სხვისი არ ვიცი და მე თუ მკითხავთ – მტკნარი სისულელეა.
ერთი, რომ ლინდგრენს, როდარის და ბისეტს მკითხველის ასაკი გემოს ოდნავადაც არ უკარგავს – შედევრი შედევრად რჩება.
მეორეც, საბავშვო ისეთ წიგნს ჰქვია, რომელსაც, რაც ადრე წაიკითხავ, მით უკეთესი, თორემ არავის დაუწესებია, უფროსებმა ხელი არ დააკარონო.
ჰოდა, მეც წიგნის მაღაზიიდან როგორ გამოვალ, ფერად-ფერადი გამოცემებით დახუნძლულ განყოფილებებს თუ არ ჩამოვუარე საგულდაგულოდ – ემანდ, ახალი არაფერი გამომრჩეს-მეთქი.
მე შენ გეტყვი, ცოტაა. პატარებისთვის მგონი, ყველაზე მეტს ბეჭდავენ გამომცემლობები და სწორადაც იქცევიან – ერთგულ მკითხველზე იმთავითვე ზრუნავენ. აბა, კერუაკის და კუტზეეს დამფასებელი ციდან ხომ არ ჩამოვარდება, შარლ პეროთი და ტუვე იანსონით თუ არ დაიწყო?!
ერთი სიტყვით, ძალიან მინდა, დღეს მოლის საბავშვო ბიბლიოთეკაზე გიამბოთ – გულის სიღრმეში ყველაზე მეტად რომ მიყვარს.
პოტერიადას შვიდი ტომი მეგობარმა მაჩუქა საახალწლოდ. “Prospero’s books”-დან წამოღებული ორიგინალიც მაქვს (მეორე მეგობრის წყალობით) და რუსული თარგმანიც მომეძებნება “ქინდლში”, მაგრამ ქართული მაინც განსაკუთრებით მეძვირფასება და კოლექციის ათვლასაც ამით ვიწყებ. თაროზე ჩამომწკრივებულ შვიდ სათვალიან ბიჭუნას რომ გავხედავ, სახე გამებადრება ხოლმე.
ასტრიდ ლინდგრენის საიუბილეო სერია ხომ იცით? აი ის, საგანგებოდ გაფორმებული, გამორჩეული დიზაინით, “სულაკაური” რომ გამოსცემს… პირველი ხუთი ტომი – ბიულერბიულელი ბავშვების, მიოს, ემილის და კალეს ამბები – სულ აღტაცებული ჭყლოპინით მივაცუნცულე შინ და სულ ახლახანს ისეთი რაღაცები დაამატეს, წაკითხულიც რომ არ მქონდა – აურზაურისქუჩელი ლოტას ისტორიები და “თეთრი ვარდების” და რასმუსის ახალი თავგადასავალი. ჭყლოპინი მაშინ უნდა გენახათ, ეს რომ აღმოვაჩინე.
რაც საიუბილეო სერიას დააკლდა, “დიოგენემ” შეავსო – კარლსონი, პეპი, სალტკროკელები, რონია და ძმები ლომგულები – ერთი თავმოყვარე ბიბლიო-სერია აგროვდებოდა. “მადიკენიც” მაქვს შინ და იმედია, როგორც ამბობენ ხოლმე, to be continued.
ახლა “მუმინების ბიბლიოთეკა“? ძველი და საყვარელი საბჭოთა მულტფილმები ისე მომწონდა, წიგნები რომ არ მეგდო ხელთ, გული როგორ გამიძლებდა. ჯერჯერობით, “მამა მუმინის მემუარების” ჩათვლით, მხოლოდ ოთხია, მაგრამ კიდევ იქნებაო, გვპირდებიან…
სელმა ლაგერლოფოს “ნილსის და გარეული ბატების საოცარ მოგზაურობას” – მსოფლიოში საუკეთესო გეოგრაფიის სახელმძღვანელოს – იქამდე ვეძებდი, სანამ ერთ საყვარელ სერიაში არ წავაწყდი. შინ რომ მომქონდა, სამჯერ ამოვიღე ჩანთიდან და გახარებულმა დავხედე. ჯანი როდარის “ტელეფონით მოყოლილი ზღაპრები” და “ჩიპოლინო” უკვე მაქვს და ახლა ჯელსომინოს ამბების ბეჭდურ ვერსიას ვეძებ.
ანე-კატარინე ვესტლი და როალდ დალი, ბიძია რიმუსი, “ოქროს კომპასი” და “ოზის ჯადოქარი”, “მერი პოპინსი” და “სალამურას თავგადასავალი”, ჯერალდ დარელი, ეზოპეს იგავ-არაკები, ძმები გრიმების და ანდერსენის ზღაპრები, ბისეტი, “პიტერ პენი”, ტოლინები და თაგვისცხვირა ბუტერბროდები – რომელი ერთი ჩამოვთვალო.
ზღაპრებიც მომეპოვება – ქართული, ბრიტანული, იტალიური, ესპანური, იაპონური, სპარსული, ბასკური, ამერიკულიც კი… ოღონდ, ისეთ სერიას ვერ მივაგენი, ჩემი ბავშვობის “მსოფლიოს ხალხთა ზღაპრებს” რომ აჯობებდა.
საყმაწვილო სათავგადასავლო ბიბლიოთეკის ტომები, “ახალგაზრდა შერლოკ ჰოლმსი“, “ქურდების მბრძანებელი”, “გრძელფეხება მამილო” და ლილე იროელის ამბები – ნატო დავითაშვილის ოთხი უგემრიელესი წიგნი – ცალკე მიდევს. კაცმა რომ თქვას, მთლად საბავშვოც არ არის და იმიტომ…
ზოგიერთი წიგნისათვის განსაკუთრებული ზომების თაროს შეკვეთა მომიხდა – ბოლო “გალას” ლაურეატი “მიუნჰაუზენის თავგადასავალი”, ერჟეს “ფარაონის სიგარები“, მადონას ზღაპრები, “პატარა პრინცი“, საკოლექციო “პინოქიოს თავგადასავალი”, თუთიყუშ ჟაკოს ამბები, ნოდარ დუმბაძის და მაყვალა მრევლიშვილის ლექსები, საბავშვო და საყმაწვილო ენციკლოპედიები დიდფორმატიანებია და სხვაგან არ ეტევა.
თავი რომ არ შეგაწყინოთ და პოსტი ბიბლიოთეკის კატალოგს არ დავამსგავსო, წერტილს აქ დავსვამ და იმასაც გეტყვით, რომ დღეს, ბოლონიაში, საბავშვო წიგნების ფესტივალი იხსნება. “სულაკაურთან”, “დიოგენესთან”, “ქარჩხაძესთან” და სხვებთან ერთად, მთელი მსოფლიოდან მოიყრიან თავს გამომცემლები და ერთი დღით ჩამსვა მანდ, მეტი არც არაფერი მინდა… ქარიშხალი “კატრინა” ჩემთან შედარებით ცელქი სიო გეგონებათ.
:)))) წარმოგიდგინე ჩაშხუილებული :))
LikeLike
ჰო :))
LikeLike
mdaaaaaa :)))))
LikeLike
ქევან :))))
LikeLike
შემშურდა მოლ. ახლა მაგ წიგნებში ჩაჯდომა მომინდა :)))
LikeLike
:) მესტუმრეთ ერთხელ თქვენც :)
LikeLike
ჯერ შემშურდა.ეხლა წავიკითხავ და მეერე
LikeLike
მერეს ველოდები :)
LikeLike
მშვენიერი ბიბლიოთეკაა კარგა ბლომად ჩამოგრჩებით მე და დანი.
LikeLike
სამაგიეროდ, თქვენ დროც მეტი გაქვთ წინ :)
LikeLike
ხო ჰარის ვუკითხავ და დიდად არ მოსწონს, კარლსონის და პეპის მერე ჰარი რატომ ვაჯახე ჩემ თავზე მეშლება ნერვები.
LikeLike
ჰარი ისედაც ნამეტანია პატარასთვის. სულაც არ მგონია ასეთი საბავშვო.
LikeLike
ხო უნდა შევცვალო, ლინდგრენით ისევ
LikeLike
დანი ვინ არის? :)
:ცნობისმოყვარე:
LikeLike
თამის უფროსი ვაჟი :) ოღონდ, ჯერ მაინც პაწაწუნა :)
LikeLike
თანაც უფროსი? :) მაგარია!
LikeLike
ჩემი ბიჭი:)
LikeLike
გაგიზარდოს ღმერთმა :) მეც ბიჭის დედა ვარ :)
LikeLike
მადლობა შენც ასევე.
LikeLike
არაჩვეულებრივად გამოიყურება შენი საგანგებო თაროები :)
LikeLike
ჩემი სიამაყე :)
LikeLike
შემშურდა :) დღევანდელი ბავშვების – ამდენი კარგი წიგნი რომ აქვთ და თაროსი, ასეთი მოწესრიგებული რომ არის :)
LikeLike
ამ პოსტში მეც ბავშვი ვარ :))
LikeLike
მე რომ მაქვს საბავშვო ბიბლიოთეკით არაერთი თარო შევსებული, გასაგებია :) მაგრამ ზრდასრული ბიბლიოფილი რომ ასე რუდუნებით აგროვებს მათ, ერთიორად დასაფასებელია!
პ.ს. “ქარიშხალი “კატრინა” ჩემთან შედარებით ცელქი სიო გეგონებათ” – რა კარგად ვიცინე :)))
LikeLike
ჩემი ყველაზე საყვარელი ნაწილია :) განსაკუთრებული სიამოვნებით ამათ ვაგროვებ.
LikeLike
ის კიდევ ცალკე განცდაა, შენი სიყვარული როცა ნელდება საბავშვო ლიტერატურის მიმართ, ნელდება კი არა, დუნდება ოდნავ, რადგან გინდა სხვა უფრო ჭკვიანურები მოასწრო და გადასანსლო, რადგან დიდი ხარ და ცოტა ხნით ივიწყებ და ერთ დღეს, ისე, როგორც მე, აღმოაჩენ, რომ გოგონა, რომელიც აქამდე მხოლოდ ნახატებს ათვალიერებდა, წიგნის წაკითხვას გთხოვს, მერე წაკითხულს იმახსოვრებს და თვითონ თავისი ინტერპრეტაციით კითხულობს – ზეპირად. მაგ დროს მეორე სუნთქვა იხსნება და ყველაფერი სულ თავიდან, ნილსი და მისი მეგობრები, საბარგო მანქანის რახრახი, კარსლონის მურაბაში თითის ჩატაკება და ყველაფერი. და მაგ დროს ხვდები, დიდებს მართლა არაფერი გაეგებათ და პატარა ბრინცი ყველაზე ბრძენი იყო ამ ქვეყანაზე.
LikeLike
შენ სულის სიღრმეში პოეტი ხარ, შაპოკლიაკ :) ისეთი კომენტარი დამიტოვე, პოსტს ასი თავით რომ ჯობია :) და პატარა უფლისწული მართლა ყველაზე ბრძენი იყო ამ ქვეყანაზე :)
LikeLike
mec maqvs aseti taroebiii… savse chemi jadodnuri bavshvobit… :* chipolinos zeglze aris turme amotvifruli fraza “madlierebit 1-dan 60-wlamde mkitxvelisagan “,… mandvilad asea…yvela sabavshvo mwerals hyavs albat iseti mkitxvelebi grma siberemde rom kitxuloben da bevshvobas mati nawerebit ubrundebian :) me am shemtxvevashi pirvel rigshi dedilo astrids vemadlierebiiiiiii yvelazeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeee metad… :* man me ulamazesi bavshvoba machuqa :)
LikeLike
ძეგლის ამბავი არ ვიცოდი და ასტრიდს მეც ყველაზე მეტად ვემადლიერები. ბლოგსაც ეტყობა, პრინციპში. ყველაზე მეტი პოსტი, მგონი, ასტრიდზე და ასტრიდის გმირებზე მაქვს დაწერილი.
LikeLike
მე მაქვს ძველისძველი კარადა რომელშიც მარტო საბავშვო ლიტერატურა მაქვს :) მაგრამ უფრო ჩემი ნაქონი, ახალი ამდენი არ მაქვს :)
LikeLike
უჰ, ერთი იმ კარადაში შემახედა… რას გავიხარებდი :)
LikeLike
სანამ ყველაზე კარგ საბავშვო წიგნს არ დაამატებ, ჩემი ლაიქი არ იქნება ამ პოსტზე :)
LikeLike
მოსულა! გაგახსენებ :)
LikeLike
ეს მე შენ შთამაგონე. დროა ჩემი საბავშვო ლიტერატურის თარო დავალაგო. და მეტსაც გეტყვი, ტოლინები არ მაქვს, და ვიყიდი!
LikeLike
გამახარე :)
პოსტი ხომ ნახე ტოლინებზე? უსაყვარლესობა წიგნია. მარტო ილუსტრაციები ღირს ერთ გამოცემად. არ ინანებ :)
LikeLike
თვალის გადაკვრით.
არც მე მაქვს წაკითხული და მერე გაგიზიარებ შთაბეჭდილებებს.უფრო კომპეტენტურ დუხზე ;)
LikeLike
შენ კომპეტენტურ დუხზე როდის არ ხარ, ის მითხარი, შაპოკლიაკ :)
LikeLike
ხშირად, როცა რამე არ ვიცი ;)
LikeLike
და ისა, სამი შროშანი გახსოვთ? საბავშვო წიგნებიდან
LikeLike
ბუნდოვნად :(
სამ შროშანზე საფრანგეთის სამეფო გერბი და დრიუონის “დაწყევლილი მეფეები” უფრო მახსენდება.
LikeLike
ჩემი საბავშვო თაროც საკმაოდ შთამბეჭდავია :) და ხშირადაც ვკითხულობ ხოლმე – რად უნდა ლინდგრენს და როულინგს ასაკი!
LikeLike
კითხვით მეც ვკითხულობ, მერი, მაგრამ წარმოიდგინე, კალე ბლუმკვისტის ახალი თავგადასავალი ბავშვობაში რომ გვენახა…
LikeLike
ოოჰ მოლი <3
LikeLike
:)))) ანაბელ :))
LikeLike
მე კი კალე ბლუმკვისტი არასოდეს მიყვარდა რატომღაც.
LikeLike
რა დაგიშავა ასეთი? :)
LikeLike
guli mwydeba bevrii matgani wakitxuli rom ar maqvs …
LikeLike
ალბათ, უფრო ჩემი და დეტექტივების ვერსიყვარულის ამბავი იყო. სხვა რა უნდა დაეშავებინა მეც არ მესმის :) მაგრამ აი მიქაეილ ბლიმკვისტის წინაშე კი მართლა დავჩმორდი :)
LikeLike
მიქაელმა დაგატყვევა თუ ლისბეთმა? ლისბეთი უფრო მესიმპატიურება მე.
LikeLike
ოოო, მაგ თემაზე წესით შესაბამისი ბლოგი უნდა გვქონდეს არა? :) ჯერ იმან, მაგრამ მერე ამანაც. ესეც მაგარი ნაბიჭვარია და თან ჩემი პროფესიული სიყვარული. წინ ვერაფრით დავუდექი. ორივემ ერთად და სამივე ნაწილმა მაგრად კი მომწამლა და მათენებინა ღამეები.
LikeLike
პირველ ნაწილზეც დავწერე და მეორეზეც. პირველი ნაწილით “სულაკაურის” კონკურსი მოვიგე თან :)
მესამეზეც დავწერ.
LikeLike
>>შინ რომ მომქონდა, სამჯერ ამოვიღე ჩანთიდან და გახარებულმა დავხედე<< სასწაული შეგრძნებაა… შინაგანად ჟღრუტულებ ამ დროს (თუ უცხო არავინაა, ხმამაღლაც : )))
LikeLike
ზუსტად :))
LikeLike
ძალიან შევეჩვიე ამ ბლოგს და მოლი, შენი უზომო სიყვარული საბავშვო წიგნების მიმართ ისე ახლოა ჩემთვის)) საოცრად მენატრება ის დრო დიდედისეული თავშალშემოხვეული რომ ვიჯექი ჩემი ოთახის ფანჯარასთან და შეღამებამდე ასტრიდ ლინდგრენს ვკითხულობდი… ის ჩემი ცხოვრების თანამგზავრად იქცა თავის უსაყვარლესი გმირებით….
LikeLike
მადლობა, დიანა :) ჩემი პატარაობის წიგნები ისე მიყვარს, სპეციალური საბავშვო ოთახიც კი მაქვს ბლოგზე. ოღონდ, როგორც ვატყობ, იმ ოთახს და პოსტებს დიდებიც სიხარულით სტუმრობენ.
LikeLike
ჩემი ყველაზე საყვარელი სამყარო.
მიყვარს “დიდების წიგნები”-ც. ზუსტადაც “ც” ამასთან შედარებით…
არასოდეს, არასოდეს გავიზრდები. არ მაინტერესებს საყვარელი მამიკოს გამოხედვა და დედას დანანებული თავის ქნევა. ყველაზე მეტად ამათზე ვნადირობ და, შენი არ იყოს, გულში ჩახუტებული მომაქვს ხოლმე სახლში, როცა მორიგს მივისაკუთრებ, ბევრჯერ დავხედავ, მერე სახლშიც ვესიყვარულები და როდის, როდის ჯერ კიდევ გულვერმოჯერებული ვიწყებ კითხვას… <3
ჩემს საბავშვო ბიბლიოთეკას ბევრი აკლია იქამდე, მე რომ მინდა, მაგრამ ნელ-ნელა მივიწევ-თ წინ მე და ჩემი ფურცლეულობა <3
LikeLike
ოდა, რა მინდოდა მეკითხა – “ოქროს კომპასი” კარგია?
მე ფილმი ვნახე და ისე არ მომეწონა, ვერაფრით მოვიბრუნე გული…
ღირს წაკითხვა?
LikeLike
ფილმი არ მინახავს, ნათია და წიგნი მომეწონა. სათავგადასავლო ბიბლიოთეკის სერიაში გამოსცემდნენ, ცალკე წიგნად დაბეჭდა სულაკაურმა და მაშინ ვნახე. ნამდვილად კარგია.
LikeLike
ჰო, სულაკაურის გამოცემა ვნახე, მაგრამ ყიდვისგან თავი შევიკავე ზემოთ დასახელებული მიზეზის გამო :)
არ მიყვარს ჯერ ფილმის ნახვა, მაგრამ მაშინ არც ვიცოდი, წიგნი თუ არსებობდა…
მოკლედ, წავიკითხავ :)
მადლობა პასუხისთვის :)
LikeLike
მე ვიყავი ბოლონიაში :)))
LikeLike
მემუშავა მეც გამომცემლობაში… ეჰ :)
LikeLike
ჩემი მთელი ბავშვობა <3
დღემდე მახსოვს რა ძალიან თბილი შეგრძნება მრჩებოდა ამ წიგნების დამთავრების შემდეგ.
პეპი, ბიულერბიუელი ბავშვები, სალტროკა და ტელეფონით მოყოლილი ზღაპრები <3 მერე სალამურა და ციცინათელები, მერე უფლისწული და მათხოვარი.. მატყუარა მიუნჰაუზენი და მერი პოპინსი და ჯელსომინო და ჩიპოლინო.. მერე სათვალიანი ბიჭის შვიდწიგნიანი ამბავი ^_^ და კიდევ იმდენი..
მთელი ბავშვობა გამიფერადეს. შენი ბიბლიოთეკის ეს ნაწილი ყველაზე მეტად მიყვარს <3
LikeLike
უი, სულ გამომრჩა პეტრიაშვილის “პატარა ქალაქის ზღაპრები” და “პატარა უფლისწული”.
ალბათ იმიტომ, რომ მაინც დიდების ზღპრები მგონია, მარტო საბავშვო წიგნებად ვერ მივიჩნევ :)
LikeLike
[…] ამ ფესტივალით, ყველაზე მეტად ჩემმა საბავშვო კოლექციამ იხეირა – ჩუკოვსკის ზღაპრები, “სამი […]
LikeLike
საბავშვო წიგნები ცხოვრებას აფერადებენ და გამიგონია სიყვარულმა ასაკი არ იცისო…
LikeLike
[…] საბავშვო ბიბლიოთეკის შესახებ თუ გსმენიათ რამე და ისიც […]
LikeLike
როგორ მიყვარს საბავშვო წიგნები, სულ პატარაობიდან ვუკითხავდი ჩემ შვილებს და ერთი სული მქონდა ცოტა როდის წამიზრდებოდნენ რომ უფრო მაგარი რამეები წამეკითხა მათთვის, გადამერივნენ ლოტაზე :) ეხლა ბიძია რიმუსი გვაყავს სტუმრად ყოველ საღამოს და ვერ წარმოიდგენთ რა სიცილ ხარხარია საძინებლში :) არადა თიტქოს ეძინებოდათ :) ჩრდილოელი სენტ-ნიკოლასი გვყავს რიგში, მოლი, ძალიან გამომადგება შენი აზრი ამ უკანასკნელზე :) თუ არ დამზარდები რათქმაუნდა :* :)
LikeLike
მშვენიერი წიგნია. პალიტრას ახალი გამოცემა. პირველი ნაწილია ჯერ. მეორეს ველოდებით. ნამდვილად ღირს წაკითხვა. თან ახალი წელიც მალეა და თემატურიც გამოვა )
LikeLike
მადლობა მოლი
LikeLike
ძმები ლომგულები ხომ არ გაქვთ
LikeLike
მაქვს
LikeLike