სულსწრაფი არასოდეს ვყოფილვარ, მოთმინების უნარი საკმაოდ კარგი მაქვს, მაგრამ ამ პოსტს სამერმისოდ ვერ გადავდებ.
გასაზიარებელი ემოცია უკვე იმდენი დამიგროვდა, ბარე ორი, პატიოსნად გადაბულბულებული რომანი ვერ დამიტოვებდა.
ეგეც არ იყოს, თაკოსთვის მადლობის გადახდა მეჩქარება – ისე აქო და ადიდა ჯორჯ მარტინის საკულტო ქმნილება, ინტერესმა ამიტანა და ორიოდე კვირის წინ “ქინდლში” ვუკარი თავი – საამისო განწყობა რომ მექნება, თვალს გადავავლებ-მეთქი.
ჰოდა, ერთ მშვენიერ დღესაც გადავფურცლე… გადავფურცლე და მას მერე ყინულსა და ცეცხლს შუა ვარ მოქცეული.
Sci Fi და ფენტეზი ჩემი ფავორიტი ჟანრი რომ გახლავთ, აქამდეც მითქვამს. წიგნის მაღაზიების თაროებზე, ძველ ჟურნალებსა და ელექტრონულ ბიბლიოთეკებში ქექვისას ცუდსაც ბევრჯერ წავწყდომივარ და კარგსაც. ეს – განსაკუთრებულია.
A Game of Thrones, ხუთეულის პირველი ტომი, ერთი შეხედვით, ჟანრის კლასიკური ნიმუშია. გამოგონილი სამყარო, ადამიანებთან ერთად, უცნაური ცხოველებითა და მითიური არსებებითაც არის დასახლებული. სულ ცოტა ხნის წინ გადაშენებულ დრაკონებსაც ახსენებენ ხშირ-ხშირად და ლურჯმოსასხამიან ჯადოქრებსაც… ოღონდ, სიუჟეტურ ხლართებს რომ შეუყვები, ისეთი გემოვნებიანი და ფეთქებადი ნაზავი შეგრჩება ხელთ, შესაძლოა, ეპიკური ფენტეზი არც გაგახსენდეს და ჩათვალო, რომ უძველესი ფოლიანტების მიხედვით დაწერილ ისტორიულ რომანს კითხულობ.
პირქუშ ციხე-სიმაგრეებში, მოჯადოებულ ტყეებში, ძველთაძველი ქალაქების ვიწრო და ჭუჭყიან ქუჩებში, რაინდთა ტურნირებზე და სამეფო რეზიდენციების დარბაზებში, ნავსადგურებსა და ბორდელებში ენით აუწერელი ამბები ტრიალებს – თვალს და ყურს ვერ მოწყვეტ. უძველესი გვარების ქიშპობის ათასი თავბრუდამხვევი ინტრიგით სავსე საგაში ვნებიან ლავსთორისაც მოეძებნება ადგილი, სათავგადასავლო რომანსაც მიამსგავსებ და თრილერის ელემენტებსაც იოლად ამოიცნობ… დეტექტიური თავსატეხიც ისეა ჩაწნულ-ჩაგრეხილი, ბარე ორ აღიარებულ დიდოსტატს შეშურდებოდა.
მე თუ მკითხავთ – გიგანტურ საჭადრაკო დაფაზე ფილიგრანული ტექნიკით გათამაშებულ პარტიას მაგონებს და ამით ერთი-ორად საინტერესოა.
ისტორიული რომანი ვახსენე წეღან… მართლაც ძნელია, საცდურს გაექცე და ორი უმსხვილესი მოქიშპე კლანის – სტარკებისა და ლანისტერების სამკვდრო-სასიცოცხლო ჯახს მიღმა იორკებისა და ლანკასტერების “ვარდების ომი” ვერ დაინახო. პენტალოგიის ადეპტებიც თამამ პარალელებს არ ერიდებიან და რომანების ფურცლებზე რიჩარდ მესამის, ჩეზარე ბორჯიას, მარგარიტა ანჟუელის, მოუხელთებელი ასასინების და მშვენიერი ოელუნის – ჩინგიზ ყაენის დედის კვალსაც კი პოულობენ. თუმცა, ჩვენში რომ დარჩეს, მარტინის საგას ასეთი სახელოვანი პროტოტიპების გარეშეც არაფერი აკლდება – თავისთავადაც არაჩვეულებრივია…
სიუჟეტი ისეთი დინამიურია, ისე გონებამახვილურად არის აგებული, ეპოსისთვის ზოგადად დამახასიათებელ მდორე ტემპს და სიტყვაუხვობას ვერც კი ამჩნევ. ისე, სულო ცოდვილო, კარგა მოზრდილი კია, მაგრამ ნუ გეფიქრებათ – სანამ ამას კითხულობ, სხვა წიგნი თუ გაქვს ახლომახლო, არც გაგახსენდება.
