ათიოდე დღის წინ, “ფეისბუქზე” მოსაწვევი მომივიდა – გიო მგელაძის მოთხრობების კრებულის პრეზენტაციაზე გეპატიჟებითო.
ჩვენი ავტორებისა და გამომცემლობების წყალობით, ახალ-ახალი სასუსნავის დასაგემოვნებლად კვირაში ერთხელ მაინც იშლება სუფრა, მაგრამ ყველგან მისვლას ვერ ვახერხებ – ოხერი სამსახურის ამბები თქვენც კარგად მოგეხსენებათ.
ოღონდ, აქ წაუსვლელობა არაფრით იქნებოდა. თავგადადებული სინემანიაკი ნამდვილად არ გახლავართ, მაგრამ “არა, მეგობაროს” შესახებ ჩემნაირ უვიცსაც კი სმენია და ცნობილი რეჟისორის ლიტერატურული დებიუტის გამოტოვება არც მიფიქრია.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, მოწვევა დიდი მადლობებით მივიღე და ივენთ-ლენტს დავუყევი. აბა, რა ხდება, ხალხი რას ამბობს-მეთქი…
ჯერ წიგნის სათაურმა მომხიბლა, მერე – გარეკანმა (დიზაინს როგორ ყურადღებას ვაქცევ, გეცოდინებათ). ყდაზე გამოტანილმა +16-მა თვალები ინტერესით დამაჭყეტინა – ერთობ დამაინტრიგებლად გამოიყურებოდა.
ბესო ხვედელიძის მცირე კომენტარსაც წავაწყდი – თანამედროვე საზოგადოებისთვის მტკივნეული თუ დაფარული ერთი თემაც არ დაუტოვებია ყურადღების მიღმაო და აღარც შევყოყმანებულვარ – სამსახურს საღამო როგორმე უჩემოდ უნდა გაეტარებინა.
ჰოდა, ცამეტში, ოთხშაბათს, შრომაზე ადრიანად ავიღე ხელი და შვიდი საათისთვის უკვე კინო “ამირანის” ფოიეში დავსუნსულებდი. აშკარად არაფერი წამიგია – ნაცნობები ვნახე, სამ მოკლემეტრაჟიან ფილმს ვუყურე და წიგნიც წამოვიღე, ცხადია.
“SMS” განსხვავებული გამოცემაა და ეს განსაკუთრებულობა ფორმატით იწყება. ალბომის ფორმა აქვს და, ჩვენში დარჩეს, ძალზე წააგავს იმ პიქტოგრამას, ტელეფონებში მოკლე ტექსტური შეტყობინების მოსვლას რომ გვამცნობს.
კრებულში 29 მოთხრობაა და 2 პიესა – “გაიღიმეთ, ჩიტი გამოფრინდება” და “IMAGO MUNDI”. ეს უკანასკნელი, სხვათა შორის, წლევანდელი “საბას” ლონგლისტშიც მოხვედრილა, თავად წიგნი კი “წლის საუკეთესო დებიუტის” ნომინაციისთვის იბრძოლებს – ასე გადაწყვიტა “საუნჯემ”.
თავიდანვე გეტყვით, რომ აკადემიური პროზის მოყვარულ ორთოდოქსებს გულის გასახეთქად სარჩევიც ეყოფათ – ჯერ მარტო სათაურებია არანორმატიული ლექსიკით გაძეძგილი და სიღრმეებში რა ტრიალებს, იოლი წარმოსადგენია – მტრისას :)
ოღონდ, მოლის სლენგზე და ნატურალიზმზე გულყრა ნაღდად არ ემართება – მთავარია, ყალბად და ნაძალადევად არ ჟღერდეს. მანერულობას და სიყალბეს კი, დამიჯერეთ, აქ ვერსად წააწყდებით. ესეც არ იყოს, თუ ავტორს იცნობთ, დამეთანხმებით, რომ გიო მგელაძისგან დავარცხნილ-დახუჭუჭებული ტექსტები უფრო მოულოდნელი და არაბუნებრივი იქნებოდა. გიო ის კაცი არ გახლავთ, ვითომ პურიტანებსა და მათ დაწესებულ კოდექსს მოუხადოს ხარკი – ემანდ, არავინ გავანაწყენოო.
და, რაც მთავარია, ამ “უზნეობის” კორიანტელს მიღმა ისე ზუსტად მიგნებული ფრაზები და ტიპაჟებია, ისეთი დახვეწილი გროტესკი, შავი იუმორი, ბასრი და მწარე სარკაზმი, ხან გულიან სიცილს ვერ შეიკავებ, ხან, ამ ხითხითის მიღმა, ეკლის ჩხვლეტასაც იგრძნობ და ჩაფიქრდები.
სიტყვა მეტისმეტად რომ არ გამიგრძელდეს, ამ მოკრძალებულ რევიუს წერტილს დავუსვამ და მხოლოდ ერთს ვიტყვი – SMS ფსევდო-მორალისტებისთვის არ დაწერილა და მას ის მკითხველი დააფასებს, ვისაც, ყველაზე მეტად, გულწრფელი და პირველყოფილი პროზა ეძვირფასება.
ამ ავტორის კი არ მაქვს რამე წაკითხული და ალბათ პირველი ეს იქნება, თან საინტერესო ჩანს :)
LikeLike
სადებიუტოო, არსად მიწერია?
ამ ავტორის, სანდრო, ფილმები გექნება ნანახი :)
LikeLike
აა, “არა-მეგობარო” ეს მაქვს ნანახი მხოლოდ :)
LikeLike
ისე გემრიელად მოგაქვს წიგნის არომატები,რომ იმავე წამს გინდა წაიკითხო. :)
LikeLike
ჰეჰ, როგორ გამახარე :)
LikeLike
გახსნას ბოლო-ბოლო ვინმემ სადღეღამისო მაღაზია :)) სანამ “ცხელ-ცხელი” შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ, ჩავირბენდი :))
LikeLike
მე გავხსნი :)
LikeLike
აუჰ რა მაგარი იქნება ^^ ერთი სავარძელი გამომიყავი რა მოლი, შუა ღამეს რომ გადაცდება მერე მოვადგები ხოლმე შენ მაღაზიას <3
LikeLike
ლოფტის ესთეტიკა მოუხდება შენს სადღეღამისო მაღაზიას, ასე მგონია მე <3
მეც ვიქნები შენი ხშირი სტუმარი!
LikeLike
ჭურში განვისვენებ :3
ახლა დავაფასე, შენი იდეა სადღეღამისო წიგნის მაღაზიის შესახებ <3
ყდა მომეწონა, რევიუ თიტების ჩასაკვნეტი იყო, მაგრამ +16–ზე დავფიქრდი, მრ ხომ იცი ასეთებს ვერიდები :D :D :D
LikeLike
ჰო :) სად შენ და სად + 16 :)
სადღეღამისო მაღაზიის იდეა სულ უფრო და უფრო მომწონს.
LikeLike
ჰო, თაია “ალისას” არ გაცდენია :))
მეც მინდება ხოლმე, სლენგის თავისუფლად გამოყენება შემეძლოს (და არა მარტო სლენგის), მაგრამ ისეთი პერსონაჟები მყავს, არ მოუხდებათ :/
“სამსახურს საღამო როგორმე უჩემოდ უნდა გაეტარებინა”
:))))))))
LikeLike
შენ სლენგსაც და ნატურალიზმსაც ისე დახვეწილად გამოიყენებ, რუსა, ყველას მოეწონება. ნუ, ყველა გემოვნებიან მკითხველს და უგემოვნოს აზრი არც არის საინტერესო :)
LikeLike
სლენგზე და ნატურალიზმზე მეც მიმეჩვია თვალი, არადა ადრე ვერ ვიტანდი.
