მე სერიოზული ადამიანი გახლავართ.
უნდა ვაღიარო, ზოგჯერ ზედმეტად სერიოზულიც კი.
რას ვიზამთ – ულმობელმა ცხოვრებამ დამასვა დაღი. თან, არც პროფესია მაქვს ისეთი, ენის თლიფინით ლაპარაკს და ხუმრობას რომ მიმაჩვიოს.
ჰოდა, ხანდახან რამდენიმე ყლუპი იუმორი ჰაერივით მჭირდება. ეს კი ცოტა რთული საკითხია – ჯერ ერთი, ირგვლივ, ძირითადად, ჩემსავით სერიოზული ადამიანები მახვევია, მეორეც – ცხვირი სულ წიგნებში მაქვს ჩარგული.
“დიოგენეს” გაახარებს ღმერთი – “ბიბლიოთეკაში” ისეთი რომანი შეიტანა, ეს დეფიციტური იუმორი ყლუპებით კი არა, ჩაფებით მოიძებნება. სასაცილო საკითხავი აქამდეც არაერთხელ მომხვედრია ხელთ, მაგრამ, კარგა ხანია, არაფერს გავუხალისებივარ ისე, როგორც ვუდჰაუსის “დაიკიდე, ჯივზ!”-მა მოახერხა.
დასაწყისს ძლივს ვიყავი გაცდენილი და უკვე ისე ვხარხარებდი, ოჯახის წევრებმა ლამის სასწრაფო გამოიძახეს – ეგონათ, ნერვული აშლილობა დამემართა გადაღლილობის ფონზე.
გავიცინებდი, აბა, რას ვიზამდი! ჯერ მარტო შეყვარებული ადამიანის მენიუ ნახეთ:
‘მკაცრი დიეტა – არავითარი სოსისები, ნამცხვრები და, მით უმეტეს, ლორი!”
მერე მოსიყვარულე დეიდა დალია:
“დარჩი მაგ შენს ლონდონში და ავტობუსსაც გაუტანიხარ!”
ახლა მეგობრები? თუნდაც, სახელები რად ღირს – ბენტერა გლოსოპი, რომელსაც ვერაფრით ვერ გააგებინებ, რომ არ შეიძლება, მიტოვებული საქმრო გველეშაპივით ნთქავდეს ღვინოში ჩამბალ თეთრ სოკოს და ხორციან-თირკმლიან ღვეზელებს და ბრიყვი პრანჭიკა, ცხოვრებაში გაუთოებული რომ არაფერი სცმია და ღამღამობით მეწამული ფერის ტრიკოში გამოწყობილი დაშლიგინებს ლონდონის ქუჩებში.
არა, რა… ერთგული კამერდინერი ჯივზი რომ არა, საბრალო ბერტი ვუსტერი ნამდვილად შეიშლებოდა ასეთი ნათესავ-ახლობლების გადამკიდე. მართალია, ხანდახან ჯივზიც გვარიანად ურევს და ბატონის ზოგიერთი ბრძანების შესრულებაზე კატეგორიულ უარს ამბობს, სამაგიეროდ, ნაბახუსევის წამალს ამზადებს ისეთს, მკვდარს გააცოცხლებს. ვერც იმას დაუკარგავ, რომ ადამიანის ფსიქოლოგიაშიც მშვენივრად ერკვევა. სხვათა შორის, წინამორბედი მედოუზივით ბრაგაბრუგითაც არ დადის ოთახებში. დიდი ამბავი, თუ ბარგის ჩალაგების ამბავში მაინცდამაინც ვერ ენდობა კაცი – აიღე ეგ შენი თეთრი სმოკინგი და თავად ჩაჩურთე რომელიმე შეკვრაში, გვარიშვილობას ჩამოგართმევენ? ვუსტერი გონიერი ადამიანია და ასეც იქცევა ხოლმე. სანაცვლოდ, საზრიანი მსახურის წყალობით გვარიანი ხათაბალიდან გამოძრომასაც ახერხებს და შელახული რეპუტაციის აღდგენასაც. უთოთი ამომწვარი საკლუბო სმოკინგი და ვირივით ჯიუტი ხასიათი აქ რა მოსატანია. არც ის მგონია საწყენი, თუ მეგობარი, რომლის გასაჭირი ასე ახლოს მიიტანე გულთან და ლამის თან გადაჰყევი, შენს მსახურს უფრო ემადლიერება – ასე დაწვრილმანება, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია.
რაო? შეცდომებზე მითითებაო? აბა, რა ქნას საბრალო ჯივზმა, მილორდ ვუსტერის ზოგიერთი გეგმა წარუმატებელი და ბრიყვული რომ გამოდგა, პირში წყალი ჩაიგუბოს? მშვიდად თქვიფოს კვერცხი ომლეტისთვის და სათაყვანებელი ბერტის შეცდომებზე თვალი დახუჭოს? არამც და არამც!
სხვა მხრივ, ბატონსა და ლაქიას შორის სრული ჰარმონია სუფევს – საკმარისია, მათ საზოგადოებაში სულ მცირე ხანი დაჰყოთ, რომ მაშინვე გამხიარულდებით, ჰელოთერაპიის კურსსაც ჩაიტარებთ და როცა სიცილისგან აცრემლებულ თვალებს შეიმშრალებთ, მერწმუნეთ, გაცილებით ახალგაზრდად იგრძნობთ თავს.
ასე რომ, თუ მოლი ბლუმის ლიტერატურულ გემოვნებას ენდობით, ნუღარ გადადებთ – აიღეთ ინგლისური იუმორისტული პროზის დიდოსტატის – პელემ გრენვილ ვუდჰაუსის არაჩვეულებრივი წიგნი და დაიკიდეთ ჯივზსა და ვუსტერთან ერთად!
როდისმე ჯივზის ამბავსაც წავიკითხავ :დდდ
LikeLike
სერიალიც არსებობს, სხვათა შორის და არც თუ ურიგო, ქევან.
LikeLike
დღეს ვესაუბრებოდი მეუღლეს ჯივზზე და აღმოჩნდა, რომ სერიალი ნანახიც ჰქონია (ჰიუ ლორის ხათრით და არა მარტო) და დაფასებულიც
LikeLike
ინგლისური იუმორი მიყვარს :)
LikeLike
მეც :)
LikeLike
რაც მე ამაზე ვიცინე… :) ჩემთან ეს არ უკვირთ, მაგრამ ძირითადად ღამე ვკითხულობ და ჯივზის და ვუსტერის გამო ალბათ მეზობლებიც შეწუხდნენ :)
LikeLike
კლასიკური ბრიტანული იუმორი <3
LikeLike
ჩემი ბრიტანეთი <3 მოლი <3
LikeLike
ჩემიც <3 და ჯეინიც გვყავს ანგლოფილი :)
LikeLike
რაც მე ბრიტანული იუმორის სიყვარულზე დამცინეს დღეს, ეს პოსტი შვება-ამოსუნთქვა-გაზმორვაა :))
LikeLike
ვინ გაგიბედა, ანა? :))
LikeLike
კახური იუმორის მოყვარულებმა :/
LikeLike
გამეცინა :))) ანეკდოტი გამოვიდა :) კახურიც კარგია, ბულგარულიც, ბრიტანულიც და ებრაულიც. მთავარია, ხარისხიანი იყოს.
LikeLike
რთულია შედავება :)
LikeLike
შევთანხმდეთ :)
LikeLike
რაც მე ამ წიგნის კითხვისას ვიცინე, საოცრი იუმორია . ხალასი .
LikeLike
ხალასი და ხარისხიანი :)
LikeLike
თქვენ ჯივსის სერიაში სხვები უნდა ნახოთ! :) :) ძალიან მაგარი მწერალია ვუდჰაუსი. :)
სერიალიც ძალიან კარგია <3
ერთხელ მოვიდა რუსულ რსრ-ში კითხვა: ერთხელ ჰიუ ლორის ჰკითხეს, თუ რას უმადლის რომ ასეთი პოპულარულია. ჰიუ ლორიმ უპასუხა, რომ ჰაუსს. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ სამი ასო რომელიც წინა წინადადებაში გამოვტოვეთ. :)
LikeLike
რა მაგარი კითხვაა <3 <3 <3
ღრმა ბავშვობიდან მახსოვს სერიალი. ერთხელაც გადმოვწერ და ხელახლა ვნახავ.
სერიის დანარჩენი წიგნების თარგმანზეც არ ვიტყოდით უარს, ძვირფასო "დიოგენე"! :)
LikeLike
“ვუდ” :)
კარგი კითხვაა ნამდვილად :)
LikeLike
რა კარგია რომ ეს პოსტი პარასკევს გამოქვეყნდა ^^
LikeLike
წინასაუიქენდო განწყობას უხდება :)
LikeLike
ჰო, თან შაბათი წიგნის ყიდვის დღედ მაქვს გამოცხადებული, ჰოდა ზუსტად სულზე მომისწრო ამ პოსტმა :)
LikeLike
ოჰო :) კიდევ უკეთესი :)
LikeLike
მოლი ბლუმის ლიტერატურულ გემოვნებას ვენდობი და აუცილებლად ჩავიგდებ ამ უახლოეს დღეებში ამ წიგნს, რომლის სათაურმაც უკვე რამდენჯერმე დამაინტერესა, როცა წიგნის ამღაზიის თაროებზე დავლანდე.
LikeLike
შთაბეჭდილებების გაზიარებაც არ დაიზარო, ტაბუ :)
LikeLike
აუცილებლად :)
LikeLike
D’accord! :)
LikeLike
პარასკევს საღამოს ბახტრიონზე წიგნის მაღაზიაში ამ წიგნის ხათრით შევედი. მართალია, მასთან ერთად სპარსკიც გამოვაყოლე ხელს და ამიტომ ვუდჰაუსის კითხვა მხოლოდ დღეს დავიწყე, მაგრამ უკვე ისე მასიამოვნა! აუცილებლად გადმოვწერ ქინდლში ამ სერიის სხვა მოთხრობებსაც.
დიდი მადლობა ამ რჩევისა და პოსტისათვის, მოლი!
LikeLike
მაგას რა ჯობია :) ძალიან კარგი. მიხარია, რომ მოგეწონა, ტაბუ :)
LikeLike
მომეწონა – არა. ძალიან მომწონს! :)
კიდევ მადლობა!
LikeLike
მშვენიერია :) სერიალი ბუნდოვნად მახსოვს. მხოლოდ ის, რომ, თავის დროზე, ძალიან მომეწონა. მოვიძიებ ტორენტებზე და ხელახლა ვნახავ.
LikeLike
რიდინგ ლისთში მაქვს, უბრალოდ ახლა სხვა რამეებს ვკითხულობ.
LikeLike
კარგი რიდინგ ლისტი გაქვს შენ, მილორდ :)
LikeLike
ვრცელია ნამეტნავად :(
LikeLike
ცუდია, მერე?
LikeLike
შენი რიდინგ ლისტი რომ ვრცელი იქნება, მე რაღა ვთქვა :(
LikeLike
მადლობელი, დიდად!
იმედია, მომდევნო წიგნებში ამისთანა უაზრო ჩასწორებები აღარ იქნება – “დიოგენე” დამპირდა, პირადად… მაშინ მეორეც გამოვა და მესამეც.
მეყოლეთ ვარდივით,
გია
LikeLike
მადლობა თქვენ, ბატონო გია, თარგმანისთვის :) და შემდეგ წიგნსაც დიდი ინტერესით ველოდებით.
LikeLike
პარასკევი და შაბათი ისეთი დატვირთული მაქვს, ბლოგებზე შესვლასაც ვერ ვახერხებ და დღეს დავიკიდებ :)))
LikeLike
მთავარია, დავიკიდოთ :)))
LikeLike
ჯერ პოსტზე ვხიტხიტებდი და წიგნი რაღა იქნება <3
სხვათა შორის უახლოეს მომავალში ვაპირებ დაკდიებას :დ
LikeLike
დაიკიდე, არ ინანებ :)
LikeLike
დიოგენეს ვიქტორინაში ორი წიგნი მოვიგე და ვარჩევდი, რადგან შენს გემოვნებას ვენდობი პირველს ამას ავირჩევ და მეორეზე ვიფიქრებ კიდევ :)
LikeLike
ყოჩაღ :) ისე, რთული არჩევანია. ერთი ეს ძალიან კარგია და მეორეზე მეც დიდხანს ვიფიქრებდი და, ალბათ, პალანიკს ავარჩევდი. ან ფამუქს.
LikeLike
მადლობა რჩევისთვის, კერუაკის “გზაზეს” ვფიქრობდი, მაგრამ შენს რჩევას გავითვალისწინებ :)
LikeLike
[…] ჩემი შარშანდელი პოსტი “დაიკიდეთ ჯივზსა და ვუსტერთან ერთად!“ ახსოვს, არ გაუკვირდება, რომ როგორც […]
LikeLike
[…] ჩემი შარშანდელი პოსტი “დაიკიდეთ ჯივზსა და ვუსტერთან ერთად!“ ახსოვს, არ გაუკვირდება, რომ როგორც […]
LikeLike