მთავარი ხიბლი მაინც იშვიათი რეალიზმია. არავითარი გაიდეალებული, სანიმუშოდ გაკრიალებული, თხემით ტერფამდე დადებითი სახეები და კუპრივით შავი ანტიგმირები… ბარათეონები, სტარკები, ლანისტერები, დრაკონთა შთამომავალი ტარგარიენები, ტალები და მორმონტები აბსოლუტურად ჩვეულებრივი ადამიანები არიან. ყველაზე სიმპათიურ და საყვარელ პერსონაჟსაც კი მოეძებნება აქილევსის ქუსლი და ყველაზე ბოროტსაც უპოვით ისეთ შტრიხს, თანაგრძნობას რომ გამოიწვევს.
სანახევროდ წაკითხული წიგნის კვალობაზე, მგონი, საკმარისად გექაქანეთ. თემას აუცილებლად დავუბრუნდები და ისეთ პოსტს დავწერ, ამ, ყველა გაგებით ფანტასტიურ ნაწარმოებს რომ ეკადრება. ახლა კი, უბრალოდ, წერტილს დავსვამ და გეტყვით იმას, რაც ჩემმა “ფეისბუქელმა” მეგობრებმა, ალბათ, უკვე იცით.
მეც სტარკი ვარ.
ვაშაა! მე მომწონს შენი ახალი ფსევდონიმი მოლი..
მე სტარკები ძალიან მიყვარს, მაგრამ ტირიელები (მეორე წიგნში გაეცნობი) უფრო ჩემეულები არიან.. კიდევ იმდენი კარგი ამბავი მოდის მერე, მეც ერთი სული მაქვს ბოლომდე მივიყვანო, შემდეგი წიგნები.
LikeLike
მანდ რადიკალურად ცუდი ტიპები არც არსებობენ, მგონი, ანა :)
LikeLike
რადიკალურად ცუდები არიან მაინც, რაც შემდეგ წიგნებშ გამოჩნბდება (თუ არა ვცდები, ჯერ პირველზე ხარ :) ). ჯოფრის თუ არ თვლი ასეთად, კიდევ 2 სხვა სრულიად ბნელ პერსონაჟს ნამდვილად აღმოაჩენ. მაგრამ ისინი მანიაკალური ფსიქოპატები. ასეთები კი რეალურ ცხოვრებაშიც არსებობენ.
LikeLike
პოსტის გამოქვეყნების თარიღს თუ დააკვირდები, იოლად აღმოაჩენ, რომ თითქმის ექვსი თვის წინ არის დაწერილი. შესაბამისად, ლოგიკურია ვარაუდი, რომ ექვსი თვე პირველ წიგნზე არ გავჩერდებოდი. აგვისტოში, შვებულების დროს დავამთავრე მეხუთე.
რაც შეეხება პათოლოგებს და ბნელით მოცული ტიპებს, ჯოფრისთან ერთად რამსი სნოუს, ვარგო ჰოუპს და მის “კრავავი სკამაროხებს”, გრეგორი კლიგანს, სერსეის აღზევებულ მეისტერს, უოლდერ ფრეის, ლიზა არენს, იანოს სლინტს და კიდევ სხვებს გავიხსენებდი. თუმცა, ამაზრზენი ტიპები ბევრად მეტია და როგორც წესი, ლანისტერების გარემოცვაში. მიუხედავად ამისა, მაინც მგონია, რომ უაღრესად რეალისტური სამყაროა და არა ისეთი გალაქული, როგორც ამ ჟანრს სჩვევია.
LikeLike
რა კარგია რომ მოგეწონა, მე პირველი მეორე წიგნი ისეთი სისწრაფით წავიკთხე, ნუ რა სისწრაფით თითქმის 3 თვემდე მოუნდი, მაგრამ დიდია მართლა ძალიან, ჰოდა ეს სიდიდე არ გბეზრდება, პირიქით არ გინდა რომ დამთავრდეს. ანასი არ იყოს სტარკები მიყვარს მეც, მაგრამ ტირიელებზეც სერიოზულად შეყვარებული ვარ :) სერიალს ვერ ჩავუჯექი ერთი
პ.ს.ტოლკინის მერე, ასე თუ მომეწონებოდა ამ ჟანრის წიგნი აღარ მეგონა
LikeLike
მომეწონა კი არა, გავგიჟდი :) დრო კატასტროფულად არ მყოფნის (ამ ბოლო დროს – განსაკუთრებით) მაგრამ თავისუფალ ათ წუთს სადაც მოვიხელთებ, ვკითხულობ. სერიალის ყურებას მეც ვაპირებ (თან, არაერთხელ) მაგრამ ჯერ წიგნი. ჩემთვის წიგნია პრიორიტეტული.
ტირიელების ქება უკვე მოვისმინე, ჯერ იქამდე არც მივსულვარ, მაგრამ სტარკებს – არიას, რობს, ბრანს და ნედს მაინც ვერ ვუღალატებ :))
LikeLike
ჩემთვის შენ მაინც მოლი ბლუმი ხარ, სტარკს ჯერ ვერ შევეჩვიე :))
LikeLike
შენთვის მოლი ბლუმი ვიქნები, რუსა :)
LikeLike
გემრიელად წერ ^_^
დავგუგლე და აღმოჩნდა (ჩემთვის :დ), რომ შონ ბინის პერსონაჟი სტარკის ოჯახიდან ყოფილა :დდდ
აფსუს, მგონი მოკლეს :( შონ ბინის პერსონაჟებს ხო ბედი არ აქვთ :(
LikeLike
სერიალზე ბევრი არაფერი ვიცი. ჯერ არ მინახავს, მაგრამ ვნახავ აუცილებლად. ჯერ წიგნს მოვრჩე.
LikeLike
კარგა ხანია მაინტერესებდა სტარკი რა (ვინ)იყო
LikeLike
არია სტარკი <3 ყველაზე მეტად არია მომწონს :)
LikeLike
“მხოლოდ ამ წიგნმა მომანდომა, ერთხელ და სამუდამოდ შერჩეული ფსევდონიმი შემეცვალა” – კი მინდოდა მეკითხა, მოლი ბლუმს სტარკი რატომ ჩაემატა-თქო… აჰა პასუხიც. და ყველაზე დიდი შეფასებაც!
ვაი, სწავლავ ჩემო!..
პ.ს. არეტეს გამოუცია ქართულად – ნეტავ, როგორი თარგმანია? http://www.parnasi.ge/?BookID=6019
LikeLike
:) დრო მთავარი დეფიციტია და ყველაზე საშინელი :(
არ ვიცი, ტაბუ, მე ქინდლში ვკითხულობ, რუსულად.
LikeLike
“მთავარი ხიბლი მაინც იშვიათი რეალიზმია. ” აი, როგორ გეთანხმები. კარგა ხანს, არ ვიწყებდი ამ სერიალის ყურებას, მიუხედავად იმისა, რომ მეგობრები მიჩიჩინებდნენ. დრაკონების გამო :))) და ხანდახან მართლა მავიწყდება, რომ გამოგონილ ქვეყნებზე გამოგონილ ისტორიებს ვუყურებ. განსაკუთრებით, როცა ლანისტერების გონება ერთვება საქმეში :)
LikeLike
ოჰ, ეს ლანისტერები :) არია სტარკს მაინც ვერავინ აჯობებს <3 თან, ასასინებიც მესიმპატიურებიან :)
LikeLike
არია მაგარი გოგოა :) და სტარკი – ყველაზე კეთილი გვარი :)
LikeLike
ძიახ :) და სიკეთე ძალაა. და არა სისუსტე, როგორც ეს ზოგიერთს ჰგონია.
LikeLike
ეს ძალაა ამ პატარა გოგოს რომ აძლებინებს :)
LikeLike
კატებს როგორ იჭერდა <3
LikeLike
ბევრი მსმენია და არ დავინტერესებულვარ, რატომღაც წინასწარ გადავწყვიტე რომ საჩემო არ იყო და არ მომეწონებოდა, თუმცა შენმა პოსტმა ჩემი განწყობა ისევ შეცვალა, მრავალ სხვა წიგნთან ერთად ეს კიდევ ერთი შემთხვევაა როდესაც შენი პოსტის წაკითხვის შემდეგ წაკითხვის სურვილი მიჩნდება.
LikeLike
აბსოლუტურად ატიპიური ფენტეზია. ნუ, მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. პოლიტიკური ეპოპეა უფროა და ეს მომწონს განსაკუთრებით.
გადახედე, არ ინანებ.
LikeLike
ჰმმმ, რა დრო გეყოფა იმდენია :)))
სერიალსაც ჩაუჯექი აუცილებლად, თან ორ დღეში ახალი სეზონი გამოდის
LikeLike
ჩავუჯდები უსიკვდილოდ. აი, რომ ვკითხულობ, წინასწარ ვტკბები, ესა და ეს ეპიზოდი და სცენა რა მაგარი გადაღებული იქნება მეთქი.
LikeLike
მე ვარ ბარათეონი! ! ! არა სტარკიც ვარ მაგრამ უფრო ბარათეონი (ალბათ იმიტომ რომ რობერტი და რენლი მიყვარდნენ ძალიან, სამაგეროდ სტანისი მიშლის ნერვს ).
ჰო, კიდევ ძმები ლანისტერები მიყვარს, ჯეიმიზე მაფანატებს და ტინიონზე – უჰჰჰ! ტაივინიც მიყვარს <3 სამაგიეროდ სერსეი და ჯოფრი წარმატებით მაღიზიანებენ –_–
სულ დამავაიწყდა ტირიელებიც მიყვარს! მარგარი და სერ ლორასი <3
და ისა … ჯორჯ მარტინი არის მტარვალი და დაუნდობელი მონსტრი ! ძმები ბარათეონების და ედდარდ სტარკის სიკვდილის არ ვაპატიებ არასდროს!
LikeLike
მასპოილერებ ახლა შენ მე წარმატებით :)))))))
LikeLike
მოლი, მითხარი, რომ სტარკზე იცოდი :|
LikeLike
უი, უი, მოლი, ბოდიში, მე მეგონა იქამდე უკვე მიხვედი მე ხომ სერიალის მიხედვით ვიძახი :)
LikeLike
:) მე წიგნს მივყვები. პირველი ნახევარზე ვარ ჯერ, მაგრამ ნედი და რობერტი რომ განწირულები არიან, ვხვდები.
LikeLike
არ ვიცოდი, მაგრამ იოლი გამოსაცნობი იყო. რობერტს სადაცაა, მოკლავენ (ერთხელ ხომ გადარჩა ტურნირის დროს, სერსეამ დემონსტრაციულად რომ აუკრძალა საერთო ორთაბრძოლაში მონაწილეობა და ესეც რომ გაგიჟდა, რას ქვია, მიკრძალავენო. იმ საერთო ჯახში უნდა მოეკლათ და მერე შემთხვევითობას დაბრალდებოდა და მაინც არ მიიღო მონაწილეობა და გადარჩა, მაგრამ ახლა იქ ვარ გაჩერებული, გონს მოსულ სტარკს რომ ეუბნება, ხვალ სანადიროდ მივდივარ და თუ რამე გაქვს სათქმელი, დავბრუნდები და მერე მითხარიო, ჰოდა, დიდი ეჭვი მაქვს, ვერ დაბრუნდება). და სადაც რობერტს მოიშორებენ, იქ სტარკსაც არ აცოცხლებს სერსეა.
რა დედუქცია მივეცი :))))))))
LikeLike
ცდუნების ზღვარზე ვარ :))) არეტეს წიგნებს არ ვეკარები (მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ჩემთვის საინტერესო ექსკლუზივი აქვთ), მაგრამ რუსულად ან ინგლისურად “ჩავუჯდები” “ამბერის ქრონიკებთან” ერთად, როცა ამდენი წიგნის ერთი ამოსუნთქვით წაკითხვის დრო მექნება…
LikeLike
“ამბერის ქრონიკები” ჯერაც ხელუხლებელი გიდევს? ვაჰ… სიამოვნება წინ მაქვსო, შენ უნდა თქვა.
მეც რუსულად ვკითხულობ და მშვენეირი თარგმანია.
LikeLike
საერთოდ, ცხოვრებაშიც არ არსებობენ აბსოლუტურად ცუდი და კარგი ტიპები, არამარტო აქ <3
მოლი, ეკრანიზაცია ნახე? : )
LikeLike
იმიტომაც მომწონს, ღრმად რეალური ტიპებია, ანაბელ. ფილმი ჯერ არ მინახავს. ჯერ ვკითხულობ და სპოილერებს ვერიდები :))
LikeLike
მე ჯერჯერობით მხოლოდ ფილმს მივყვები, მაგრამ არ ვიცი რამდენ ხანს მოვითმენ, აგერ მე-3 სეზონის გამოსვლას 1 წელი ველოდე თითქმის : ) წიგნსაც მივაკითხავ მალე ალბათ.