LikeLike
თავისთავად არც ერთია ცუდი და არც მეორე. მთავარია, ორგანული იყოს და არა სპეციალურად, ეპატაჟისთვის ჩატენილი.
რატომ უნდა წავშალო? :) იყოს. ისტორიას შემოვუნახავთ.
LikeLike
როგორ მომწნს ჩემი ახალი ავატარი პირველად გამოვიყენე მას შემდეგ და მიხარია, წაშალე ეს კომენტი
LikeLike
უნდა გავწითლდე და ისე ვთქვა რომ ავტორზე არაფერი მსმენია, ადრეც მითქვამს ქართველ მწერლებს დიდად არ ვწყალობ მეთქი და ალბათ ამის ბრალია. თუმცა რა გასაკვირი იქნება აღვნიშნო, ისეთი დამაინტრიგებელი პოსტი გაქვს, ამ წიგნს წაუკითხავს ნამდვილად ვერ დავტოვებ მეთქი :)
LikeLike
არც ქართველ რეჟისორებს, ალბათ :) წაიკითხე, არ ინანებ.
LikeLike
ჰო, დიდად არც ქართველ რეჟისორებს :) წავიკითხავ :)
LikeLike
მართალია წიგნებში მთავარი აზრებია, იდეებიაა და მატი გამოხატულება მაგრამ დიზაინსაც ძალიან დიდი მნისვნელობა აქვს…მიყვას საინტერესოდ “შეფუთული” “სასუსნავები” :)
LikeLike
აბა, რა! დიზაინზე და ბიბლიოკრეატივზე ცალკე პოსტიც მაქვს დაწერილი, ქავერების ჩემი პირადი ტოპ-ხუთეულით.
LikeLike
მოლი, რას მერჩი :(
მეცადინეობა უნდა დავიწყო, 9 თვით ყველაფერს უნდა მოვწყდე, სამსახურის და ძირითადი საოჯახო სამუშაოების გარდა. ჩემი რიდინგ-ლისთი კი, შენი დამსახურებით, ვერა და ვერ შევამცირე :)
LikeLike
მე მომწონს შენი რიდინგ-ლისთი :)
გუდ ლაკ! შენ ისეთი ყოჩაღი გოგო ხარ, ყველაფერს მოასწრებ :)
LikeLike
სურვილებისთვის მადლობა, მოლი :)
LikeLike
ისე მიხარი SMS-ის მოსვლა და მისი კითვა :)
ჰოდა, წავიკითხავ ამ დღეებში გიო მგელაძეს რა SMS დაწერა ასეთი, მოლი რომ მოხიბლა :)
LikeLike
ცერა თითის თაობაო, ხომ გაგიგია :)
LikeLike
ჰმმ. დავიცავ ცენზურას, თორე სხვა ინტერპრეტცაიაც გამახსენდა :))
LikeLike
აბა, რაის ცენზურა :) რა უნდა აქ ცენზურას? :)
LikeLike
“რაც მთავარია, ამ “უზნეობის” კორიანტელს მიღმა ისე ზუსტად მიგნებული ფრაზები და ტიპაჟებია, ისეთი დახვეწილი გროტესკი, შავი იუმორი, ბასრი და მწარე სარკაზმი, ხან გულიან სიცილს ვერ შეიკავებ, ხან, ამ ხითხითის მიღმა, ეკლის ჩხვლეტასაც იგრძნობ და ჩაფიქრდები.”
ოჰო, მგონი ზუსტად იმას გადვაწყდი რასაც ვეძებდი ეს დღეებია… სხვა რომ არაფერი, შენ ისეთი დამაინტრიგებელი ენა გაქვს რომ:P ))
LikeLike
გულწრფელი იმპრესიებია მხოლოდ, ვამპირ :)
LikeLike
is vinc gios ar icnobs waikitxavs da…gaicnobs
LikeLike