Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for თებერვალი 1st, 2013

დარენ კინგი. "თაგვისცხვირიანი ბუტერბროდები". ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. თბილისი,  2010

ამ რამდენიმე დღის წინ დიდი ვაი-ვაგლახით ავძვერი გადაჭედილ ავტობუსში, ცალი ხელით კარებში გაკვეხებულ ჩანთას ვექაჩებოდი, ცალით – სანახევროდ მომძვრალი შარფის დაჭერას ვცდილობდი, თან ყვითელი სამარშრუტოების მძღოლებს ვიხსენიებდი არც თუ სასიამოვნო, კარგად აღზრდილი ადამიანისთვის შეუფერებელი სიტყვებით, ჩემთვის, გუნებაში, რაღა თქმა უნდა. თავგანწირული ბრძოლით მოვიპოვე ადგილი ბრაზიან ბაბუასა და ნამძინარევ სტუდენტს შორის და ამ დროს გვერდიდან მოგუდული, მაგრამ გულიანი ხითხითი შემომესმა.

მივიხედე და იქვე, ფანჯარაზე მიჭეჭყილი გოგო დავინახე. ჭორფლიანი ცხვირი პაწაწუნა წიგნში ჰქონდა ჩარგული, კითხულობდა და კუჭკუჭებდა, მაგრამ რას კუჭკუჭებდა. გარეკანი არ მეცნო, ამიტომ ყოვლად უტაქტოდ წავიგრძელე კისერი – ჩემს, როგორც ლიტერატორი ბლოგერის თავმოყვარეობას საშინელი დარტყმა მიაყენეს და რა მომათმენინებდა, რომ იქვე არ დამეკმაყოფილებინა ცნობისმოყვარეობა.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, კვირა საღამოს დარენ კინგის “თაგვისცხვირიანი ბუტერბროდები” უკვე შინ მქონდა, ხოლო ორშაბათ დილას სწორედ იმ გოგონასავით ვიდექი ავტობუსის ცივ შუშაზე აკრული და ხმამაღლა ვიცინოდი.

ისე, ერთი შეხედვით, სასაცილო არაფერი იყო. აბა, წარმოიდგინეთ, რომ პოლი გქვიათ, თაგვი ბრძანდებით, თანაც უცნაური – ყველზე ალერგია გაქვთ თუ შემთხვევით ამ სასარგებლო რძის პროდუქტს სადმე გადაეყარეთ, დუნდულები გილურჯდებათ და კუდი კითხვის ნიშანივით გერკალებათ. მინდა, მოგახსენოთ, რომ ეს ფრიად სერიოზული პრობლემაა – იძულებული ხარ, სპეციალური, ყველსაწინააღმდეგო კოსტიუმი ატარო და შენი გასაჭირი თანამოძმეებს დაუმალო. აბა, ვის გაუგონია, თაგვს ყველი სწყენდეს?

(more…)

Advertisements

Read Full Post »

%d bloggers like this: