ეჰ… “Нет повести печальнее на свете, чем повесть – “Я сегодня на диете”…
კი მაგრამ, დიეტაზე თუ ხარ, თოვლი თუ მოდის და ქარია, ქვეყანა თუ ინგრევა, შენ რა გიხარია კი არა და, რა წვეულება აგიტყდაო, გაიოცებთ, ალბათ.
მომენატრეთ და რა ვქნა. ჩემი დიეტა კი საკმაოდ ხანგრძლივია, ამას თუ ვუყურეთ, კარგა ხანს ვერ ავახმაურებთ ზამთრის ბაღს. ასე რომ, თქვენ მიირთვით, მე მასპინძლობას გაგიწევთ.
ისე, რომ იცოდეთ, დღეს შუ–ფართის მოწყობა მაქვს გეგმაში, ოღონდ არ გეგონოთ, მარტო ტკბილზე გადაგატარებთ. სხვათა შორის, არც მკლავებს დაგაკაპიწებინებთ, როგორც ამას წინათ :) მარტო ის მინდა, რომ გლეხის ბიჭმა ბუხარს მიხედოს, რაღაც აგვიცივდა ამ გაზაფხულზე, დანარჩენები კი მყუდროდ მოკალათდით, ბალიშები და სავარძლები, თავადაც ხედავთ, არ გვაკლია. ოღონდ მალინას საყვარელი, მძივებიანი ყურთბალიში გამიქრა სადღაც.
თეო, აგერ რუსა ამზადებს ნაღებიან ყავას და იქნებ სტუმრებს ჩამოურიგო? მეტს აღარ შეგაწუხებთ და ყველაფერს თავად მივხედავ, დუდუ დობორჯგინიძისა არ იყოს, დედას ვფიცავარ, მამას ვფიცავარ და ყველას ვფიცავარ.
დარწმუნებული ვარ, ხვდებით, რომ ჩვენი თავყრილობა მცირე კულინარიული ექსკურსიის გარეშე, ტრადიციულად, არც დღეს ჩაივლის. თქვენ ყავა მიირთვით, მე კი აქვე, ბართან ვიფუსფუსებ, რაც მჭირდება, უკვე მოვიმარაგე, თან პაწაწუნა და გემრიელი შუების ისტორიიდან ცოტას მაინც გიამბობთ. რამეს.
მართალია, ამ ჰაეროვან სასუსნავს ზოგი გაპრანჭულად პროფიტროლს უწოდებს, მაგრამ მე მაინც ის სახელი მირჩევნია, რომლის გამოგონებასაც ეკატერინე მედიჩის პირად მზარეულს – პანტერელის მიაწერენ და ფრანგულად კომბოსტოს ნიშნავს – შუ.
მირჩევნია, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მთელი ბავშვობა ასე ვეძახდი იმ საოცარ ნამცხვარს, დედა რომ მიმზადებდა და პირში დნებოდა, მეორეც, მგონი, ასე უფრო უხდება – შეხედეთ, როგორ ჰგავს კომბოსტოს ციცქნა თავებს.
მოკლედ, პანტერელის ამბავში მთლად დარწმუნებული არ ვარ – ისტორია სხვადასხვა ვერსიას გვთავაზობს და უფრო სარწმუნოდ ცნობილი ფრანგი მზარეულის – ჟაკ ავისის ამბავი მეჩვენება, იმ ავისისა, თავად ტალეირანის სუფრისთვის რომ ამზადებდა ნაირ–ნაირ კერძებს.
1760 წელს აღარ ეკატერინე მედიჩი იყო ამქვეყნად და აღარც მისი ფლორენციელი შეფ–მზარეული, არც ის ვიცით, არსებობდა თუ არა კიდევ ოდესღაც სახელგანთქმული “პანტერელის ცომი”, მაგრამ, როგორც ამბობენ, ჟაკ ავისს ახალი კულინარიული შედევრის დამზადების იდეა ძველთაძველი ფრანგული კერძის წყალობით მოუვიდა. თურმე გლეხები კარტოფილის პიურეს კვერცხთან ერთად ზელდნენ, პატარა ბურთულებს აკეთებდნენ და აცხობდნენ. ავისმა არც აცია, არც აცხელა, კარტოფილი ფქვილით შეცვალა და მოხარშული ცომისაგან ჩემი საყვარელი შუ გამოიყვანა.
