სანამ თამადას ავირჩევდეთ კი არადა, პოსტზე გადავიდოდეთ, მკითხველებთან სახალისო შეთავაზება მექნება – მოდი, რაფინირებული ინტელექტუალების მანტია გვერდზე გადავდოთ და ცოტა ხნით იმ პატარა, ახტაჯანა გოგო-ბიჭებად ვიქცეთ, შინაურებს სისხლს რომ ვუშრობდით…
***
ო’ჰენრის მოკლე მოთხრობებს შორის, ყველამ რომ ლამის ზეპირად ვიცით, ერთი განსაკუთრებით გამორჩეულია და სხვებს თითქმის არაფრით ჰგავს. არც “მოგვთა ძღვენივით” რომანტიულია, არც “უკანასკნელი ფოთოლივით” გულისმომკვლელი, ვერც “სანამ ავტო იცდიდა”-ს შეადარებ და ვერც “გზებს, რომლებსაც ვირჩევთ”… სულ სხვა ტონალობაშია დაწერილი და ოდესმე თუ ეტალონური იუმორისტული ნაწარმოების დასახელება მთხოვეს, უკეთესის მოძიება ნამდვილად გამიჭირდება.
სათაურიდანვე მიხვდებოდით – დღეს “წითელკანიანთა ბელადზე” უნდა გიამბოთ.
აი, დავწერე ეს წინადადება და “გიამბოთ”, ცოტა არ იყოს, მეხამუშა – წიგნის მოყვარული არ მეგულება, რამდენჯერმე არ ჰქონდეს გადაკითხული. თავად მე ღრმა ბავშვობაში, აწ უკვე ნაფლეთებად ქცეული მოყვითალო კრებულით გავიცანი და პირველი შთაბეჭდილებაც დღემდე მახსოვს – ჰომერული სიცილი ვერაფრით გამაწყვეტინეს.
შინაარსის წვრილად ჩამოწიკწიკება, ვფიქრობ, ზედმეტიც კია… შუაგულ ალაბამაში, ერთ მიყრუებულ ქალაქში შემთხვევით აღმოჩენილი ორი ხელმოცარული თაღლითი ადგილობრივი ბობოლას – ებენეზორ დორსეტის ხარჯზე ხელის მოთბობას და ერთადერთი შვილის გატაცებას განიზრახავს – ვინძლო, მშობლის გულმა ვერ გაძლოს და გვარიანი გამოსასყიდიც გვერგოსო…
“საუკუნის დანაშაული” პირდაპირ გენიალური სიმარტივითაა დაგეგმილი და, როგორც ხდება ხოლმე, ვაი-ბანდიტებს მხოლოდ “უმნიშვნელო” დეტალი გამორჩებათ – საკუთარი ერთას ზნე, ამქვეყნად, ყველაზე კარგად, მამა-დორსეტმა რომ იცის.
ეს ათი წლის გატუტუცებული ლაწირაკი ისეთი მაკვარანცხი გამოდგება, ამისთვის ხელის ხლებას, ჯობდა, ჩხრიალა გველი ჩაგვესვა უბეშიო – ასჯერ მაინც ათქმევინებს ორ პატიოსან ყაჩაღს.
ჩაძინებული დარაჯისთვის სკალპის მოხდა? – რა პრობლემაა! კვერცხისოდენა ქვით ყურის გალამაზება? – დიდი რამე… კაცმა არც იმაზე უნდა დაიწუწუნო, მძევალი, აქაოდა, ჩემი ცხენი ხარო, ლაგამს თუ ამოგდებს, ოთხმოცდაათ მილს შეუსვენებლად გაჭენებს და შვრიად გასაღებული ქვიშის ჭამას დაგაძალებს… პერანგში ცხელი კარტოფილის ჩაგდებაზე, აგურის ნატეხით თვალის ჩალურჯებაზე, წუთში ასოთხმოცი სიტყვის სიჩქარით დასმულ ათას სულელურ კითხვაზე არაფერს ვამბობ – ჩვეულებრივი ამბავია.
და, რაც მთავარია, ბავშვს შინ დაბრუნება სულაც არ ეხალისება. არც მამა იწვის მაინცდამაინც პირმშოსთან შეხვედრის დიდი სურვილით და მეზობლები ხომ საერთოდ…
დასასრული ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ და სიტყვას აღარ გავაგრძელებ – გამდიდრებას ვინ ჩივის, თანამზრახველებს “ჩხრიალა გველის” მისტერ დორსეტისთვის დაბრუნება ორასორმოცდაათი დოლარი დაუჯდებათ და, მე თუ მკითხავთ, იაფადაც გადარჩებიან.
***
ამ ეპიკურ ისტორიას კინემატოგრაფი, ცხადია, გვერდს ვერაფრით აუვლიდა. ერთი ძველი, გაქუცულზე გაქუცული საბჭოთა ფილმიც მახსოვს, მაგრამ ყველაზე მეტად მულტიპლიკატორებმა იხეირეს. უზომოდ პოპულარული “Маша и Медведь”-ის “ო’ჰენრისეული” სერია ბევრს გექნებათ ნანახი, მაგრამ, შესაძლოა, აღარ გახსოვდეთ “Чертёнок с пушистым хвостом” – ჩემი ბავშვობისდროინდელი, ფრიად სიმპატიური ანიმაცია.
ჰოდა, ჩემო კარგებო, ახლა ჩვენი საგმირო საქმეები გავიხსენოთ. ნუ გეშინიათ, მშობლები ბლოგებს მაინც არ კითხულობენ და ძველი ოინებისთვის არავინ დაგვსჯის.
აუუუ <3 <3 <3 უკვე კი ველოდი და მაინც რა კარგად წერ მოლი, რა ცოცხლად და გემრიელად <3 <3 <3
პატიოსანი ყაჩაღები :) :) ვაიჰ
LikeLike
:))
ისე, მოსაყოლი თუ ვინმეს აქვს, შენ უნდა გქონდეს :)
LikeLike
:) მოსაყოლი ნამდვილად არ მაქვს ცოტა :)
LikeLike
პოსტი დაწერე :)
LikeLike
ჩაიაროს შაკიკმა და გამოცდებმა და დავწერ :)
LikeLike
ანარხისტ,
LikeLike
ეგ უნდა მეთქვა, სოფი :)
“ორ პატიოსან ყაჩაღს” მეც გავუცინე :))
LikeLike
მადლობა :) კარგად მომიფიქრებია :)
LikeLike
ათიოდეჯერ ჩამოვვარდი სახურავიდან, რაც რამ ნაკერები მადევს ხელ-ფეხზე იმ წყეული ავტოფარეხებიდან ჩამოვარდნისას მაქვს მიღებული. რაც მთავარია მაინც ჯიუტად იქეთ მივიწევდი-რა მინდოდა ნეტავ?არც მახსოვს. სხვაფრივ დამჯერი და ჭკვიანი ვყავდი დედას, მეტს არაფერს ვაშავებდი ღმერთმანი
LikeLike
არაუშავს ხიფათა ყოფილხარ შენც :)
LikeLike
რა “მაგარი” ილუსტრაციებია :) წავალ, ძილის წინ ანიმაციებს ვუყურებ :))
LikeLike
მაშა და დათვი ვინ არ იცის მოლი <3
ჩემი პატარა ძმა (2 წლის) ღამეებს ათენებს და გადაბმულად უყურებს :))
ორი მხარე აქვს ერთი ცუდი რომ არაა სასიამოვნო 2 წლის ბავშვმა უყუროს მთელი დღე მულიკებს , მეორე კი სასიამოვნოა როცა ასე ძალიან უყვარს ასეთი კარგი მულწიკი როგორიც მაშა და დათვია :)))
LikeLike
მე მანტიის გადადება არ დამჭირვებია, ისედაც სულ ეგეთი ვარ :)))
LikeLike
ეჭვიც არ შემპარვია :)
LikeLike
ისე ტყუილია მშობლები ბლოგებს არ კითხულობენო.
დედაჩემი კითხულობს, ხან სად მიკომენტებს ხან სად, ხან რომელი ექაუნთით, მაგრამ ყოველთვის ვახერხებ ვიცნო :)))
მაკვარანცხობა თავად მასწავლა და იმიტო :)))
LikeLike
ტყუილი კი არა, გამონაკლისი ყოფილა, წესს რომ ადასტურებს :)
მაკვარანცხობა მომწონს <3 სიტყვაც და საქმეც :)
LikeLike
მაშა და დათვის სერია “წითელკანიანთა ბელადის” მოტივებზე ფრიად სიმპატიური გამოვიდა :) სამწუხაროდ, მოთხრობაც საკმაოდ გვიან წავიკითხე და არც ის “ფრიად სიმპატიური ანიმაცია” მინახავს.
LikeLike
ჰოდა, როცა გეცლება, ბოლო ბმულს გაყევი და ნახე :) არ ინანებ :)
LikeLike
გაქუცული ეძახე და არაჩვეულებრივი ეკრანიზაციაა. ვიცინი თამაშობს და სხვა ტიპებიც მაგრები არიან. კიდევ მეორე ნოველაა რევმატიზმიან ქურდზე – პლიატი და ნიკულინი და მესამე… მგონი ბოლივარი ორს ვერ გაუძლებსო – ეგ.
გაიდაის გადაღებულია. :)
ტრესტის ეკრანიზაცია ვერ ქაჩავს.
LikeLike
ძველია ძალიან, მილორდ, 62 წლის. შავ-თეთრი.
ბოლივარი ორივეს რომ ვერ გაუძლებს, ეს ნოველად მირჩევნია. “გზები, რომლებსაც ვირჩევთ”. ქრესტომათიული ფრაზაა.
ტრესტი მართლა ვერ ქაჩავს.
LikeLike
უჰჰ <3 მოლიი <3
LikeLike
:)
LikeLike
<3
LikeLike
ვერ გადმოვცემ სიტყვებით როგორ ძალიან მიყვარს “წითელკანიანთა ბელადი” :) Маша и Медведь–ის ჩემი საყვარელი სერიაც ეგაა :)
ჩემი ბავშვობა რომ გადმოვჩხრიკო ახლა, მგონი კომენტარის კი არა ერთი წიგნის დაწერა მაინც მომიწევს :) თან დღეს ისეთ ხასიათზე ვარ, დიდად კი არ განვსხვავდები იმ თავზეხელაღებულისგან ბავშვობაში რომ ვიყავი (მგონი ყავაში ჩამიყარეს რაღაც) :დ
ჩემი ხიფათების ამბავზე პოსტიც კი მაქვს დაწერილი მაგრამ, ახლა სხვა რამ გამახსენდა :დ ბავშვობიდან შეშლილი ვიყავი გამოძიების თემაზე, ჰოდა ჩემ ორ მეგობართან ერთად ჩამოვაყალიბე “გამომძიებელთა კლუბი” თუმცა ვიწრო მიმართულება გვქონდა “მაგია”, კიდევ უფრო ვიწროც “შავი მაგია”, მოკლედ დაახლოებით X-files–ის სცენარს ვავითარებდით რა, ჰოდა ვაწარმოებდით მოკვლევით სამუშაოებს. გვყავდა მუდმივი ეჭვმიტანილიც, ქალბატონი ქეთო, რომელიც დღევანდელი გადმოსახედიდანაც კი დიდად პოზიტიურ შთაბეჭდილებას არ ტოვებდა, თან გადახრა ქონდა რელიგიაზე (ბაპტისტი იყო როგორც მახსოვს) და მუდმივად ამ თემაზე საუბრობდა, ძაღლი ყავდა, ოღონდ სახლში კი არ აცხოვრებდა, სარდაფში ყავდა გამომწყვდეული, ჰოდა მეტი რა გვინდოდა, ჭეშმარიტი კრიმინალისტებივით ვმუშაობდით ხოლმე “ცხელ კვალზე”, ერთი ორჯერ მისი სახლის კარებთან “ამიყვანეს” :დ
LikeLike
აშკარად წიგნი გამოგივა, ფინიკი. რამდენიმე პოსტი მაინც :)
მახსოვს შენი ძველი პოსტი. სოკოს საკრეფად რომ წახვედი დელისის მიდამოებში და “ჩემო ცისფერთვალებასთვის” წერილები რომ დაგქონდა :) ქალბატონი ქეთოს ამბავი ახალია :)
Маша и Медведь-ის ჩემი ფავორიტი სერია “ლიჟნიუ!”-ა. შედევრია :) ოღონდ, ესეც ძალიან მაგარია და, საერთოდ, უმაგრესი ანიმაციაა :))
LikeLike
ჩემი ფავორიტიც ეგ სერიაა, აი განსაკუთრებით იმ ადგილზე ვგიჟდები, რომ ყვირის თვალებდაქაჩული: კტო ნა ლდუ ბრასაეტ რებიონკა :დდ
LikeLike
ჩემს უფროს ვაჟს ვეძახდი წითელკანიანთა ბელადს, ისეთი მავნე იყო :დ მიყვარს მე ო’ჰენრი. “მაშა და დათვი” კიდევ ჩემი აზრით იმ სიაშია, რომელშიც ტომი და ჯერია, 5 თვიდან უყურებენ პატარები, დედების დამხმარეა ასე ვთქვათ, ინეტნეტძიძა :)
LikeLike
მე ახლა აღმოვაჩინე, ამ სიბერის ჟამს და გავჭედე უკვე :)
LikeLike
იმ დღეს შუქი ჩამიქრა და ვერ მოვასწარი (რო მოვიდა მერე გადამავიწყდა:/) მეთქვა რომ “წითელკანიანთა ბელადის” არც ერთი ანიმირებული ვერსია არ მინახავს კიარადა არ მქონდა ნანახითქო და ორივე ძაალიან მომეწონა ^__^
LikeLike
ანუ, ტყუილად არ დამიდია ბმულები :) მეც ძალიან მომწონს ორივე <3
LikeLike
ჩუმათელა ვიყავი მე მაგრამ მიხვდებოდნენ და ბევრჯერაც ამწითლებია ერთი ადგილი.
LikeLike
ეჰ :((
LikeLike
წიგნის მოყვარული არ მეგულება, რამდენჯერმე არ ჰქონდეს გადაკითხული. <<< არ მაქვს წაკითხული , შესაბამისად ამ "თეორიის" მიხედვით არ ვითვლები წიგნისმოყვარულად? ჯანადაბა :D
LikeLike
გამონაკლისი წესს ადასტურებსო :)
LikeLike
ეგეც არ ვიცოდი ))))
LikeLike