აი, უკვე მეორედ ვმასპინძლობ ჯეოპარდს მოლის ბლოგზე. თანაც, ბევრად უფრო საპასუხისმგებლო მისიით: გავიხსენოთ ჩვენი უდიდესი საგანძური და სიამაყე – “ვეფხისტყაოსანი”.
არ მოგატყუებთ, ბავშვობიდან სიგიჟემდე მიყვარს რუსთაველის უკვდავი ნაწარმოები-თქო – გემო უფრო მოგვიანებით გავუგე, გემოც და გენიალურობაც. და ამ დიდი სიყვარულის ნიშნად შეკითხვათა პაკეტიც მოგიმზადეთ. არ არის ადვილი კითხვები (მე ასე მგონია), თუმცა შევეცადე, მრავალფეროვანი ჯეოპარდი გამოსულიყო. იმედი მაქვს, თქვენც ისიამოვნებთ ჩვენი ერის დიდი საუნჯის გახსენებით.
წარმატებებს გისურვებთ!
1. სხვა სიქველეებთან ერთად ავთანდილი ხელოვნების ამ დარგის ნიჭითაც იყო დაჯილდოებული;
2. ასეთი “სამარცხვინო სასჯელი” დაუთქვეს ავთანდილსა და როსტევანს შორის ნადირობაში დამარცხებულს;
3. “შეკრა წითელი ასი ათასი პირად მზემან და ტანად სარომან,
სამასი თავი სტავრა-ატლასი უხვმან, ნიადაგ მიუმცთარომან,
სამოცი თვალი ლალ-იაგუნდი ფერად მართ ვითა მიუმხვდარომან,
კაცი გაგზავნა ვაზირისასა, ესე ყველაი მისთვის არო მან” –
ამ თვისებით არის 771-ე სტროფი უნიკალური და გამორჩეული მთელ “ვეფხისტყაოსანში”;
4. ეს სახელმწიფო “ვეფხისტყოსანში” ხატაეთის სახელით არის მოხსენებული;
5. ეს ქვრივი, ბრძენი ქალი ნესტან-დარეჯანს მამიდად ერგებოდა;
6. ამ შოტლანდიური წარმოშობის ქართველოლოგმა დაუდო საფუძველი რუსთველოლოგიას, როგორც სამეცნიერო დისციპლინას. მასვე ეკუთვნის ვეფხისტყაოსნის რუსულ ენაზე თარგმნის პირველი მცდელობა;
7. ქაჯეთის ციხიდან ნესტან-დარეჯანმა ტარიელთან ეს ნიშანი გაატანა მალემსრბოლ მონას;
8. ასე ერქვა ქაჯ უფლისწულს, ვისზეც დაწინდეს ნესტან-დარეჯანი;
9. ამ უნგრელმა მხატვარმა არა მხოლოდ დაასურათა ვეფხისტყაოსანი, არამედ საჩუქრად გადასცა ეს ილუსტრაციები საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს;
10. ამ არარსებული ქვეყნის მეფე იყო ნურადინ-ფრიდონი;
11. 1712 წელი “ვეფხისტყაოსნის” ისტორიაში ამ მოვლენით არის მნიშვნელოვანი;
12. ასე იწოდება “ვეფხისტყაოსანში” ვაჭართა ქალაქი;
13. რუსთაველი იმ დროისათვის ცნობილ ყველა ციურ სხეულს მოიხსენიებს პოემაში: მზეს, მთვარეს, ოტარიდს (მერკური), ასპიროზს (ვენერას), მუშთარს (იუპიტერს), ზუალს (სატურნს) და მარსს, რომელსაც ამ ლამაზ სახელს უწოდებდნენ და რომელიც რომაული მითოლოგიისგან განსხვავებით ჩვენში ქალის სახელად დამკვიდრდა;
14. ასე ერქვა ფატმანის ძველ სატრფოს, რომელიც ავთანდილმა მოკლა, ხოლო მისი ბეჭდიანი მოჭრილი თითი ფატმანს მიართვა დასტურად;
15. ამ შესანიშნავი ინგლისელი მწერალი ქალის კალამს ეკუთვნის “ვეფხისტყაოსნის” პროზაული თარგმანი ინგლისურ ენაზე, რომელიც დღემდე პოემის ერთ-ერთ საუკეთესო თარგმანად ითვლება.
ეხლა ვხვდები რა უცოდინრობის მორევში ჩავიძირე :\
LikeLike
ვერ მოვასწარი თავიდანვე, მაგრამ არა უშავს… უღრმესი მადლობა ტაბუს. მშვენიერი თემაა, გადასარევი პაკეტი (თავადაც შეამჩნევდით) და ტაბუს მასპინძლობის ამბავი კი გეცოდინებათ – ერთხელ უკვე დავხვდა აქ მიუზიკლებით.
დანკე!
LikeLike
მოლი, შენ მადლობა გამოცხადებული ნდობისა და დადებითი შეფასებისთვის :) ადრეც მითქვამს და გავიმეორებ (და დარწმუნებული ვარ, სხვა ბლოგერებიც დამეთანხმებიან) – ამ ბლოგზე წერა (ჩემთვის) დიდი პატივია!
LikeLike
1. სიმღერა
2. თავშიშველი სამ დღეს ვლიდეს
3. 20 მარცვალია
4. ჩინეთი
5. დავარი
6. ნიკო მარი
7.აჰა, ინიშნე ნიშანი შენეულისა რიდისა,გარდმიკვეთია ალამი, ჩემო, ერთისა კიდისა
8.
9. მიხაი ზიჩი
10. მულღაზანზარის
11. პირველად დაიბეჭდა
12. გულანშარო
13. მარეხი :)
14. ჭაშნაგირი
15. მარჯორი უორდროპი <3
LikeLike
ძალიან მომეწონა, ძალიან! ვიწყებ:
1. მღეროდა კარგად, თუ მაგას გულისხმობ. “იმღერდა და იხარებდა, წინა ედგა ერთი ჩანგიო” და კიდევ ისა, “რა ესმოდათ მღერა ყმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან”-ო;
2. სამი დღე უქუდოდ სიარული;
3. ოცმარცვლიანია. ყველა სხვა სტროფი თექვსმეტმარცვლიანი ტაეპებისგან შედგება;
4. ერთ-ერთი ვერსიით, ჩინეთი უნდა იყოს;
5. დავარ იყო და მეფისა, ქვრივი, ქაჯეთს გათხოვილი…
6. ნიკო მარს ვგულისხმობთ, სავარაუდოდ;
7. ის თავისი განუყრელი რიდე ხომ არა? გავიხსენებ და გეტყვით ზუსტად;
8. როსანი;
9. მიხაი ზიჩი. პოსტის დასაწყისშიც მისი ილუსტრაციაა;
10. მულღაზანზარის ქალაქი ახლოს მე მაქვსო რომელი, ნურადინ-ფრიდონ სახელ მძეს, მეფე ვარ მუნა მჯდომელი;
11. ვახტანგ VI-ის სტამბამ ააწყო “ვეფხისტყაოსანი”;
12. გულანშარო;
13. მარიხი;
14. ჭაშნაგირი, მაგრამ კაცმა არ იცის, სახელი იყო თუ პროფესია :)
15. მარჯორი უორდროპი.
LikeLike
გუშინდლამდე არც მიფიქრია, რომ სახელი შეიძლება არ ყოფილიყო. აგერ, ქვემოთ სხვა ბლოგერმაც დაადასტურა, თანამდებობააო :)
რა კარგად გხსომებია “ვეფხისტყაოსანი”!
პ.ს. დაბადების დღეს გილოცავ, თამარა! :)
LikeLike
ძალიან, ძალიან დიდი მადლობა! :)
LikeLike
1. მომღერალი იყო მგონი
2. სამი დღე თავშიშველს უნდა ევლო დამარცხებულს
3. ერთადერთი 20 მარცვლიანი სტროფია მთელს პოემაში
4. ჩინეთი
5. დავარი
6. ნიკო მარი
7. ტარიელის ნაჩუქარი რიდე. აი ხატაეთიდან რომ ჩამოუტანა ის. :) (რიდე რა, ნაგლეჯი ამ რიდის)
8. როსანი
9. მიხაი ზიჩი
10. მულღაზანზარი
11. პირველი ნაბეჭდი
12. გულანშარო
13. მარიხი
14. ჭაშნაგირი
15. მარჯ უორდროპი
ჩემი საყვარელი წიგნია, წელიწადში თითოჯერ ვკითხულობ. :)
LikeLike
ბარაქალა! შესანიშნავი შედეგია :)
LikeLike
1. სიმღერა
2. სამი დღე უქუდოდ უნდა ევლოთ
3. 16-მარცვლიანი არ არის
4. მდებარეობას თუ გავითვალისწინებთ, ან ჩინეთია, ან პაკისტანი
5. დავარი
6. ბალმონტი
7. რიდე
8. როსანი
9. მიხაი ზიჩი
10.მულღაზანზარი
11.პირველად დაიბეჭდა
12.გულანშარო
13.მარიხი
14.ჭაშნაგირი
15.მარჯორი უორდროპი
LikeLike
ჯერ არ მახსოვს, საშუალო დონეზე გეთამაშოს :)
LikeLike
ალბათ იყო შემთხვევები, მაგრამ “ვეფხისტყაოსანი”… <3 :)
LikeLike
1.ქნარზე უკრავდა; 2.თავშიშველი სამ დღეს ვლიდეს :) 3. ტოველ ტაეპში 20 მარცვალია; 4.ჩინეთი;5. დავარი; 7. მგონი, რაღაც ქსოვილი გამოატანა;10.გულანშარო; 11. გამოიცა პირველი ბეჭდვითი ვერსია; 12.მულღაზანზაი;13. მარიხი _ესენი გამახსენდა :)
LikeLike
1. კარგი მსახიობიც იყო, ვაჭრის როლიკარგად მოირგო. 2. თავშიშველი უნდა ეარა სამ დღეს 3. ოც მარცვლიანია (ყველა დანარჩენი თექვსმეტმარცვლიანი) 4.ჩინეთი 5.დავარ იყო და მეფისა, ქვრივი, ქაჯეთს გათხოვილი. 6. ნიკო მარი 7. აჰა, ინიშნე ნიშანი შენეულისა რიდისა! გარდმიკვეთია ალამი, ჩემო, ერთისა კიდისა, ესეღა დაგრჩეს სანაცვლოდ მის იმედისა დიდისა.
რისხვით მობრუნდა ბორბალი ჩვენზედა ცისა შვიდისა . 8. როსანი 9 მიხაი ზიჩი 10 მულღაზანზარი 11 ბეჭდურად პოემა პირველად 1712 წელს ვახტანგ VI-ის მიერ გამოიცა 12 გულანშაროს 13 მარიხ, მარეხი 14 ჭაშნაგირი 15 მარჯორი უორდროპი
LikeLike
1. ,,იმღერდა და იხარებდა, წინა ედგა ერთი ჩანგი”
2. 3 დღის განმავლობაში ,,თავშიშველი” სიარული
3. 20–მარცვლიანი სტროფია, სხვა სტროფები კი 16–მარცვლიანი შაირითაა დაწერილი
4. ჩინეთი
5. დავარი
6. ნიკო მარი
7. რიდე (რიდის ჩანონაჭერი)
8. როსანი
9. მიხაი ზიჩი
10. მულღაზანზარი
11. პირველად დაიბეჭდა ,,ვეფხისტყაოსანი” ვახტანგ მეექვსის მიერ დაარსებულ სტამბაში
12. გულანშარო
13. მარიხი (მარეხი)
14. ჭაშნაგირი
15. მარჯორი უორდროპი
ნათია ფურცელაძე
LikeLike
სრულყოფილი შედეგი :)
ასეთი მოთამაშე იშიათობა არ უნდა იყოს მოლის ჯეოპარდებზე :)
LikeLike
1) მღეროდა?
2) თავშიშველი რბოდესო? აუ აღარ მახსოვს
3) მარცვლების რაოდენობით. შაირი როგორც წესი 16 მარცვლიანია, ეგ სტროფი კი ოცი უნდა იყოს.
4) ეს ვერ გავიგე, “წა შეები ხატაელთა”–ო და ხატაეთი არ უნდა ერქვას სახელმწიფოსაც? ვერ ვხვდები
5) დავარ
6) ნიკო მარი?
7) ყაბაჩა და ერთი რიდე?
8. რ–ზე იწყება მარტო ეს მახსოვს, ორნი იყვნენ და უფროსზე დანიშნეს :დდდდ
9) მიხეილ ზიჩი
10) ფრიდონი ჩემი საყვარელი პერსონაჟია, ჩემი გამოწრთობილი ცხოვრების შედეგად მივედი მაქამდე :დდდ მულღანზანზარი თუ სწორად მახსოვს, კუნძული სახელმწიფო
11) გამოიცა პირველად? ვახტანგის სწავლული კაცების მიერ?
12) გულანშარო
13) მო მარეხო… მარეხი ^_^ სხვათაშორის, ლამაზი სახელია
14) უუ, დამავიწყდა :დდდ
15) არ ვიცი
მადლობა ამ პაკეტის გამკეთებელს, სკოლის დავიწყებული წლები გამახსენა,… ვეფხისტყაოსანი ,მართლა გენიალური ნაწარმოებია, ჰაგიოგრაფიაც კარგია და ვერ ვხვდები რატომ არ უნდა სწავლობდეს ახალგაზრდა ამ ნაწარმოებებს? ერთი პერიოდი ამოღება რომ უნდოდათ, გული მისკდებოდა : (
LikeLike
მეც მელამაზება “მარეხი” :)
ქევან, კიდევ ერთხელ მადლობა ამ პაკეტის მოწონებისთვის
LikeLike
მე მოვითხოვ, რომ დავითიანზეც გააკეთოს ტაბუმ ^_^ <3
LikeLike
:D
მადლობა ნდობისათვის, ქევან, მაგრამ “დავითიანის” ცოდნასა და სიყვარულს ვერ დავიჩემებ :)
LikeLike
me mjera sheni! :D :*
LikeLike
როგორ დამვიწყებია ვეფხისტყაოსანი, ერთ დროს ალბათ ყველა ამ კითვხას ეგრევე გავცემდი პასუხს : )) ნუ, რაც მახსოვს –
1. სიმღერა (?)
2. არ მახსოვს :| მგონი თავშიშველს უნდა ევლო 3 დღე, არ მახსოვს :/
3. ყველა სტროფი არის 16 მარცვლიანი და ეს არის უფრო მეტი, 20 მარცვლიანი.
4. ჩინეთი
5. დავარი
6. არ ვიცი :|
7. არ მახსოვს, ბუნდოვნად მიტივტივდება თავში ცხვირსახოცი ან მანდილი, თუმცა მეეჭვება სწორი იყოს. ა, მგონი ეგაა, ტარიელი რომ დაინახავს მერე, გული წაუვა :დ
8. ვერ ვიხსენებ : (
9. ზიჩი?
10. მულღაზანზარი
11. ვახტანგ VI დროს პირველად გამოიცა სტამბაში.
12. გულანშარო
13. არ მახსოვს : ))
14. არც ეს :შ
15. ესეც ვიცოდი ოდესღაც და აღარ მახსოვს.
მოკლედ, სახელებში ვიჭედები ძირითადად : )) კარგი იყო, მადლობა მოლის და კითხვების ავტორს : )
LikeLike
“დავიწყებულისთვის” მშვენიერი შედეგია :) და “დაუვიწყებლისთვისაც”.
LikeLike
ქნარი კი არა, ჩანგი :) პირველი კითხვის პასუხი.
LikeLike
მასაც ჩავთვლიდით, გვანცა :)
LikeLike
ვ-ა-ი-მ-ე -_-
კარგად ყოფილა ჩემი საქმე -_-
მეცხრის მეტი არაფერი არ მახსოვს, თუმცა რა გასაკვირია, ისეთი ზიზღით წავიკიტხე, რომ ….
თან სკოლაშიც ისე გვამუშავებენ ბავშვებში ‘ვეფხისტყაოსანი” უკვე სალანძღავი სიტყვა.
ენივეი, მადლობა ტაბუს ასეთი კარგი პაკეტისთვის და მოლის-მასპინძლობისთვის ^_^
LikeLike
“თან სკოლაშიც ისე გვამუშავებენ” – რატომ, თაია? :(
ვერაფერი გავიგე
LikeLike
გრძელი ისტორიაა, ტაბუ :)
LikeLike
ეჰ, ამ “ზიზღით წავიკითეზე” ისე დამწყდა გული… სკოლის პერიოდში ჩემი ცოტა ამბივალენტური დამოკიდებულება წლებთან ერთად გაქრა და დიდ სიყვარულად იქცა – იქნებ, შენც ასე დაგემართოს :)
LikeLike
აი, მე მართლა ბავშვობიდან მიყვარს :)
LikeLike
მეც მართლა ბავშვობიდან მიყვარს…
ადრეც დავწერე პოსტში, ლოტო მქონდა “ვეფხისტყაოსნის” :)
რიცხვების მაგივრად აფორიზმები იყო – დასაწყისი ეწერა ფირფიტაზე და ბარათზე დასარული.
ჰოდა, შემომეზეპირა ბევრი რამ :)
სწორად უნდა მიაწოდო ბავშვს, თორემ როგორ შეიძლება, არ უყვარდეს…
LikeLike
+1 (ვეთანხმები შენს კომენტარს) ^_^
LikeLike
1. “რა ესმოდეს მღერა ყმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან…”;
2. “ვინცა იყოს უარესი, თავშიშველი სამ დღე ვლიდეს”;
3. ვეფხისტყაოსნის ყველა ტაეპი 16 მარცვლისაგან შედგება, მხოლოდ ეს ერთია გამონაკლისი – 20-მარცვლიანი;
4. ჩინეთი;
5. “დავარ იყო და მეფისა, ქვრივი, ქაჯეთს გათხოვილი…”;
6. ნიკო მარი;
7. “აჰა, ინიშნე ნიშანი შენეულისა რიდისა,
გარდმიკვეთია ალამი, ჩემო, ერთისა კიდისა…”;
8. როსანი;
9. მიხაი ზიჩი;
10. მულღაზანზარი;
11. მეფე ვახტანგ VI-ის მიერ დაარსებულ სტამბაში პირველად დაიბეჭდა “ვეფხისტყაოსანი”;
12. გულანშარო;
13. მარიხი;
14. ჭაშნაგირი (ოღონდ ეს სახელი კი არა, თანამდებობაა და მეჭაშნიკეს, სომელიეს ნიშნავს);
15. მარჯორი უორდროპი.
LikeLike
ნაკლებ შედეგ თქვენგან არც ველოდი :)
LikeLike
უღრმესი მადლობა ტაბუს მშვენიერი კითხვებისთვის :)
LikeLike
უღრმესი მადლობა დადებითი შეფასებისა და მონაწილეობისთვის :)
LikeLike
ფუი ეშმაკს!
LikeLike
რათა, კაცო? :)
LikeLike
ლექსი ვიცი მე 1 კუპლეტიანი. ან 2 კუპლეტიანი. ჰა-ჰა 3 კუპლეტიანი.
LikeLike
შოთა რუსთაველის ლექსი და ეგნატე ნინოშვილის დეპეშა, არა?!
LikeLike
ისე, იაპონლები რომ აპირებდნენ ვეფხისტყაოსნის გადაღებას ხენტაის სტილში დაიხურა ნეტა ეგ პროექტი?
LikeLike
რა საინტერესოა
LikeLike
1. მგონი უკრავდა რაღაცაზე
2.დამარცხებულს რამოდენიმე დღე უქუდოდ უნდა ეარა
3.error
4.მგონი ჩინეთი
5.დავარი
6.:{
7.ყაბაჩის ნაგლეჯი
8.ხვარაზმშელი შაჰის ძე , მაგრამ რა ერქვა ?
9.:{
10.მულღაზანზარი
11.:{
12.:{ზღვათა სამეფო ?
13. :{
14.:{
15.:{
საინტერესო იყო, როგორც ხედავ ბევრი არ ვიცი :)
LikeLike
ბევრისთვის არაა ახლობელი თემა – ყველანი ერთნაირები ხომ ვერ ვიქნებით :)
სხვა დროსაც შემოიარე ხოლმე მოლის ჯეოპარდებზე და რამეს, უფრო საშენოს, აუცილებლად იპოვნი :) ყოველ მეორე ოთხშაბათს ეს საათივით გამართული ბლოგი ჯეოპარდებს ატარებს.
მადლობა მონაწილეობისთვის.
LikeLike
1. მუსიკა. კერძოდ კი, ქნარზე დაკვრა და სიმღერა უყვარდა ღამღამობით, თუ არ ვცდები… ველად გაჭრილიც “ატარებდა კონცერტებს” :)
2. “თავშიშველი ათ დღე ვლიდეს”–მგონი ეს იყო პირობა.
3. —
4. ჩინეთი
5. დავარი
6. —
7. რიდე
8. —
9. ზიჩი?
10. მულღაზანზარი ^_^ (ჩემი საყვარელი სიტყვაა ერთერთი)
11. პირველად დაისტამბა?
12. —
13. მარეხი
14. —
15. —
არადა, თავიდან მომეჩვენა, რომ მეტს ვუპასუხებდი…
LikeLike
სამაგიეროდ, ყველა გაცემული პასუხი სწორია :)
LikeLike
მადლობა ჩემს მასწავლებელს, რომ რაღაც დონეზე მაინც მახსოვს :)
LikeLike
მშვენიერი ჯეოპარდია, მოლი და ტაბუ, გილოცავთ!
ჩემი მხრივ, ერთი აღმოჩენა გავაკეთე–დასაწყისი აშკარად უკეთ მახსოვს ვეფხისტყაოსნიდან, ვიდრე ბოლო ეპიზოდები და პერსონაჟები–თან გონება მქონდა-ხოლმე ფინალისკენ გადაღლილი ჯერ სიამოვნებისთვის ვეფხისტყაოსანი არ გადამიშლია, სამწუხაროდ ) და თან არაბეთის ამბები უფრო მომწონს მე აშკარად :D
LikeLike
მხოლოდ მე ნახევარიც კი ვერ გავიხსენე, ჩემი დის დახმარებით კი თითქმის ყველა :)
სხვათა შორის ჩემი და პირველად “ჩაერია” ჯეოპარდში, კითხვით კი დიდი ხანია კითხულობს
1)მღეროდა და ჩანგზე უკრავდა
2) სამი დღე თავშიშველი ივლიდა დამარცხებული
3) ერთადერთი სტროფია, რომელიც 20 მარცვლიანი ტაეპებითაა დაწერილი
4) ჩინეთი
5) დავარი
6) ევფიმი ბოლხოვიტინოვი
7) სამკლაური
8) ხვარაზმშა
9) ზიჩი
10) მულღანზანზარი
11) ვეფხისტრაოსანი პირველ ნაბეჭდ წიგნად გამოიცა
12) გულანშარო
13) მარიხი
14) ჭაშნაგირი
15) მარჯორი უორდროპი
LikeLike
ყოჩაღ და მადლობა შენს დას :)
LikeLike
1.musikaluri
2.sami dwe tavshishveli siaruli
3.marcvalta raodenobit striqonshi
4.chinet
i
5.davari
6.ruxovitinovi
7.ridis kide
8.rosani
9.zichi
10.zwvata qveynis
11.daistamba
12.mulwazanzari
13. marixi
14.chashnagiri
15. uordropi
LikeLike
შედეგების დათვლამდე ბოლო წუთებში მოსწრებული მშვენიერი პასუხები :)
LikeLike
musikaluri
2.sami dwe tavshishveli siaruli
3.marcvalta raodenobit striqonshi
4.chinet
i
5.davari
6.ruxovitinovi
7.ridis kide
8.rosani
9.zichi
10.zwvata qveynis
11.daistamba
12.mulwazanzari
13. marixi
14.chashnagiri
15. uordropi
LikeLike
ჭაშნაგირი თანამდებობა ყოფილა, იგივე ღვინის მწდე. რა ვიცი, ჩემი ყოვლისმცოდნე მამა ასე ამბობს. რა სასიამოვნო ჯეოპარდის თამაში სულ გადამავიწყდა :)
LikeLike
მადლობა თქვენს “ყოვლისმცოდნე მამას” :) ამის შემდეგ მეცოდინება.
LikeLike
სწორი პასუხები:
1. მუსიკალური ნიჭი;
2. სამი დღე თავშიშველი სიარული;
3. ერთადერთი ოც-მარცვლიანი სტროფია;
4. ჩინეთი;
5. დავარი;
6. ნიკო მარი;
7. ტარიელისეული რიდის ნაკვეთი;
8. როსანი;
9. მიხაი ზიჩი;
10. მულღაზანზარი;
11. პირველად გამოიცა ბეჭდური სახით;
12. გულანშარო;
13. მარიხი;
14. ჭაშნაგირი;
15. მარჯორი უორდროპი.
შედეგები:
tamara – 15; Isaac Clarke – 15; ნათია ფურცელაძე – 15; მერი პოპინსი – 15; obonatto – 14; Kejeradze – 14; თამუნა – 14; rockermeloman – 13; luckiane – 13; kevana – 11; გვანცა გუჩუა – 10; Natalia – 10; M.K. – 9; მე – 6.
აქვე მინდა ყველას უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ დაინტერესებისა და აქტიური მონაწილეობისთვის. წარმატებული მონაწილეობისთვის. მადლობა “ეფხისტყაოსნის” სიყვარულისა და ცოდნისთვის. მადლობა სტუმრობისათვის და იმისთვის, რომ ბლოგოსფეროში ეს ლამაზი ადგილი – მოლი ბლუმის სტუმართმოყვარე სახლი – იცით.
LikeLike
უღრმესი მადლობა შენ, ასეთი მშვენიერი პაკეტისთვის და გულითადი მასპინძლობისთვის.
დიდი იმედი მაქვს, აწიც არ დაგვზარდები და კიდევ გაგვახარებ, ტაბუ :)
LikeLike
შენ თუ თავს არ მოგაბეზრებ სტუმრობით :D ჩემთვის ეს პატივი იქნება
LikeLike
პატივი ბლოგისთვის იქნება :)
LikeLike
ჩემი 13 ქულა :( ერთიც გვეპასუხა ბარემ :( :) ისე შესანიშნავი ჯეოპარდი იყო, საერთოდაც ვეფხისტყაოსანზე მშვენიერი შეხედულება მაქვს რაც სკოლა დავამთავრე
LikeLike
უპს, ბოდიში. ახლავე ჩავასწორებ :)
LikeLike
ვაი ვაი ბოდიში, ეგ არ მიგულისხმია, აი მოლის კი ეხსომება, ჯეოპარდებში ხშირად ვიღებდი ხოლმე 13 ქულას და ეგ ვიგულისხმე, რატომ ახლაც ვერ მივიღე მეთქი, სწორად იყო დათვლილი :( ბოდიშს ვიხდი რა :)
LikeLike
შენი ცამეტი ქულა :) აქ ყველაფერი ხდება, როკერ :) მთავარია, ჩვენ გვესიამოვნოს :)
LikeLike
ხო, სწორად მქონია თავიდან დათვლილი :)
არადა ამჯერადაც როგორ ახლოს იყავი 13-თან :)
LikeLike
აბაა, არა უშავს, სამაგიეროდ მე და ჩემი და ისე აზარტულად ვიხსენებდით ვეფხისტყაოსანს, რომ ძალიან სასიამოვნოდ გავატარეთ ის გარკვეული დრო <3
LikeLike
ქაჯი უფლისწულები არ მამახსოვრდება :))))))))
LikeLike
არც მე მახსოვდა – კითხვების ძიებისას “ვეფხისტყაოსნის” ფურცვლაში “აღმოვაჩინე” :)
LikeLike
პირველი კითხვის პასუხად მუსიკალური ნიჭი, ისე მარტივად მეჩვენა, არ დავწერე :)
LikeLike
მარჯერი რა ლამაზი ქალი ყოფილა, ფოტო დავძებნე გუგლში
აუ რიდის ნაკვეთი რომ გაუგზავნა, რაფრა დამავიწყდა :დდ
კაია გახსენება, მადლობა ტაბუს :*
LikeLike
აუ, რატო გამომრჩა :( დამირეკეთ ან რამე მიქენით ხოლმე ოთხშაბათობით. :(
LikeLike