შეიძლება, გახსოვთ კიდეც, სამიოდე თვის წინ, თბილისურ წიგნის მაღაზიებზე რომ ვყვებოდი, ერთმა, შემთხვევით შემოსწრებულმა, ვიზიტორმა ავტორსაც და კომენტატორებსაც მწარედ გვისაყვედურა – იმაზე რატომ არაფერს ამბობთ, წიგნები რომ ძვირიაო.
Molly Bloom’s Day, კი გეცოდინებათ, პერსონალური ბლოგია და არა ლეიბორისტული პარტიის ონლაინ რესურსი. აქედან გამომდინარე, ელექტორალური ვალდებულებებით დატვირთული არ გახლავართ, ვწერ იმაზე, რაც მაინტერესებს, მიხარია ან მაწუხებს, და, ბუნებრივია, ასეთ შენიშვნას ვერაფრით მივიღებდი.
ისე არ გამიგოთ, თითქოს ეს თემა ჩემთვის ღრმად სულერთია – არამცდაარამც – უბრალოდ, ყველაფერს თავისი დრო აქვს. ესეც არ იყოს, თავზეხელაღებულ კრიტიკას პრობლემის მოგვარების ხერხებზე საუბარი მირჩევნია. ჰოდა, დღეს გიამბობთ, როგორ ვებრძვი კბენია ფასებს – ბიბლიოფილების უპირველეს მტერს.
მიზეზთა გამო, კარგად მახსოვს ის დრო, წიგნებს სკოლის სასადილოს გადარჩენილი ხურდა ფულით რომ ვყიდულობდი. ის შავბნელი წლებიც არ დამვიწყებია, ლიტერატურისთვის რომ არავის ეცალა და თავგანწირული მკითხველები ვერის პარკის გაზონზე გაშლილი სახელდახელო ბაზრობის იმედად იყვნენ. სტუდენტობისას სქელყდიან რომანებზე მეტად სახელმძღვანელოებზე მიწევდა ფიქრი… ბევრი რომ არ გავაგრძელო, ახლა უკვე ვახერხებ მოლის განებივრებას და ხელფასის ნაწილს ბიბლიოთეკას ვახარჯავ.
დღევანდელი სტანდარტული პრაის-ლისტი, ჩემი ბავშვობის ფასებთან, ცხადია, ახლოსაც ვერ მოვა, მაგრამ ისიც გასაგებია, რომ წიგნი, რაგინდ უჩვეულოდ არ უნდა ჟღერდეს, პირველ რიგში, კომერციული პროექტია, გამომცემლობა საქველმოქმედო ორგანიზაცია არ არის და მოგება ჰაერივით სჭირდება.
ჰოდა, იმისთვის, რომ არც მწვადი დაიწვას და არც შამფური, მყიდველიც კმაყოფილი დარჩეს და გამყიდველიც, ფასდაკლებებია მოგონილი.
როგორც ქუხს, ისე არ წვიმსო, ნათქვამია და 99-პროცენტიანი დისქაუნთი ყოველთვის არც არის აუცილებელი, მაგრამ საკოლექციო “ვეფხისტყაოსნის”, “ხელოვნების ამბის“, ან ქართული “ვარდის სახელის” ყიდვისას, შეღავათი, დამეთანხმეთ, კომფორტულია.
მეც, საფულე სხვადასხვა ჯურის ფერად-ფერადი მართკუთხედებით მაქვს სავსე და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ლამაზია (თუმცა, არც უმაგისობაა). ხუთი წიგნის ფასად შინ ექვსის ან შვიდის წამოცუხცუხება ურიგო სულაც არ მეჩვენება. როგორ – აქვე მოგახსენებთ.
რამდენიმე წელია, “ExLibris“-ის და “სანტა ესპერანსას” 10-პროცენტიანი ფასდაკლების ბარათით ვსარგებლობ. სულ რომ დაიქცეს ქვეყანა და იქ მისულს ერთი აქციაც არ დამხვდეს წამლად, მცირე ბონუსი მაინც გარანტირებულია.
ოღონდ, მსგავსი რამ თითქმის გამორიცხულია – “ექსს” და “სანტას” იმდენნაირი პროგრამა აქვს, შესაძლოა, ყველა ვერც გავიხსენო. სამშაბათების ამბავი გეცოდინებათ – “სანტას” კინკილა სტატუსში მოხსენიებას, ერთი კვირის მანძილზე, “სულაკაურის” კოლექციებზე 20-პროცენტიანი ფასდაკლება მოაქვს, თუ უქმე დღის ძილს შეელევით და კვირას, თორმეტიდან ორამდე ეწვევით, დანახარჯი 15 პროცენტით შეგიმცირდებათ. თებერვლისთვის ერთ დუჟინ წიგნზეა ფასდაკლება გამოცხადებული, ჟურნალ “ბროწეულს” ჯადოსნური კუპონები მოჰყვება და თუ რომელიმე გამოცემას ანოტაციასაც დაუწერთ, გასამრჯელოდ გადახდილი თანხის 15 პროცენტი გერგებათ.
“ბიბლუსის” დაგროვების ბარათიც მაქვს, ნელა, მაგრამ სტაბილურად რომ ივსება და სასიამოვნო საჩუქრად იქცევა ხოლმე.
“დიოგენე“, ვერცხლისფერ ქარდთან ერთად, სახელგანთქმული “მწვანე შაბათებითაც” იზიდავს მკითხველს. ყოველი თვის ბოლო შაბათს რა რიცხვიც ემთხვევა, იმდენპროცენტიანი ფასდაკლებაა. იანვარში 26 იყო, თებერვალში 23 უწევს… კიდევ ერთი, ფრიად სასარგებლო სიახლეა – მუდმივმოქმედი და განახლებადი “ფასდაკლების სტენდი”, 15-დან 80 პროცენტამდე “ჩამოქვეითებული” წიგნებით.
“ლატერნას” კლუბის ერთგული მეგობრები რამდენიმე ფავორიტ ჟანრს ირჩევენ, ფასდაკლებაც მიზნობრივია და უფრო ეფექტიანი.
გამომცემლობებში სტუმრობაც არ არის აზრს მოკლებული – ფასნამატსაც აცდებით და, შესაძლოა, სარფიან გარიგებასაც გამოკრათ ხელი. მაგალითად, “სულაკაურს“, აღმაშენებლის გამზირზე, კოხტა ოფისში, დროდადრო ისეთი გემრიელი დისქაუნთი აქვს, თითებს ჩაიკვნეტ. “ლოგოს პრესში” საბავშვო საკითხავის უდიდეს უმრავლესობას 40-პროცენტიანი ფასდაკლებით შეიძენთ, ჰელენ ექსლის სიმპატიურ სასაჩუქრე-მისალოც წიგნებს – ნახევარ ფასად.
ამას სეზონური, წინასადღესასწაულო, დაგეგმილი თუ დაუგეგმავი სეილებიც დაუმატეთ და დამეთანხმეთ, რომ ცოტა ნაღდად არ არის.
სიტყვა გამიგრძელდა, მგონი… თუმცა, დიდი იმედი მაქვს, ეს “განწირულის სულის კვეთება“ ფუჭად არ ჩაივლის და ჩემს მკითხველებს მცირეოდენ თანხას მაინც დააზოგვინებს. დასასრულს კი ერთ სასიამოვნო სიახლეზეც გეტყვით. ჩიტმა ამბავი მომიტანა, “სანტა ესპერანსა” დაგროვებითი ბარათის გამოშვებას აპირებსო. აი, იმის, პოსტს რომ ახლავს გამხსნელ სურათად. პირობები ჯერ არ ვიცი, მაგრამ ცხვირი მიგრძნობს, ურიგო ნამდვილად არ იქნება და მოლის საფულეს ახალი, ლამაზი და პრაქტიკული ქარდი შეემატება.
შენი ინსტრუქციის გათვალისწინებით, დიოგენესა და ლატერნას “ჩავუჯდები”
LikeLike
შედეგები გაგვაგებინე აუცილებლად :)
LikeLike
ერთადერთი ბიბლუსის დაგროვებითი ბარათი მაქვს, მაგრამ არასდროს გამომიყენებია . მოგვიანებით უნდა ვცადო. ეჭვი მაქვს კარგადა იქნება შევსებული.
LikeLike
მახსოვს რამდენიმე წლის წინ ჩვენთან პარნასიც იყო , მაგრამ სამწუხაროდ დაიხურა. ვეჭვობ არასტაბილური შემოსავლის გამო.
LikeLike
ერთი “პარნასი” თბილისშიც დახურეს :( ბარათაშვილზე.
LikeLike
ეს პოსტი უნდა ამობეჭდო ადამიანმა და ისე იარო წიგნის მაღაზიებში :))
LikeLike
:)))) გამაღიმე და გამახარე, რუსა :)
LikeLike
აუ როგორ მიყვარს ფასდაკლებები განსაკუთრებით წიგნებზე.
LikeLike
მეც :) ძალიან ძალიან :)
LikeLike
რაც სახელმძღვანელოებიდან ქსეროქსებზე გადავედით და ცოტაოდენი შემოსავალიც გამიჩნდა, ფასების პრობლემა შედარებით მომეხსნა… მაგრამ ისეთი არასტაბილური მყიდველი ვარ, რომ ფასდაკლება და ჩემი იშვიათი ვიზიტი მაღაზიაში თითქმის არასდროს ემთხვევა ერთმანეთს… სამაგიეროდ თუ დაემთხვა, წიგნების რაოდენობიდან გამომდინარე სერიოზული “მოგება” გამომდის… :)
LikeLike
პრობლემა, როგორც ასეთი, კარგა ხანია, არ მქონია. მადლობა ღმერთს. უბრალოდ, ძალიან ხშირად ვარ მაღაზიებში და პრაქტიკულიც არის და სასიამოვნოც. მოგება მართლა სერიოზულია :)
LikeLike
დიოგენეს მწვანე შაბათების სტუმარი ვარ ძირითადად, თან დაგროვების ბარათიც მაქვს. ძირითადად შედგენილი სია მაქვს და ზუსტად ასეთი აქციების ან ფესტივალის დროს ვანახლებ ბიბლიოთეკას. იშვიათად ჟურნალ-გაზეთებს, რომ მოყვება იმ წიგნებსაც ვყიდულობ. ჰო, მართლა SWOOPს აქვს საინტერესო შემოთავაზებები და სერიოზული ფასდაკლებები წიგნებზე, ცალკე განყოფილებაც კი გააკეთა, ზუსტად მათი წყალობით შევიძინე, როგორც იქნა ჰარი პოტერის ტომეულობა 33 ლარიანი ეკონომიით :)
LikeLike
სვუპს ბევრი აქებს, თეო, უბრალოდ, მე არ გამომიყენებია ჯერ და რაც თავად არ მინახავს, იმაზე წერა ცოტა მერთულება.
LikeLike
აი ახლაც რამდენი საინტერესო შემოთავაზება აქვთ :) http://swoop.ge/index.php?task=deals&lang=ge&cat_id=10&city=58
LikeLike
რა საყვარლობაა :)
LikeLike
ლოგოს პრესს საბავშვო წიგნების 90%-ზე აქვს 40%-მდე, ჰელენ ექსლის სასაჩუქრე-მისალოც წიგნებზე კი 50%-იანი ფასდაკლება :)
LikeLike
აი, არ ვიცოდი :((((((
LikeLike
წიგნი რომ ძვირია ამაზე არამხოლოდ ქართველი მყიდველი ჩივის. ზოგადად, ითვლება, რომ წიგნი უნდა იყოს იაფი, მაგრამ “როგორ”, ეგ უკვე არ იციან. :)
LikeLike
ჩვენში დარჩეს, არავის უთხრა და მე არ ვთვლი ასე :)) ხარისხი ფასს მოითხოვს და უხარისხო წიგნში გადახდილი თუნდაც ლარნახევარი დაკარგული და ქარს გატანებული ფულია.
LikeLike
წიგნი უნდა იყოს იაფი – ეს დამოკიდებულება ვერ ამართლებს. თუ გინახავთ უცხოენოვანი გამოცემები ვერ იტყვით მაგას. ქართულად დაბეჭდილი წიგნები საზღვარგარეთისას რომ შეადაროთ ძალიან იაფი გამოდის, თუმცა მომხმარებელს არ აქვს ამდენი ფული, რომ ყოველთვის, რაც უნდა ის იყიდოს… შესაბამისად ჩანს რომ აქაც მაღალია მათი ფასი.
LikeLike
ჩემთვის კრიტიკული ხარისხის და ფასის შესაბამისობაა. დანარჩენი – მხოლოდ ამის შემდეგ.
LikeLike
მშვენიერია! :) კარგია, როცა ხარისხის შესაბამისად იხდი თანხას, მაგრამ ისიც კარგია, თუ ამ თანხით ცოოოტა მეტ ხარისხიან წიგნს შეიძენ :)
LikeLike
ზუსტად :)
LikeLike
“ლატერნას” კლუბის წევრობას აქტიურად ვიყენებ და “დიოგენეს” მწვანე შაბათებს. სხვების ფასდაკლებები იმდენად იშვიათია ან მაღაზიების მდებარეობაა ჩემთვის არახელსაყრელი და აღარ ვინტერესდები :))
სანტაში რამდენიმე თვეა არ ვყოფილვარ. :(
LikeLike
შეიარე ერთხელ, თუ მოიცლი :)
LikeLike
ადრე მეგობრები მუშაობდნენ და ხშირად დავდიოდი.
ჰო, გავივლი მეგობარს “რამე კარგ წასაკითხს” შევპირდი :)))
LikeLike
როგორ ანებივრებ მეგობარს :)
LikeLike
თავად მე განებივრებული ვარ კარგი მეგობრებით :)
LikeLike
რატომაც არა :)
LikeLike
“Molly Bloom’s Day, კი გეცოდინებათ, პერსონალური ბლოგია და არა ლეიბორისტული პარტიის ონლაინ რესურსი.” – :D
ფასები ნამდვილად სერიოზული პრობლემაა, მაღაზიიდან გამოსული ხვდები რომ გემრიელად დაიხარჯე :) მე მხოლოდ ბიბლუსის ბარათი მაქვს და ამის გამო ძირითადად მათთან დავდივარ, თუმცა კიდევ ერთი ამოჩემება მაქვს “ლიბრა”, ფასდაკლებებსა და აქციებზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ სულ რომ არაფერი გინდოდეს იქიდან ხელცარიელი მაინც ვერ გამობრუნდები :)
LikeLike
ლიბრას მისამართი დაიდოს! დამაინტერესე :)
LikeLike
ზუსტი მისამართი სადაც მე დავდივარ: მისამართი: ვაჟა-ფშაველას 30ბ
ტელ.: 294 52 00 ესაა ზუსტად ვაჟასა და ასათიანის კუთხესთან, სამედიცინო უნის მოპირდაპირე მხარეს. დანარჩენი მაღაზიები აი: http://www.bookland.ge/libra.php
ბევრი კარგი უცხოენოვანი წიგნიც აქვთ ხოლმე ^^
LikeLike
უახლოეს უიქენდზე შევივლი. მანამდე საიტს დავათვალირებ საფუძვლიანად :) მადლობა, ფინიკი.
LikeLike
სულაკაურში მოვხვდი გუშინ შემთხვევით, მაგრად ვისიამოვნე :)
50 თეთრი იყო
ხვედელიძე – თაგვის გემო
თევზაძე – განჯადოება
თევზაძე – ძალაუფლების დაბრუნება
ქართველიშვილი – იყო საღამო იყო დილა
საუკეთესო ქართ. მოთხრობა 2006/2007
სამადაშვილი – დუეტი
სამადაშვილი – სანდრო კანდელაკის ჩექმა
(აქედან ერთი 3 ლარად, არ მახსოვს რომელი :დ)
და 3 ლარად
ბრეგაძე – მოთხრობები ლიტერატურაზე
ჭავჭავაძის კაცია ადამიანიც იყო 50 კაპიკად, ვერ დავტოვე :)))
დავტოვე აკა მორჩილაძის ერთი 3 სხვადასხვა რამე, 3 ლარად იყო, ასევე ბუღაძის რაღაცაც 3 ლარად
კიდევ რაღაცეები რა :)))
ძალიან ნასიამოვნები ვარ და ვფიქრობ კიდევ ხო არ შევიარო…
რაც შეეხება დიოგენეს, ერთხელ მაგ ,,ჩამოფასებულებზე” ლამის მეტი გამომართვეს, ვიდრე ჩამოფასების გარეშე ღირდა, ამაზე ნერვები საშინლად მომეშალა და იმის მერე გული აღარ მიწევს.
დანარჩენი ფასდაკლებები კი ჩემი აზრით ,,ლიპაა” (ლოგოსპრესზე არ ვამბობ) ეს არაა აუცილებელი გაიზიაროს ყველამ, ჩემი სუბიექტური აზრია და პირადად ჩემთვის არის ძვირი, არ ვამბობ რომ ზოგადად წიგნისთვის ან ვინმე სხვა ადამიანისთვის
კიდევ აქ დავამატებდი რომ ქარჩხაძეზე იყო ნორმალური ფასდაკლება, მგონი ახლაც არის, რეგისტრაცია უნდა უბრალოდ…
მოლი ბლუმი: რა კარგია რამეს რომ დავგუგლავ და ძველი თუ აქტუალური, სულ შენი (თქვენი) რომ მხვდება <3, იციცოხლე და იკითხე :))))) <3
LikeLike
ქარჩხაძეზე დამთავრებულა…
LikeLike
და ვინმე ტყუილად რომ არ მივიყვანო სულაკაურში, 50 თეთრიანები სულ ერთი 4–5 ცალი იყო დარჩენილი
აკას წიგნები კი არის, მაგრამ იმდენად პატარებია, არ ვიყიდე (ღარიბი :პ) მაგრამ რაღაც ფეხებს მივყავარ იქით და…
ახლა მეყოფა წერა.
LikeLike
ჯერ სორრი, ამდენი რომ გალოდინა ვორდპრესმა, მერე – ველქამ! კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარ(ებ)ი მოლის ბლოგზე :) აწი, იმედია, ვორდპრესიც გიცნობს და აღარ შეგაყოვნებს :)
სულაკაურიდან სერიოზული ნადავლით წამოსულხარ :) “დიოგენეს” სტენდის ამბავი სულ ახალია, გუშინ დაიწყეს და, მგონი, ღირს, კიდევ ერთხელ შეიარო მოცალეობის ჟამს – შენ აშკარად სხვა რაღაც არ მოგეწონა.
ქარჩხაძეს ძალიან კარგი ფასდაკლება ჰქონდა საშობაოდ, მახსოვს. საიტიდან იწერდი წიგნებს.
და სიძვირე-სიიაფეზეც, ცხადია, არ შეგედავები. ერთი, რომ შენი აზრია და მეორე – მგონი, ზუსტად მესმის, რასაც ამბობ და გულისხმობ. ოდესღაც, ჩემთვისაც ასე მიუწვდომელი იყო წიგნები და სულ არ ჰქონდა მნიშვნელობა, 20 პროცენტიან სეილს დავემთხვეოდი თუ 50-იანს.
შემოიარე ხოლმე :) აქ სტუმრებს სიხარულით ხვდებიან.
LikeLike
მოლი არაუშავს თუ მალოდინა :) ვორდპრესული ამბებია და მესმის :) მეც მქონია ოდესღაც :)
მადლობა კეთილი მიღებისთვის, ისე პირველად არ გწერ :)) ფბ–ზე მომიწერია რაღაც რჩევა მინდოდა და კეთილგანწყობილი პასუც მიმიღია <3 :))
დიოგონესთან ისევ შენნაირი წიგნების მოყვარულის ხათრით თუ შევრიგდები :))), ჯერ არ ვიცი :)))
კი, სერიოზული ნადავლია, თან მოულოდნელად და აი, სიხარული შენს ბლოგზე გადმოვაფრქვიე <3 :))
მადლობა რომ ხვდები რას ვგულისხმობ :)
საერთოდ მე კარგი მკითხველი ვარ–მეთქი, მოვიტყუები, მაგრამ კარგი მყიდველი :დდდ ქე ვარ წიგნების, დავდივარ და რას ,,წასაკითხი მაქვს" ვყიდულობ და ,,ვიმარაგებ", ამაზე კარგში რაში დავიხარჯები :))
ანუ ლამის ყოველ დღე რამდენიმე წიგნს ვყიდულობ :)) (ვინაა ეს ავადმყოფიო ვინმეს არ ვაფიქრებინო :დდდ) და ამიტომ რაც დავწერე იმ ,,რეზონების გარდა" (პირველად ვიხმარე ეს სიტყვა :() თუნდაც 20 თეთრს მნიშვნელობა აქვს :)), უფრო ბუკინისტებთან დავძვრები, თუმცა ახალ წიგნებსაც ვეტანები (უფრო სქელტანიანებს :დდ)
მთლად მარაზმებად რომ არ მოეჩვენოს ყველას ჩემი ნაწერი, აქ მოვრჩები <3
ვკითხულობ ბლოგს და ,,თვალს შორიდან გადევნებ" (:| ეს მთლად ,,მანიაკური" გამომივიდა :დ), წერით ნაკლებად, არ მეწერება ხოლმე :)))
ჩემი პატივისცემა და კარგი სურვილები (მეტი რა შემიძლიან :დ)
კიდევ გადავეყრებით ინტერნეტ–წიგნ სივრცეში <3
:))
LikeLike
ძალიან კარგი :) მშვენიერი სტრატეგია გქონია და მკითხველიც არანაკლები იქნები, დარწმუნებული ვარ.
დიდი მადლობა კეთილი სურვილებისთვის. ასეთი ბიბლიოფილებისთვის ვწერ მე და მოლის ბლოგის კარი ყოველთვის ღიაა. როცა გაგიხარდება, შემოიხედე :)
LikeLike
იმ პოასტს ახლა ვერ მივაგნებ, სადაც ამაზე იყო საუბარი და აჰა აქ გეტყვი
LikeLike
სადღაც იყო, ჰო :) გუშინ ვნახე ზუსტად :) მშვენიერი შედეგებია. მომილოცავს. იმედია, ახალ ვერსიასაც ჩამოკიდებენ სადმე.
LikeLike
ზოგჯერ მეჩვენება რომ ვინმე ახალ წიგნს რომ არ კითხულობს და უდროობას აბრალებს, მას ისედაც ეზარება და უბრალოდ გამართლებას ეძებს. ასევე მგონია აქაც. წიგნის ყიდვა არათუ ეზარება, ზოგს სურვილიც არ აქვს და მერე სიძვირეს აბრალებს.. ისეთიც ბევრია რომელსაც არც იმ ფასდაკლებულის ყიდვა შეუძლია, მაგრამ თუ გულით გინდა, ყველაფერს მოახერხებ :)
LikeLike
ოო ფასები, ჩემი გულის ტკივილია :ს ამას წინათ ბიბლუსში ქართული ხალხური ზღაპრები ვნახე, მოუხერხებლად სქელი წიგნი იყო, ფურცლებიც კი არ უვარგოდა და 30 ლარი დამიფასეს :ს რომელი ბარათი უშველიდა მაგ ფასს :/
LikeLike
ვიცი ის წიგნი და არ მომწონს და არც მაქვს. ქართული ზღაპრების კოლექციას ნაწილ-ნაწილ ვაკოწიწებ. ერთი და ფუნდამენტური, ჩემი ბავშვობის “იყო და არა იყო რას” მსგავსი, ჯერ არ შემხვედრია.
LikeLike
მეც არ მაქვს :) პაწა იაფი რომ ღირებულიყო გამოვაყოლებდი ხელს, მარა ა :/ რამდენიმე უცხო ზღაპარი კი ავითვისე ისე იქვე მაღაზიაში :)
LikeLike
არა, იაკო. დამიჯერე, არ ღირს :) უცხოურები, კი. უცხოურები “ბიბლუსიდანაც” მაქვს წამოღებული.
LikeLike
ბალდასარინი დღესაც მინდა რომ მქონდეს. რა ძვირია მაგის დედა ვატირე
LikeLike
აბა, იაფი “კრასნაია მასკვაა”.
LikeLike
ეს კომენტარი პოსტს აცდა თუ რემინსცენციაა?
LikeLike
ONE MAN ONLY
LikeLike