არა, რა, ვერ ყოფილა მაინცდამაინც კარგი ამბავი, როცა ახალი წელი და დაბადების დღე თითქმის ემთხვევა ერთმანეთს. რატომო? რატომ და იმიტომ, რომ ვერაფერი შვილი ზრდილობაა, მასპინძელი მთვრალი რომ გიღებს კარს. მაგრამ რა ვქნა, ისეთი ხალხი მეწვია გუშინაც და გუშინწინაც, სხვა გზა არ მქონდა, ცოტა უნდა დამელია. არ დამიწყოთ ახლა, მსუბუქად ნაქეიფარს შენ არაფერი გიგავსო, შინაურები ხართ ყველანი და მობრძანდით, პირდაპირ შუხარს მიაბურეთ… უჰ… ბუხარს მიაშურეთ–მეთქი, ვამბობდი.
მადლობა, მადლობა, პირდაპირ თვალებს არ ვუჯერებ, ამდენი საჩუქარი სულ ჩემია? მმმ… ვინმე მომეშველეთ ქაღალდების შემოფხრეწვაში, ხომ ხედავთ, არ გამომდის. კარგი იქნება, თუ დატრიალდებით და სუფრასაც გაშლით – მაცივარი ნაირ-ნაირი კერძებითაა სავსე, ერთი ეგ არის, გოჭია უყურო და უკუდო – შემომეჭამა.
აბა, ყველანი მოთავსდით? ეს ვინ არის, ჩემს საყვარელ სავარძელში რომ ხვრინავს? ასეც ვიცოდი, რომ სალი იქნებოდა – გუშინ დავურეკე და ვერაფრით გავაგებინე, ვინ ვიყავი – ისეთ კონდიციამდე ბრძანდებოდა მისული, მოლი ვარ-მეთქი, რომ ვუთხარი, სულ მისის უისლი მეძახა და რონის და ჰერმიონის ამბებს მეკითხებოდა. მალინა, წაუქიმუნჯე ერთი მაგას, გაიღვიძოს. მართალია, ბახუსის ზემოქმედების ქვეშ გახლავართ, მაგრამ საინტერესო ისტორია მაინც უნდა გიამბოთ. ბოლოს და ბოლოს, იუბილარი ვარ და სტუმრების შექცევა ჩემი პირდაპირი მოვალეობაა.
შემთხვევით კი არ გამოვაღებინე წეღან თამარას ეს გოდორა ჭიქები, დღეს კონიაკით უნდა გაგიმასპინძლდეთ და თუ ასე არ იხმაურებთ, იმაზეც უნდა გითხრათ ორიოდე სიტყვა, როგორ მოევლინა ქვეყნიერებას ეს მშვენიერი სასმელი.
რიხიანი შესავალი კი გამომივიდა, მაგრამ საქმე იმაშია, ჩემო ძვირფასებო, რომ კონიაკის წარმოშობის შესახებ ოფიციალური ვერსია არ არსებობს და იმ ლეგენდით უნდა დავიწყო, ოდესღაც რომ მსმენია.
მოკლედ, ახლა აქ რომ მოვკალათებულვართ და ამ ღვთაებრივ სითხეს ნება-ნება ვწრუპავთ, ამისთვის ერთ გადამდგარ ფრანგ ოფიცერს – შევალიე დე ტრულა… ფუი, ეშმაკს, შევალიე დე კრუას უნდა ვუმადლოდეთ. ამბობენ, რომ სამხედრო სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ ეს ფრიად პატივცემული ბატონი მეტად შეწუხებულა უსაქმურობისგან და უფულობისგან (ეჭვი მაქვს, ამ მეორისგან უფრო) და ღვინის დისტილაციისთვის მიუყვია ხელი. ერთხელაც, სავარაუდოდ, საკუთარი ნაწარმის დაგემოვნების შემდეგ, ტკბილად ჩაძინებულს, თვით სატანა გამოსცხადებია სულის ამოსართმევად და მდუღარეში ჩაუგდია. როცა შეუტყვია, რომ ძველ მეომარს ამით ვერაფერს დააკლებდა, ამოუყვანია და ახლა მეორეჯერ უკვრევინებია თავი მოთუხთუხე წყალში.
