„შენ მაჩვენე მზის სიახლე და ზღაპრების მხარე“ – თავისუფლად შეიძლება ასე მივმართოთ იმ მწერალს, რომელიც ლილე იროელის ამბავს მოგვიყვა. ოთხი წიგნი სიკეთეზე, სიყვარულზე, სილამაზეზე, თავგანწირვაზე, მეგობრობაზე, ადამიანურ ცდუნებებზე და მათ შედეგებზე.
ვეცადე ოთხივე წიგნიდან ამომეკრიფა კითხვები. იმედია, პაკეტი მოგეწონებათ და თუ ვინმე ლილეს არ იცნობთ, მისი გაცნობის სურვილი გაგიჩნდებათ.
წარმატებები!
1. რა მასალისგან იყო გამოჭედილი ბალღამის თასი?
2. რომელ ღვთისშვილს ეძახდნენ სვეტად ჩამოსულს და რატომ?
3. რა იყო იროელების თილისმა?
4. ვის „დაემუქრა“ ბერი ბაადური, პირიმზესთან თაფლაკვერების ამბის გაცხადებით?
5. რა გამოიყენა ბერმა ბაადურმა ბუბას მოსანათლად?
6. ვინ ცხოვრობდა ტაბაკონის მთაზე?
7. ვისი სადღეგრძელო ისმებოდა ხატობაზე მეორე ბარძიმით?
8. რომელი ქალაქის მბრძანებლობა სურდა წყლის ქაჯთა მეუფე ბუქრას?
9. რა ერქვა მჭედლების ქალაქს?
10. რა ფერს იღებდა სამსალას სასახლე, როცა ბნელთმეუფე მშვიდად და ბედნიერად გრძნობდა თავს?
11. რომელი ანდაზა გამოიყენებოდა როშკაშში, სალიტულაში გავრცელებული „როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან“ სინონიმად?
12. რომელი ხისგან ამზადებდნენ სველთვალებიანი ნიღბის გუგებს?
13. რას ნიშნავს გალი-გალა?
14. რისი მოგროვება მოსთხოვა ტისომ დედა-დედოფალს სველთვალებიანი ნიღბებისთვის?
15. რა აჩუქა სველთვალებიანი ნიღბის ოსტატმა გალი-გალას?
კი მრცხვენია მაგრამ, სამწუხაროდ არ მაქვს წაკითხული :(
LikeLike
ჰოდა, პირველად კითხვის ბედნიერება :)
LikeLike
ვაიმე… მე რომ შარშან წავიკითე, იმიტომ მახსოვს ასე “კარგად”… :(
LikeLike
მომიწევს წაკითხვა :)
LikeLike
მასპინძლის პრივილეგიით მაინც ვერ ვისარგებლე – მკითხველებმა დამასწრეს :)
უღრმესი მადლობა მალინას სტუმრობისთვის და ასეთი გემრიელი პაკეტისთვის. და უღრმესი მადლობა ნატოს მართლაც რომ უმშვენიერესი წიგნებისთვის :)
LikeLike
და მადლობა მასპინძელს :)
LikeLike
მომიტევოს ავტორმა და წიგნის ავტორმა
LikeLike
მეც მაგ დღეში ვარ :(
LikeLike
მითოლოგიის და ოდესღაც წაკითხული ამონარიდების საფუძველზე სულ რამდენიმე ვერსია მაქვს :)
1. ფოლადისგან
2. იახსარი
4. დევთ დედა
5. შავი ქვა
6. კუდიანები
7. მასპინძლის
9. სტამენა
აქვე ვდებ პირობას, რომ წავიკითხავ :))
LikeLike
1. ხალიბური ფოლადი
2. იახსარი
4. დევების დედას
5. მთვარის შავი ქვა
6. კუდიან დედაბერი
7.მასპინძელი ღვთისშვილის სადღეგრძელო
9 სტამენა
LikeLike
არ ვიცნობ ამ ავტორს საერთოდ, ასე რომ:(
LikeLike
სუპერ პაკეტია
LikeLike
მეც მყავს ერთი პატარა ლილე და ერთად უნდა წავიკითხოთ ეს ამბავი რო ვნახავ :ს იქამდე მაპატიეთ, ძალიან რცხვენია :( იმედია ამ კომენტარის დაპოსტვისას ინტერნეტი გაითიშება და არ დაფაბლიშდება :/
LikeLike
როგორ მიყვარს ოთხივე წიგნი <3
LikeLike
1.ხალიბური ფოლადი
2,იახსარი
3,მზე
4, დედაის
5,მთვარის ქვა
6, როკაპი
7,მასპინძელი ღვთისშვილის
8. ფასისი
9, სტამენა
10,ნაცრისფერს
11,როცა ვირი ხეზე ავა
12,ტარუტო
13, კეთილ გულს
14,თითო ფიალა ცრემლის და თმის ფერფლის
15, ტარუტოს ხისგან გამოთლილი ოცცნების ოქროს ჩიტი
LikeLike
1. ხალიბური ფოლადი
2. იახსარი
3. ფრთოსანი მზე
4. დევთ დედა დედიას
5. მთვარის შავი ქვა
6. როკაპი
7. მასპინძელი ღვთისშვილის
8. ფასისი
9. სტამენა
10. ფოლადისფერი
11. როცა ვირი ხეზე ავა
12. შავმექრნიანი ებენის ხე.
13. კეთილი გული
14. ცრემლის და თმის ფერფლის თასების შევსება
15. ოცნების ოქროს ჩიტი
ყველაფერი მხსომებია. :) :) ნისლებიდან და ოთხი სვეტიდან რატომ არაფერი იყო? :(
LikeLike
სწორი პასუხები:
1. ხალიბური ფოლადისგან
2. იახსარი.მორიგემ ციდან სხივთა კონებად ჩამოუშვა ხალხის დასახმარებლად.
3. ფრთოსანი მზე
4. დევთ დედას
5. მთვარის შავი ქვა
6. როკაპი
7. მასპინძელი ღვთისშვილის
8. ფასისი
9. სტამენა
10. ნაცრისფერს
11. როცა ვირი ხეზე ავა
12. შავმექრნიანი ებენის ხე
13. კეთილ გულს
14. 1 თასი ცრემლი და 1 თასი თმის ფერფლი
15. ოცნების ოქროს ჩიტი
და წინასწარი შედეგებიც:
Isaac Clarke – 15; makh – 14; Kejeradze – 7; თამუნა – 7.
LikeLike
ჰეჰე.. :) ამ პაკეტზე 15 რომ ვერ ამეღო მაგრად გამიტყდებოდა :(
LikeLike
ვაიმე…
ერთადერთი კითხვის პასუხი მახსოვდა :(
ბილობილიც ვერ მიშველის მე!
LikeLike
მარტო ოთხი მოთამაშე?
ეეეეჰ, მეტამშა , ხომ მაფრთხილებდი გული დაგწყდებაო :/
LikeLike
[…] ყველაზე უკეთ იმაზე ვწერ, რაც მიყვარს. ლილე იროელის ამბებზე უკვე იყო პაკეტი, ამიტომ გადავწყვიტე […]
LikeLike