პ.ს ძალიან კარგი პოსტი იყო, ძალიან : )
LikeLike
მე მეგონა რკინის კაცის გამო დაირქვი :)
LikeLike
აჰ, არა :) იდეა თაკომ მიკარნახა და ისე მომწონს, არა მგონია, ოდესმე შევცვალო.
LikeLike
მე მეგონა თაკომაც რკინის კაცი გამო დაიქრქვა :)
LikeLike
:)))))) არა მგონია :)
LikeLike
LikeLike
მეგობარმა მითხრა ცუდი თარგმანიაო:/// და ღირს ბოლოს ყიდვა??
LikeLike
არ ვიცი. მე რუსულ თარგმანს ვკითხულობ. ქინდლში. პოსტში წერია კიდეც.
LikeLike
მეექვსე-მეშვიდესაც აპირებს ბატონი მარტინი ^^
მე ჯერ არ წამიკითხავს. იმედია, სანამ ხუთეულის ბოლოში გავალ, ის ორიც მზად ექნება ( კაცი იმედით ცოცხლობს).
პ.ს . კეთილი იყოს ჩემი ფეხი შენს ბლოგზე. რამდენიმე დღის წინ შემთხვევით შემოვეხეტე და იმდენ გემრიელობას გადავწყდი, რომ ეჭვი მაქვს, კიდევ ხშირად მოვხვდები აქ ( :
LikeLike
მეც ამის იმედი მაქვს. პლიუს, კიდევ რაღაცები ჰქონია – სამზარეულო წიგნიო, პრიქველებიო… მოკლედ, მარტინს ასე იოლად ვერ გავეშვები.
მადლობა და ველქამ! :)
LikeLike
[…] მეც მოლის მსგავსად სტარკებისკენ […]
LikeLike
წაკითხვის მთელი სიამოვნება ჯერ წინ მაქვს.
LikeLike
ara da ar vgulshematkivrob starkebs. avcdit :/
LikeLike
შენ ვისკენ ხარ?
LikeLike
მოლი, გეხვეწები მითხარი ქართულად მარტო ერთი ნაწილია ნათარგმი თუ დანარჩენებიც არის?
LikeLike
მეორე ნაწილი გუშინწინ მიიღო “პარნასმა”. მალე ყველგან იქნება. ოღონდ, ეს პირველი წიგნის მეორე ნაწილია.
LikeLike
ძალიან მომწონს გრეიჯოების გერბი, მათი სასახლეც და უზარმაზარი ბუხარიც, მარა ცუდი ტიპები არიან :(
LikeLike
გრეიჯოის, მგონი, ყველაზე მაგარი გერბი აქვს :)
მე ჩაძირული ღმერთის კულტიც მომწონს. და ნაჯახებით ცეკვა :)
ცუდი ტიპები არიან, კი. ნუ, აშა, კიდევ ჰო. თუმცა, არც აშა უქნია გამჩენს.
LikeLike
არც ერთი უქნია ღმერთებს, მაგათი სინსილა გაწყდეს მალე.
LikeLike
:))) ვანიუჩკა, რიფმა სუჩკა :))
კულტი მაინც შემზარავად საინტერესოა :)
LikeLike
მე მხოლოდ ფილმი მაქვს ნანახი, სამწუხაროდ.
LikeLike
უიჰ. ფილმში ასეთი დეტალები არ იქნება. წაიკითხე, თუ ხელში ჩაიგდებ. ფრიად ისიამოვნებ :)
LikeLike
სამწუხაროდ ჯერ ვერ მოვახერხებ რადგან საქართველოში არ ვარ. ესპანურად კი არის ყველა წიგნი ნათარგმნი, მაგრამ იმ დონეზე არ ვიცი ენა, რომ წიგნები ვიკითხო. როგორც კი ჩამოვალ (ალბათ იმ დროისთვის უკვე ყველა ნაწილი ნათარგმნი ექნებათ) აუცილებლად წავიკითხავ.
LikeLike
უჰ :) ესპანეთში თუ ხარ, მარტინი მოითმენს :) ჩამოდი და მერე ერთად გავარჩიოთ :)
LikeLike
[…] თამაშებზე” პირველი პოსტი რვა თვის წინ დავწერე და დავიქადნე, ამ […]
LikeLike