სიზმრის სხვა დეტალებზე ლეგენდა, სამწუხაროდ, დუმს, სამაგიეროდ გვიამბობს, როგორ გამოიყენა მოხერხებულმა შევალიემ ორმაგი დუღილის ტექნოლოგია კონიაკის დამზადების საქმეში და როგორ გაუგზავნა ექსპერიმენტის ნაყოფი რენორვილის სააბატოს. ბერებმა მოკრძალება გამოიჩინეს და მხოლოდ ერთი კასრი დააცარიელეს, მეორე კი განსაკუთრებული შემთხვევისთვის საიმედოდ შეინახეს. ეს განსაკუთრებული შემთხვევა მხოლოდ თხუთმეტიოდე წლის შემდეგ მომხდარა და წმინდა მამებს, ხელების ფშვნეტით რომ მოაგორებდნენ ჭურჭელს სარდაფიდან, პირკატა სცემიათ – სასმელი ნახევარზე დასული დახვედრიათ, სამაგიეროდ, გემო და არომატი ჰქონია ისეთი, ბოროტი ენები ამბობენ, სააბატოდან მთელი კვირა გადაბმული სიმღერის ხმა გამოდიოდაო.
ასე იყო თუ ისე, ტერმინი “კონიაკი” პირველად ცოტა მოგვიანებით, 1722 წელს გაჩენილა, თუმცა, თვითონ სასმელის მასობრივი წარმოება იქამდე კარგა ხნის დაუწყიათ და ამ საქმით, ძირითადად, ჰუგენოტები ყოფილან დაკავებულნი. არც არის გასაკვირი – შარანტის მიდამოებში, ძირითადად, ისინი სახლობდნენ. ჰოდა, როცა ნეტარხსენებულმა თუ ავადსახსენებელმა (ეს უკვე, როგორც გენებოთ) კარდინალმა რიშელიემ უკანასკნელი საყრდენი პუნქტიდან – ლა-როშელიდან გამოაპანღურა, კონიაკის წარმოება მთელ ევროპაში გავრცელდა.
ნახევარი საუკუნის შემდეგ ერთმა ყოჩაღმა ინგლისელმა – ჯონ მარტელმა გამდიდრება გადაწყვიტა, ლა-მანშის მეორე მხარეს გადაბარგდა, სახელად ფრანგული და კეთილხმოვანი ჟანი აირჩია და კონიაკის ბიზნესში ჩაება. რამდენად წარმატებული გამოდგა მისი საქმიანობა, მგონი, დღესაც დავრწმუნდით – საწყალი მერი არ სვამს და ჭიქების ავსებას ვეღარ აუდის. სულ ვეუბნები, აბსტინენცია ხანდახან მავნებელია-მეთქი და აი, თუ არ მისმენს, ახია მაგაზე, იდგეს ახლა მერიქიფედ.
ისე, კარგად რომ მომეჩხრიკა მეხსიერების წიაღში, ალბათ, კიდევ გავიხსენებდი რამე საინტერესოს, მაგრამ ეს ჭერი რაღაც საეჭვოდ ტრიალებს და სანამ სარწეველაში ტკბილად ჩაძინებულ თაიას მივწოლივარ გვერდში, ყველამ ერთად ვიმღეროთ jingle bells, jingle bells… კი არა და Happy Birthday to Youuuuuuuuuuuuu…
მოლი ორი წლის გამხდარაოოოოოოოოოოოოოოოო!
გილოცავ თავად ძვირფასო, ზუსტად არ ვიცი რა ხანია ამ ბლოგის მკითხველი ვარ, მაგრამ ძალიან ძალიან მიყვარს ეს ბლოგიც და მისი ავტორიც,
მასპინძელი რომ მთვრალია სტუმრებმაც ხომ უნდა დალიონ. წავალ გადავკრავ ერთ ჭიქას და ხო, მანამდე რა გისურვო არ ვიცი.
