Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for აპრილი 12th, 2013

theft signature

სიმართლე გითხრათ, ახლად გამოცემულ წიგნებზე წერას ვერიდები – ადვილი შესაძლებელია, რაიმე წამომცდეს და რომელიმე თავგადაკლულ ბიბლიოფილს პირველად წაკითხვის სიამოვნება ჩავაშხამო. თუმცა “დიოგენეს ბიბლიოთეკის“ მორიგი ავტორით იმდენად მოხიბლული დავრჩი, ცდუნებას ვერ გავუძელი და ბოლო გვერდები ჩავათავე თუ არა, კომპიუტერს მივუჯექი პოსტის ჩასაწიკწიკებლად.

ახლა, რამდენად კარგად ჩავაწიკწიკე, უკვე სტუმრების შესაფასებელია, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ავსტრალიელი მწერლის – პიტერ კერის შემოქმედებას ჩემი სახით ერთგული მკითხველი შეემატა.

არადა, თხრობა, თავიდან, ცოტა არ იყოს, მოსაწყენი მომეჩვენა – თითქოს დინამიკა და სიმძაფრე აკლდა, მაგრამ ავტორის სტილმა მაინც მომხიბლა – ძალიან დახვეწილი, თავისუფალი და ლაღი წერის მანერა ჰქონდა, თანაც სიყალბის ნატამალი არ შეიმჩნეოდა.

ჰოდა, ვერც კი შევნიშნე, ისე ჩამითრია სახელგანთქმული ავსტრალიელი მხატვრის – მაიკლ ბოუნის ამბავმა, რომელსაც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ მომხიბვლელი ცოლიც ჰყავდა, უსაყვარლესი რვა წლის ბიჭუნაც და არც ფული აკლდა, არც პოპულარობა. ბედის უკუღმართობამ კი, ამ ყველაფრის დაკარგვას ვინ ჩივის, გისოსებს მიღმა  ამოაყოფინა თავი.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

%d bloggers like this: