მათთან ხელმეორედ შეხვედრას ძალიან დიდხანს ველოდი…
იმდენად დიდხანს, რომ ეს მოლოდინი გაფერმკრთალდა და, სადღაც, გულის სიღრმეში მიყუჩდა კიდეც…
მაგრამ გუშინ საღამოს, ჩემს საყვარელ სავარძელში რომ მოვკალათდი და ახალნაყიდი წიგნი გადავშალე, უმალ მივხვდი, როგორ მომნატრებოდნენ ყველანი.
მეგონა, იმ ამბების შემდეგ, რაც თავს გადახდათ, მათი ცნობა შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ არა…
ჯიუტი და უშიშარი ქეთნის ევერდინი, მიუხედავად იმისა, რომ თავისი ღარიბული სახლიდან “გამარჯვებულთა სოფელში” დამხვდა გადაბარგებული, გეილთან ერთად კვლავ ტყეში აღმოვაჩინე – ისევ ბრაკონიერობენ და ხაფანგებს აგებენ. ის უცნაური ნაპერწკალიც ისევ ღვივის მათ შორის და არც ერთს არ აძლევს მოსვენებას.
პიტა, ერთგული და ჭკვიანი პიტა მელარკი ძველებურად ნამცხვრებიც ცხობით არის დაკავებული, თუმცა, ახალი გატაცება – ხატვაც ჩინებულად გამოსდის. გაუზიარებელ სიყვარულსაც უწინდებურად გულით დაატარებს, თუმცა, ვინ იცის, რა მოხდება და როგორ შეიკვრება ეს საბედისწერო სამკუთხედი… მით უმეტეს, რომ პრეზიდენტი სნოუ გველის თვალებს არ აცილებს მეამბოხე შეწირულებს – მათი თავნებობა მეტისმეტად ძვირად დაუჯდა კაპიტოლიუმს და ჰაერში უკვე დენთის სუნი იგრძნობა. პანემი დანაღმულ მინდორს დამსგავსებია და ყოველ წამს შეიძლება, აფეთქდეს. ეს ყველაფერი კი იმ ორი თავზეხელაღებულის ბრალია, გამოგონილი სასიყვარულო ისტორიით მთელ ქვეყანას გული რომ აუჩუყეს. განა ამას სნოუ ვინმეს მოუთმენს? რა თქმა უნდა, არა და იქ, კაპიტოლიუმში, სასიკვდილო ხაფანგი მზადდება ქეთნისისა და პიტასთვის – დაე, მიხვდნენ, რომ მათი ბედი ისევ სხვის ხელშია და კვლავ უჩინარი მეთოჯინე ექაჩება ხელ-ფეხზე გამობმულ ძაფებს. დარტყმა მოულოდნელი და შემზარავი უნდა იყოს – სხვაგვარად ეს პატარა თავხედები ჭკუას ვერ ისწავლიან. მათი ხვედრი გადაწყვეტილია და ვეღარავინ უშველით – ვერც სასმლისა და კოშმარების ტყვეობაში გამომწყვდეული ჰეიმიჩი, ვერც ფარული მეამბოხე ცინა და ვერც ვერავინ.
არენა ისევ ელის უდანაშაულო მსხვერპლს… ვინ გახდება მორიგი შეწირული, ძეხორციელმა არ უწყის…. იცის მარტო პრეზიდენტმა სნოუმ, რომელიც პიტას ნამცხვარს მიირთმევს და პირიდან სისხლის სუნი ამოსდის. კიდევ რამდენიმე კაცი კაპიტოლიუმში ნიშნისმოგებით ქირქილებს და ხელებს იფშვნეტს – ერთი მუჭა კენკრა ძვირად დაუჯდებათ გასული წლის ტრიუმფატორებს.
რა თქმა უნდა, უკვე მიხვდით, რომ სიუზენ კოლინზის ტრილოგიის მეორე ნაწილის – “ცეცხლის ალში” თარგმანი დაანონსებიდან სულ ორიოდე საათში ვიგდე ხელთ და მომდევნო საღამომდე წავიკითხე კიდეც. ახლა ამ ოპერატიულობას, ცოტა არ იყოს, ვნანობ – ერთი მხრივ, არ მინდა, ჩემს სტუმრებს პირველი კითხვის სიამოვნება ჩავაშხამო, მეორე მხრივ… წიგნი ცოტა დიდი ხნის გამოსული რომ იყოს, დიდი საიმოვნებით ვიტყოდი ორიოდე სიტყვას “კვარტალურ ჯახზე”, კაპიტოლიუმის გაუგონარ მზაკვრობაზე, საიდუმლოებით მოცულ მე-13 რაიონზე… მაგრამ ახლა ისღა დამრჩენია, გითხრათ, რომ კიდევ ერთხელ მივიღე დიდი სიამოვნება ჩახლართული სიუჟეტიდან, ოსტატურად დაწნული ინტრიგებიდან და ნიჭიერად გამოძერწილი ხასიათებიდან.
ეს წიგნი კიდევ ერთი გაკვეთილია – თავდადების, ერთგულების, შეუპოვრობის და სიყვარულის…
კიდევ ერთი მათრახია – სისასტიკის, დაუნდობლობის და ცინიზმისთვის…
კიდევ ერთი წყაროა – სინათლის და იმედის…
იმედის, რომელიც არასოდეს კვდება.
გამაგებინა მაინც, რა დაწერა ასეთი ამ ქალბატონმა კოლინზმა :(
გავიგებ, რას ვიზამ, აბა! :)
ძალიან კარგი პოსტი იყო, ახლა წინასაც გადავიკითხავ! :)
LikeLike
წაიკითხე და მერე განვსაჯოთ, რა დაწერა :)
LikeLike
waikitxe dzalian magaria ar inaneb tan erti amosuntqvit ikitxeba
LikeLike
იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ეს პოსტიც ცეცხლის ალშია გახვეული მოლი: ) ჩემი მოლოდინი გამიასმაგე და უკვე ვეღარ ვითმენ კვირა როდის მოვა, რომ გამომიგზავნონ წიგნი^^
“იმედის, რომელიც არასოდეს კვდება…”
LikeLike
უკვე კვირას გიგზავნიან? მშვიდობაში :)
LikeLike
უკვე? :/ ფეისბუქში ჩემი კომენტარები ნახე თუ მეშლება?:| შაბათს მიგზავნიან და კვირას ხელთ მექნება: )
LikeLike
არა, არ მინახავს. ძალიან კარგი :) შთაბეჭდილებების გაზიარება არ დაიზარო :)
LikeLike
არა, ნამდვილად არ დავიზარებ, უბრალოდ ყველასთვის კარგი და სასიამოვნო იქნება კიდევ ერთხელ თუ “გაგვახვევ ცეცხლის ალში” და კიდევ ერთ პოსტს მიუძღვნის ამ წიგნს, ოღონდ ისე – კოზირსაც რომ გვაჩვენებ: )) მეც იქ მექნება საშუალება გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილებები: ))
LikeLike
ვიფიქრებ ამაზე :)
LikeLike
დღეს ქორწილში წასვლის გამო კითხვის შეწყვეტა მომიხდა… ძალიან ვინანე, თან რომ არ წავიღე წიგნი :D
p.s. წავედი, გავაგრძელო კითხვა :)
LikeLike
ნამდვილი მოყვარული ერთი კომენტარით იცნობაო :))
LikeLike
Axla movrchi kitxvas :) ogond xval ra unda vqna samsaxurshi gamoudzinebelma, azrze ar var :)
LikeLike
ვერ მოწყდი :)
LikeLike
ვერა, ვერ მოვწყდი, სანამ ბოლოში არ გავიყვანე :)
LikeLike
შენ მესამე უნდა ნახო :)
LikeLike
ეჰ, რა დაიცდის კიდევ რამდენიმე თვე…
LikeLike
ეს პერიოდი ისეთი საძაგელი და დატვირთულია ვერაფრით ვერ მივფორთხდი მაღაზიამდე, უფრო მეტი ინტრიგაში ხალხის ჩაგდება არაა კარგი საქციელი მოლი.
აი დღეს რომ მოვკვდე მაინც მივალ მაღაზიაში.
აბა ამ პოსტის მერე რაღა დამაძინებს ამაღამ
LikeLike
გამოვსწორდები :))))
LikeLike
უი და ეს ტვიტერის და ფბ ლაიქ ღილაკები რომ დაამატე რა კარგია, <3 სულ მინდოდა მეთქვა და მერიდებოდა
LikeLike
ოოო, ეს მეც შევნიშნე და მომეწონა და მოვიწონე :)
LikeLike
+1
LikeLike
არ ვიცი, მე ვერ დავუმუღამე კოლინზს.
უფრო სწორად ფილმი რომ ვნახე წაკითხვის სურვილი დავკარგე :)
LikeLike
ამიტომ უნდა წაიკითხო ჯერ და მერე უყურო :) წიგნი გაცილებით სჯობს :)
LikeLike
აზრი აღარ აქვს უკვე. პერსონაჟები ისე ჩამებეჭდა და ისე არ მომეწონა :(
LikeLike
წიგნი მართლა ჯობია, ბიბი. იქნებ, ოდესმე თავად ჩაგიხტეს ჩანთაში და აზრი შეგაცვლევინოს :) ასეც ხდება ხოლმე :)
LikeLike
ფილმი არ მომეწონა მეც. წიგნად ისე იკითხება, ვერ მოსწყდები
LikeLike
კარგით :)))
თუ ვინმე მაჩუქებს, წავიკითხავ :)))
LikeLike
თუ დამიბრუნეს, სიამოვნებით გათხოვებ :)
შემოიარაა ჩემმა წიგნმა რამოდენიმე ოჯახი :) დღეს უკვე მეორე ნაწილიც გავანათხოვრე
LikeLike
შენ სერიოზულად ზრუნავ საახლობლოს ლიტ. სიახლეებით მომარაგებაზე, ტაბუ :)
LikeLike
გაიხარე :)
დიდი მადლობა, მაგრამ ჩემი უახლოესი მეგობრის თაროზეც მეგულება :)
LikeLike
კარფურში იყიდება და 2 ლარი ღირს :) და ვისაც ყიდვა არ უნდა იჯარითაც შეიძლებაო.
LikeLike
წიგნიიი?
კარფურში მიმიტყუოს ოღონდ :)))
LikeLike
და ვისაც წაკითხვა ეზარება, დასვამენ და თავად წაუკითხავენ.
LikeLike
ლორდ, მე უკვე ქინდლი მაქვს.
დღეს სასიამოვნო მოულოდნელობა დამატყდა თავს, შესაბამისად წაკითხვა პრობლემა აღარაა :))
LikeLike
ცდუნებას წამეკითხა გაგრძელება რუსულად გავუძელი :) ასე რომ ახლა ვისიამოვნებ წიგნით
LikeLike
მე ვერ გავძელი :) ნებისყოფა არ მეყო და ინტერესმა მომკლა.
LikeLike
მე ჯერ პირველიც არ წამიკითხავს. იმედი მაქვს მივაღწევ მაქამდეც :)
LikeLike
აჰა, ერთხელაც, მოცალეობის ჟამს… რამდენიმე საათს სასიამოვნოდ გაატარებ.
LikeLike
მოცალეობას ვინ დაუცდის, თუ წიგნი ერთხელ გადაშალე :)
LikeLike
ამდენი ხანი ვითმინე და ახლა რომ ინგლისურად წავიკითხო ეგ სისულელე იქნება :დ ძაან კარგი პოსტი იყო, ოღონდ მეცამეტე რაიონზე მაინც ცოტათი სპოილერი გამოგივიდა
LikeLike
პრევიუ უფრო :) ვისაც ჯერ არ წაუკითხავს, ინტერესი გაუღვივდება. თან, რაღაც ხომ უნდა მეთქვა.
LikeLike
მშვენიერი პრევიუა :3 წერა კარგად გეხერხება, თან სპოილერების გარეშე ;) მართალია ტრილოგია წაკითხული მაქვს, მაგრამ ამის მერე თავიდან მომინდა გადაკითხვა :3 სამუშიას თარგმანი როგორ მოგეწონა? :)
LikeLike
ნიკას თარგმანი, რაც კი წამიკითხავს, ყველა მომწონს. ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად, მაგრამ ცუდი ჯერ არ შემხვედრია.
LikeLike
მესამეს იმდენი ხლის (წლის) შემდეგ გამოსცემენ ალბათ, რომ დაცდა აღარ ღირს :) რამდენიმე წიგნი დამრჩა “მარაგში” და მერე “ჩავუჯდები” :) საინტერესო ჩანს…
LikeLike
გაისად, ალბათ. საინტერესო რბილად ნათქვამია :)
LikeLike
მომეწონა, მე ძალიან მომეწონა თან, მესამეც მაქვს, მაგრამ არ დამიწყია ჯერ : ) ცოტა ამოვისუნთქო უნდა და მერე მესამე : ))))
ხო, განსაკუთრებით არენამ მომხიბლა და მექანიზმმა : ) შთამბეჭდავი იყო..
LikeLike
უდაოდ :)
LikeLike
პირველი კარგი იყო და მეორესაც ვნახავ :)
LikeLike
მერწმუნე, არ გაგაწბილებს :)
LikeLike
50 შეიდსოფგრეის ველი მე :)
LikeLike
ვიცით ეგ ამბავი, მილორდ :)
LikeLike
მერე სადაა? :)
LikeLike
სადაა, მილორდ და პალიტრა ელმა აქტიურ მომლოდინეებს ასე განუცხადა, გამოცემას არავინ დაგპირებიათ, ჩვენ მხოლოდ მკითხველის აზრი გავიგეთ, ახლა სარედაქციო კოლეგია გადაწყვეტილებას მიიღებს და თუ დადებითად გადაწყდა, გამოვცემთ, თუ არა და ჩვენი ახალი პროექტი “49 წიგნი, რომლითაც უნდა შეავსო თაროები, 50 წიგნის შემდეგ რომ დაგრჩა” იმ პახაბნი შეიდს ოფ გრეის ნამდვილად ჯობიაო.
LikeLike
რა არა. ფბ-ზე ეწერათ უნდა გამოვცეთო.
LikeLike
ნუ პრინციპში არ-გამოცემაც პასუხია რაც მაინტერესებდა იმაზე.
მაგ წიგნს თუ მინდა ისედაც წავიკითხავ, მე აქაური რეაქცია მაინტერესებდა.
LikeLike
ფბ-ზე ეწერა ესეც. ახლახანს ვნახე. მივალ შინ, მოვძებნი და დავაკოპირებ.
LikeLike
ისა და ის მართალია, ჩვენო პორნო–წიგნებს არ გამოვცემოთო და ხელი ჩაიქნიეს თარგმნაზე?
ლოდები აუღიათ თავი უშვერიათ თუ უნდათ –_– სადღაც უნდა მეგდოს ლინკი და ჩემით წავიკიტხავ ^_^
LikeLike
გოგოო :)))))
LikeLike
მელისა პანარელი წაიკითხე ჯერ. ასაკითაც უფრო ახლოა.
LikeLike
აუჰ, შენ როგორ გიყვარს მელისა :)))
LikeLike
რა, არ ვუთხარი მართალი, თუ? :/
LikeLike
კი, კი, როგორ არა :) ისევ ეს ჯობია :)))
LikeLike
aris sadme melasa qartulad ?
LikeLike
არა :) მხოლოდ რუსულად.
LikeLike
რას სულაკაურის გამომცემლობამ გვაწამა არც მჯეროდა ბოლოს თუ გამოსცემდნენ. ყდა მაინც შეეცვალათ მარა მაგას ვინღა ჩივის. ოთხშაბათს სანტა-ესპერანსამ რომ დაპოსტა წიგნი უკვე გაყიდვაში არისო და მერე ფოტოც რომ მიაყოლა ცდუნებსა ვეღარ გავუძელი :)
გაოცებული ვარ ამ ქალს როგორ გამოსდის ასე საინტერესოდ წერა, თან სიუჟეტსაც არ წელავს. დასასრული მომეწონა და დავინტრიგდი.
ველი მესამე ნაწილს!
LikeLike
ძაან მომეწონა….ისე მესამე ნაწილი სად წავიკითხო ხომვერ მეტქყვით??
P.S-მშვენიერი პრევიუა…..ძალიან მომწონს შენი ბლოგი ^_^
LikeLike
ქართულად ჯერ არ გამოსულა, კი გეცოდინებათ და ორიგინალი ან რუსული თარგმანი – ონლაინ-ბიბლიოთეკებშია.
LikeLike
მადლობა^_^ვნახე და ჩავუჯდები ხვალ,ან იქნებ დღეს ღამესაც მოვიცალო….ვნახოთ
LikeLike
მალე მექნება <3 ერთი სული მაქვს
LikeLike
მერე მომიყევი, როგორ მოგეწონება :)
LikeLike
გავიკითხე და გაურკვევლობააო :) ჯერ არც უფლებები ქონიათ ნაყიდი და მეორეს მხრივ ზოგიერთებს შეეშინდათ იმიჯს დავიზარალებთო. მერე მთელი პალიტრა არ დაგმონო და ყველა მიმართულებით არ დაგვერხესო – მედიაჰოლდინგი ბევრ რამეს აერთიანებს. :) მოკლედ არ იციან მოგება ექნებათ თუ წაგება მაგ ამბით.
ჩემი პროგნოზია რომ – უკაცრავად სკაბრეზულობისთვის, მაგრამ ჩაიჯვამენ. ასეთი პირი უჩანს.
LikeLike
მე ის უფრო გამიკვირდა, გამოცემა რომ მოუვიდათ აზრად. არ არის პალიტრა ასეთ რეპუტაციულ რისკზე წამსვლელი.
ზატო, 100 წიგნი ექნებათ, კლასიკა, სანამ ცოცხალი ხარ, რომ უნდა წაიკითხო, ერის სინდისი, ნამუსი და ხალხს რომ კითხვა შეაყვარა, ის სერია.
LikeLike
კეკელიძის იდეა იქნებოდა.
LikeLike
რა ბედნიერებაა ანუ გამოვიდა ხო? ხვალვე წავალ საყიდლად.. თუ შეგიძია დამაკვალიანო, თუ რა ღირს და რას ფიქრობ გამოვა, თუ არა მესამე ნაწილი ვალში დაგრჩები ^^
LikeLike
სულ ახალი გამოსულია. ღირს 9.9. ლარი.
http://sulakauri.ge/books/single/800/
ოღონდ, ეს გამომცემლობის ფასია და რაღაცების მოხერხება შეიძლება. “სანტა-ესპერანსას” აქვს, მაგალითად, აქცია – სტატუსს წერ ამ წიგნზე, თაგავ “სანტას” გვერდს და 20 თებერვლამდე 15 პროცენტიან ფასდაკლებას იღებ.
დიდი ალბათობით – გამოვა. არა მგონია, “სულაკაურმა” ასეთი აქტუალური პროექტი დაუმთავრებლად დატოვოს.
LikeLike
შენ სად იყიდე? წესით დღეს უნდ აგამოსულიყო მაღაზიებსი, მაგრამ სამ მაღაზიაში კიდევ მარაზიათა ცენტრში ვიყავი ასევე “ჯითისი” ში მაგრამ არცერთში არ იყო. სანამ ფული შემომხარჯვია უნდა ვიყიდო თორემ მერე ვეღარ ვიყიდი და მითხარი რა სად შემიძლია :სსსსსსსსსს
LikeLike
წერია წინა კომენტარში, სადაც ვიყიდე – სანტა ესპერანსაში.
LikeLike
კბილრბს ვაკწკაწებ <3 პირველი თავი კი წვაიკტხე რუსულად მაგრამ რარაც გული ვერ დავუდე ((((
ქვართერ ქველის ამბები მაინტერესებს სასტიკად <3
LikeLike
აჰ, ჩვენ ორიგინალში გადავაბულბულეთ… ამსორი :)
LikeLike
მეორე წიგნი ყველაზე მეტად მიყვარს <3 ფილმსაც ველი და ჩემს ძვირფას ფინიკსაც ეკრანზე! :)
LikeLike
აი, მესამე როგორ შეგიყვარდება, ამაშია საქმე :)
LikeLike
მესამე ყველაზე ნაკლებად მიყვარს არადა საერთოდ არ მიყვარს მგონი..
LikeLike
მესამე პოსტში გავარჩიოთ ეს ამბავი :)
LikeLike
საინტერესოა… მეორე წიგნი ყველაზე სუსტად ითვლება… არადა, მეც ძალიან მომეწონა მეორე ნაწილი.
LikeLike
ყველაზე სუსტი ფინალური ნაწილია ჩემი აზრით. :) ასეთ ბანალურ დასასრულს არ ველოდი..
LikeLike
ახლა ვკითხულობ ფინალურ ნაწილს :( არ მქონდა ცუდი მოლოდინი… სამწუხაროა!
LikeLike
ბრეგის “შიმშილის საოცრება” წაგიკითხავს? მაგის “პრიკველია”
LikeLike
ლორდ, ცუდად ვარ :) რამდენი ვიცინე! :))))
LikeLike
სასაცილოა? მე არ მაქვს წაკითხული.
LikeLike
“შიმშილობის სასწაული” არ წამიკითხავს, მაგრამ შინაარსი ვიცი :) ჰოდა მისმა “პრიკველობამ” ერთობ გამართო :)
LikeLike
ახლა მოვრჩი კითხვას. სხვანაირი დასასრული არც მოუხდებოდა მძიმე სიუჟეტს, ჩემი აზრით. კმაყოფილი ვარ მესამე წიგნითაც.
LikeLike
არც მე დავრჩი უკმაყოფილო, ტაბუ. ასე, რომ ერთ აზრზე ვართ.
LikeLike
ანუ, ჩემთვის იმიტომ რომ.. განვითარების პროცესი უფრო მაგარი იყო, ვიდრე დასასრული :) ნუ შეიძება მართლაც, სხვანაირად ვერ იქნებოდა, მაგრამ.. მაგრამ. :)
LikeLike
არა, რატომ მაგრამ? :)
შენ სხვანაირ დასასრულს ელოდი, მე – ასეთს (მხოლოდ ეპილოგი მეზედმეტა)… ამიტომ ვართ სხვადასხვანი, ასე იქმნება მრავალფეროვნება გემოვნებაში და “პროდუქტში”. მაგრამ, რაც ყველაზი კარგია, ერთიმეორეს აზრს პატივს ვცემთ :)
LikeLike
რა კოაბიტაცია გაქვთ, ღმერთმანი.
LikeLike
ყველაზე მეტად ეს მომწონს ამ ბლოგზე – სხვადასხვა ასაკის, გემოვნების და შეხედულებების ხალხი საერთო წერტილებს რომ ვპოულობთ და რაღაცებზე ვთანხმდებით კიდეც.
მილორდ, კოაბიტაციის სწორად დაწერისთვის დიდი პლიუსი შენ :)
LikeLike
:))))))))
LikeLike
dzalian magari wignia ♥
LikeLike
ძალიან :) და მართლა ვერ ვხვდები, რა უნდათ კრიტიკოსებს.
LikeLike
ერთი სული მაქვს როდის გახდება ეს წიგნი ჩემი <3 <3
LikeLike
ნახეთ, რა ვიპოვნე :)
http://www.amazon.com/Vintage-Inspired-Pendant-Necklace-Antique/dp/B00BBEZXKQ/ref=sr_1_20?ie=UTF8&qid=1361177018&sr=8-20&keywords=chain+bracelet+watch
LikeLike
სავსე ყოფილა ამაზონი კაჭკაჭჯაფარას აქსესუარებით :)
LikeLike
არ ვიცოდი :) ისე, აქაც აკეთებენ რაღაცებს და ფან-მოძრაობაში ავრცელებენ. ხარისხიან კაჭკაჭჯაფარაზე არ ვიტყოდი უარს…
LikeLike
ჰო, მართლა, – ვეღარ გავუძელი ცდუნებას და რუსულად ვკითხულობ :) ქართულად როცა თარგმნიან, იმასაც წავიკითხავ მერე, მაგრამ ახლა ვერ დავიცდი კიდევ 10 თვე :)
LikeLike
მე თავიდანვე არ მეყო ნებისყოფა და ახლა, უბრალოდ, ქართულ თარგმანს ვაგემოვნებ :) სად შემეძლო ამდენი ხნის დაცდა :))
LikeLike
კი, ვიცი ეგ ამბავი :)
რუსულად წაიკითხე თუ ორიგინალში, მოლი?
LikeLike
რუსულად
LikeLike
რუსულად ვკითხულობ მეც. ამ სახელების “თარგმნამ” მომკლა: რატომ არის ფინიკი – დელფი, ქლოუვი – მირტა, რუ – რუტა, პიტა – პიტი?! დამაბნიეს გემრიელად.
LikeLike
სახელების თარგმნა ჩვენი თანთია :) ყველა თარგმანში მთავარი პრობლემა ეს არის.
LikeLike
რუსულ თარგმანს ვუჩივი ამჯერად, მოლი. ქართულად სახელები ორიგინალის იდენტურია, რუსებმა კი, რატომღაც, “თარგმნეს”.
LikeLike
ჰო მართლა, ესეც “ცეცხლის ალში”-ს თრეილერი:
სამწუხაროდ, ნოემბრის ბოლომდე თვითონ ფილმს ვერ ვეღირსებით.
LikeLike
გამოვიდა როგორც იქნა? :) იმდენი ანი ვიარე დეკემბერსა და ნოემბერში მაღაზიებში რომ უკვე გადავიღალე კიდევაც ლოდინით. თუმცა წაკითხული რო არ მქონოდა ალბათ არ გამომეპარებოდა :) ვიყიდი აუცილებლად :)
LikeLike
და მერე, იქნებ, პოსტიც დაწერო :)
LikeLike
მოლი მაიძჲლებს პოსტის დაწერას :))))))
LikeLike
საუკუნეა, არაფერი დაგიწერია, ჯეინ…
LikeLike
საერთოდ აღარ მახსოვდა ეს წიგნი და ეხლა ისე მომინდა წაკითხვა პირველის ნახევარი რომ არ იყოს მაღაზიაში წავიდოდი და ვიყიდდი
LikeLike
მოლიმ გაგახსენა :ჰეპი:
LikeLike
აღარ მჯეროდა რომ როდესმე გამოუშვებდნენ ! ვეღარ გავეტიე მაღაზიაში აბა მე ვარ ტრიბუტი ეხლა?
LikeLike
ეს რა მოგსვლია :)
LikeLike
ვერ ვიტან ასეთ დასასრულს, გულის გამაწყალებელი ფიქრი რომ გრჩება გონებაში “რა მოხდება მერე?”
LikeLike
რა გითხრა, “ვერასატანი” მანდ ვერაფერი შევამჩნიე. ტრილოგიაა და სხვანაირად როგორ იქნება?
LikeLike
პირველი რო წავიკითხე ძაან მომეწონა და ერთი სული მქონდა მეორე როდის გამოვიდოდა, ბევრისგან განსხვავებიტ ინგლისურად და რუსულად ჯერ ვერ ვკითხულობ (15 წლის ვარ და ჯერ მხოლოდ ვსწავლობ ამ ენებს) ასე რომ ცდა მომიხდა სანამ გამოვიდოდა, მეორითაც ისევე ვისიამოვნე როგორც პირველით და ახლა კიდე მესამეს უნდა ველოდო
LikeLike
ძაან კაი პოსტია <3
LikeLike
wakitxuli maq da dzalian magaria da mesame nawili araa emroe nawili ise damtavrda unda iyos
LikeLike
ზუსტად დღეს ვიყიდე პიველი ნაწილი.ვერ მოვითმინე,სამარშუტო ტაქსიში დავწყე კითხვა და შევრცხვი კიდეც… როცა ქეთნისმა დის ადგილი დაიკავა,ცრემლები წამსკდა…ხალხი თვალებგაფართოებული მიყურებდა :)
LikeLike
მოლი დიდი ხანია შენს ბლოგს ვკითხულობ და ახლა გამიჩნდა სურვილი შენთვის ერთი კითხვა დამესვა. შენი აზრით ჰეიმიჩმა რატომ არ გაუმხილა ქეთნისს და პიტას იმ გეგმის შესახებ, რომელიც დანარჩენმა ,,შეწირულებმა” იცოდნენ? უფრო უკეთესი არ იქნებოდა ქეთნისისთვის ყველაფერი წინასწარ სცოდნოდა? ამის შემდეგ კი უკეთესად გაიგებდა ვინ იყო მტერი და ვინ მოყვარე.
LikeLike
ალბათ, იმიტომ, რომ ქეთნისს და პიტას სპეციალური გეგმის შესახებ რომ სცოდნოდათ, კამერების წინ ბუნებრივად მოქცევა გაუჭირდებოდათ.
LikeLike
პიტა ხომ შესანიშნავად იქცევა კამერების წინ? მარტ პიტასთვის რომ ეთქვა არ ჯობდა?
LikeLike
კიდე იცი რას ვერ მივხვდი :) რა საჭირო იყო ელექტრონული ველის აფეთქება?
LikeLike