ბიბლიო-სერიების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება რომ მაქვს, არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს.
მშობლების ბიბლიოთეკაში კოხტად ჩაწიკწიკებული “ქართული პოეზიის” და ლეგენდარული “სათავგადასავლო ბიბლიოთეკის” დამსახურებაა, ალბათ. ჰოდა, ახლა უკვე მე ვაგროვებ, თაროებზეც და “ქინდლშიც” და ყოველ ახალ შენაძენზე თქვენც დიდი სიამოვნებით გიყვებით ხოლმე.
საგანგებოდ მოზარდებისათვის შერჩეულ შედევრებზეც ვწერდი ცოტა ხნის წინ, ფერად-ფერად “ახალ ქართულ ლიტერატურაზეც” და ეტალონურ “დიოგენეს ბიბლიოთეკაზეც“, დღეს კი ყველა გაგებით განსაკუთრებულ პროექტზე მოგახსენებთ ორიოდე სიტყვას.
ოდნავადაც რომ არ ვაჭარბებ და “სულაკაურის” ახალი სერია – “მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკა” მართლაც გამორჩეულია, ამაში სულ მალე თავადაც დარწმუნდებით.
ჯერ მასშტაბები ვნახოთ. ათი, ოცი, ან, თუნდაც, ორმოცდაათი ტომი კი არა, ასტომეული უნდა გამოვცეთო – დააანონსეს. ასეთი ამბიციური დასაწყისი, დამეთანხმეთ, იშვიათია. ისიც გაითვალისწინეთ, რომ პროექტზე სარედაქციო ჯგუფი მუშაობს და ავტორებს საყოველთაო-სახალხო კენჭისყრით კი არა, ბევრად საიმედო და მისაღები კრიტერიუმებით შეარჩევენ.
ახალი ბიბლიოთეკის კონტურებიც ცნობილია – ასეულს ხუთ არათანაბარ ნაწილად დაყოფენ. პირველი 33 ტომი ანტიკურ მწერლობას დაეთმობა – ჰომეროსს, ჰეროდოტეს, არისტოფანეს, ვერგილიუსს, ოვიდიუსს, ტიტუს ლივიუსს, მარკუს ავრელიუსს, სვეტონიუსს… შემდეგი 22 – აღმოსავლურ კლასიკურ მწერლობას – ძველ ჩინურ და შუა საუკუნეების ებრაულ პოეზიას, შეჰერეზადას ზღაპრებს, მოლა ნასრედინის ანეკდოტებს, ვისრამიანს, ნიზამი განჯელს და საადი შირაზელს… შუა საუკუნეების ევროპული ლიტერატურის შედევრებს – როლანდის სიმღერას, უფროს ედას, კალევალას, ნიბელუნგებს, ირლანდიურ საგებს etc – 15 ტომში მოაქცევენ; 10 წიგნი ძველ ქართულ მწერლობას მოიცავს და ბოლო ოცეული – აღორძინების ხანისა და მე-18 საუკუნის ევროპულ მწერლობას – ჩოსერს, დანტეს, ბოკაჩოს, სერვანტესს, შექსპირს, მოლიერს, მილტონს…
ასე რომ, მკითხველი სავსებით თავისუფალია – შეუძლია, სურვილისამებრ, ერთი ან რამდენიმე მინი-სერია აირჩიოს და იმას მიჰყვეს. თუკი, რა თქმა უნდა, ასივე წიგნის საიმედოდ დაგულების ცდუნებას გაუძლებს.
ცდუნება-მეთქი, სიტყვის მასალად კი არ მითქვამს… პირველი ხუთი წიგნი უკვე შინ მაქვს (თვეში ხუთ-ხუთი ტომი იქნებაო, გვპირდებიან) და გულწრფელად გეტყვით, აღფრთოვანებული ვარ.
საწყისი 33 ტომი, კი გითხარით, მთლიანად ელინების და რომაელებისაა. პირველ ხუთეულში კი ორად გაყოფილი ილიადა, ოდისეა, ძველი ბერძნული ლირიკა და პინდაროსის ოდებია – ვერაფერს იტყვი, ჩინებული სტარტია.
მეგა-პროექტის დიზაინი საგანგებოდ რომ არ მოვიხსენიო, არაფრით გამოვა – შეფუთვას როგორ ყურადღებას ვაქცევ, კი იცით. ჰოდა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ, რომ უმაღლეს სტანდარტებს შეესაბამება. ისეთია, დაუბანელ ხელს ვერ შეკადრებ,
და, ბარემ, იმ თავსატეხზეც წავიწუწუნებ, მსოფლიო ლიტერატურის ყოვლისმომცველმა ბიბლიოთეკამ რომ გამიჩინა – ასივე ტომს, ზუსტად მაქვს გამოთვლილი, ოთხი სტანდარტული ზომის თარო დასჭირდება და ახლა იმაზე ვფიქრობ, ამ თაროების ადგილი სად მოვიძიო.
მალე ბინაში შენი ადგილი აღარ იქნება, ისე დაგიჟდნენ ეს გამომცემლობები:დ
LikeLike
თან, ძალიან მალე. უკვე კრიზისია :)
LikeLike
ახალი ბინა იყიდე ერთი ოთახი მარტო ბიბლიოთეკას რომ ეკუთვნოდეს.
ჩემი ოცნებააა და გიზიარებ
LikeLike
ახალ ბინას თუ ვერა, საკუჭნაოს მაინც ვიყიდი და ბიბლიოთეკად გადავაკეთებ, თორემ სხვა გზა აღარ არის უკვე :)
LikeLike
გისურვებ- მალე.
LikeLike
გაიხარე :)
LikeLike
ისე წერ,ჩვენც დავიწყებთ ოთხი თაროს ადგილის მოძიებას საკუთარ სახლში :))
LikeLike
ოთხ თაროდ ნამდვილად ღირს ეს პროექტი. ავტორები ავტორებად და ისეთი გამოცემაა, შეფუთული მომიტანეს და რომ გავხსენი, გული გამიჩერდა.
LikeLike
ნეტავ “ილიადასა” და “ოდისეას” რამდენი ეგზემპლარი გაქვს, სულ სხვადასხვა გამომცემლობის :D
LikeLike
ილიადა მხოლოდ ამ პროექტის მაქვს და ოდისეა – კიდევ ერთი, 50 წიგნეულის.
მშობლებს რა აქვთ, არ ვთვლი. ჩემი არ არის.
LikeLike
პროექტი კი მომწონს, მაგრამ მაქსიმუმ ერთი თარო დავატიო (სანამ ოთახი-ბიბლიოთეკის გეგმას განვახორციელებდე)…ისიც უკვე “დაკავებულია” – “დიოგენეს ბიბლიოთეკაზე” ხელის ამღები არ ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ქინდლი მაქვს ჩაფიქრებული ზაფხულამდე :)
LikeLike
რას ამბობ, “დიოგენეს ბიბლიოთეკაზე” ხელს რა ამაღებინებს. აგერ, ახალი ტომი მიამატეს ერთი კვირის წინ. ისე მაინტერესებს, მარტინს უნდ ჩავანაცვლო ერთი დღით :)
ქინდლი აუცილებელია :)
LikeLike
კერის ხათრით ღირს ერთი დღის დათმობა :) მარტინს არ ეწყინება :)
LikeLike
აშკარად :) თან, მარტინის მასშტაბების გათვალისწინებით, კერის ისე წავიკითხავ, ვერც გავიგებ :) რამდენიმე საათიც ეყოფა :)
LikeLike
ახალ სახლში გადადი, დიდი, ტევადი კაბინეტით. და გაავსე :)
LikeLike
ძველიდან გამსვამენ მალე და მომიწევს ახალის ძებნა :))))))))
LikeLike
სახლიდან, კაცო? :)
LikeLike
აჰა, ამდენი წიგნის გადამკიდე, ჩემი ადგილი აღარ დარჩება :) მშვიდობაში ახალი გრავატარი!
LikeLike
მოლის ბიბლიოთეკა ,როგორი საინტერესო და მყუდრო იქნება :)
LikeLike
არ თქვა:) უსაყვარლოსობაა :)
LikeLike
ამ პოსტის შემდეგ ოთახში ახალი თაროებისთვის ადგილის ძებნა რომ არ დავიწყო, ისე როგორ იქნება :) თან უკვე პრობლემა მაქვს წიგნების დატევასთან :)
LikeLike
ბიბლიოფილების პირველი მტერი – უადგილობა :(
LikeLike
5 წიგნი გამოსულა უკვე, მე კიდევ ახლა მოლის ბლოგიდან ვიგებ…
ჩემს ცნობისმოყვარეობას ხომ ვერ დააკმაყოფილებ, თუ ინფორმაცია გაქვს: რა ღირს თითო ტომი და გამოწერის საშუალება თუ არის?
მადლობა წინასწარ :)
LikeLike
ერთად გამოვიდა ხუთივე ტომი, ტაბუ. ახალი ამბავია.
ფასს რაც შეეხება, 15 ლარია, მაგრამ სითი ექსპრესში თითო ტომის ათ ლარად შეკვეთა შეიძლება.
LikeLike
მადლობა ინფორმაციისთვის, მოლი :)
LikeLike
რაის მადლობა :) მიხარია, თუ გამოგადექი :)
LikeLike
თაროებზე მეც აღარ მაქვს უკვე ადგილი :( ახალი თაროები ჭირდება
LikeLike
ახლახანს დავამატე თაროები მეც და ცოტა ხნით დასვენებას ვაპირებდი, მაგრამ ვინ გაცალა :))
LikeLike
შესანიშნავი წამოწყებაა.
მოლი, თარგმანზეც რომ გვითხრა ერთი-ორი სიტყვა? ანუ ეს გამოცემული ხუთი ტომი ახალი თარგმნილი/დარედაქტირებულია?
LikeLike
ვნახავ შინ და გეტყვი.
ილიადა მახსოვს. რომან მიმინოშვილის თარგმანია.
LikeLike
ჰოდა, ოდისეა – თამაზ ჩხენკელი და ზურაბ კიკნაძე, ძველი ბერძნული ლირიკა – მთარგმნელთა სოლიდური ჯგუფი და ოდები – ნანა ტონია.
სერიოზული შემადგენლობაა.
LikeLike
მადლობა მოლი :)
LikeLike
vis mouvida tavshi azrad iliadas gayofa shuaze. da es mosawonia? xom sheizleboda ert wignad gamoeshvat. arcert enaze ,,iliada” or tomad ar gamodis
LikeLike
არც ილიადა მაქვს წაკითხული, არც ოდისეა :)
და არც ტროაში ვარ ნამყოფი :)
LikeLike
თურქეთში რომ გადახვალ, მილორდ, იქვეა :)
LikeLike
ჰო… მაგრამ როგორც მითხრეს ყველაზე უინტერესო ადგილია მთელ თურქეთში :)
LikeLike
შენ დაგეჯერება :) აბა, სად ნანგრევები და სად სტამბული :)
LikeLike
საქმეც იმაშია, რომ ნანგრევებიც არაა მანდ :) ქვები ყრია მარტო :)
LikeLike
თაროების პრობლემა მეც მაქვს. თარო კი არა, მთლიანი კარადა ვიყიდეთ და უკვე სავსეა.
LikeLike