Feeds:
ჩანაწერები
Comments

Archive for April, 2013

being ill

მესამე კვირაა, ავად ვარ.

არა, სერიოზული არაფერია, ტრავმატოლოგების და ქირურგების დახმარება არ დამჭირვებია. უბრალოდ, ამინდებია გაუგებარი, მე კი ჟოლოს ნაყინი, ჩემი ბიბლიოთეკის გარდა, ყველაფერს მირჩევნია… ჰოდა, გავცივდი.

გავცივდი და ვერაფრით მოვახერხე გამოკეთება.

ანდა, როგორ მოვახერხებდი, როდესაც ამის ერთადერთი წამალი არსებობს – კაბინეტის კარი უნდა გამოიკეტო – ერთი კვირა ნუ შემაწუხებთო, ლოგინში ჩაწვე გემრიელად, პომპონიანი ქუდი ჩამოიფხატო, გვერდით “ქინდლი” ან რომელიმე ახალი წიგნი მოიდო, ტელევიზორი ჩართო, ბევრი იკითხო, ბევრ მულტფილმს უყურო, უამრავი ცხელი ჩაი დალიო საყვარელი, კროსვორდისნახატიანი ჭიქით და ბევრი იძინო…

მე კი, ჩაწოლას ვინ ჩივის, ისევ სამსახურში დავლასლასებ და გამოძინებას შაბათ-კვირასაც კი ვერ ვახერხებ.

(more…)

Read Full Post »

Eugene Delacroix. La Liberté guidant le peuple

სხვისი არ ვიცი და, როდესაც ამ ტილოს ვუყურებ, მე ყოველთვის ერთი ტაეპი მახსენდება ხოლმე: “თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა, ვით დაჭრილ ირმების გუნდს წყარო ანკარა”…

იმიტომ, რომ აქ ფუნჯის თითოეული მოსმა ამბოხითა და დაუმორჩილებლობითაა გაჟღენთილი…

მკერდმოშიშვლებული ქალი, ფრიგიული ჩაჩით თავზე, სამფეროვანი დროშით ხელში – თავისუფლებისაკენ შეუჩერებელ ლტოლვას რომ განასახიერებს…

შეიარაღებული ადამიანები მის გარშემო, სახეზე რისხვა რომ აღბეჭდიათ…

ცილინდრიანი ახალგაზრდა კაცი, რომელშიც, როგორც ამბობენ, მხატვარმა საკუთარი თავი იგულისხმა…

(more…)

Read Full Post »

A Game of Thrones Wallpaper

შეიძლება, არც კი შეგიმჩნევიათ, რომ ბოლო დროს ინტელექტუალური შეჯიბრის მოწყობაში თითქმის აღარ ვმონაწილეობ და  ჯეოპარდის პაკეტების შედგენას ჩემს ერთგულ მკითხველებს ვანდობ ხოლმე. იცოცხლე, კარგი იყოს ნაირ-ნაირი კითხვების ფოსტით მიღება და ერთიმეორეზე უკეთესი ბლოგერების მასპინძლობა, მაგრამ ხანდახან თავის შეწუხება არ მე მაწყენს. ვფიქრობ, მათ, ვისაც მოლი ბლუმის ბოლოდროინდელი გატაცების შესახებ სმენია, დღევანდელი პაექრობის თემა არ გააკვირვებს – თქვენი მარტინდამოკიდებული მასპინძელი სატახტო თამაშებზე გეპატიჟებათ.

Winter is coming!

(more…)

Read Full Post »

I am sorry

ამას წინათ ნეტში ერთ სურათს გადავაწყდი – “სევდიანი ზღარბი“ ჰქვია.

ჩამავალი მზისფერ ჰორიზონტზე პატარა და ჩამრგვალებული ზღარბი ზის, უცნაურ, მოცისფრო ბალახზე ეკლებით დახუნძლული ვაშლი გაუგორებია და დაფიქრებული სახით დასცქერის.

ისეთი სერიოზული გამომეტყველება აქვს, ნიუტონს არ ექნებოდა იმ განთქმული ვაშლის დანახვისას, კაცობრიობას მსოფლიო მიზიდულობის კანონი რომ აჩუქა.