ბევრ ახალ საინტერესო წიგნს,მკითხველს და პოსტს გისურვებ <3
LikeLike
მადლობა თამი :) პირველმა შენ მომილოცე <3
LikeLike
მიყვარს შენი ბლოგიც ის წიგნებიც რომელზეც შენ წერ , ის ბლოგები რომელსაც კითხულობ და ის მუსიკა რომელსაც გილოცავ და დანარჩენი წლებიც ერთად გვეზეიმოს. უსმენ. არაა არ ვარძალიან მთვრალი<3
LikeLike
რა მაგრობაა :) ეს მოლოცვა უნდა შევინახო!
LikeLike
”…ამისთვის ერთი გადამდგარი ფრანგი ოფიცრის – შევალიე დე ტრულა… ფუი, ეშმაკს, შევალიე დე კრუას უნდა ვუმადლოდეთ. ” :)))
მოლი, რა ცოცხალი წერა იცი :)
გილოცავ დაბადების დღეს, მრავალჟამიერ!
LikeLike
“ცოცხალ წერაზე” დავდნი :)
მადლობა, ნატო!
LikeLike
უნდა დავეთანხმო ქალბატონ ნატოს :)
LikeLike
ამ ბლოგს ჩემი სურვილები არ სჭირდება :) დარწმუნებული ვარ, პოსტები და მკითხველები არ მოაკლდება :) … კონიაკს კი დავლევ – დაბადების დღის მოლოცვა სასმელის გარეშე არ გამოვა :)
LikeLike
გემრიელად მიირთვი, ნათია :) პოსტები ჩემზე იყოს, მკითხველები (წაკითხვა, ანუ) – თქვენზე და სოფელიც აშენდება.
LikeLike
გილოცავ მოლი, რა გისურვო აღარ ვიცი, ბევრი მკითხველი?! ეგ ისედაც გყავს და გეყოლება. როგორ მიყვარს ვერანდაზე სტუმრობა შენ არ იცი, წავალ გადავკრავ კონიაკს :)
LikeLike
იმედია :) კონიაკი მიირთვი, რამდენიც გინდა. საჭესთან მაინც არ გიწევს დაჯდომა და…
LikeLike
გილოცავ! (ამას ხმამაღლა ვყვირი, აბა ისეთი ხმაურია რას გაგაგონებთ ადამიანი :)
კიდევ ბევრი წელი მომელოცოს მოლი, წარმატებები და სურვილების ასრულებები! მიყვარხარ! :)
LikeLike
რაც არ უნდა ხმაური იყოს, ამას მაინც გავიგონებთ :) მადლობა, თეო :)
LikeLike
გილოცავ , მოლი <3
კიდევ მრავალი პოოოოსტი <3
LikeLike
შევეცდები :)
LikeLike
გილოცავ(თ) მოლი, როგორც ყოველვის – შესანიშნავად გვიმასპინძლე :) აქვე დავსძენ, რომ ბლოგოსფეროში აქაურობა – ჩემი საყვარელი ადგილია :) ბევრ საინტერესო და კარგ მკითხველს გისურვებ მოლი, ჩვენ კი შენი პოსტები ნუ მოგვაკლოს ბედობის მადლმა :*
LikeLike
გაიხარე :) თქვენ იყავით კარგად და პოსტების წერა ჩემზე იყოს :)
LikeLike
მოლი, გილოცავ!
შენს ბლოგს ვუსურვებ, სულ ჯანმრთელად და ბედნიერად უმყოფოს თავისი დიასახლისი, რომ ასეთი გემრიელი პოსტები არ მოკლებოდეს მთელი წლის განმავლობაში…
ერთხელაც ვიტყვი, რომ შენზე მოწესრიგებული და პასუხისმგებლიანი ბლოგერი არ მეგულება სხვა და ჩემი ბლოგი როცა საყვედურის სათქმელად გამომიჭერს ორი წამით შემორბენილს, სულ აქაურობაზე მომითითებს, ბლოგისთვის ყურადღების მიქცევა ასეთი უნდაო…
გისურვებ, სულ ასე შეხმატკბილებული ურთიერთობა გქონოდეთ შენ და შენს ბლოგს… სტუმარი არ გამოგლეოდეს და ერთგული მკითხველი დღითიდღე მოგმატებოდეს <3
LikeLike
ერთი, ჩემს ბლოგს გააგონა ეს :(
მადლობა, მარიამ! გამახარე შენი სტუმრობით :)
LikeLike
ჰაეეეეეეეეეეეეეე, დაგვიანებული შეზორხოშებული სტუმარი მოვედი ^_^
გილოცავ, გილოცავ, გი–ლო–ცავ :*
LikeLike
აქ დაგვიანებული სტუმარი არ არსებობს – ყველას სიხარულით ხვდებიან. მადლობა, ქევან :) კონიაკი არ დამიწუნო, ოღონდ.
LikeLike
“ბოროტი ენები ამბობენ, სააბატოდან მთელი კვირა გადაბმული სიმღერის ხმა გამოდიოდაო.” – მოვკვდი სიცილით! :) :) :)
შენი ბლოგიდანაც ასეთი ხმები გადის, ეჭვი მაქვს..
ჰო, მერი ცოდოა, მე მეორე არამსმელი ვარ და ჭიქების დარეცხვას ჩემს თავზე ვიღებ. შეზარხოშებულებმა ტკბილად იძინეთ!!!
დაბადების დღეს გილოცავ, მოლი! :)
LikeLike
რას ამბობ :) სტუმრებს როგორ დაგასაქმებთ. მე მივხედავ ჭიქებსაც და სხვა რაღაცებსაც. მადლობა, თამაღ :)
LikeLike
გილოცავ საუკეთესო სურვილებით<3 კონიაკზეც მშვენივრად ჩაატარე ექსკურსი, ოხერი გოგო ხარ :). ორი წლის რომ ასეთ ამბავს ატრიალებ, მერე რა იქნება!!! :) გილოცავ და წარმატებულ წელს გისურვებ.
LikeLike
აი, ჟიპიტაურამდე რომ მივალთ, მერე ნახე შენ :))) მადლობა, კატერინა :)
LikeLike
“ცოცხალი წერა” ასეთი ზუსტი კომენტარი არასოდეს წამიკითხავს :)
გილოცავ მოლი, კარგია ახალ წელს რომ ემთხვევა თქვენი დაბადება, განწყობა კიდევ უფრო საზეიმო ხდება :) ტკბილ და ძალიან წარმატებულ დაბერებას გისურვებთ :)
LikeLike
სამაგიეროდ, “ტკბილი და წარმატებული დაბერებაა” ყველაზე ზუსტი და სასიამოვნო სურვილი :)
მადლობა, ფინიკი :)
LikeLike
სანამ ჩემს მოლოცვას დავწერდი, კომენტარები წავიკითხე. სწორედ რომ “ცოცხლად წერ” და ამიტომაც ეს ბლოგი “ბლოგოსფეროში ჩემი საყვარელი ადგილია”. ნომინაცია ყველაზე “მოწესრიგებული და პასუხისმგებლიანი ბლოგერი”-ც ულაპარაკოდ შენ გეკუთვნის.
კონიაკით არა და იმ მარტინით, რომელსაც ახლა ვწრუპავ, რეალურად და გულწრფელად გილოცავ ბლოგის დაბადების დღეს. “ორი წლის რომ ასეთ ამბავს ატრიალებ” და ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ბლოგერი ხარ, 3-4 წლისათვის რაღა გისურვო?! ალბათ პოპულარობის ტემპის დაუგდებლობა, მკითხველთა ზრდის ტენდენციის შენარჩუნება და ბლოგისათვის საინტერესო თემების სიმრავლე. მადლობა შენ იმისთვის, რომ 2 წელია საინტერესო საკითხავს არ გვაკლებ და უჩვეულო სკურპულოზურობითა და პედანტურობით კვირაში სამჯერ გვმასპინძლობ.
კიდევ ბევრი წელი გვენახე ბლოგერის ამპლუაში ჩვენი გულის გასახარად :)
LikeLike
მადლობა, თქვენ, ერთგულ მკითხველებს, აქაურობას რომ არ ივიწყებთ, თორემ მარტოს გამიჭირდებოდა. გამიჭირდებოდა კი არა, ორ წელს ნამდვილად ვერ მივაღწევდი.
და მადლობა შენ, ტაბუ, ასეთი მოლოცვისთვის. რაღა დაგიმალო და შენი ყველა მოლოცვა მახსოვს (კიდევ ბევრჯერ მოგელოცოს :) ) ჰოდა, ყოველთვის ასე გემრიელად, სიტყვაუხვად და განსაკუთრებულად იცი ხოლმე :)
LikeLike
მე კიდევ უფრო დამიგვიანია :) დამისხი და ისე მოგილოცავ :)
ჩემი საყვარელი ბლოგი <3 <3 <3 და ბლოგერი <3<3<3 :* :*
LikeLike
რამდენიც გაგიხარდება, იმდენს დაგისხამ. აქ “მშრალი კანონი” არ მოქმედებს. გაამოს და მადლობა :)
LikeLike
18-ს გადავცდი ბოლო-ბოლო :)
აქ ყველაფერი ისეთი გემრიელია <3
LikeLike
გულით არის გაკეთებული და იმიტომ :სულაცარმერიდება:
LikeLike
შენ არც უნდა მოგერიდოს <3
LikeLike
ნამეტანი თავის ქება გამომივიდა და :)
LikeLike
პოსტს რომ ვკითხულობდი, ასე მეგონა ოთახის რომელიღაც კუთხეში, სავარძელში ნახევრად მთვლემარე შევსცქერდი ამ ყველაფერს და შევალიე დე კრუას სიზმარიც, ჩემი სიზმრის ნაწყვეტი იყო… მოლი ორი წლის გამხდარაოოო… თუმცა ასე მგონია მთელი ცხოვრებაა გიცნობ და ამ ბლოგით ვვარსებობ: ) ახლა მგონია, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს ბლოგიც იმდენ ხანს იცოცხლებს, რომ მართლა მთელი ცხოვრება გიცნობდე
LikeLike
გაიხარე, ვამპირ :) დიდი მადლობა! სტუმრებს ზუსტადაც რომ ისე ვესაუბრები (ყოველი შემთხვევისთვის, ვცდილობ მაინც), თავი შინ იგრძნონ.
LikeLike
მე ერთი ბოთლი საფერავი მოვიტანე და ამით დაგლოცავ, ვისაც უნდა შემომიერთდეს.
კონიაკმა საშინელი პახმელია იცის და ვერიდე-ბიბი :)))
გილოცავ!
რა გისურვო არ ვიცი, უფრო სწორად არ მინდა ბანალურად საინტერესო თემები და დიდხანს არსებობა გისურვო, იმიტომ რომ ეგ შენი მკითხველებისთვის სასურვებელი უფროა. ბევრ მკითხველს გისურვებ! საინტერესო მკითხველს :)
თემები შენ არ გამოგელევა და მთვარია ენერგია გქონდეს და დრო :)
ფაქტობრივად ჩემი მშობელი ხარ :) შენ რომ არა, მეც არ ვიქნებოდი, ნუ მინიმუმ ამ ფორმით :)
იდღეგრძელე! :*
LikeLike
აი, ახლა პირი დავაღე.
რა არ მსმენია ამ ორი წლის მანძილზე, როგორი კომპლიმენტი არ უთქვამთ, მაგრამ ასეთი არ ყოფილა…
ბიბის ბლოგთან, ან, შოშანას ბლოგთან, როგორც გენებოთ, მე ბიბი მირჩევნია, ასე დაიბადა და ჩემს ბლოგროლშიც სახელის ამ ვარიანტის წყალო-ბიბით არის პირველ ადგილზე… მოკლედ, ბიბის ბლოგთან რამენაირად რომ მაკავშირებენ, საშინლად, საშინლად მიხარია :) დიდ პატივია ჩემთვის, ათასჯერ მითქვამს და კიდევ ათასჯერ გავიმეორებ.
ჩემს საინტერესო მკითხველზე ერთი დიდი პოსტი დაიწერება. სულ ვაპირებ და ერთხელაც დავწერ. და როგორი საინტერესო მკითხველი მყავს, ამას ჯერ აქაური კომენტარები მოწმობს და მერე ბლოგები.
