სხვისი არ ვიცი და, როდესაც ამ ტილოს ვუყურებ, მე ყოველთვის ერთი ტაეპი მახსენდება ხოლმე: “თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა, ვით დაჭრილ ირმების გუნდს წყარო ანკარა”…
იმიტომ, რომ აქ ფუნჯის თითოეული მოსმა ამბოხითა და დაუმორჩილებლობითაა გაჟღენთილი…
მკერდმოშიშვლებული ქალი, ფრიგიული ჩაჩით თავზე, სამფეროვანი დროშით ხელში – თავისუფლებისაკენ შეუჩერებელ ლტოლვას რომ განასახიერებს…
შეიარაღებული ადამიანები მის გარშემო, სახეზე რისხვა რომ აღბეჭდიათ…
ცილინდრიანი ახალგაზრდა კაცი, რომელშიც, როგორც ამბობენ, მხატვარმა საკუთარი თავი იგულისხმა…
კვამლისაგან შერუჯული ზეცა და პატარა ბიჭი, შეუპოვარი გამომეტყველებით და ხელში პისტოლეტებით…
თავისუფლების საგალობელი მხატვრისაგან, რომელსაც ხალხი დიდი ტალეირანის უკანონო შვილად თვლიდა.
ზოგიერთები იმასაც ჩურჩულებდნენ, მამა თავად პატარა კორსიკელიაო.
თუმცა, მთავარი მაინც ის მგონია, ვინ იყო შვილი – გენიალური ფრანგი ფერმწერი, რომელმაც სამშობლოს წინაშე ვალი თავისი ტალანტის წყალობით მოიხადა და თქვა კიდეც: “თუ მამულისთვის არ მიბრძოლია, მისთვის მაინც ხომ ვხატავდიო”.
ხატავდა და თანაც ისე, რომ თუ ერთხელ მაინც შეავლეთ თვალი ამ ტილოს, მიხვდებით, რატომ და როგორ სწირავდა ხალხი თავს თავისუფლებისათვის.
იმასაც იგრძნობთ, რატომ არის თავისუფლება ყველაზე დიდი მონაპოვარი ამქვეყნად.
დღეს ეჟენ დელაკრუას დაბადების დღეა.
შენს პოსტებში ზუსტად იგრძნობა შენი დამოკიდებულება იმაზე, რაზეც წერ. სიყვარული კიდე გადამდებია <3
LikeLike
რაც მიყვარს, იმაზე ვწერ და, ალბათ, ამიტომ :) მადლობა, მალი :)
LikeLike
ეს ტილო ყველაზე მეტად მიყვარს დელაკრუას შემოქმედებაში :) …მიუხედავად იმისა, რომ “გაუთავებელი” ფრანგულ რევოლუციები არ მომწონს…
LikeLike
როგორც ფანდორინ-უმცროსი ამბობს ერთგან, რევოლუციას ევოლუცია ჯობია, მაგრამ თავისუფლებისთვის ბრძოლა მაინც საჭიროა…
LikeLike
ვულოცავ.ეს უკვდავებაა,რასაც აღწევენ დელაკრუა და მისი პროფესიის ხალხი,თავიანთი ფერწერის ამბოხით,რევოლუციით თუ მსგავსით .მადლობა შენ ,რომ გამახსენე . :)
LikeLike
მადლობა შენ, რომ მოიცალე და ასეთი მშვენიერი კომენტარი დამიტოვე :)
LikeLike
mechveneba tu ukan korpusebia?
LikeLike
ბასტიონები უფრო :)
ისე, მუხიანსაც ჰგავს :)))))
LikeLike
egaa xelovneba, yvela ubansa tu droshi axleburad rom wagakitxinebs :))
LikeLike
შენ ეგა თქვი :)
LikeLike
ერთი სიტყვაც საკმარისია: რომანტიზმი :))
LikeLike
ძიახ :)
LikeLike
ამ ტილოს დიდ ხანს ვუყურებდი ენაჩავარდნილი <3
LikeLike
შთამბეჭდავი კადრია, ვერაფერს იტყვი :)
LikeLike