ამ რამდენიმე დღის წინ დიდი ვაი-ვაგლახით ავძვერი გადაჭედილ ავტობუსში, ცალი ხელით კარებში გაკვეხებულ ჩანთას ვექაჩებოდი, ცალით – სანახევროდ მომძვრალი შარფის დაჭერას ვცდილობდი, თან ყვითელი სამარშრუტოების მძღოლებს ვიხსენიებდი არც თუ სასიამოვნო, კარგად აღზრდილი ადამიანისთვის შეუფერებელი სიტყვებით, ჩემთვის, გუნებაში, რაღა თქმა უნდა. თავგანწირული ბრძოლით მოვიპოვე ადგილი ბრაზიან ბაბუასა და ნამძინარევ სტუდენტს შორის და ამ დროს გვერდიდან მოგუდული, მაგრამ გულიანი ხითხითი შემომესმა.
მივიხედე და იქვე, ფანჯარაზე მიჭეჭყილი გოგო დავინახე. ჭორფლიანი ცხვირი პაწაწუნა წიგნში ჰქონდა ჩარგული, კითხულობდა და კუჭკუჭებდა, მაგრამ რას კუჭკუჭებდა. გარეკანი არ მეცნო, ამიტომ ყოვლად უტაქტოდ წავიგრძელე კისერი – ჩემს, როგორც ლიტერატორი ბლოგერის თავმოყვარეობას საშინელი დარტყმა მიაყენეს და რა მომათმენინებდა, რომ იქვე არ დამეკმაყოფილებინა ცნობისმოყვარეობა.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, კვირა საღამოს დარენ კინგის “თაგვისცხვირიანი ბუტერბროდები” უკვე შინ მქონდა, ხოლო ორშაბათ დილას სწორედ იმ გოგონასავით ვიდექი ავტობუსის ცივ შუშაზე აკრული და ხმამაღლა ვიცინოდი.
ისე, ერთი შეხედვით, სასაცილო არაფერი იყო. აბა, წარმოიდგინეთ, რომ პოლი გქვიათ, თაგვი ბრძანდებით, თანაც უცნაური – ყველზე ალერგია გაქვთ თუ შემთხვევით ამ სასარგებლო რძის პროდუქტს სადმე გადაეყარეთ, დუნდულები გილურჯდებათ და კუდი კითხვის ნიშანივით გერკალებათ. მინდა, მოგახსენოთ, რომ ეს ფრიად სერიოზული პრობლემაა – იძულებული ხარ, სპეციალური, ყველსაწინააღმდეგო კოსტიუმი ატარო და შენი გასაჭირი თანამოძმეებს დაუმალო. აბა, ვის გაუგონია, თაგვს ყველი სწყენდეს?
არა, ეს ფათერაკებიც თვითონ რომ გეძებენ და გეტმასნებიან? ნეტავ, რა მიგარბენინებდა იმ ოხერ რესტორანში გალურჯებული და გაქუცული დუნდულებით? მჯდარიყავი შენთვის, წყნარად, ფეხსაცმლის ყუთში სანდრასა და ურჩხულ ტინბისთან ერთად, ვერც ვერასოდეს გაიგებდი, რომ ადამიანები – ჰოი, საშინელებავ! – თაგვისცხვირიან ბუტერბროდებს მიირთმევენ.
აბა, ამის მერე რომელ თაგვურ თაგვს მოუთმენდა გული, რომ ამ შემზარავი დანაშაულის წინააღმდეგ კამპანია არ წამოეწყო და მრისხანე მოძრაობა – თაძთაბუწი არ ჩამოგეყალიბებინა? მართალია, ცოტა გრძელი აბრევიატურა გამოვიდა – თაგვები, ანგელოზი და ძაღლი თაგვისცხვირიანი ბუტერბროდების წინააღმდეგ – მაგრამ სხვ რა გზა იყო – ერთგულ მეგობრებს – ნაძვის ხიდან ჩამოსკუპებულ ანგელოზ სანდრას და თავდადებულ ნაგაზ როულ-მყეფარ-ჰობსს ხომ არ გამოტოვებდი? იმაზე აღარაფერს ვამბობ, საბრალო ტინბი კინაღამ ჭკუიდან რომ შეიშალა ამ უმსგავსობის გამო. ისე, პრემიერ-მინისტრისთვის თაგვის მოჭრილი ცხვირების დაშენა რა მარჯვედ მოიფიქრა, არა? ის ლაჩარი, მოჰიპო ლერი კი გარწმუნებდა, პრემიერს პეტიცია პირადად გადავეციო. თურმე ცოცხით გამოუპანღურებიათ კაბინეტიდან, იმიტომაც ჰქონდა საჯდომი საეჭვო შეფერილობისა.
ისე, ვინ იფიქრებდა, რომ ეს აურზაური ასე მშვიდობიანად დამთავრდებოდა და ამ ამბავსაც ისეთივე კეთილი ბოლო ექნებოდა, როგორც ყველა ზღაპარს? თურმე ყველაფერი გაცილებით უკეთ ყოფილა, ვიდრე შორიდან ჩანდა და თაძთაბუწის გარეშეც მოგვარდებოდა საქმე, მაგრამ მაინც მაგარი კამპანია იყო, ხომ? ნამდვილი მეგობრების ფასიც სწორედ ამ ორომტრიალში არ გაიგე, პოლ? და შენი უცნაური ალერგიაც სწორედ მაშინ დაჯაბნე. სხვა თუ არაფერი, მარტო ამისთვის ღირდა თაძთაბუწის შექმნა. თანაც, მგონი, ადამიანებმაც ისწავლეს ჭკუა და სამუდამოდ ამოიღეს მენიუდან თაგვისცხვირიანი ბუტერბროდები – ნამდვილიც და მარციპანისაც.
უჰ, მართლა გულიანად ვიხალისე. ერთი ჭიქა სულგუნდიური ღვინო დამისხი, პოლ, და თქვენი გამარჯვებისა დავლიოთ. ჰო, გუდის ყველიც მომაწოდე, გეთაყვა, სულ ერთია, დუნდულები უფრო მეტად მაინც ვეღარ გაგილურჯდება.
წიგნი არ ვიცი, მაგრამ პოსტზე უკვე ვიცინე ;)))
გალურჯებული დუნდულები და აბრევიატურა )))))
თაძთაბუწი :)))
LikeLike
აბრევიატურამ და წინააღმდეგობის მოძრაობამ მომსპო <3
LikeLike
თამარას ვეტანხმები.
LikeLike
Great minds think alike :)
LikeLike
მშვეიერია <3 წავიკითხავ <3
LikeLike
არ ინანებ :)
LikeLike
ჰაჰა, წარმოგიდგინე გაჭეჭყილ ავტობუსში რომ კითხულობ და იცინი :)
LikeLike
ნუ, ჰო :) აშკარად აქტუალური პასაჟი გამოდგა :))
LikeLike
დასაწყისი იყო უნიკალური იმდენი ვიცინეთ მოლის უტაქტოდ წაგრძელებულ კისერზე და ყვითელ ავტობუსში ჩაკვეხებაზე, შარფზე და თავგანწირული ბრძოლით მოპოვებულ ადგილზე და მოკლედ გაიხარე, გავმხიარულდით მე და ჩემი დაიკო<3
LikeLike
ბრძოლაზე არ მკითხო :)) ძლივს მარშრუტი ავაწყვე, სამ ავტობუსს ვიცვლი და, მგონი, შეწყდა გაფიცვა :)
მიხარია, ორივეს რომ მოგეწონათ :)
LikeLike
ვაიმე რა კოშმარია სამმაგი ბრძოლა რომ გიწევს ერთ რეისზე:( იმედია დამთავრდა გაფიცვა.
LikeLike
დამთავრდა, კი :)
LikeLike
როგორ მომინდა წაკითხვა მეც. ამ გასაქრობი ნეიროქირურგიის სლაიდების ნაცვლად რომ მედოს ახლა წინ :დ
LikeLike
ერთი საათის სიამოვნება :)
ისე, ნეიროქირურგიაც არ უნდა იყოს ურიგო და უინტერესო. მე პატივს ვცემ ნეიროქირურგებს :)
LikeLike
პატივს მეც ვცემ, მაგრამ ჩემი საქმე რომ ნამდვილად არ არის, ამ ერთი კვირის განმავლობაში კარგად დავრწმუნდი. ნევროლოგია ქირურგიის გარეშე უფრო საინტერესოა, მოლი :დ
LikeLike
შენ უკეთ გეცოდინება… უბრალოდ, ექიმებს ვცემ ძალიან დიდ პატივს (თავად, სისხლის დანახვაზე გული მიმდის და გამორიცხული იყო, ექიმი გავმხდარიყავი და იმიტომ), მერე – ქირურგებს და ნეიროქირურგია ძალიან მესერიოზულება და მერომანტიულება :))
LikeLike
:) ქირურგიის ხათრით ჩავაბარე სამედიცინოზე და მაგ ოცნებამ დაყვინა მგონი :დ
LikeLike
აუაუაუ რა საყვარელია თაგუნები, ძალიან კარგი რამ უნდა იყოს, თან ილუსტრაციებით <3 პოლის ლურჯმა დუნდულებმა გამანადგურა :D
LikeLike
მე მოჰიპო ლერის ამბავი უფრო მომწონს :) პირადად გადავეციო და, თურმე, სად ხარ…
LikeLike
წიგნი არ ვიცი მოლი, მაგრამ პოსტია იმისთანა ხალისიანი მეტი რომ არ შეიძლება :)
LikeLike
წიგნის დამსახურებაა :))
LikeLike
ააააა, რატომღაც პოლის აღწერისას ზღვის გოჭები წარმოვიდგინე. ეჰ, როგორ მინდა შინაური ცხოველი მყავდეს :უსერ:
LikeLike
მეც :((
LikeLike
ჯერ ისედაც არ ვჭამდი და ახლა აღარ შევჭამ ბუტერბროდებს, მითუმეტეს თაგვისცხვირიანს :)))
LikeLike
რას ამბობ, ბუტერბროდზე უარის თქმა გაგონილა?! მითუმეტეს, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა და თაგვის ცხვირებს არავინ გვთავაზობს :)))))
LikeLike
ამ დილაადრიან კონსპექტებით გარშემორტყმულს თუ რამე გამამხიარულებდა, არ მეგონა :))) …თაძთაბუწიღა აკლია ჩვენს საპროტესტო აქციებს :)))
LikeLike
შენ ეგა თქვი :) თაძთაბუწი სისტემის წინააღმდეგ!
LikeLike
დღეს ვიყიდე და ერთი მერე ჩავუჯდე… :)))
LikeLike
მერე შთაბეჭდილებების გაზიარებაც არ დაიზარო :)
LikeLike
აუ რა მაგარი იყო :))) რატომ არ ვარ ისევ ბავშვი? :((( ძალიან მომეწონა
LikeLike
ჰო :) არც მე ვიტყოდი უარს, ეს ბავშვობაში წამეკითხა :)
LikeLike
:D :D :D
შენ თუ რამე ღირებული დაგრჩენოდა წაუკითხავი, რას წარმოვიდგენდი, მოლი :)) წიგნამდეც ვიცინე უკვე :)
LikeLike
აი, ასე დამასწრო ერთმა კაფანდარა გოგომ :)
LikeLike
ჩემთვისაა ეს პოსტი, თან როგორ მაინტერესებდა შინაარსი <3
წარმომიდგენია რა სახალისო წიგნი იქნება. ჯერ ხომ ამ რევიუზე ვიცინე მთელი გულით .დალურჯებულ დუნდულებზე და თაძთაბუწიზე ხომ სულ ამოვწყდი <3
LikeLike
თაძთაბუწი ჩვენი თანთია!
LikeLike
ძალიან ვიხალისე….:))))) მადლობა მოლი, ხასიათი გამომიკეთდა ;)
LikeLike
მადლობა, შენ, ნინიკო ) მიხარია, რომ მოგეწონა :)
LikeLike
ძალიან მშურს და ვერაფრით გამიგია როგორ ახერხებ არასოდეს ჩამორჩე სიახლეებს და ასეთი სახალისო რამეებისთვისაც კი გამონახო დრო. ისე მომინდა ახლა სახლში წალასლასება და გემრიელად წამოსკუპება სავარძელზე ამის წასაკითხად. მე კიდევ სულ ერთსა და იმავეს ვიმეორებ ვერ ვიცლი მეთქი, მაგრამ აშკარად დიდი ვერაფერი არგუმენტი მაქვს.
LikeLike
ეჰ, ფინიკი :( კატასტროფულად არ მყოფნის დრო. დამატებით ოცდაოთხ საათზე ნამდვილად არ ვიტყოდი უარს :)
LikeLike
მართლაც რომ ეჰ მოლი, მეც სიამოვნებით ვიქონიებდი დამატებით 24 საათს :)
LikeLike
აი, მერე ყველაფერს მოვასწრებდი :ეჭვ:
LikeLike
არა მერე გადავეწყობოდით 48 საათზე და ყველაფერი ზუსტად ასე იქნებოდა და კიდევ დამატებით 48 საათს (ანუ გაორმაგებას) მოვითხოვდით იმ იმედით მერე ყველაფერს მოვასწრებო :) როგორც ხდება ხოლმე, ხელფასი ეტაპობრივად რომ გეზრდება და ისე მშვენივრად ეწყობი ახალ შემოსავალზე თითქოს არაფერი შეცვლილა :) დარწმუნებული ვარ ასე იქნებოდა, მაგრამ რა ვიცი წარმოსახვაში მაინც მჯერა რომ 24–ს ნაცვლად 48 საათი რომ იყოს, ყველაფერს მოვასწრებდი :)
LikeLike
ჰო, ახლა ნამდვილად მჯერა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ არც შემდგომ გაორმაგებაზე ვიტყოდით უარს :)) დრო ვერასოდეს იქნება საკმარისი. სადღაც ყოველთვის დაგვაკლდება :)
LikeLike
კაცი უნდა ეყოს ჯამაგირს და არა ჯამაგირი კაცს….
LikeLike
ფული კი და დრო არ გამოდის ასე :(
LikeLike
ფული გამოდის რო ამის დედა ვატირე არ გამოდის :(
ო.ჰენრი დაიდო ლიტჯიზე ბზვ. :)
LikeLike
ეგეც მართალია :(
უჰ, კაი ამბავი, მილორდ. ვნახავ შინ, იქნებ რამე გადმოვწერო.
LikeLike
ვაიმე, ფოტოებზე რომ არ მყავდე ნანახი ამმაჩემი მეგონებოდი ლორდ :))) სულ მაგას მეუბნება. კაცი უნდა ეყოს ჯამაგირს და არა ჯამაგირი კაცს….
LikeLike
სურათზე სულ სხვანაირი ვარ
LikeLike
მეთქი რაის თაძთაბუწი და თურმე რაში ყოფილა საქმე :)))))))
LikeLike
[…] ბისეტი, “პიტერ პენი”, ტოლინები და თაგვისცხვირა ბუტერბროდები – რომელი ერთი […]
LikeLike