პოსტის სათაურს რომ ვუყურებ, თავადვე მეღიმება – ის ძველი თემები მახსენდება, სკოლაში რომ გვაწერინებდნენ თავის დროზე და, გინდოდა თუ არ გინდოდა, რაღაცნაირი, სასაცილო პათოსით გაჟღენთილი გამოდიოდა.
ოღონდ, კოლეგა ბლოგერებო, არ მითხრათ, ამაზე არასოდეს გვიფიქრიაო – მაინც არ დაგიჯერებთ :)
მესამე წელია, ამ სტუმართმოყვარე პლატფორმით ვსარგებლობ და ისე მომწონს, სხვაგან გახვევის სურვილი ერთხელაც არ გამჩენია. თუმცა, ამქვეყნად იდეალური არაფერია და ხანდახან მეც დამცდენია – ჩემი ნება რომ იყოს, ამას უკეთესად გავაკეთებდი-მეთქი.
განა საყვედურით ვამბობ – მართლა მოსახერხებელი, კომფორტული და User Friendly-ა ჩვენი “ვორდპრესი”. კონკურენტებს ვერც შევადარებ – რომელი ერთი გაეჯიბრება, მაგრამ კაცია და გუნებაო, ხომ იცით… რაღაცების შეცვლა არ იქნებოდა ურიგო. ერთი, ყველასთვის საყვარელი ფილმისა არ იყოს, “и мне будет приятно, и тебе будет приятно”.
ერთი სიტყვით, მე რომ WordPress-ის ადმინისტრატორი ვიყო, პატარ-პატარა კრეატიული იდეები შემაწუხებდა ხოლმე:
– პოსტის ქვეშ ვორდპრესულ ლაიქ-გრავატარებს არ მივმალავდი. ადრე ყველა ერთად ციმციმებდა, თვალს და გულს ახარდებდა, ახლა მხოლოდ ცხრა ჩანს. ცოტაა :(
– პრემიუმ თემებს, თვეში ერთხელ მაინც, უფასოდ დავარიგებდი. მესამე წელია, misty look-ის ერთგული კი ვარ, მაგრამ ფასიან კატეგორიაში ისეთი საყვარლობები გამოერევა ხოლმე, შენი მოწონებული…
– კომენტარის სისტემას გავამარტივებდი. გაუმართავია-მეთქი, სათქმელად ენა არ მომიბრუნდება, მაგრამ დროდადრო მაინც ჭირვეულობს და ერთგული მკითხველების გამოცნობა წერის მანერით და ვორდინგით მიწევს :)
– წესებთან შეუსაბამო კონტენტთან, პლაგიატთან და სხვა ანომალიებთან ბრძოლის მექანიზმის დახვეწას, ორიოდე თვის წინ, პირველ პუნქტად მოვიხსენიებდი, მაგრამ ბოლოდროინდელმა ამბებმა დამარწმუნა – ისედაც მშვენივრად მუშაობს. ერთი ეგ არის – მეტი მოქნილობა აშკარად არ აწყენდა. ყოვლად უმანკო და უწესიერესი პოსტი ცოცხალი თავით არ გამოაჩინა ტოპ-ათეულში – სათაურიდან sex-ი მოაშორეო. არადა, ცხრასართულიანი, მამა-პაპური გინება რომ დაარქვა (ოღონდ, ქართულად), ვითომც არაფერი, ყურსაც არ შეიბერტყავს..
და, რაც ყველაზე მთავარია (ყველაზე რთულიც, სხვათა შორის) – ბლოგებს თემატურად დავაჯგუფებდი.
დარწმუნებული ვარ, სათქმელი თქვენც გექნებათ. ჰოდა, ნეტარხსენებული ილიასი არ იყოს, კალამს ძირს დავდებ და სტაჟიან ბლოგერებს და გამობრძმედილ აბორიგენებს მოგისმენთ. თქვენი იდეები ყველაზე მეტად მაინტერესებს – აქაურობის ავ-კარგი, თქვენზე უკეთ მაინც არავის ეცოდინება.
აი, კომენტარების პრობლემა მაქვს თითქმის ყოველთვის :/ სხვა თუ მომაფიქრდა რამე დავწერ გზადაგზა :)
LikeLike
რა უცნაურია, კომენტარებს მე არაფერს ვერჩი…
LikeLike
ვაჰ, რა საჭირბოროტო საკითხია :)
ნუ, არაინგლისურენოვანი კონტენტის კონტროლში მოიკოჭლებენ, ჩემი აზრით :) აიყვანონ სხვადასხვა ეროვნების ადმინისტრატორები!!!
