Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for თებერვალი, 2013

4. Zichi
აი, უკვე მეორედ ვმასპინძლობ ჯეოპარდს მოლის ბლოგზე. თანაც, ბევრად უფრო საპასუხისმგებლო მისიით: გავიხსენოთ ჩვენი უდიდესი საგანძური და სიამაყე – “ვეფხისტყაოსანი”.

არ მოგატყუებთ, ბავშვობიდან სიგიჟემდე მიყვარს რუსთაველის უკვდავი ნაწარმოები-თქო – გემო უფრო მოგვიანებით გავუგე, გემოც და გენიალურობაც. და ამ დიდი სიყვარულის ნიშნად შეკითხვათა პაკეტიც მოგიმზადეთ. არ არის ადვილი კითხვები (მე ასე მგონია), თუმცა შევეცადე, მრავალფეროვანი ჯეოპარდი გამოსულიყო. იმედი მაქვს, თქვენც ისიამოვნებთ ჩვენი ერის დიდი საუნჯის გახსენებით.

წარმატებებს გისურვებთ!

(more…)

Read Full Post »

bodva

ერთი ძველი, ბავშვობისდროინდელი ამბით დავიწყებ.

სკოლაში ენთუზიასტი პიონერხელმძღვანელი გვყავდა – ახალგაზრდა და ენერგიული ქალი. პიონერთა ოთახი ლენინის და გორბაჩოვის სურათებით, სსრკ-ს ჰიმნის და გერბის თვალსაჩინო პლაკატებით, პრიალა ფურცელზე დაბეჭდილი პიონერის ფიცით, ცნობილი რევოლუციონერების, პარტიზანი და იატაკქვეშელი ბავშვების სურათებით ჰქონდა გაფორმებული. დოლიც იქვე იდო, საყვირიც და კუთხეში დიდი წითელი დროშა იყო აყუდებული, საინვენტარიზაციო ნომრით.

ახალგაზრდა და ენერგიული ქალი იყო ჩვენი პიონერხელმძღვანელი-მეთქი, ტყუილად არ მითქვამს – სასკოლო კონფერენციასაც კი ამზადებდა თემაზე “გარდაქმნა და პიონერი”. მე მოხსენება უნდა წამეკითხა რაისა მაქსიმოვნას “პიონერსკაია პრავდაში” დაბეჭდილი ვრცელი ინტერვიუს მიხედვით, მაგრამ კონფერენცია ჩაიშალა და გადავრჩი.

მერე ბათუმიდან წამოვედი და 91 წლის შემოდგომაზე, ორიოდე დღით ჩასულმა, სკოლაშიც შევირბინე.

(more…)

Read Full Post »

"ედრიან მოულის საიდუმლო დღიური". გამომცემლობა "დიოგენე". თბილისი, 2013

ბრიტანელები ყოველთვის სერიოზული ხალხი მეგონა.

ხომ გესმით – ტრადიციები, კონსერვატიზმი, ფაივ ო’ქლოქი, დედოფალი ვიქტორია და რამე…

მაგრამ 13¾ წლის ბიჭი ასეთი შინაგანი ტრაგიზმით აღსავსე თუ იქნებოდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. ეტყობა, მის ასაკში სათანადო სიღრმე და ანალიზის უნარი მაკლდა.

სანაძლეოს დავდებ, ვერ მიხვდებით, ვისზე ვლაპარაკობ. იმიტომ, რომ ეს წიგნი სულ ცოტა ხნის წინ თარგმნეს ქართულად და გასულ კვირას ამაყად ვიდექი პირველი მყიდველების რიგში. იქამდე, უნდა გამოვტყდე, არც სიუ ტაუნსენდის სახელი გამეგონა და არც მის პერსონაჟზე – ედრიან მოულიზე მსმენოდა.

არადა, ნისლიან ალბიონზე ეს, ოჯახური პრობლემებისგან, უიღბლო სიყვარულისაგან და ვულგარული აკნესაგან გატანჯული მოზარდი თვით შერლოკ ჰოლმსივით ცნობილი და პოპულარული ყოფილა.

ცხონებული ბებია კი მასწავლიდა – “ნუ დასცინი სხვასაო, გადაგხდება თავსაო” – მაგრამ რა ვქნა, ეს ბიჭი ისე გვიყვება თავის პრობლემებზე, მეცინება და მომკალით, თუ გინდათ.

(more…)

Read Full Post »

Caesar Salad with Crab

ასეთ არეულდარეულ ამინდში, დამეთანხმეთ, ბუხართან მიფიცხებას არაფერი სჯობს. თუ ცეცხლის მხიარულ ტკაცატკუცს არ დავჯერდებით და რაიმე გემრიელ სასუსნავსაც გამოვძებნით, მთლად უკეთესი. მით უმეტეს, რომ კარგა ხანია, ზამთრის ბაღი მიჩუმებულია და მოწყენილი – თქვენებური აურზაური ნამდვილად არ აწყენდა.

ოღონდ წინასწარ გაფრთხილებთ, რომ მასპინძელმა პატარა მზაკვრობა ჩაიფიქრა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ მხარ-თეძოზე წამოწვება და გაქაფული მოლი აქეთ-იქით ირბენს თეფშებით ხელში, ძალიან ცდება. ერთი ძველთაძველი და ფრიად პატივსაცემი სიბრძნე ხომ გახსოვთ? დიახ, დიახ, “ვინც არ მუშაობს, ის არ ჭამს”-ო, რომ გვასწავლის. ჰოდა, ჩემო ძვირფასებო, გადავწყვიტე, რომ დღევანდელი კერძი ერთობლივი ძალისხმევით უნდა მოვამზადოთ და მირთმევითაც ერთად მივირთვათ. წინსაფრები უკვე მოვიმარაგე, თავშესაქცევი ისტორია კი, როგორც ყოველთვის, ჩემზე იყოს.

მოდით, ფუნქციები თავიდანვე გავინაწილოთ, რომ არავინ დაგვეჩაგროს. თამარა სალათის ფოთლებს მიხედავს – წინასწარ ჩავაწყვე ცივ წყალში, რომ უფრო ხრაშუნა და გემრიელი გამოვიდეს. ახლა მხოლოდ შემშრალება და ხელით დაფლეთა სჭირდება – დანასთან შეხება გემოს უკარგავს.

მერი, შენ ორცხობილა უნდა მოგვიმზადო – პური მაგიდაზეა, პატარა კუბიკებად დაჭერი და ტაფაზე მოხალე ცოტაოდენ ზეითუნის ზეთში, კარგი?

(more…)

Read Full Post »

Molly's 2nd Kindle Paperwhite

ერთგული სტუმრები, ალბათ, შეამჩნევდნენ, რომ ბიბლიოფილი მოლი, ამ ბოლო დროს, “ქინდლის” თავგადადებულ ადეპტად იქცა და ტრადიციულ, მამა-მაპაპურ ფოლიანტებზე და ელექტრონულ წიგნებზე ერთნაირი სიამოვნებით საუბრობს. რა ვქნა, ჯეფ ბეზოსის ფანტასტიური ნოვაციის წყალობით, ჩემი, როგორც მკითხველის ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა და ნამდვილად არ გამიჭირდება იმის აღიარება, რომ ი-ბუქები სქელ-სქელ ტომებში არ გამომერჩევა.

ზუსტად ერთი თვის წინ ჩემს კოლექციას “თეთრფურცელა” შეემატა და თუ საპრეზენტაციო პოსტი გახსოვთ, დამემოწმებით, რომ ახალი სათამაშოთი აღფრთოვანებისათვის ერთი დღეც საკმარისი აღმოჩნდა. ოღონდ, პირველ შეფასებებში მაინც ემოციები ჭარბობდა. დეტალური ანალიზისთვის დრო იყო საჭირო.

ჰოდა, ვფიქრობ, ახლა უკვე შემიძლია, მკითხველს შთაბეჭდილებები გავუზიარო. ჩემ გარშემო “ქინდლოსანთა” რიცხვი ელვის სისწრაფით იზრდება, ბევრიც უახლოესი მომავლისთვის გეგმავს შეძენას და, იმედი მაქვს, “ფეიფერუაითის” ანატომია საინტერესოც იქნება და სასარგებლოც – არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება.

(more…)

Read Full Post »

"შიმშილის თამაშები 2  - ცეცხლის ალში". ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. თბილისი, 2013

მათთან ხელმეორედ შეხვედრას ძალიან დიდხანს ველოდი…

იმდენად დიდხანს, რომ ეს მოლოდინი გაფერმკრთალდა და, სადღაც, გულის სიღრმეში მიყუჩდა კიდეც…

მაგრამ გუშინ საღამოს, ჩემს საყვარელ სავარძელში რომ მოვკალათდი და ახალნაყიდი წიგნი გადავშალე, უმალ მივხვდი, როგორ მომნატრებოდნენ ყველანი.

მეგონა, იმ ამბების შემდეგ, რაც თავს გადახდათ, მათი ცნობა შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ არა…

ჯიუტი და უშიშარი ქეთნის ევერდინი, მიუხედავად იმისა, რომ თავისი ღარიბული სახლიდან “გამარჯვებულთა სოფელში” დამხვდა გადაბარგებული, გეილთან ერთად კვლავ ტყეში აღმოვაჩინე – ისევ ბრაკონიერობენ და ხაფანგებს აგებენ. ის უცნაური ნაპერწკალიც ისევ ღვივის მათ შორის და არც ერთს არ აძლევს მოსვენებას.

(more…)

Read Full Post »

ასტრიდ ლინდგრენი. "ჩვენც სალტკროკელები ვართ". ჩორვენი და ბოცმანი. ილუნ ვიკლანდის ილუსტრაცია.

მოგესალმებით! დღეს მაქვს პატივი, მოლის ბლოგზე თქვენი მასპინძელი ვიყო.

როდესაც მოლიმ გესტ-ჯეოპარდის შესადგენად მომიწვია და მე გულითადი მადლობა და პირველი სიხარულიც მოვილიე, ცოტა არ იყოს და საგონებელში ჩავვარდი. ბოლოს და ბოლოს, გადახედეთ ძველ თამაშებს, რაზე აღარ გვიმტვრევია თავი და გვიმსჯელია. ერთი კი ვიცოდი, რომ პაკეტი სახალისო და მსუბუქი იქნებოდა, მაგრამ თემაზე კარგა ხანს ვერ შევჯერდი.

საბოლოოდ კი დღევანდელი ჯეოპარდის თემად უსაყვარლესი ოთხფეხები შევარჩიე, მაგრამ ამ კითხვების საპასუხოდ კინოლოგიაში გათვითცნობიერება არ არის საჭირო; უფრო ლიტერატურისა და კინოს პერსონაჟ ცუგრიებს უნდა იცნობდეთ. იმედი მაქვს, პაკეტი მოგეწონებათ.

აბა, შევუდგეთ საქმეს:

(more…)

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: