გულახდილად უნდა ვთქვა, რომ ძალიან ზარმაცი ადამიანი ვარ, აი, უუზარმაცესი. ამიტომ როცა მოლიმ სტუმრად დამპატიჟა, ძალიან კი გამიხარდა, მხრებშიც გავიმართე და ამაყადაც მივიხედ-მოვიხედე, მაგრამ ჯეოპარდისათვით კითხვების შედგენა მაინც უსირცხვილოდ დავუგვიანე. მოლის ადგილზე რომ ვიყო, ჩემისთანა უპასუხისმგებლო ადამიანს კინწისკვრით გავაპანღურებდი თავისი პაკეტიანად, მაგრამ ვინაიდან ჩვენი მასპინძელი დიდსულოვანი ადამიანია, მაინც მომცა საშუალება, როკის სფეროში ჩემი ცოდნა გამომემჟღავნებინა. იქიდან გამომდინარე, რომ ინტელექტუალური შეჯიბრის მოწყობის მცდელობა აქამდე არ მქონია, იმედი მაქვს, ბლოგის რაფინირებული და დახვეწილი პოსტებით განებივრებული სტუმრები ძალიან მკაცრად არ განმსჯიან :)
1. “ბონზოს” მეტსახელით ცნობილი ეს დრამერი 32 წლის ასაკში გარდაიცვალა, რასაც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული როკ-ჯგუფის დაშლა მოჰყვა;
2. ეს სიმღერა სიდ ბარეტს მიუძღვნეს მას შემდეგ, რაც მან Pink Floyd დატოვა;
3. დევიდ კოვერდეილისა და რიჩი ბლექმორის ეს სიმღერა Deep Purple-ის ალბომ “Stormbringer”-თან ერთად გამოვიდა;
4. ამ ჯგუფს ეკუთვნის სიმღერა, რომელიც ჰერმან მელვილის ცნობილი ნაწარმოების სახელს ატარებს;
5. ამ მომღერალმა პირველმა დააკაკუნა სამოთხის კარზე;
6. ამ გიტარისტს ბავშვობაში უყვარდა გიტარისტები სკოტი მური და ჯეიმს ბარტონი, უფროსი ბიძაშვილი კი ყოველთვის ეუბნებოდა, რომ მისგან გიტარისტი არ დადგებოდა, თუმცა ის ბევრად ცნობილი გახდა, ვიდრე ორივე ზემოთ ხსენებული მუსიკოსი ერთად;
7. ამ ჯგუფის პატივსაცემად 1977 წელს ლონდონში ანთებული ცნობილი “გვირგვინი” 26 ფუტის სიმაღლისა და 54 ფუტის სიგანისა გახლდათ და დაუვიწყარ სანახაობას წარმოადგენდა;
8. ეს მუსიკოსი ბავშვობაში Fender Stratocaster–ის გიტარაზე ოცნებობდა, მაგრამ ფული არ ეყო და მამასთან ერთად საკუთარი ხელით დაამზადა საკრავი;
9. ამ ჯგუფის ლეგენდარული ალბომი Dark Side of the Moon ჩარტებში ადგილს 741 კვირა ინარჩუნებდა;
10. როკ-მუსიკოსთა სწორედ ამ კოლექტივის საფირმო ემბლემაა წითელი ტუჩებიდან გამოყოფილი ენის გამოსახულება, რომლის შექმნასაც შეცდომით ენდი უორჰოლს მიაწერენ;
11. სწორედ ამ სახელს ატარებდა თავდაპირველად განთქმული ჯგუფი “Queen”, როდესაც ის ბრაიან მეიმ და ტიმ სტაფელმა ჩამოაყალიბეს 1964 წელს;
12. სკანდალებით და ხულიგნობით სახელმოხვეჭილი ეს მუსიკოსი გიტარების უზარმაზარი კოლექციის მფლობელია;
13. ცნობილი გამოთქმა – “სექსი, ნარკოტიკები და როკ-ნ-როლი” სწორედ ამ მუსიკოსს მიეწერება;
14. ეს განთქმული მომღერალი აღმერთებდა კატებს და მიუძღვნა კიდეც მათ სოლო ალბომი “Mr.Bad Guy”;
15. ამ მუსიკოსის მშობლებს სურდათ, რომ მათი შვილი ბუღალტერი გამოსულიყო, რაზეც პასუხად მიიღეს: “არ ვაპირებ, მთელი ცხოვრება სხვისი ფულის თვლაში გავატარო, უმჯობესია, თავად ვაკეთო ეს ფული!”
უნდა ვაღიარო, რომ ამ სფეროში დილეტანტი ვარ :)
LikeLike
2. Shine On You Crazy Diamond
5. Bob Dylan
9. Pink Floyd
10. Rolling Stone
11. Smile
:)
LikeLike
ძალიან კარგი პაკეტია :)
ხვალ ვითამაშებ :)
მადლობა მოლის და სტუმარს!!!
LikeLike
სირცხვილი მე–სულ ორი პასუხი მაქვს…
არადა, რა კარგი პაკეტია–მელომანებს რომ გულს გაუნათებს და თვალებს აუციმციმებს, ისეთი…
პასუხებს დაველოდები, როგორც უკვე ტრადიციად მექცა :(
LikeLike
ეგ პირველი ზეპელინების ბიჭი იყო, ჯონი, თუ სწორად მახსოვს. კიდე მახსოვს რო სამოთხის კარზე ბობ დილანმა დააკაკუნა მგონი, ენა გადმოგდებულები როლინგ სტოუნზები იყვნენ, ცუდი ბიჭი კიდე ფრედიმ იმღერა წესით, მთვარის ბნელი მხარე კიდე პინკ ფლოიდების სიყვარული იყო, სექსსა და ნარკოტიკზებზე მე მგონი მიკ ჯაგერმა ან თქვა ან გაიმეორა– აღარ მახსოვს. მარა ეს ყველაფერი რამდენად კარგად მახსოვს ჩემი როკით სავსე სტუდენტობიდან, არ ვიცი. თუ მეშლება, ესე იგი მეშლება და ვსო. კიდე ერთი ორი ვერსია მაქვს, მარა შემეშინდა გარისკვა. საძაგელი მეხსიერება მაქვს.
LikeLike
იტოგში, მაგარი კითხვებია, ნაწილი ვიცი ნაწილი – არა და ახლა ისეთი გათიშული ვარ, ხვალ მოვბრუნდები და უჩემოდ სწორი პასუხები არ დადო! :))
LikeLike
არა, არ დავდებ :) ღამის თორმეტამდე ისედაც არ გაიხსნება :)
LikeLike
1. Led Zeppelin
2. Shine on you crazy dimond
3. Soldier of Fortune ?
4. Led Zeppelin
5. Bob Dylan
6. Jimmy Page
7. Queen
8.
9. Pink Floyd
10. The Rolling Stones
11. Smile
12. Eric Clapton ?
13. Ian Dury ?
14. Freddie Mercury
15. Robert Plant
LikeLike
1)ლედ ზეპელინის დრამერი ბონემი.
2)არ ვიცი
3)არ ვიცი
4)ლედ ზეპელინი (მობი დიკი)
5)ბობ დილანი
6)არ ვიცი
7)ქუინი
8)ბრაიან მეი(?)
9)პინკ ფლოიდი
10)როლინგ სტოუნზი
11)მგონი “სმაილი”
12)არ ვიცი შეიძლება კიტ რიჩარდსი
13)იან დიური
14)ელის კუპერი
15)არ ვიცი
LikeLike
1. ჯონ ჰენრი ბონემი
2. Shine On You Crazy Diamond
4.მობი დიკი
5. ელვის პრესლი
6. ბარტონი
7.სექს პისტოლზი
8.მალმსტინი
9. პინკ ფლოიდი
11 1984
14. ფრედი მერკურის
LikeLike
ამ სფეროსი არა გამეგება რა…
მარტო ვიცი 5. knocking on heaven’s door – ბობ დილანის არის მგონი, მერე წამოვიდა სხვადასხვა ქოვერები <3
LikeLike
უი 9.–ც ვიცი: პინქ ფლოიდის ცნობილი ალბომი არაა ეგ?
LikeLike
10. ძალიან ცნობილი სიმბოლოა, ლედ ზეპელინის არ არის? არ ჩამქოლოთ თუ შემეშალა :დდდდდ
LikeLike
მიყვარს მე როკი :) ახლა გავრბივარ და მოგვიანებით შევეცდები პასუხების გაცემას :)
LikeLike
მე-9 კითხვა <3
ისე, ფეფერსებს არცერთი როკის მოყვარული როგორ არ წყლობთ? :)
LikeLike
მე მქონდა კითხვა ფეფერსზე :)
LikeLike
მოვძებნი ახლავე შენს როკ-ჯეოპარდს
LikeLike
https://mollybloomsday.com/2012/04/11/rock-music-2/
აი, მეორე ნაწილი. პირველიც არსებობს, მაგრამ მანდ პეპერსი არ არის.
LikeLike
ორივე ჯეოპარდი ჩავიკითხე და ვიპოვნე მეც :)
LikeLike
აჰა :) აქაურებს როკი გვიყვარს და უკვე მეოთხე პაკეტს ვაკეთებთ. ორი ჩემი, ერთი დღევანდელი და ერთიც – მადამ სოფის :)
LikeLike
და ერთიც ბითლების პაკეტი :)
პ.ს. მე არ ვთვლი თავს როკის მოყვარულად – ფეფერსების მოყვარული ვარ მე :)
LikeLike
ერთიც ბითლი :) ჯაზიც და შენი მშვენიერი პაკეტიც <3
შენ ისე წერ მუსიკაზე, თემატური ბლოგი რომ არ გაქვს, დიდი დანაშაულია, ტაბუ.
LikeLike
მადლობა, მოლი :) ორი თემატური ბლოგი ერთ სულ ბლოგერზე მეტისმეტად დიდი კონცენტრაცია იქნებოდა :D
LikeLike
კარგი მეტისმეტი არასოდეს არის, ტაბუ :მოლიროტერდამელი: შენ დროის პრობლემა თქვი, თორემ ორსაც მოერეოდი და ოთხსაც…
LikeLike
მოლი-პოზიტიური, მოლი-გამამხნევებელი, მოლი-საგმიროსაქმეებზე-წამქეზებელი :)
მადლობა ყველას სახელით ჩვენი ძალების რწმენისათვის :)
LikeLike
მადლობა თქვენ, ასეთი კარგები რომ ხართ და აქაურობისთვისაც რომ იცლით :)
LikeLike
p.s. რა ბლოგებიც მაქვს, იმათ ხომ ერთგულად და სისტემატურად ვმასპინძლობ :დარცხვენილი:
LikeLike
1. ლედ-ზეპელინის დრამეერი;
2. Shine on you crazy dimond <3 ფლოიდის რეპერტუარიდან უსაყვარლესი კომპოზიციაა ჩემთვის;
4. ლედ ზეპელინს;
5. ბობ დილანმა;
6. ჯიმი პეიჯი;
7. დედოფლის გვირგვინი Queen-ის უნდა იყოს;
8. ჯიმი ჰენდრიქსი?
9. Pink Floyd;
10. Rolling Stones;
11. სმაილი;
12. კით რიჩარდსი;
14. ფრედი მერკური.
LikeLike
ვიწყეეებ:
1. ჯონ ბონემი;
2. wish you were here, თუ არ ვცდები, ისე სხვადასხვა ვერსიები ვიცი, მათ შორის shine on you crazy diamond, მაგრამ პირველი უფრო სარწმუნოდ მეჩვენება;
3. Mistreated, ალბათ;
4. ლედ ზეპელინის Moby Dick;
5. ბობ დილანი;
6. არ ვიცი ნამდვილად;
7. Queen;
LikeLike
8. არც ეს ვიცი;
9. პინკ ფლოიდი;
10. როლინგ სტოუნზი;
11. მე მგონი, smile;
12. ვინ არაა სკანდალებით სახელგანთქმული. :(
13.როლინგ სტოუნზის გიტარისტი, ბრაიან ჯოუნსი, მგონი;
14. ფრედი მერკური;
15. არ ვიცი ასეთი ბიოგრაფიული დეტალები. :(
LikeLike
1 – ჯონ ბონემი
2 – Shine on You crazy Diamond
3 – ვაიჰ, ბევრია ეგეთი. Soldier of fortune, stormbringer და მემგონი Lady Double Dealer-იც. ნუ, ყველაზე გაბაზრებულია Soldier of fortune
4 – Led Zeppelin
5 – ბობ დილანი
6 – გარი მური
7 – queen
8 – ბევრის ჩამოთვლა შეიძლება. იყოს ჰენდრიქსი
9 – pink floyd
10 – rolling stones
11 – smile
12 – უამრავის ჩამოთვლა შეიძლება აქაც. სლეში, სტივ ვეი, ჯეიმს ჰეტფილდი და ა.შ.ა.შ
13 – ეავი. იყოს სიდ ვიშასი
14 – ფრედი მერკური
15 – რობერტ პლანტი
LikeLike
“როკ– პანორამა”–ს რომ მოვკარი თვალი, თავი ვეღარ შევიკავე პასუხები რომ არ გამეცა ^_^
1. Led Zeppelin
2. Wish you were here <3
3. Solder of Fortune
4. Led Zeppelin
5. Bob Dylan
6. Jimmy Page
7. Ibex
8. Brian May
9. Pink Floyd
10.The Rolling Stones
11. Smile :)
12. Keith Richards
13. Ian Dury
14. Freddie Mercury
15. მემგონი ესეც Freddie Mercury :)
Cheers!
LikeLike
1. ბონჰები
2. შაინ ონ იუ ქრეზი დაიმონდ
3. ალბომში შესული თუ პარალელურად გამოვიდა? ცოტა დავინები.
მარა მაინც არ ვიცი :)
4. ზეპელინები. ბონჰემის სოლოთი.
5. დილანმა დააკაკუნა. ჭკუასელს გაუღეს..
6. მგონი ნოფლერია… ახლახანს წავიკითხე სტატია და ასე მახსოვს.
7. ქუინი?
8. ნო აიდია
9. ფლოიდები
10. როლინგები
11. “სუპერ-ბორინგ-გრუპ” ერქვათ, მგონი
12. ნოფლერს აქვს ბევრი გიტარა და სულ დაათრევს გასტოლებზე. მოსკოვში რომ ჩავიდა დდაერ სთრეითსი ერთი კონტეინერი მარტო გიტარები იყო :) ქლეფთონს აქვს ბევრი გიტარა ესეც ვიცი… რავი აბა.
13. იან დურის სიმღერა როა ვიცი. თუ ეს იგულისხმება.
14. მერქიური
15. ნო იდეა
LikeLike
მგონი შეკითხვებში ლოგიკა დავიჭირე :) ავტორის მუსიკალურ გემოვნებას თუ სწორედ მოვხვდი მე-8 რომელიმე ამ ჯგუფებიდან იქნება და ნოფლერი და ქლეფთონი ნაღდად არაა ვიცი და აბა ბრაიან მეი იქნება. :) მაგისი ავან-ჩავანი ყველაზე ნაკლებად ვიცი. ვერ ვიტან ქუინს მინდა გითხრათ :)
LikeLike
ჰოდა მაშინ გიტარისტ-კოლექციონერიც ნოფლერი იქნება.
LikeLike
არა… სკანდალურიო და ჯიმი ფეიჯი იქნება :) მოკლედ ბოლო ვერსია კოლექციონერისა არის ფეიჯი.
LikeLike
მოკლედ არ ვიცი რამდენად გავართვი თავი :) მშვენიერი კითხვებია
1.ზეპელინები
2 crazy diamond
3
4მობი დიკი სიმღერას ვერ ვიხსენებ
5.ბობ დილანი
6.პეიჯი ალბათ
7.ქუინი
8.ჯიმი ჰენდრიქსი
9. პინკ ფლოიდი
10 როლინგ სტოუნი
11.Smile
12.
13
14.ფრედი მერკური
15
LikeLike
სწორი პასუხები:
1. ჯონ ბონემი;
2. Wish you were here;
3. Soldier of fortune;
4. Led zeppelin, Moby dick;
5. ბობ დილანი;
6. ჯიმი პეიჯი;
7. “Queen”;
8. ბრაიან მეი;
9. პინკ ფლოიდი;
10. როლინგ სტოუნზი;
11. 1984;
12. კიტ რიჩარდსი;
13. მიკ ჯაგერი;
14. ფრედი მერკური;
15. რიჩარდ პლანტი.
წინასწარი შედეგები:
sophie beria – 10; Porciupine D – 9; Author – 9; Kejeradze – 9; Anonimous – 8; Tamara – 8; Mecmikvarkhar – 7; Lord Vader – 7; Shapokliaki – 6; თამუნა – 6; Obonatto – 3; Kevana – 1.
LikeLike
მე-2 კითხვაზე Shine on you crazy diamond-იც სწორი პასუხია – ჩაგვითვალე :)
და მე-13-ზე ვეიდერის პასუხიც იმსახურებს ჩათვლას, იმჰო :)
მადლობა მასპინძლობისთვის – ვისიამოვნე!
LikeLike
ჩემზე არაა საქმე :) უბრალოდ ავტორი ნამდვილად იან დურია. :)
LikeLike
სხვებსაც ჰქონიათ იგივე პასუხები – უბრალოდ პირველად შენი პასუხები წავიკითხე :)
LikeLike
მე-2 რაც ეხება…
თუ სიმღერაზეა საუბარი – დაიმონდია. ერთი მარტივი მიზეზის გამო – ეგ სიმღერა დაიწერა პირველად და როგორც თრიბიუთი სპეციალურად. ალბომში უნდა შეეტანათ, მაგრამ იმდენად ევასათ, რომ გადაწყვიტეს ცალკე გამოეშვათ და ალბომის ფორმატამდე რომ შეევსოთ დაუმატეს ვიშ იუ ვეა და სხვა კომპოზიციებიც. მაგრამ მთავარი მანდ დაიმონდია – ყველაზე ადრე დაიწერა, დაიმონდის გამო დაიწერა სხვა კომპოზიციები და ელემენტარულად – ალბომის დროის ლომის წილი დაიმონდი ჟღერს :)
ჩემი გემოვნებით ერთ-ერთი საუკეთესო კომპოზიციაა ფლოიდების შემოქმედებაში, მაგრამ ეგ სუბიექტურია :)
LikeLike
ჩემი გემოვნებითაც.
პ.ს. დღეს დილიდან ვატრიალებ 17 წუთიან ვერსიას :)
LikeLike
კარგი პაკეტია და მგონი, პირობა უნდა შევასრულოთ :)))
LikeLike
კაი… დავწერ მაინც. :)
ვიშ იუ ვეა ქვია ალბომს მთლიანად და არა სიმღერას, თრიბიუთი სიმღერა კი ქრეზი დაიმონდია. ეგ თუ არ ვიცი, რა ჯანდაბა ვიცი საერთოდ :)
სექს დრაგს ანდ როქენროლიც ნამდვილად იან დიურიმ მოიფიქრა პირველად. ყოველ შემთახვევაში მისი სიმღერიდანაა ეს ფრაზა. ძაან კაი მუსიკოსია და უსამართლბაა დავუკარგოთ :) ჯაგერს თავისი დიდებაც ეყოფა.
12-ზე კი PorcupineD ვეთანხმები. პრაქტიკულად ყველა გიტარისტს აქვს კოლექცია. ქლეფთონმა ახლახანს საქველმოქმედო აუქციონისკი ჩაატარა და 50 თუ მეტი გიტარა გაყიდა. ასევე სხვებიც. ფეიჯსაც ნაღდად ვიცი რომ უამრავი გიტარა აქვს. ასევე ჩაქ ბერის – რომელიც ასევა სკანდალური ციხეში იჯდა ბოლო-ბოლო კაცი განგსტერობისთვის :)
LikeLike
ქულებს აუცილებლად მოგიმატებთ. აი, შინ მივალ და მაშინვე :)
LikeLike
ქულებზე არაა საქმე :)
ჯაგერს ისედაც ყველა უსმენს და ახლა შეიძლება ვინმე იან დურითაც დაინტერსდეს :) როლინგების დონე არაა, მაგრამ ფრიად დამსახურებული და კარგი მუსიკოსია.
LikeLike
ჰმ. ავტორს ნუ ეწყინება, მაგრამ დუალი იყო რამდენიმე და მე2 კითხვა შაინ ონი არის.
ეგ ზოგადად მთლიანი ალბომი გარკვეულწილად სიდს მიუძღვნა ბენდმა, ყველა სიმღერა ალბომში. მაგრამ უშუალოდ შაინ ონს თუ დავაკვირდებით, ბარეტის აბრევიატურას ატარებს, ტყუილად არ გამოვკვეთე SYD :)
და ესეც მე11 შეკითხვაში გაპარული შეცდომა: http://en.wikipedia.org/wiki/Smile_(band)
LikeLike
და ქრეზიც არაა მანდ შემთხვევით :)
პლუს სიდ ბარეთი სტუდიაში ესწრებოდა მაგ სიმღერის ჩაწერას.
LikeLike