იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა…
ოდესღაც ერთი მხატვარი ცხოვრობდა. ოღონდ ის არა, სახლ-კარი რომ გაყიდა და აქტრისა მარგარიტას მილიონი ვარდი გაუფინა ფეხქვეშ.
ეს სხვა მხატვარი იყო – სახელად გუსტავ კლიმტი ერქვა და ავსტრიელი ბრძანდებოდა, ვენელი.
ქალები უყვარდა ძალიან. ახლა მექალთანე არ გეგონოთ – უბრალოდ, მის ფერწერაში ისინი ბატონობდნენ – საიდუმლოებით მოცული, სინაზით აღსავსე ქალები. ეს კაცი სხვანაირად ხედავდა მათ შინაგან სამყაროს და სხვანაირადაც ხატავდა. მერე რა, რომ საზოგადოება ამას გამოწვევად უთვლიდა და სახეში ნასროლი ხელთათმანივით რეაგირებდა ხანდახან – კლიმტი მაინც წერდა, ვნებისა და სურვილის საბურველში ახვევდა თავის მოდელებს და ულამაზეს პორტრეტებს ქმნიდა. ფალოსური სიმბოლოები კი, რომელსაც ის ასე ხშირად იყენებდა, სხვა არაფერი იყო, თუ არა სიცოცხლის მარადიულობაზე მინიშნება.
მორალის დამცველები ბორგავდნენ და შფოთავდნენ, კლიმტი კი ქმნიდა – ძაღლი ყეფდა, ქარავანი მაინც მიდიოდა… წინააღმდეგობა მხატვრის მეამბოხე სულში მხოლოდ აღვივებდა ნაპერწკალს.
ვინ იცის, “კოცნაც” სწორედ ასე, პროტესტის ნიშნად დაწერა. ადგა ფსევდოპურიტანებისაგან თავმობეზრებული, გაშალა მოლბერტი და ეს საოცრება შექმნა – ელვარე ოქროში გახვეული შეყვარებული წყვილი, უფსკრულის პირას რომ გადახვევია ერთმანეთს.
უკიდეგანო სივრცე, სადაც არაფერია, მხოლოდ ვნება და სიყვარული…
უსაშველო ეროტიზმით გაჟღენთილი ორი ფიგურა, რომლებიც მარტონი არიან მთელ სამყაროში – ვერავის და ვერაფერს ხედავენ ერთმანეთის გარდა…
ვირტუოზულად გამოძერწილ ორნამენტებში გაქვავებული კოცნა, უფრო სწორად, საკოცნელად დახრილი სახეები…
მთავარიც სწორედ ეს არის – გრძნობებით და სურვილით გაჯერებული სილუეტები, რომელთა დანახვაზე სუნთქვა შეგეკვრება და გული ორიოდე დარტყმას მაინც უნებურად გამოტოვებს…
განა ამის შემდეგ რაიმე მნიშვნელობა აქვს ლეგენდებს, რომლებიც ამ სურათის ირგვლივ ტრიალებენ?
არავის აინტერესებს, ვინ იყო გრაფი, რომელმაც, თითქოსდა, საცოლისთვის თავმოსაწონად შეუკვეთა “კოცნა” ცნობილ მხატვარს.
არც ის აღელვებს ვინმეს, მართლა შეუყვარდა თუ არა კლიმტს მედალიონზე გამოსახული ქალიშვილი.
განა მთავარი ის არ არის, რომ ეს ტილო სიყვარულს მოგვაწყურებს?
ყველაზე ფასეული ხომ ის აურაა, რომელსაც სურათი თავის გარშემო ქმნის და არა ოქროს ფირფიტები, მხატვარმა ფონისთვის რომ გამოიყენა…
და ყველაზე ღირებული, განუმეორებელი და დაუვიწყარი – კლიმატი, რომელიც გუსტავ კლიმტმა შექმნა ხელოვნებაში – სიყვარულის და სიცოცხლის უსასრულობაა.
ფუჰ, ჩემს თავზე გავბრაზდი :3
სანამ პოსტს წავიკითხავდი ნახატი დავათვალიერე გულდასმით და დავასკვენი ყველაზე ლამაზი ალბათ ფონია –მეთქი.
