ამ კვირის ბოლო, მოგეხსენებათ, კლარა ცეტკინისა და როზა ლუქსემბურგის წყალობით, ჩვეულებრივზე გრძელი გამოდგა. თანაც, ისეთ ნოსტალგიურ და რეტრო განწყობაზე ვიყავი, ძველი წიგნების ფურცვლა დავიწყე და ჯანი როდარის “ჯელსომინოს” რომ მივადექი, შევრჩი კიდეც.
ბავშვობის მოგონებებმა ისე ამიჩუყა გული, მიმოფანტული წიგნები იქვე დავტოვე, რასაც სხვა დროს არაფრის დიდებით არ ვიზამდი, სავარძელში მოვირთხე ფეხი და ცხვირი დიდი ხნის გადაუშლელ ფურცლებში ჩავრგე.
ნელ-ნელა ვკითხულობდი, ვაგემოვნებდი და ვგრძნობდი, როგორ მომნატრებოდნენ ყველანი – ჯელსომინო თავისი არაჩვეულებრივი და მქუხარე ხმით, თათგანწირული ბლოგერი – კედელზე ვარდისფერი ცარცით მიხატული ფეხცანცარა ციცუნია, მუხლჩაუხრელი ბენვენუტო… მხატვარი ბანანიტოც აქ იყო, დეიდა სარიყლაპიაც, რომოლეტაც, დირექტორი დომისოლიც, თქვენ წარმოიდგინეთ, ქვეყნის პირველი ცრუპენეტელას – მეფე ჯაკომონის დანახვაც კი გამიხარდა, თავისი პარიკებიანად. აი, კალიმერ თამასუქის ატანა კი ნამდვილად არ შემეძლო – ეგ საზიზღარი, ეგა. ახია მაგაზე, რაც დაემართა.
ყოველთვის ვამბობდი – ზრდასრულ ასაკში გადაკითხულ ბავშვობის წიგნებს თავისი ეშხი აქვს-მეთქი. იმდენი ვიცინე, იმდენი, გვერდები ამტკივდა.
დეიდა სარიყლაპიასთან ერთად კნუტების კნავილითაც დავტკბი – ხუმრობა საქმე ხომ არ იყო ცრუთა სამეფოში ისეთი ფისუნიების ნახვა, ძაღლებივით რომ არ იყეფებოდნენ. მართალია, მერე ამ პატივცემულ ქალბატონსა და ყაჩაღანა რომოლეტასთან ერთად პოლიციაშიც ამოვყავი თავი და საგიჟეთშიც, მაგრამ დიდხანს არ დავყოვნებულვართ იქ – ჯელსომინო და მისი რაზმი არ თვლემდნენ. ეჰ… საბრალო ბენვენუტო… სიკეთის კეთებაში დალია სული…
ჰო, ამ ალიაქოთში გვარიანად მომშივდა და მინდოდა, ბანანიტოსთვის მეთხოვა, ერთი კარგად დაბრაწული ვარიკელა მეც დამიხატე-მეთქი, მაგრამ დროზე გამახსენდა, დიეტაზე რომ ვარ და გადავიფიქრე. მეტი რაღა დამრჩენოდა, ვიჯექი და ვუყურებდი, როგორ მიახატა ციცუნიას მეოთხე თათი ზეთის საღებავით. არ ეკუთვნოდა თუ რა – თავისუფლებისა და სიმართლისათვის ბრძოლას შესწირა.
ჯაკომონი კი შემეცოდა ბოლოს – ვინ იცის, საყვარელ პარიკებს მდინარეს რომ ატანდა, როგორ იტანჯებოდა. რაღაცას ეუბნებოდა კიდევ, მაგრამ ვერ გავიგონე – ჯელსომინო რომ მღეროდა და სვეტს ანგრევდა, იქ ვიყავი, ჰოდა, ცოტა არ იყოს, დავყრუვდი.
კიდევ კარგი, პოსტის წერას სმენა არ სჭირდება, თორემ ცუდად იქნებოდა საქმე.
არა, ხომ ვართ ბლოგერები ყველაზე მაგარი ხალხი? ფეხცანცარაზე ვამბობ, რასაკვირველია…
ფეხცანცარა სერიოზული ბლოგერი იყო, ჯერ მინი-პოსტებით დაიწყო და ლექსებზე გადავიდა :)
LikeLike
თან, თათი შესწირა მართლა საქმეს <3
LikeLike
ჯელსომინოს ხმა რა გამოსადეგი რამაა მომენტებში ისე :)
LikeLike
სტადიონზე, მაგალითად :)
LikeLike
ფეხცანცარა ციცუნია – პირველი ბლოგერი :D …ასტრიდის შემდეგ თუ ვინმე მახსენდება ბავშვობიდან, ეს ჯანია :)
LikeLike
ჩიპოლინო, ნილსი და ჯელსომინო :)
LikeLike
როოოოგორ, როგორ ძალიან მიყვარს ეს წიგნი <3 შეენი ბიბლიოთეკაც ^^ იმიტომ, რომ ძალიან გავს ჩემსას ^^
LikeLike
კარგი ბიბლიოთეკა გვქონია ორივეს, ეველინ :)
LikeLike
ნაამდვილად, ნამდვილად ^^ ყოველ შემთხვევაში, მე ძალიან მომწონს.
LikeLike
მეც :)
LikeLike
ღიმილით ჩავიკითხე.განწყობა გადმომედო :)
LikeLike
მაგას რა ჯობია :) პოსტს მისია შეუსრულებია.
LikeLike
ერთი დღით ნათხოვარი წიგნი გათენებული ღმე და საოცარი კმაყოფილება, ძალიან პატარა ვიყავი და გამიცოცხლდნენ მოგონებები.
LikeLike
წარმომიდგენია, როგორ მოგეწონებოდა :)
LikeLike
უკომენტაროდ… არ ვიცი რა ვთქვა ^_^
LikeLike
ესეც კომენტარია :)
LikeLike
ბავშვობის წიგნების გადაკითხვა მეც ძალიან მიყვარს და გადასარევ ხასიათზეც მაყენებს. ისიც კარგია როცა საბავშვო წიგნს პირველად ზრდასრულ ასაკში კითხულობ და ფიქრობ ნეტავ ბავშვობაში რომ წამეკითხა რას და როგორ აღვიქვამდიო
LikeLike
ორივე ვარიანტი გამისინჯავს და ორივეს თავისი ეშხი აქვს.
LikeLike
ძაან მიყვარს მე როდარი, ტელეფონით მოყოლილები განსაკუტრებით. აი ის ერთი ქვეყანა რომ იყო და იქ ყველაფერი შოკოლადისგან იყო დამზადებული.
არადა რო დაფიქრდე კომუნისტი როა კი ჩანს :) ჯელსომინოშიც და ჩიპოლინოშიც.
LikeLike
ტელეფონით მოყოლილ ზღაპრებზეც დვწერე, ჩიპოლინოზეც და, აგერ, ჯელსომინოს ჯერიც მოვიდა. ერთი, “ლაჟვარდისფერი ისარი” დამრჩა და იმასაც აუცილებლად გავიხსენებ.
ეტყობა, კი, მემარცხენე სულისკვეთება ეტყობა, მაგრამ წიგნებს არაფერი უშავდება ამით. კამუნიზმ ს ჩელოვეჩესკიმ ლიცომ :))
LikeLike
“ყოველთვის ვამბობდი – ზრდასრულ ასაკში გადაკითხულ ბავშვობის წიგნებს თავისი ეშხი აქვს-მეთქი.” ამაში გეთანხმები ძალიან. :)
რა კარგად გაგიტარებია უქმეები, მე წინ და უკან სიარულში რამდენიმე ასეული და შეიძლება რამდენიმე ათასი კილომეტრიც დავფარე :)))
LikeLike
ნეტარ უსაქმურობაში გავატარე – ძილში, ჭამაში და კითხვაში :)
LikeLike
ჭამა არც მე დამიკლია :))
LikeLike
ძალიან მიყვარს საბავშვო წიგნები და რომ გავიზრდები ალბათ უფრო შემაყვარებს მონატრება : )
LikeLike
ასე იქნება, ალბათ. აგერ, მე, უკვე გაზრდილი ვარ, მაგრამ მაინც უდიდესი სიამოვნებით ვკითხულობ :)
LikeLike
როდარი მეც მიყვარს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს არ მცოდნია. ხო, სულ სხვა გემო აქვს ბავშვობის წიგნების გადაკითხვას
LikeLike
განსაკუთრებული. მართალია, ოდნავ საშიშია – ის პირველი იმპრესიები არ დაგემსხვრეს, მაგრამ მაინც…
LikeLike
დღეს სამსახურში ერთი თავისუფალი საათი ჩავიგდე და გადავიკითხე. გვარიანად ვიცინე (კიდევ კარგი, მარტო ვიყავი).
ბენვენუტო მიყვარდა ყოველთვის ძალიან <3
და მურა ფისოა კიდევ ძალიან საყვარელი პერსონაჟი, სულ აღარ მახსოვდა :)
LikeLike
ჩემი გული (განსაკუთრებით – ახლა) ფეხცანცარა ციცუნიას ეკუთვნის <3
LikeLike
მე ბიზნეს იდეებმა მომხიბლა :)
ისეთი ყვავილები დახატე, ახლა რომ არ იშოვება, სეზონურ ყვავილებს მეყვავილესთანაც ხომ იყიდიანო…. :)
LikeLike
სიუპერ! :)
LikeLike
დაახლოებით ერთი წლის წინ ეს წიგნი მაგნუმის რეკომენდაციებით წავიკიტხე, არც მინანია <3 თქვენ გაიხარეთ ასეთი გულიანი საკიტხავისტის <3
მეე ცრუტა ქვეყნიდან ყველაზე მეტად ჯაკომონი მომწონს <3
LikeLike