცოტა სიცოცხლის ხალისი დამიბრუნდა :)
პ.ს. ორლარიანი მონეტები რად გინდა?
LikeLike
ამინდი – კი. ამინდი დღესაც მშვენიერია.
კარლსონი ხუთერეიან მონეტებს სძალავდა ბიჭუნას :) მე, როცა ავად ვარ, ორლარიანებს ვითხოვ ყველასგან :))
LikeLike
მეც მაინტერესებდა ორლარიანი მონეტების ამბავი. აჰა, გავიგე კიდეც :)
LikeLike
დღეს ისეთი ამინდია მოლი, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ გაზაფხული მოვიდაო. ჰოდა შენი საყვარელი ყვავილი კი არ ვიცი რომელია (ისიც არ ვიცი საერთოდ გიყვარს თუ არა ყვავილები), თუმცა ჩემი საყვარელი ფილმის ერთ–ერთი საყვარელი სცენა და ფრაზა გამახსენდა – “You’ve Got Mail”, ჯო ფოქსი ქეთლინის მოსანახულებლად მიდის და გვირილები მიაქვს (ქეთლინის საყვარელი ყვავილი), ჰოდა ბოლოს ეუბნება ” It’d be a shame to miss New York in the spring.” მართალია ნიუ იორკზე ვერაფერს გეტყვი, მაგრამ თბილისიც კარგია გაზაფხულზე. გამოჯანმრთელდი :)
LikeLike
თბილისშიც არ შეიძლება გაზაფხულის გამოტოვება, ფინიკი :) და, იმედია, არ გამოვტოვებ. მადლობა :)
LikeLike
არავითარ შემთხვევაში არ გამოტოვებ :) დღეს საღამოსვე კარგად იქნები :)
LikeLike
შენს პირს შაქარი და მურაბა :)
LikeLike
ორლარიანი მონეტები ^_^ :)
ყველაფერი ძალიან, ძალიან კარგად იქნება მოლი :*
LikeLike
იმედია :) მადლობა, მადამ სოფი :)
LikeLike
მესამე კვირა არ მომეწონა – უამინდობის გადამკიდე გაგჭიანურებია გაციებაც… მაგრამ კარგი ამინდები კარგ ჯანსაც მოიტანს აუცილებლად. თან – ძალიან მალე. რომ გამოჯანმრთელდები, ვერანდაზე ჟოლოს ნაყინით ჩვენც გაგვიმასპინძლდი :*
LikeLike
ვერ გამოვშუშდი და იმის ბრალია :(
აი, გამოვჯანმრთელდები და ვერანდაზე ერთი საღამო ჩემზე იყოს, ტაბუ.
LikeLike
რაო, რაო? ჟოლოს ნაყინიო? :)))) <3
LikeLike
უი, ჟოლო :)
LikeLike
ერთადერთი პასუხი მაქვს ამ ამბავზე. ერთი ძველი, მიყრუებული ლექსი.
ასეც ჰქვია,
ავად გახდომა
რა კარგი იყო ავად გახდომა ბავშვობაში…
დედა კომბოსტოს ფოთლებს მაფენდა
და ძმრიან წინდას მაცმევდა ძალით.
სამაგიეროდ,
ჩამოდიოდნენ გარდერობის თავზე მცხოვრები
ხელუხლები დათუნიები,
თოჯინები…
სიცხის ყოველ გაზომვაში კი ტკბილ ქრთამს ვიღებდი.
რა კარგი იყო თებერვალში
მამაჩემის მოტანილი თოვლიანი ყოჩივარდები
და ექიმისთვის მირთმეული
გადარჩენილი სასუსნავი…
ახლა ჩემი ავად გახდომა
მხოლოდ სისხლის ანალიზი და
უბრალო სტატისტიკაა.
LikeLike
შაპოკლიაკ, შემეძლო ეს პოსტი საერთოდ არ დამეწერა – ლექსი იკმარებდა <3
LikeLike
მთავარია გჯეროდეს რომ აუცილებლად გამოკეთდები. წიგნის ფესტივალი ჯერ შორსაა, წიგნის მაღაზიებში სიახლეების ნახვას ყოველთვის მოასწრებ. საყვარელი პოსტი გამოვიდა :)
LikeLike
ლექსში არაფერია ნათქვამი ცხელ–ცხელ ლობიანებზე, რომელიც, რატომღაც, მიუხედვად ჩემი წარმომავლობისა, მაინც გამომრჩა :) ასე რომ – . ასე რომ :)
LikeLike
ამ ლექსთან ლობიანი რა მოსატანია <3
LikeLike
krosvordiani chiqa.chveni mzareuli ambobs,chiqit vcnob adamianis xasiatso.
LikeLike
რა საინტერესოა :)
LikeLike
ჩემს გამჭვირვალე ჩაის ჭიქაზე ნოტები ახატია :) თქვენს მზარეულს თუ დავუჯერებთ, მოღალატე ან თოკზე ჩამოკონწიალებული ქალი უნდა ეხატოს, ანნა :))))))
LikeLike
მეც მინდა გამჭვირვალე ჭიქა ნოტებით :((
LikeLike
musika dzalian zogadia, tavshi bevr rames moicavs. da ai gamchirvalem chamafiqra: etyoba bavshvobashi sul gainteresebda satamashos shignit ra ido :D
LikeLike
:D ახლაც მაინტერესებს ეგეთი რაღაცები და ცოტა უფრო რთულებიც, მაგალითად, რა დევს ადამიანების და ღმერთის თავში :)))))))))))
LikeLike
როგორც წესი, დაშლის მერე სათამაშოსი და მოგვიანებით კი დაშლილი ღმერთის თავის აწყობაც ეზარებათ:))
LikeLike
”აბა, როგორია, ჭამის ხასიათზეც რომ არ ვარ? მე, მოლი, ცნობილი გურმანი, სუსნია და, გლეხურად რომ ვთქვათ, საშინელი ღორმუცელა? ასეთი რამ წარღვნის მერე არ მომხდარა, რომ იცოდეთ.”
:)))))))))))))))))
LikeLike
ძიახ :))
LikeLike
yovel gazapxulze avad var chemi yelis gadamkide
tumca amjerad ramodenime wignis wakitxva movaxerxe da gamovjanmrteldi kidec
shenc amaves gisurveb
LikeLike
მადლობა დიდი :)
LikeLike
ჩემზე უკეთ ვინ გაგიგებს?
ბოლო კვირაა თავბრუ მეხევვეა სა სიცხე მაქვს, მაგრამ ვინ მისმენს? მიწევს მერე სკოლაში იმის მოსმენა რით არის ორი სამკუთხედი მსგავსი და რა არის კოვალენტური ბმა :(((
გამოჯანმრთელდი, მოლი და სუსნიაობაზე უაის თქმა სირცხვილია მით უმეტეს დღესასწაულები მოდის !
LikeLike
შენხელა რომ ვიყავი, მისმენდნენ :) და სკოლაშიც არ მიშვებდნენ :)
LikeLike
გამოჯანმრთელდი, მოლი?
რა ამის პასუხია და როგორ მომნატრებია შენი ბლოგი :)
LikeLike
გამოვჯანმრთელდი, კი :) მადლობა, ტაბუ. შენც დაგვაკლდი აქ.
LikeLike