ვერ ვარ ბოლომდე დალაგებული :3
და იდა პოსტი იყო ძალიან, ძალიან რომანტიკული, ავჩუყდი <3
LikeLike
პატარა ხარ ჯერ :) ადრეა შენთვის :))
აჩუყებისთვის მადლობა :)
LikeLike
რა კარგად დაარქვი-კლიმტის კლიმატი… მე მიყვარს ეს კლიმატი, სუბტროპიკული, ტროპიკული სიმხურვალით :)
LikeLike
ჩემი იდეა არ არის. – რსრ-ს დამსახურებაა :) ტროპიკული სიმხურვალე მომწონს ზუსტად მეც ;)
LikeLike
მეც გამახსენდა კითხვა კლიმტის კლიმატზე :)
LikeLike
პროფესიონალი მოთამაშე და კაპიტანი <3
LikeLike
:)))
LikeLike
ოქროსფერი პოსტი იქნებაო და მაშინვე ეს ნახატი გამახსენდა :)
LikeLike
აფრემოვიც შეიძლებოდა, მაგრამ ოქრო მაინც კლიმტია :)
LikeLike
ვერცერთი მხატვარი ვერ არის ისე ჩემეული როგორც კლიმტი. არასოდეს დამავიწყდება პირველად, როგორც ვნახე და შემიყვარდა ერთი ნახვით. გახსოვს ჯულია რობერტსის ფილმი ლეიკემიით დაავადებულ ბიჭს რომ უვლის, სწორედ მანდ აჩვენებს კლიმტის ნახატებს ის ბიჭი, ჰოდა მეც მაშინ ვნახე პირველად :)
LikeLike
შენთან ყველაფერი მაინც კინოსთან რომ არის დაკავშირებული :)
LikeLike
ტყუილად ჰო არ ვარ სინემანიაკი :)
LikeLike
აბა, რა :) ვგიჟდები ამ სიტყვაზე, ისე მომწონს.
LikeLike
მოლიიიი <3
LikeLike
მიყვარს მისი ნახატები
LikeLike
მეც :)
LikeLike
ჩემი საყვარელი ნახატია <3 და საერთოდ ოქროსფერი მიყვარს ძალიან :)
LikeLike
მახსოვს შენი ოქროსფერები :) კლიმტი და აფრემოვი. ისე, მე წვიმაც მიყვარს :)
LikeLike
არა მარტო აფრემოვი :)
LikeLike
ძიახ :) ვან გოგიც, კანდინსკიც…
LikeLike
რომანტიკოსი მოლი :) ჩემს საყვარელ ნახატებში, ოქროსფერი სჭარბობს ყოველთვის :) “ქალის სამი ასაკიც” ძალიან მიყვარს ამ სურათთან ერთად :)
LikeLike
ქალის სამ ასაკზეც დავწერ ერთხელ :)
LikeLike
მოუთმენლად დაველოდები :)
LikeLike
D’accord! :)
LikeLike
ოოო კლიმტ <3
რაღაც ძალიან მიყვარს ეს ნახატი ^^ ბოლო რამდენი კვირაა ჩემს ექაუნთსაც ამშვენებს :D
LikeLike
მეც დიდი სიამოვნებით გამოვიყენებდი გრავატარად, მაგრამ კიდევ უფრო საყვარელი ნახატი მაქვს და რა ვქნა…
LikeLike
არ მიყვარს კლიმტი :(
მარტო “კოცნა” და “დანაე” თუ წავა.
არავის არ ეწყინოს, მაგრამ რაღაცნაირად ქაჯ მხატვრად მიმაჩნია
LikeLike
ვის უნდა ეწყინოს?
შენი იმპრესიები შენი საკუთრებაა, სრული უფლება გაქვს, უწოდო ქაჯი და ამით არც კლიმტს აკლდება რამე და არც იმათ, ვისაც კლიმტი მოსწონს. რა პრობლემაა.
LikeLike
ჰო, რავიცი ზოგს შეიძლება ეწყინოს.
არ ბრჭყვიალა და მოზაიკური ნახატები მაღიზიანებსსავით.
და ძაან მწყინს ყველა ძვირად გაყიდული ნახატი, სწორედ რომ კლიმტისაა :შ
არამარტო იმპრესიონისტები ^_^
პს. რა სად როდის-საც თამაშობ
LikeLike
ჰო, რა ვიცი, მე მომწონს კლიმტი, მაგრამ შენ რომ ქაჯი გგონია, ეს რატომ უნდა მეწყინოს? :) რამდენს რა ჰგონია, ყველაფერი თუ მეწყინა, საკუთარი თავისთვის დრო აღარ დამრჩება. არ რა ჩემი საქმეა, სხვას რა ჰგონია და რა სწყინს…
აღარ ვთამაშობ. 96-ში დავიწყე და 2006-ში დავამთავრე.
LikeLike
არადა 3 კვირის წინ იყო შეკითხვა, რომლის პასუხი “კლიმტის კლიმატი” იყო :)
LikeLike
ჰო, ვიცი. სათაურიც იქედან მაქვს აღებული. მიწერია კიდეც ზევით, კომენტარში.
LikeLike
აჰ, არ წამიკითხავს. მეგონა შენც თამაშობდი იმ ლიგას :)
LikeLike
მეშვიდე წელია, არანაირი ლიგა არ მითამაშია, მაგრამ კითხვებს ვიგებ ხოლმე.
LikeLike
მთელი წელი ოთახში მეკიდა უზარმაზარი რეპროდუქცია :)
მართლაც მშვენიერი ნახატია, კლიმტის ეროტიზმზე მეც ვთქვი ადრე ორიოდ სიტყვა, მართლაც ძალიან გამომსახველი ნამუშევრები აქვს…
LikeLike
მახსოვს :) რეპროდუქცია არ მაქვს შინ, სიამოვნებით დავკიდებდი, მაგრამ თაროებისთვის ვერ მომიძებნია ადგილი და რა ვქნა… :(
LikeLike
დიდად სახარბიელოდ ვერ იყო ეს პატივცემული წყვილი :)
ხან სტიკერებს ვაკრავდი ზედ და ხანაც ფურცლებს :)
LikeLike
მოლი, სულ მიყვარს შენი პოსტების კითხვა..
კლიმტიც ძალიან, ძალიან ახლოს არის ჩემთან და პოსტის კითხვისასაც ჟრუანტელი მივლიდა.. მართლა რამხელა გრძნობები მოაქვს თუნდაც მხოლოდ ამ ნახატს ჩვენამდე.. უმაგრესია.
LikeLike
უმაგრესია, ნამდვილად :)
კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი მოლის ბლოგზე :) ველქამ!:)
LikeLike
ჰმ, პირველი კომენტარია ვითომ ? :დ სულ გკითხულობ და ალბათ უბრალოდ ვალაიქებ ხოლმე.. :დ <33
LikeLike
ვირდპრესმა თქვა, პირველიაო :) შენს ლაიქებს ვხედავ ხოლმე :)
LikeLike
ფერებით მოქსოვილი ხალიჩაა მისი ყველა ნამუშევარი.და შენ ისე მზიანად და ემოციებით დამანახე კიდევ ერთხელ. რომ არ მცოდნოდა კლიმტი, შემიყვარდებოდა შენი პოსტის შემდეგ :)
LikeLike
აი, კომპლიმენტი :) მადლობა <3
LikeLike
შარფი მაქვს ერთი, იმ ათასიდან, მთლად კოცნა არ, მაგრამ კლიმტის სხვა ნახატია გადატანილი, მე თუ მკითხავთ, მისი ნახატებით უნდა მოხატონ ჩანთები, ქამრები, ფეხსაცმელები, სათვალეები და სხვა ათასი აქსესუარი. ჩემნაირ მეძონძეებს გაუხარდებოდათ
LikeLike
ათასი შარფი <3
LikeLike
თექის შარფია? სადღაც ვნახე თექის შარფზე კლიმტი :)
LikeLike
abreshumis,
amazonis nawamia :)
LikeLike
იფ <3
LikeLike
ორიგინალშიც მაქვს ნანახი მისი ფერწერა…
არი რა…
მონე არაა.
LikeLike
შემშურდა :)
მონე რომ იყოს, რა ფასი ექნებოდა მეორე მონეს? კლიმტია. ერთი ხომ არ გვაქვს ამოსარჩევად :)
LikeLike
ფერები შთამბეჭდავია ძაან. რაც მართალია მართალია.
დინამიტსაც ექნება ნანახი. ვენაში ხომ იყო.
LikeLike
ექნება ნანახი, კი :) პოსტერიც მქონდა გაკრულიო, აქაც თქვა.
LikeLike