LikeLike
მართლა არ მიფიქრია ამაზე :)
მეტას საპასუხისმგებლო ამბავია.
LikeLike
მოლ, სრული სიზუსტით გაქვს ჩამოყალიბებული ძირითადი პრობლემები.
მე რაც შემეხება, ფერების შეცვლის ფუნქციას გავხდიდი უფასოს. ან ისეთი ყვითელ თემას შემოვიღებდი, სულსა და გულს რომ გაუხარდეს… რამდენჯერაც ყვითელ თემას მოვძებნი, იმდენი პრემიუმი მხვდება და გული მეთუთქება…
და კიდევ, მე რომ ვორდპრესის ადმინისტრატორი ვიყო (ან ოდნავ უკეთ რომ მაინც ვერკვეოდე ფუნქციებში) იმ პრობლემას მოვუხსნიდი საკუთარ თავს, ქართულად რომ აღარ თვლის ჩემს ისედაც დაჩაგრულ ბლოგს…
LikeLike
თემები თავისთავად.. მეტი უნდა იყოს, რომ ვტესტო და ვტესტო!!! :)
LikeLike
თამაღ!
ჩემი გმირი ხარ ამის გამო, ასე კარგად რომ ერკვევი თემებში <3
LikeLike
კვალიფიკაციას ვკარგავ ნელ-ნელა…
ნუ, ეს ვორდპრესის ბრალი აღარაა უკვე :(
LikeLike
თამარამ ზეპირად იცის თემები, დიზაინის ელემენტების მიხედვით. დღემდე მაოგნებს!
LikeLike
მე რა უნდა დავწერო, მოლი – შენი ნათქვამიდანაც კი ვერ გავიგე ნაწილი :) ხვალამდე მაინც ვიფიქრებ, აბა…
ისე, იუზერ-ფრენდლობასთან ცოტა პრეტენზიები კი მაქვს: ახალ მომხმარებლებს ხშირად ეპარებათ თვალთახედვიდა გრავატარის დაყენება და საკუთარი ბლოგის ლინქის დამატება მომხმარებლის სახელთან – რაღაცნაირად თავიდანვე რომ სთავაზობდეს ვორდპრესი მომხმარებლებს გრავატარის არჩევას და ახალი ბლოგის ბმულებსაც ავტომატურად აბამდეს, კარგი იქნებოდა…
LikeLike
ეს ის შემთხვევაა როცა ჟანა დუმს,რადგან არაფერი გაეგება ამეების :)
LikeLike
ეს ის ჟანაა, სხვათა შორის, ხელწერით და ვორდინგით რომ ვცნობ :)))
LikeLike
ჩემს მოკრძალებულ სურვილებს კი აკმაყოფილებს ვორდპრესი – ერთი ჰოლივუდური ფილმისა არ იყოს, თან განტვირთვაა, თან მოვალეობა და “ფორმაში ყოფნის” საშუალება (იქ კი უფრო საინტერესოდ განვითარდა მოვლენები, მაგრამ ეს ჩემნაირ “არამწერალ” ადამიანს არ ეხება) :)) …განსაკუთრებული ფუნქციები არც მჭირდება :)
LikeLike
მე ფბ კომენტარებს დავამატებდი და მეტი ისეთი არაფერი მაკლია მაინცდამაინც რომ ვიწუწუნო. თემას მეც ვერ ველევი, მიჩვეევა იცის ეტყობა
LikeLike
მე თემებზე მაქვს ხოლმე პრობლემა, ჩემ გემოზე მორგება ძალიან მიჭირს, ზოგი თემა შენი შეხედულებისამებრ შეგიძლია გადაასხვაფერო, თუმცა ჯამში არ მოგწონს, ზოგსაც დიდი გასაქანი არ აქვს.
LikeLike
ძალიან რთულია…
არც ერთია ისეთი, რომელიც ყველაფრიანად მომეწონებოდა :(
LikeLike
ჩემი ხმა შენ WordPress-ის ადმინისტრატორობაზე…: )
LikeLike
გადასარევია.გეთანხმები ყველა სურვილში. ოღონდ მე მართლა არასდროს გამჩენია ადმინისტრატორობის სურვილი, არც კი დავფიქრებულვარ. მე და ჩემი ბლოგი უკატეგორიოში და ყველა ჯგუფის გარეთ დავრჩებოდით, მაგრამ ეს სადღაც კარგიცაა, მიჩვეული ვარ ისედაც :)
LikeLike
გრავატერებს მხოლოდ 0ს რომ ხსნის ეგ ცუდია (
LikeLike
კაი, მეც დავწერ. 5-წლიანი ვორდპრესელი ვარ და სხვა პლატფორმებს ისე ვერ ვეგუები რომ იქ განთავსებულ ბლოგებს (თითქმის) არ ვკითხულობ :)
ლაიქების მიმართ გულგრილი ვარ. რაღაც გაცვლა-გამოცვლის და ბავშვური თამაშების და ბუტიაობის ხასიათი მიიღო საქართველოში :) როგორც ფეისბუქურმა ლაიქებმა. :) და როგორც ბლოგერ.ჯიმ თავის დროზე.
პრემიუმ თემების დარიგება შეიძლება, მაგრამ დროებით. აი 1 თვე უფასოდ… სხვამხრივ შემოსავალს დაკარგავენ.
კომენტარის სისტემა ჩემთვის იდეალურია.
პლაგიატი ერთია და ცენზურის მოწინააღმდეგე ვარ მე და სრული ჩაურევლობის ვპ მიერ ბლოგების ცხოვრებაში.
ისედაც დავზარალდი იუთუბზე, როცა ანგარიში დამიხურეს.
და ლაივზეც დამიხურეს ერტხელ ანგარიში, თუმცა დავიბრუნე.
LikeLike
შენ გენიალური კომენტარის სისტემა გაქვს :) სათავისოდ მორგებული.
თვეში ერთხელ, ერთ დღეს, უფასო რომ იყოს ყველა პრემიუმ თემა, ცუდი სვლა იქნებოდა? ერთი დაიყენებდა და ასი ფრენდი, ფოლოუერი და მკითხველი ნახავდა, მოეწონებოდა და იმათ უკვე ყიდვა მოუწევდათ :)
LikeLike
ფულს მოჟმოტავდნენ მაინც. :)
თორემ თემების ფრივიუ ხომაა საკუთარ ბლოგს არგებ და უყურებ…
მარა არ ვყიდულობ :)
LikeLike
ფრივიუ ერთია და რომ ხედავ, რა კარგი გამოსაყენებელია თემა სხვის ტანზე – მეორე. არც მე მიყიდია. ერთი მისთი ლუქი მაქვს და მაქვს, მესამე წელია :)
LikeLike
რავი აბა… ერთი თვე რომ უფასო იყოს უფრო მოგინდება ყიდვა მერე რომ მიეჩვევი :)
თუმცა მე არაფრის მყიდველი არ ვარ აწი :)
LikeLike
ეგეც მართალია :) ნუ, მარკეტოლოგიაში შენ უკეთ გესმის.
LikeLike
მე მაქვს პრაქტიკული რჩევა.
1. Appearance – Mobile და მონიშნეთ პუნქტები (1 და 4 – Yes დანარჩენი გემოვნებით), რომ როცა ადამიანი შემოვა ტაბლეტით ან სმართფონით ბლოგი მოერგოს კარგად. უჩვენოს პოსტების ჩამონათვალი და არა ერთი პოსტი სრულად და თემაც მოერგოს პატარა ეკრანს.
LikeLike
ვაჰ, რა მაგარია! ახლავე ვიზამ.
LikeLike
იმდენად ცუდად ვერკვევი ვორპრესისი ფუნქციებში, რამე კონკრეტული იდეა არ მაქვს. უბრალოდ ბევრი ფასიანი თემაა, რომელსაც ვისურვებდი ჩემს ბლოგზე, მაგრამ :)
LikeLike
ჯერჯერობით იმაზეც თანახმა ვიქნები, ნაწილობრივ რომ გავერკვეოდე ყველა ფუნქციაში და დანარჩენზე მერე ვიოცნებებდი :)
LikeLike
ჩუმად ვარ …
ამაზე არასდროს არ მიფიქრია და ახლაც ვერ მოვიფიქრე ვერაფერი. ფანტაზია მაქვს შესაკეთებელი :(
LikeLike