გაიხარე, ბიბი!
LikeLike
კარგი ახლა :)
LikeLike
Absolutely So.
LikeLike
გილოცავ, მოლი :) მე შენი ბლოგისგან არა მხოლოდ როგორც მკითხველი, სხვა მხრივაც ვარ დავალებული :))) განსაკუთრებულად წარმატებულ წელს გისურვებ!
LikeLike
მადლობა, რუსა :) ოღონდ, მე თუ მკითხავ, ზუსტადაც რომ მე და ყველა შენი მკითხველი ვართ შენგან დავალებული, უგემრიელესი და ექსკლუზიური პროზით რომ გვანებივრებ.
ჰოდა, შენი წარმატებებიც განსაკუთრებით გაგვიხარდება.
LikeLike
გილოცავ,მოლი ბლუმ!!! :)
ჩემი თბილი და ფერადი სურვილებით! დაუსრულლებლად,რომ შეგიძლია ილაპარაკო და დუმილს ამჯობინებ..
LikeLike
მადლობა, ანა ფერადი სურვილებისთვის :)
LikeLike
გილოცავ, მოლი… შენი ბლოგის ერთგული მკითხველი ვარ…მომავალშიც ველოდები უგემრიელეს და ძალიან საინტერესო პოსტებს :) <3
LikeLike
მადლობა :) შენ ხშირად მესტუმრე და იმედებს არ გაგიცრუებ.
LikeLike
მოლი, გილოცავ :) 20 წლის იუბილე მომელოცოს :)
LikeLike
შენთან ერთად, მერი <3
LikeLike
გილოცავ, მოლი !! ყველა ნატვრის ახდენას გისურვებ )) ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ბლოგერი ხარ :* ვიცი, რომ არასოდეს შეწყვეტ წერას, ვიცი, რომ ყოველთვის ასეთი მაგარი იქნება შენი პოსტები.
კიდევ ერთხელ გილოცავ :)))
LikeLike
მადლობა დიდი :) მესიამოვნა ძალიან :)
LikeLike
ჩამომისხი ერთი, ასე როგორ მოგილოცო :)
……
გილოცავ მოლი: ) ისე მომწონხართ შენ და შენი ბლოგი, სიტყვები გამომელია და ვეღარ გეუბნებით ვერაფერს :D
LikeLike
მადლობა, ნინიტო :)
LikeLike
მომილოცავს,მოლი, დაგვიანებით, მაგრამ გულით :დ შარშანდელზე კიდევ უფრო წარმატებულ წელს გისურვებ :)
LikeLike
მთავარია, რომ მოიცალე და მოხვედი, ომარ :) რაის დაგვიანება :) მადლობა დიდი!
LikeLike
პუბლიკავ, მე არ ვხვრინავ, მაგრამ ამ აბზაცის ხათრით დავიწყებ ამიერიდან ხვრინვას !
ისე ახალი წელი კარგია, მიყვარს ძალიან, უბრალოდ 2 ნაკლი აქვს გვათრობს და გვასუქებს :)
გილოცავთ ყველას !!!
LikeLike
ორივე რომ სასიამოვნო ნაკლია, რა ვქნათ, სალ? :))
გილოცავ მეც :) მრავალ ბედნიერ ახალ წელს დაესწარი.
LikeLike
დაგვიანებული, მაგრამ წრფელი მილოცვა ორი წლის მოლის!
LikeLike
მოლოცვა დაგვიანებული არ არსებობს, მემე :) უღრმესი მადლობა!
LikeLike
მოლი ვულოცავ აქაურობას 2 წლის თავს :)პოსტების მრავალფეროვნებას და სტუმრების სიმრავლეს გისურვებთ :) <3
LikeLike
მადლობა, ჯეინ :) სტუმრები ჩემი სიამაყეა, ხომ იცი :)
LikeLike
[…] ჩავათვალიერე. ვისკი იყო, შამპანურიც, კონიაკიც… ისეთი არაფერი გაგვჭირვებია, თემა […]
LikeLike