ყოველთვის მოუთმენლად ველი ხოლმე მოლის ახალ პოსტს, მაგრამ ეს ოთხშაბათი იქნება გამონაკლისი, ვინაიდან მოლიმ გესტ-პოსტის დაწერა შემომთავაზა.
თავიდან ძალიან დავიბენი, გამიხარდა, ავჟიტირდი, მე ხომ საუკეთესო ბლოგისთვის და მისი უნიკალური მკითხველებისთვის პოსტი უნდა მომემზადებინა. ეს ყველაფერი, რომ გავიაზრე, დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი. არ მინდოდა, ჩემი ჯეოპარდის თემა კონკრეტულად რომელიმე სფეროზე ყოფილიყო.
მოკლედ, ვეცადე, მაქსიმალურად მრავალფეროვანი გამოსულიყო, თავად შეაფასეთ :) ჰო, ერთი მინიშნებაც – კითხვებზე პასუხი აუცილებლად შეიცავს რომელიმე ფერს ან რამდენიმეს ერთად.
1. არსებობს მისი რამდენიმე ტიპი და ნომინალი. მის მოჭრას მკვლევართა ნაწილი კოლხეთის სამეფოს მიაწერს, ნაწილი კი — შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, არსებულ ბერძნულ ახალშენებს;
2. რიჩარ ჰელტონ აუთქოლთის მიერ შექმნილი კომიქსების გმირი დიდყურება ბიჭუნა სწორედ ამ ფერის პერანგს ატარებდა და ერთი ვერსიით, მასთანაა დაკავშირებული პუბლიცისტიკის ერთი „მიმდინარეობის“ ჩამოყალიბება;
3. ერთმა გერმანელმა მფრინავმა სწორედ ამ ფერად შეღებილი თვითმფრინავის გამო მიიღო თავისი ზედმეტსახელი;
4. სამეცნიერო-ტექნიკური მიღწევების მასობრივი დანერგვის პროცესს სოფლის მეურნეობაში სწორედ ამ ფერის რევოლუციას უწოდებენ;
5. დამისახელეთ ცნობილი პოლონელი რეჟისორის მიერ გადაღებული ტრილოგიის სამივე ფერი;
6. ჟურნალ “ნიუ-იორკერის” 2001 წლის 24 სექტემბრის ნომრის გარეკანი ამ ფერის იყო;
7. კომპიუტერულ თამაშებში უმეტესად ამ 2 ფერითაა შესრულებული “enter” და “exit” წარწერები;
8. ასე ეწოდება ოთარ ჭილაძის პიესას, რომელიც წლების მანძილზე იდგმებოდა რუსთაველის თეატრის სცენაზე;
9. ამ სახელითაა ცნობილი უდაბნო ვაიომინგის შტატის სამხრეთ ცენტრალურ ნაწილში და მიქელანჯელო ანტონიონის 1964 წლის ფილმი;
10. ამერიკაში და რასაკვირველია ირლანდიაში შეგვიძლია 17 მარტს სწორედ ისევე ვუწოდოთ, როგორც 1987 წელს დაარსებულ ამერიკულ როკ-ჯგუფს;
11. მილიონობით შოპოჰოლიკი ამ დღის დადგომას მოუთმენლად ელოდება, რათა გამოცხადებული ფასდაკლებებით მაქსიმალურად ისარგებლოს. (მათ შორის, ლორდ ვეიდერი და თქვენი მონა მორჩილიც :) );
12. ეს ხიდი ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლია. აშენებულია ქართლის მეფის, როსტომის მიერ XVII საუკუნეში. იგივე სახელს ატარებს ერთ-ერთი საბაჟო-გამშვები პუნქტი;
13. 1969 წელს დაარსებულ ინგლისურ როკ-ჯგუფს ხშირად „ჰევი მეტალის ბითლებს“ უწოდებდნენ;
14. ის მხოლოდ არქტიკაში ბინადრობს, თუმცა იგივე მეტსახელის მატარებელი ადამიანი დღემდე ცხოვრობს კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში;
15. ამ სახელს ატარებდა მეოცე საუკუნის დასაწყისში შექმნილი მხატვართა გაერთიანება, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა ვასილი კანდინსკი.
მე, როგორც ნამდვილმა კოლხმა, პირველი კითხვა ავიღე :)))) დანარჩენი – ვერ. ძალიან კარგი პაკეტია, მრავლისმომცველი :)
LikeLike
ხვალამდე დროა :)
LikeLike
მე არ მომეჩვენა რთული, სახალისო კი – ნამდვილად :)) ზოგადად ჯეოპარდის მხოლოდ მკითხველი ვარ, მოთამაშე არა, ამიტომ პასუხები არ დამიწერია, მაგრამ დაგუგვლის გარეშე, პატიოსნად, 11-12-ს მაინც ავიღებდი ალბათ :) მალინა, არ არსებობს, მაგალითად, მე-14 კითხვა მაინც ვერ აიღო :)
LikeLike
რა მოთამაშეს ვკარგავთ :((
LikeLike
ნამდვილი კოლხი? ჰმ, აქ ყველა ნამდვილი კოლხია, იმიტომ რომ კოლხი იგივ ქართველია
LikeLike
ესაა რაც ვიცი ამწუთას, თუ რამე გამახსენდა დავამატებ ხვალ :)
5. წითელი, თეთრი, ლურჯი
6. ალბათ შავი
7. წითელი
9. წითელი უდაბნო
10. გრინ დეი
11. ბლექ ფრაიდეი
13. ბლექ საბატი
14. თეთრი დათვი
15 ლურჯი ვარდი
LikeLike
უი 1. თეთრი :)
LikeLike
ჰოდა ძალიან მაგარი პაკეტია, ყოჩაღ გოგოებო :)
LikeLike
დიდი მადლობა შენც მონაწილეობისთვის :)
LikeLike
იდეალური ჯეოპარდია მეხსიერებისთვის… მრავალფეროვანი :)
1. კოლხური თეთრი
2. ყვითელი
3. წითელი
4. მწვანე
5. ლურჯი, თეთრი, წითელი
6. შავი
7. მწვანე და წითელი
8. წათეს წითელი წაღები
9. წითელი უდაბნო
10.გრინ დეი
11.შავი პარასკევი
12.წითელი ხიდი
13.ბლექ საბათი
14.თეთრ მელა
15.ლურჯი მხედარი
LikeLike
:) კომპლიმენტების ზღვა :)
LikeLike
1 კოლხური თეთრი
2 ისაა ყვითელი (?)
3 წითელი (თუ რედ ბარონზეა საუბარი)
4
5 კესლიოვსკის ტრილოგია : ლურჯი , თეთრი და წითელი
6 შავი
7 მწვანე და წითელი
8 წათეს წითელი წაღები
9 წითელი უდაბნო
10 17-ში წმინდა პატრიკის დღეა ანუ მწვანე, ჯგუფი – green day, ანუ მწვანე დღე.
11 ….
12 წითელი ხიდი
13 deep purple
14
15
LikeLike
1. თეთრი;
2. რაკი პუბლიცისტიკაზეა მინიშნება, ყვითელი იყოს;
3. –
4. მწვანე რევოლუცია;
5. ლურჯი, თეთრი, წითელი;
6. 11/09 ტრაგედიის გამო ალბათ შავი იქნებოდა;
7. მწვანე და წითელი;
8. წათეს წითელი წაღები;
9. წითელი უდაბნო (რამდენი ხანია, ამ ფილმს ჩასაფრებული ვარ და ვერ მოვაბი თავი ყურებას);
10. Green Day (აქამდე არც მიფიქრია, რომ ირლანდიელები უნდა ყოფილიყვნენ :) );
11. მეც მიმათვალეთ შავი პარასკევის ყოველწლიურად მომლოდინეთ :) ;
12. წითელი ხიდი;
13. ალბათ Black Sabbath;
14. თეთრი მელა :D რაც მე ამ კითხვაზე ვიცინე;
15. -.
პ.ს. @შოშანა, ფანტასტიური პაკეტია. ძალიან ძალიან მომეწონა!
LikeLike
დიდი მადლობა :)
LikeLike
შენ დიდზე დიდი მადლობა :) მართლა ძალიან მასიამოვნა ამ პაკეტმა :)
LikeLike
1. თეთრი
2. ყვითელი იმედია (ყვითელი პრესა)
3. წითელი (მანფრედ ფონ რიჰტჰოფენი)
4. მწუანე
5. წითელი, ლურჯი, თეთრი
6. შავი (11 სექტემბერი და რამე)
7. წითელი და მწვანე
8. დიდი იმედი მაქვს რომ წწწ (წათეს წითელი წაღები)
9. წითელი უდაბნო
10. გრინ დეი
11. შავი პარასკევი
12. წითელი ხიდი
13. ბლექ საბათი
14. თეთრი მელა
15. კლეე და ვაინინგერი იყვნენ მანდ. მეოთხე არ მახსოვს. ლურჯი ოთხეული ერქვათ. :)
LikeLike
არ ვიცოდი ასეთი რამეებიც თუ ხდებოდა ხოლმე (მომიტევეთ უვიცობა), მაგრამ საინტერესოა :) პასუხები აქვე უნდა დავწეროთ? და თამაშისთ
ვის რაიმე განსაკუთრებული კომპეტენციაა საჭირო? ანუ ბლოგერი უნდა ვიყო? ( :
LikeLike
ყოველ მეორე ოთხშაბათს ასე ვერთობით, ნათია :) პასუხები აქვე უნდა დაწერო, ერთ კომენტარად. ოღონდ, სხვა მოთამაშემ რომ არ მოკრას დროზე ადრე თვალი და არ გადაიწეროს :))) ღამის 12 საათამდე არ გამოვაქვეყნებ. აი, ახლა ხუთ მოთამაშეს აქვს პასუხები ჩამოწერილი, მაგრამ არ ჩანს :) არანაირი კომპეტენცია, სტატუსი, ბლოგერობის სტაჟი და ა.შ. საჭირო არ არის :) მთავარია, აქამდე მოხვედი, კითხვები მოგეწონა და პასუხების დაწერის სურვილი გაგიჩნდა.
ველქამ :)
LikeLike
1. კოლხურ თეთრი
2. არ მახსენდება. მაგრამ რადგენ ფერიო, მაშინ ცისფერი
3. წითელი ბარონი
4. –
5. სამი ფერია: ლურჯი, წითელი და თეთრი (?)
6. –
7. წითლად
8. ჭილაძის რომანები ვიცი, პიესა არ მახსოვს
9. –
10. გრინდეი?
11. შავი პარასკევი
12. წითელი ხიდი
13. –
14. თეთრი მელა?
15. ლურჯი მხედრები <3 მანდ კიდე შედიოდა გერმანელი ექსპრესიონისტი ფრანც მარკი
LikeLike
სანამ სახლსი გავქცუნდები, ეგებ, მოვასწრო:
1. კოლხური თეთრი; 2. ყვითელი; 5. წითელი, თეთრი, ლურჯი; 8. წწწ ალბათ :); 9. ეს ვიცი… 10. სიმფლი რედ? არ ვიცი… 11. არ ვარ მე შოპაჰოლიკი; 12. წითელი ხიდი; 13. ა? გავიხსენებ… 14. თეთრი მელა (გავიგუდე); 15. ფუი, სირცხვილი არაა???
ეს არის ორ წამში დაწერილი, სახლში გავაგრძელებ!!!
LikeLike
რიჩარ ჰელტონ აუთქოლთი
:) ბიბი სწორ გზაზე დგეხარ. :) ერთი ნაბიჯიც დაგრჩა
LikeLike
რას გულისხმობ :)))
LikeLike
წითელი ბარონი.
LikeLike
უი, ესე იგი, გავცემ რამდენიმე პასუხს საბრალობლად :)
1. თეთრი;
2. ყვითელი;
5. თეთრი, წითელი, ლურჯი;
6. შავი;
7. ყვითელი და წითელი;
8. წითელი;
10. მწვანე დღე, ანუ გრინ დეი ( :
11. ვარდისფერი ( :
12. წითელი ხიდი;
13. ბლექ საბათი;
14. თეთრი მელაკუდა;
:)
LikeLike
1. თეთრი;
2. ყვითელი;
3. წითელი ბარონი;
4. :(
5. წითელი, თეთრი, ლურჯი;
6. შავი;
7. მწვანე და წითელი;
8. „წათეს წითელი წაღები“;
9. „წითელი უდაბნო“;
10. Green day;
11. შავი პარასკევი;
12. წითელი ხიდი;
13. :(
14. თეთრი მელა;
15. „ლურჯი მხედარი“.
LikeLike
სწორი პასუხები:
1. თეთრი;
2. ყვითელი;
3. წითელი ბარონი;
4. მწვანე რევოლუცია;
5. წითელი, თეთრი, ლურჯი;
6. შავი;
7. მწვანე და წითელი;
8. „წათეს წითელი წაღები“;
9. „წითელი უდაბნო“;
10. Green day;
11. შავი პარასკევი;
12. წითელი ხიდი;
13. ბლექ საბათი;
14. თეთრი მელა;
15. „ლურჯი მხედარი“.
Kejeradze – 15; Isaac Clarke – 14; Author – 13; მერი პოპინსი – 13; Natia G – 10; Glamtaia – 10; Mecmikvarkhar – 9; Kevana – 8; Tamara – 6; Lord Vader – 1.
LikeLike
Lord Vader – 1
LikeLike
უი, ხო. ახლავე :)
LikeLike
მოლი კი არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ 14 მაქვს წესით. :)
LikeLike
როგორ არ აქვს :) უბრალოდ, წუხელ ლამის თვალდახუჭულმა დავთვალე, ისე ცუდად ვიყავი და გამომრჩა, ალბათ. შევასწორებ ახლავე.
LikeLike