ისტორია, თავადაც ხედავთ, მაინცდამაინც გრძელი არ არის და არც ვერსიების ისეთი მრავალფეროვნებით გამოირჩევა, როგორც პიცა ან ნაყინი, სამაგიეროდ, იმის თქმა შემიძლია, რომ წლების მანძილზე შუს რეცეპტში ბევრი რამ შეიცვალა და ამასი ქართულმა სამზარეულომაც შეიტანა წვლილი.
თქვენ გგონიათ, ამ არაჩვეულებრივი მოხარშული ცომის შიგთავსად მარტო კრემი გამოდგება? ოლოლი თქვენ :) აბა, ვინ წაიღებს თეფშებს მაგიდისკენ? აი, ეს შუები ჩემი საფირმო ქათმის სალათით არის შეზავებული, აქ ჭარხლის ნიგვზიანი ფხალია, აქ კი – ისპანახის. ჩაშუშული სოკოთი გაძეძგილებიც მომეპოვება და ოლივიეს სალათითაც. ნიგვზიანი ბადრიჯნით შეკმაზული შუც უნდა გამისინჯოთ აუცილებლად, თითებს ჩაიკვნეტთ. თქვენ გემრიელად მიირთვით, მე კი ყავის მეორე სეანსისთვის დავფაცურდები, თან დესერტისთვის ბოლო აკორდი მაქვს დასამატებელი – კრემიან პროფიტროლებს შაქრის პუდრი უნდა მოვაფრქვიო.
ჩემი დიეტის ამბავი ნუ განაღვლებს, მარიამ – “ჩვენ ერთად ვართ, მთავარია” :) და შუ–ფართიც, მგონი, შედგა – კმაყოფილი სახეები გაქვთ.
მასპინძელსაც მეტი არაფერი უნდა.
ვაიმე მოლი, რა გამიკეთე.. :) მე, როგორც მსუნაგს.
LikeLike
არანაკლები მსუნაგია ავტორიც :)
LikeLike
ეკლერებზე ხომ დაწერ? :უსერ:
LikeLike
დავწერ :)
LikeLike
როგორი მოლის ბლოგის სურნელი ასდის ყავას :)
LikeLike
რუსას ნახელავი აბა, როგორი იქნება? :)
LikeLike
რა სისასტიკეა :)) მე მეგონა შუაღამისთვის ერთი ყუთი ხაჭო და ორი კვერცხის გოგლიმოგლი საკმარისი იყო… არადა ხელახლა მომშივდა :)) …თან “საფუძვლიანად” :))
LikeLike
ერთი ყუთი ხაჭო და ორი გოგლიმოგლი? :) ახლა მე მომშივდა :)
LikeLike
შუ შუ შუ შუ :)))
ცოტა უცნაური სიტყვა კია ისე ^_^
მაგრამ შუში კრემი უნდა იყოს და არა ქათამი :| იმედგაცრუებული ტკბილეულომანი :|
LikeLike
მე ორივე მომწონს
LikeLike
უჰ, ჩორვენ, იცი, რა გემრიელია ქათმიანი შუ? ცომი ხომ ტკბილი არ არის, ჰოდა, ძალიან უხდება, ენდე სტაჟიან ღორმუცელას :დდდ
LikeLike
შუც და ეკლერიც <3 მოკლედ, ავისის ვალიდან ვერ ამოვალთ :)))
LikeLike
ეკლერი ადრე მიყვარდა ძალიან. ახლა მხოლოდ შუ :)
LikeLike
აუჰ, გუშინწინ ბათუმში ჩემს საყვარელ საკონდიტროს დავესხი თავს, იმდენი შუ ვჭამე, სადმე პარალელურ სამყაროში შუების სახელმწიფო თუ არსებობს – შუთა რისხვად და გამანადგურებლად გამომაცხადებენ ალბათ :ს
LikeLike
რომელია შენი საყვარელი საკონდიტრო ბათუმში, იაკო? ჩემი აღმოსავლური კაფე იყო, თხილაიშვილის ქუჩაზე, მაგრამ, მგონი, არც ის კაფეა და არც ქუჩა.
LikeLike
აღმოსავლური კაფე აღარაა, მაგრამ ახლა არის “დონა”, უგემრიელესი ნამცხვრები აქვთ მთელს ქალაქში და შეიძლება ქვეყანაშიც კი ^__^
LikeLike
როგორ მშია და ჭამის თავიც არ მაქვს:( მიყვარს შუ.
LikeLike
ჯანდაბას დიეტა :(
LikeLike
ნეტა დიეტის გამო ვერ ვჭამდე, ყელი ისე მტკივა ვერც ვლაპარაკობ. ნერწყვს ძლივს ვყლაპავ და რომელ საჭმელზე ლაპარაკი. ამ საგაზაფხულოდ ჯანდაბას დიეტა ვინ ამბობს ნეტავ? ალბათ 55 კილოს ვინც არასოდეს ასცდენია
LikeLike
შუ.. შა. ვთქვი ჩუ. მად.
LikeLike
უხდება შუს <3
LikeLike
უჰ, როგორ მიყვარს. სიამოვნებით მივირთმევდი ძალიან ბევრს :)
LikeLike
ძალიან ბევრი არ გამოვა, სანდრო. ზედმეტად ტკბილია :)
LikeLike
პირველი სურათის დანახვისას გული ამიჩქარდა. ტკბილეულზე ისედაც ვგიჟდები და შუ ჩემი ერთ–ერთი ფავორიტია, თუმცა არ ვიცოდი კრემის გარდა შიგთავსის სახით სხვა რამესაც თუ იყენებდნენ :) გემრიელი პოსტია :)
LikeLike
ერგან მასწავლეს ქათმის სალათის გულსართი და იმის მერე ჩემი ტრადიციული სასუსნავია. იმდენად მომეწონა, ტკბილს უკვე იშვიათად ვაკეთებთ,
LikeLike
ვაიმე რა გემრიელობა იქნება <3
LikeLike
თითებს ჩაიკვნეტ, ფინიკი :) თან, პუდრას ნაცვლად მაიონეზს ვასხამთ და უუუუგემრიელესობაა :)
LikeLike
როგორი ტკბილი რამეების კეთება ცოდნია იმ ავ(ი)სს :))
მე ტრადიციული ჰაეროვანი, ფუმფულა, კრემიანი შუ მირჩევნია ;)
LikeLike
ავ(ი)სს :) ბიბის საფირმო კალამბურები :)
LikeLike
ჩვენი საყვარელი მასპინძლის მორიგი გულისწამღები და დიეტის მტერი თავყრილობა :)
LikeLike
არადა, თავად პოსტის ავტორია მძიმე დიეტაზე :)
LikeLike
ვგიჟდები, ვგიჟდები შუზე! მართლაც პირში დნება, ყველაზე ჰაეროვანი სასუსნავია ამქვეყნად. სხვათა შორის, ქათმის სალათით შეზავებულიც გამისინჯავს და უგემრიელესია, თითებს ჩაიკვნეტ!
LikeLike
უგემრიელესია და მსუყე :) მაქსიმუმ, სამ-ოთხ ცალს მოერიო.
LikeLike
ეჰ… დიეტაზე არ ვიყო და მე ვიცი, რამდენსაც მოვერეოდი :)
LikeLike
ცხრას :) მერე შეისვენებდი და კიდევ ცხრას :)
LikeLike
გიერთდებით მოდიეტეთა კლუბში 6 სთ-ის მერე არ მჭამელი ბლოგერი :)
LikeLike
ქალი შენ ყოფილხარ და ნებისყოფა შენ გქონია, ტაბუ.
ნებისმიერი სასაუსნავი ექვსის შემდეგ ორმაგად გემრიელია :)
LikeLike
მეუღლეც შემომიერთდა, ამიტომ სადილებს აღარ ვაკეთებ სახლში და ბევრად მიადვილდება – ცოტა ძიძა დავჩაგრეთ, მაგრამ იტანს :D
LikeLike
ძიძა კი იქნება შავ დღეში, მაგრამ თქვენ ისიამოვნებთ. საყვარელ ადამიანთან სადილი ორმაგად გემრიელიაო :)
LikeLike
ისე ერთი ვერანდა-ლიტერატული-კაფე არ გვაწყენდა მაგნუმელებს, კვირაში ერთხელ კინოსეანსაც მოვაწყობდით :) ფართი რომ მქონდეს სიამოვნებით გავაკეთებდი :)
LikeLike
აი, მესმის იდეა :)
LikeLike
მეც შემოვისეირნებდი დიდი სიამოვნებით :) სადმე, კუთხეში დავჯდებოდი და მოგისმენდით :)
LikeLike
შემოისეირნებდი კი არა და ვიპ კლიენტი იქნებოდა ყველა მაგნუმელი :)
LikeLike
სოუ ნაის :) მაგნუმელების ახლობელი ვარ მეთქი :) ინკოგნიტოსაც შევინარჩუნებდი და პრივილეგიებითაც ვისარგებლებდი :)))
LikeLike
გუშინ ისე ვიყავი გასავათებული ვარჯიშისა და შიმშილისაგან, რომ პოსტის ბოლოს ხელები ჩამომიცვივდა და ლაიქის დასმა ძლივს მოვახერხე :(
ისე, კარგა ხანია, სამზარეულოში არ ვყოფილვარ და მგონი, გამოვასწორო ეს ხარვეზი ამ პოსტის შემდეგ :)
თუ რამე, ამ პოსტს ჩემი ნახელავითაც ხომ გააფორმებ? :)
გამოვა, რომ დაგპატიჟეთ :)
LikeLike
სურათებს გულისხმობ? :) შენ გადაიღე და იმ წამსვე წავშლი ამათ :) თან, აპდეითს გავუკეთებ, ახლა უკვე თამარას ექსკლუზიური ფოტოსესიით მეთქი :)
LikeLike
დიეტის რა ვთქვა, მაგრამ ახლახან მოვრჩი ჭამას და ისევ სუფრისკენ გამიწია გულმა.მაგრამ ჯერ ბუხარს მივხედავ, კარგი :დ
LikeLike
შევთანხმდით, აწი, ბუხარი შენზეა :)))
LikeLike
მხოლოდ კრემი!
პროფიტროლი კი კაი სახელია. პროფი და ტროლი :)
LikeLike
ორივე გიხდება, მილორდ :)
LikeLike
ნიგვზიანი ბადრიჯანიოო,ნერწყვები მომადგა მოლი <3 გენრიელობაა როგორც ყოველთვის და მეჩ ჩავტკბი,მაგრამ ისპანახს გაგისინჯავ,ტკბილი შემდეგ მაინც ცხარე მჯავეს მიყოლება მიყვარს :)
LikeLike
პირდაპირ ბადრიჯნით და ქათმის სალათით დაიწყე, ჟანა :) ტკბილი არც გაგახსენდება, გპირდები :)
LikeLike
ვერ წარმოიდგენ, როგორ გავინაბე ახლა, მოლ ^_^
შუ კი მიყვარდა, მაგრამ სხვადასხვა “არატკბილი” გემრიელობებითაც თუ შეიძლებოდა გაკეთება, არ მიფიქრია…
გოჭიზმიც ამას ჰქვია!
იმდენად ვარ შთაგონებული, რომ ოდესმე ალბათ მართლა გავხდები კარგი კულინარი მხოლოდ იმისთვის, რომ ეს გოჭიზმი შუები გავაკეთო ერთხელ მაინც საკუთარი ხელით ^_^
LikeLike
“არატკბილი” ვერსიები განსაკუთრებით გემრიელია, დამიჯერე :)
გააკეთე აუცილებლად და მერე მომიყევი, როგორ მოგეწონება, მარიამ :)
LikeLike
მე თუ ამის გაკეთებას შევძლებ, საგანგებო ზეიმითაც აღვნიშნავ, უდავოდ!
LikeLike
კულინარია სიყვარულია. დამთავრებულია.
LikeLike