თვალებში კი უნაპირო სევდა და ნაღველი აქვს ჩაგუბებული, ისეთი, ისეთი, რომ ინკვიზიტორი უნდა იყო, გული არ შეგეკუმშოს.

ვიცი, უკვე ფიქრობთ, ამას რატომ გვიყვებაო.

იმიტომ, რომ ახლა შემთხვევით სარკეში ჩავიხედე და… იმ ზღარბს ვგავარ.

არასოდეს გიფიქრიათ საკუთარ თავზე – რა საზიზღარი ვარო?

(more…)

Read Full Post »

ამერიკელები

ბოლო პოსტებს ბიბლიო-სერიებზე ვწერ.

არა, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს – ტომეულების შეგროვება ბავშვობიდან მომწონს-მეთქი,  უკვე გითხარით. თან, ისეთი სიახლეებია, რამდენი წიგნიც არ უნდა გეგულებოდეს შინ და რაც არ უნდა იწუწუნო, თაროების ადგილი აღარ მაქვსო, გვერდს ვერაფრით აუვლი. ჰოდა, მიეწყო ასე – გემრიელად და საინტერესოდ.

დღეს “დიოგენეს” ამბებს მოგიყვებით.

(more…)

Read Full Post »

wordpress multisite

პოსტის სათაურს რომ ვუყურებ, თავადვე მეღიმება – ის ძველი თემები მახსენდება, სკოლაში რომ გვაწერინებდნენ თავის დროზე და, გინდოდა თუ არ გინდოდა, რაღაცნაირი, სასაცილო პათოსით გაჟღენთილი გამოდიოდა.

ოღონდ, კოლეგა ბლოგერებო, არ მითხრათ, ამაზე არასოდეს გვიფიქრიაო – მაინც არ დაგიჯერებთ :)

მესამე წელია, ამ სტუმართმოყვარე პლატფორმით ვსარგებლობ და ისე მომწონს, სხვაგან გახვევის სურვილი ერთხელაც არ გამჩენია. თუმცა, ამქვეყნად იდეალური არაფერია და ხანდახან მეც დამცდენია – ჩემი ნება რომ იყოს, ამას უკეთესად გავაკეთებდი-მეთქი.

განა საყვედურით ვამბობ – მართლა მოსახერხებელი, კომფორტული და User Friendly-ა ჩვენი “ვორდპრესი”. კონკურენტებს ვერც შევადარებ – რომელი ერთი გაეჯიბრება, მაგრამ კაცია და გუნებაო, ხომ იცით… რაღაცების შეცვლა არ იქნებოდა ურიგო. ერთი, ყველასთვის საყვარელი ფილმისა არ იყოს, “и мне будет приятно, и тебе будет приятно”.

ერთი სიტყვით, მე რომ WordPress-ის ადმინისტრატორი ვიყო, პატარ-პატარა კრეატიული იდეები შემაწუხებდა ხოლმე:

(more…)

Read Full Post »

olympics black power salute

სპორტი და პოლიტიკა შეუთავსებელიაო – ეს გაცვეთილი ფრაზა ათასჯერ მაინც გექნებათ გაგონილი.

კაცმა რომ თქვას, ფრიად საეჭვო მტკიცებაა. სპორტი, დიახაც რომ, პოლიტიკაა და ეს ყველაზე კარგად, ალბათ, იმათ იციან, განსაკუთრებული დაჟინებით რომ იმეორებენ ხოლმე – ათლეტების ჭიდილთან პოლიტიკურ თამაშებს არაფერი ესაქმებაო.

მსოფლიო სპორტის ისტორია დიდ პოლიტიკას იმდენჯერ გადაუკვეთია, ფაქტებისა და კაზუსების გასახსენებლად კინკილა პოსტი ნამდვილად არ იკმარებს. ჰოდა, მოდით, დღეს მხოლოდ ერთ ამბავს მოგიყვებით – თქვენთვისაც საინტერესო იქნება და “მეოცე საუკუნის ფოტოისტორიასაც” განვაახლებ – კარგა ხანია, არაფერი დამიწერია.

(more…)

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: