ამბობენ, ამ კაცს დიალოგები არ უყვარსო.
არ უყვარს რა… არ სჭირდება უბრალოდ. მუდმივად მონოლოგის რეჟიმშია ჩართული და ყველაფერი მშვენივრად გამოსდის. თანამოსაუბრეების გარეშეც ახერხებს, საზოგადოებას სიძულვილი და ფურთხი ხელთათმანივით ესროლოს სახეში.
ან რა დიალოგი უნდა ვესტიბიულში განცდილ ორგაზმს, მკბენარის წყალობით დამეგობრებულ ბორისს და ელზას, რომელიც “ყველას ფეხებზე ჰკიდია, მხოლოდ ხმარობენ”… კლოდს, რომელსაც მეძავისთვის დამღუპველი თვისებები ჰქონია – “გულიც, ნამუსიც და პეწიც”… ახლა ნანანთათი? აი, ის ინდუსი, ცირკ “მედრანოს” ადამიან-გველს რომ ჰგავს. მერე ვან ნორდენი, “ცხოვრებაში მხოლოდ კითხვა, ოცნება და წერაობა” რომ აინტერესებს…
სახეების ამ კალეიდოსკოპს მუდმივი შიმშილი, ხეტიალი, თავშესაფრის განუწყვეტელი ძიება ახლავს თან. ჰო, კიდევ ქალები, უამრავი ერთჯერადი ქალი და ბევრზე ბევრი სექსი. ამ ყველაფერს ავტორი ისე ოსტატურად გვიამბობს, ისეთი ლაღი თხრობის მანერა აქვს, რომ აქა–იქ მიმობნეული ძუნწი დიალოგები სულ არ გვეჩვენება ცოტა.
არავინ თქვას, ჰენრი მილერის “კირჩხიბის ტროპიკი” მომეწონაო, მაინც არ დავუჯერებ. აი, თუ მეტყვის, დავიწყე და ვეღარ მოვწყდიო, ეჭვიც არ შემეპარება და, ჩემი მხრიდან, იმასაც დავამატებ, რომ ეს წიგნი, ერთხელ მაინც, ყველამ უნდა წაიკითხოს.
ვიცი, რომ აქ მეტისმეტად ბევრია ყველაფერი, რაც, წესით, ლიტერატურაში არ უნდა იყოს.
ზღვარს გადასული და დაუფარავად გადმოლაგებული პორნოგრაფიული ფანტაზიები.
ენით გაუგონარი და უხამსი ლექსიკა.
გულისამრევი ნატურალიზმი.
კითხულობ და ზიზღისაგან გაჟრიალებს. ბოლომდე, უკანასკნელ ფურცლამდე გაჟღენთილი ხარ იმის შეგრძნებით, რომ ადამიანები რაღაც ამაზრზენი, ორფეხა პირუტყვები არიან და შენც მათთან ერთად.
ყოველი ახალი გვერდის გადაშლისას სულშიც და სხეულზეც თითო მუჭა ტალახი გემატება.
მოკლედ, თუ მეტი ვერაფერი დაინახე, ამ წიგნს ნახევრამდეც ვერ მიიყვან, ისე მოისვრი გვერდზე.
მაგრამ თუ ამ უწმაწური, უცენზურო, ცინიზმით გაჯერებული ტექსტის მიღმა ნამდვილი ლიტერატურა აღმოაჩინე, ბოლოში ჩახვალ კი არა, ცოტა დაგენანება კიდეც, რომ თხრობა დამთავრდა.
თუ შეამჩნიე, რა მჭიდროდ არის უხამსი კონტენტი გადახლართული მთავარ სათქმელთან…
თუ მიხვდი, ცხოვრებისეულ სიბინძურეს როგორ ჰარმონიულად ენაცვლება ყოფიერების არსზე ჩაფიქრებული კაცის ფილოსოფია…
თუ იგრძენი, რა მჭიდროდ გადაწნულა ბნელი და ნათელი…
მაშინ “კირჩხიბის ტროპიკი” საშენო წიგნი ყოფილა, ჰენრი მილერი კი შენი მწერალი. ისეთი არა, რა თქმა უნდა, საყვარელი და გამორჩეული ავტორები რომ არიან. ამ კაცის მიმართ ნოსტალგია, ალბათ, არ მოგეძალება, მაგრამ აუცილებლად იტყვი, რომ ეს დიდი ნაწარმოებია და ეს დამოკიდებულება, მთავარი გმირის სულში მიმავალი მდინარესავით, “გეზს არასოდეს შეიცვლის”.
მოლი არა რა, წიგნები შენი ანოტაციებით უნდა გამოდიოდეს გეფიცები
LikeLike
მადლობა, თეო :) ისე, რუსას პირველი წიგნისთვის წინათქმა მე უნდა დავწერო. შეპირებულია :)
LikeLike
მოლი, ამწუთას ზუსტად ეს დავწერე ფბ-ზე თეოს კომენატრის საპასუხოდ :)))))
LikeLike
ჰო :) და ზუსტად ამ წუთას გიპასუხე მანდ :)
LikeLike
თეოს გამოთქმულ აზრს 100%–ით ვეთანხმები :) და რუსას პირველი წიგნი, მოლის წინათქმით ხომ საერთოდ გადასარევი რამ იქნება :) იქნებ დაახლოებით ვადაც გვითხრათ, უნდა დაველოდო ^^
LikeLike
რუსას ვკითხოთ :) იქნებ, გაგვიმხილოს :)
LikeLike
+1
LikeLike
ჰენრის ყველაფერი გემოვნებით აქვს – სექსიც, იუმორიც… “თხის რქის ტროპიკს” და “შავ გაზაფხულსაც” თუ მიაყოლებენ, არ იქნება ურიგო…
LikeLike
და გვექნება საინტერესოზე საინტერესო ტრილოგია. ისე, კარგა ხანია, “დიოგენეს ბიბლიოთეკისთვის” არაფერი მიგვიმატებია. დროა უკვე.
LikeLike
და მე მომეწონა “კირჩხიბის ტროპიკი” გულით და სულით და ანუ არ გჯერა?
LikeLike
შენ როგორ მოგეწონა, მე რანაირად განვსაჯო?
პოსტი საბრალდებო დასკვნა არ არის, ყველაფერი სიტყვა-სიტყვით და პირდაპირი მნიშვნელობით აღიქვა.
LikeLike
ლამის გავგიჟდე, რას გვიშვრებიან ეს გამომცემლობები…
შედგენილი სიიდან ნახევარიც ვერ ამოვწურე.
ამ წიგნს როდის წავიკითხავ, არ ვიცი, მაგრამ ამ ანოტაციის შემდეგ რომ აუცილებლად წავიკითხავ, ეგ ვიცი. მარტო იმიტომ მაინც, რომ შევამოწმო, მეც აუტანელი კონსერვატორი ხომ არ გავხდი, ოდნავ უხამსობაზე გულყრა რომ ემართებათ :) და დაფარულის წაკითხულის უნარი ხომ არ დამიჩლუნგდა….
LikeLike
ოჰ, ეს გამომცემლობები :)) მეც ძალიან მაინტერესებს შენი იმპრესიები, თამაღ.
LikeLike
უმაგრესი წიგნია! ათიათას წიგნში გამოსარჩევი და უძლიერესი ავტორი, თუმცა ისიც ასწორებს, ქართველი მკითხველის ლიტერატურული წესიერება რომ მის სიდიადეს ვერ წვდება, მხოლოდ გამორჩეული ადამიანებისათვის საყვარელი ტექსტია!
LikeLike
აჰა, საინტერესო შეფასებაა – წიგნი თუ დააფასე, მაგრამ არ შეგიყვარდა, ე.ი. მის სიდიადეს ვერ სწვდები…
საინტერესოა!
LikeLike
მე ე.წ.”გამორჩეული ადამიანების” ფენომენმა დამაინტერესა, ტაბუ. კი იცი, უიშვიათესი გამონაკლისის გარდა, აქ იმ წიგნებზე ვწერ, რომლებიც, ამა თუ იმ მიზეზის გამო, უბრალოდ კი არა, ძალიან მომწონს. ყველა თავისებურად, ცხადია. “კირჩხიბის ტროპიკიც” ასეთია, მაგრამ, რატომღაც, აზრად არ მომსვლია საკუთარ “გამორჩეულობაზე” საუბარი.
არ ვარ, ეტყობა :))
LikeLike
მოლიიი, ისეთი მაგარი “რეცენზია” იყო, სულ რომ უწიგნურობა/რეგვენეობისკენ იყო მიდრეკილი, ადგები და მაინცდამაიც კირჩხიბს წაიკითხავ!! (თან ჩემი ზოდიაქოა :პ)
ახლა ჰამსუნის მისტერიებში ვარ ჩაძირული და შემდეგი ტროპიკი ჩამაყენებინე რიგში შენდაუნებურად :)) :მკითხველზე უკიდეგანო გავლენა სმაილიკი <3 :))
LikeLike
არ ინანებ :) შენი გემოვნების ამბავი რომ ვიცი, სათანადოდ დააფასებ და მერე იმპრესიების გაზიარებაც არ დაიზარო :)
LikeLike
უდიალოგო წერის მანერაზე ჭილაძე გამახსენდა… <3
შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ რასაკვირველია<3
LikeLike
მარკესის “პატრიარქის შემოდგომა” და პერეს-რევერტეს რომანები გამახსენდა მე.
LikeLike
არ ვთვლი რომმილერი ჩემი მწერალია, უბრალოდ “კირჩხიბის ტროპიკი” უნდა წაიკითხო რადაც არ უნდა დაგიჯდეს.
მე ვფიქრობ, ის ბევრად მეტია ვიდრე უბრალოდ პორნოგრაფია და თავაშვებულობა :)
LikeLike
სწორად ფიქრობ, ბიბი. ეზ ოლვეიზ.
LikeLike
მე რათქმაუნდა შემეძლო უფრო ვრცლადაც დამეწერა, მარა საქმე იმაშია, რომ არ წამიკითხავს. :/
LikeLike
გუშინ შევიძინე :D
ალბათ ტელეპატიურად გადმომეცი, პოსტის გამოქვეყნებას რომ აპირებდი და მეც, მანამდე რომ არ მქონოდა წაკითხვა გადაწყვეტილი, ამ პოსტი შემდეგ მაინც აუცილებლად შევიძენდი!
“ხმაური და მძვინვარებას” რომ მოვრჩები, შემდეგი რიგში ეს და კერუაკის “გზაზე” არიან… ვაი, რა ეშველება ჩემს სწავლას…
LikeLike
კატასტროფულად არ მყოფნის დრო მეც :((
LikeLike
მოლი, რაკარგი ხააარ :))
LikeLike
მადლობა :)
LikeLike
გეგმაში კი მქონდა, მაგრამ უკვე სიის სათავეში მოექცა: ) ბეგბედერს თუ შევაჩვიე თვალი და მომეწონა კიდევაც, არა მგონი მილერი დავიწუნო. ეს სწავლა რომ არა… მოუცლელობისა და წიგნის მაღაზიის უქონლობის გამო ნელ–ნელა მივყვები წიგნებს, თუმცა ჩემი დამოკიდებულება მათ მიმართ “გეზს არასოდეს შეიცვლის” <3
LikeLike
მე მომწონს შენი სია, ვამპირ :)
LikeLike
კერუაკის ”გზაზე” და ამაზე ერთი და იგივე რამ დამემარტა. ვინანე, რომ ათი წლის წინ ვერ წავიკითხე ამ თუ იმ მიზეზის გამო. ესეც ჩემი აზრით, ”ასაკის” წიგნია. დღესქართულად მისი წაკითხვის შემდეგ მქონდა უცნაური შეგრძნება – ბებერი ადამიანი რომ ბობოქარ ახალგაზრდობას გაიხსენებს. არ ვიცი რატომ, ალბათ იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი უფრო სხვა რამეები გახდა. შესაძლოა, ეს ჩემი პრობლემაა, წიგნები ჩემთვის ტანსაცმელივიტაა, ვიცმევ და ან მეტევა ან არ, სუყველა ჩემთვის მინდა ხოლმე.მოსარგებად. და ეგრე კიდევ, სადააა, ავოეეე. ხოდა ასე.
LikeLike
თავის დროზე, სელინჯერზე დამწყდა გული, 14 წლისას რომ არ ჩამივარდა ხელში. “ასაკის წიგნია” ნამდვილად, თავისი ასაკი აქვს და იმ დროს განსაკუთრებით გემრიელია, მაგრამ აი, რა გითხრა… მერეც თავისი ეშხი აქვს. შესაძლოა, ისეთი ვერა, მაგრამ აქვს.
LikeLike
ახლა ვკითხულობ მილერს და უკვე “ჩემი” წიგნია.
პირველივე გვერდიდან ვიგრძენი.
ვნახოთ….
LikeLike
ვერი ნაის!
LikeLike
ხო,ნამდვილად. ვინც კარგად მიცნობს, ყველა ამ წიგნს მთავაზობდა წასაკითხად, მაშინ ქართულად არც იყო თარგმნილი და მე ინგლისურად წაკითხვის ცოტა შემეშინდა . ახლა კი აჰააამ, ძლივს…
მადლობა მეგობრებს ))))
LikeLike