ძვირფასო მამა, შეგიძლია ამ თვის ჯამაგირი დამიკავო, რადგან მე წავიღე 1 კილოგრამი ძეხვი, 1 კილოგრამი ღორის სოსისი, 1,5 კილოგრამი შებოლილი ბარკალი, 10 პატარა მდნარი ყველი, შენ რომ იცი, ის, 4 პური, 0.5 კილოგრამი ყველი, 1 კილოგრამი კარაქი, 1 შეკვრა ასანთი, 10 ფილა 50-ერეიანი შოკოლადი, 1 ბიდონი ბენზინი საწყობიდან, 2 კოლოფი კაკაო, 2 კოლოფი რძის ფხვნილი, 1 კილოგრამი შაქრის ფხვნილი, 5 საღეჭი რეზინი, 10 ყუთი მშრალი სპირტის ტაბლეტი.
და მგონი კიდევ რაღაც-რაღაცები, ახლა ზუსტად არ მახსოვს. ვიცი, რომ ნაწყენი ხარ, მაგრამ რომ იცოდე, რა მოხდა, აღარ გამიბრაზდები. ძია ლისანდერსა და ანდერსის მამას უთხარი, არ იდარდონ. გეხვეწები, არ გაბრაზდე… ჯობია, ამით დავამთავრო, თორემ ავტირდები.
დიდი მოკითხვა გადაეცი დედას.
P.S. არ მიჯავრდები, ხომ?! კალე
თუ თეთრი ვარდის უშიშარი, კეთილშობილი რაინდი ხარ და შემთხვევით ნახავ, როგორ იტაცებენ ბანდიტები ცნობილ პროფესორსა და მის პატარა, ცხვირპაჭუა ბიჭუნას, სხვა რაღა დაგრჩენია, გარდა იმისა, რომ დამნაშავეებს კვალში ჩაუდგე?! მით უმეტეს, როცა გვერდს ასეთივე ერთგული და გაბედული მეგობრები გიმშვენებენ. ამ დროს ისეთი მნიშვნელოვანი საქმეც კი უნდა გადადო, დიდებული მუმრიკის ხელში ჩაგდება რომ ჰქვია – ბოლოს და ბოლოს, არამზადა ალისფერი ვარდები არსად გაგექცევიან, სასაცილო, ჭორფლიანი რასმუსი კი საფრთხეშია.
გადაწყვეტილების მისაღებად ბევრი დრო თუ არ გაქვს, მაინცდამაინც ჭკვიანურს ვერაფერს მოიფიქრებ… ამიტომ თავზეხელაღებული ევა-ლოტა გამტაცებლების მანქანაში უნდა შეძვრეს და კვალში მაძებრებივით ჩამდგარ კალესა და ანდერსს აქა-იქ ასფურცელასავით მინიშნებები დაუტოვოს.
ჰოდა, იწყება თეთრი ვარდის ორდენის რაინდების არაჩვეულებრივი თავგადასავალი უკაცრიელ კუნძულზე. საბრალო ბანდიტებს ერთდროულად უწევთ გამკლავება აუტანელ რასმუსსა და გამძვინვარებულ ევა-ლოტასთან, თან ფიქრშიც ვერ გაივლებენ, რომ იქვე, ახლოს დანარჩენი, მშიერი და გაბოროტებული, “თეთრები” არიან ჩასაფრებულნი.
რას არ გაკეთებინებს შიმშილი ადამიანს… წარმომიდგენია ვიქტორ ბლუმკვისტის სახე, როცა აღმოაჩენდა, რომ მისმა საყვარელმა ვაჟიშვილმა ერთი თვის ჯამაგირის ანგარიშში ნახევარი დუქანი დაუცარიელა. ისე, უდანაშაულო ხალხის გადარჩენაზე რომ მიდგება საქმე, კილოგრამობით ძეხვი, კარაქი, სოსისი, ყველი, შოკოლადი, შაქარი და კაკაო რაღა მოსატანია – წინ, საგმირო საქმეებისაკენ! შხერებში კუნძული გველოდება, სადაც რასმუსი გულჩვილ ბანდიტ ნიკეს აგიჟებს, ევა-ლოტა კი არამზადა ინჟინერი პეტერსის ნერვებზე თამაშობს. თურმე, ტყვეობაშიც შეიძლება, თავი შეიქციოს კაცმა, თანაც როგორ…
თეთრი შურით მშურს ახლანდელი ბავშვების, რომლებიც ასტრიდ ლინდგრენის “კალე ბლუმკვისტსა და რასმუსს” პირველ ორ ნაწილთან ერთად წაიკითხავენ – მე თითქმის ოცი წელი დამჭირდა ლოდინი. თუმცა, ხომ გაგიგონიათ – სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო. მით უმეტეს, რომ თუ მთლად ადრინდელი ეიფორია არ მიგრძვნია, იმედიც ნამდვილად არ გამცრუებია – ტრილოგიის მესამე წიგნმა ფრიად მასიამოვნა.
“ჯობია, ამით დავამთავრო, თორემ ავტირდები.” – :(
მე ავტირდები ახლა!
LikeLike
კალე და რასმუსი არ მაქვს წაკითხული :) ბარემ ცოტასაც დავიცდი და ბავშვებთან ერთად წავიკითხავ… ორმაგად “გემრიელი” იქნება :)
LikeLike
ბავშვებთან ერთად :))) გამეღიმა :)
LikeLike
ასტრიდის ბავშვებისნაირი ბავშვობა მომენატრა და ეს დიალოგი გამახსენდა :
” ყველა ადამიანი ოცნებობს, ოცნებობს ყველაფერზე, გარდა უმანკოებისა…
-მოიცა! რა არის უმანკოება
-ერთი სიტყვით გეტყვი, უმანკოება ეს ბავშვობაა, ნუთუ არასოდეს გიოცნებია იყო ბავშვი?
მე საშინლად მინდა ისევ იმ დროში. როცა ვერ ვხედავდი შურს, შუღლს, ბოროტებას.
მწამდა რომ ყველა იყო გულწრფელი, როგორც ლამაზ ზღაპარში.
ვერ ვამჩნევდი ადამიანების ფარისევლობას მათი ”კეთილი” საქციელის მიღმა.
ვერ ვამჩნევდი იმ საშინელ, დაძაბულ მზერას, რომლითაც ერთმანეთს უმზერენ და ცდილობენ ერთურთის ბილწი აზრები გაშიფრონ.
უბრალოდ, არ მჯეროდა ამ ყველაფრის.
აი მაშინ ვიყავი ბედნიერი და ვხვდები რომ ასე სრულყოფილად აღარასოდეს განმეორდება ბედნიერება.
-შენ გიჟი ხარ ”
ნეტავ ასეთი გიჟი ვიყო, ახლა მეც ავტირდები.
LikeLike
ზეპირად რომ გახსოვს :)
LikeLike
მართლა გულით მინდა და თავისთავად ის რაც მინდა, მახსოვს კი არა ვიცი :P
LikeLike
ციტატა რომ გახსოვს, ის მომეწონა :) მართლა გულით გდომებია :)
LikeLike
პატარა მეც ეგრე ვფიქრობდი :(
LikeLike
აუფ :(
დამაბრუნეთ რა ბავშვობაში მეც.
არადა. პატარები რომ ვართ გაზრდაზე ვოცნებობთ და გვეჩქარება…
LikeLike
რომ გამოვიდა ეს წიგნები ვაპირებდი ყიდვას და გადამავიწყდა ეხლა,ჩემს სიას უნდა შევმატო.
LikeLike
სია მომწონს უკვე :)
LikeLike
იმხელა გახდა რომ :(
შენი წყალობით სხვათა შორის იმიტომ რომ სანამ შენი ბლოგის კითხვას დავიწყებდი დიდი დიდი, ფბ კომენტარები წამეკითხა, მივიწყებული მქონდა ჩემი საყვარელი საქმიანობა და მთელი ძალით იფეთქა ეხლა.
LikeLike
ასეთი მკითხველი ჩემი სიამაყეა! მადლობა, თამი :)
LikeLike
<3
LikeLike
შესანიშნავი მთხრობელი ხარ, მოლი :*
LikeLike
მადლობა იალინდა :) მიხარია, რომ მოგეწონა.
LikeLike
ბავშვებთან ერთად და უბავშვებოდაც ათასჯერ წავიკითხე კალე და რასმუსი, აი მესამეს ჩემი “ბავშვები” ნამდვილად ვიცი, არ წაიკითხავენ, მე კი სიამოვნებით :)
LikeLike
ბავშვები დიდობენ ხოლმე :) და დიდების წიგნებს ეტანებიან.
LikeLike
ასტრიდი ჩემი ბავშვობის საუკეთესო მოგონებებთანაა კავშირში. დღეს თბილი ემოციების დღეა :)
LikeLike
პოსტის წაკითხვის მერე, რომ მგელივით მომშივდა სწორი რექციაა? :ს ყველიო, პურიო, შოკოლადიო და თავგადასავლებიო… სწორია მგონი :)
პ.ს. სანტა, თუ ხარ სადმე, მოლის პოსტებშია ჩაშიფრული მთელი ჩემი ვიშ ლისტი (ამ პოსტის ჩათვლით) და შენ იცი აბა :*
LikeLike
სწორი რეაქციაა :) მე წიგნზე დამემართა ასე და მამა ბლუმკვისტის ადგილას ასეთ ყაჩაღურ თავდასხმას ვერც გადავიტანდი :) სანტა აქ არის. იმაზე ახლოს, ვიდრე გვგონია, სხვათა შორის :)))
LikeLike
kargi wignia gushin daviwye da davamtavre
LikeLike
moli davbrundi
LikeLike
ველქამ :)
LikeLike
მახსოვს როგორი ინტერესით და მონდომებით ვკითხულობდი და ჩემს 10 წლის ბიძაშვილს 3 თვის წინ რომ დავუდე წიგნი, დღემდე ნახევარიც არ წაუკითხავს.
თითქოს თანამედროვე ბავშვებმა ბავშვობა დაკარგეს :(
LikeLike
სხვა თაობაა და სხვა პრიორიტეტები აქვთ… ეგეც არ იყოს, ჩვენთან შედარებით, მალე იზრდებიან. უფრო პრაგმატულები არიან და პრაქტიკულები. პრინციპში, უარესი ახალი თაობა არ არსებობსო, სწორი ნათქვამია. რაკი ასეა, ასე ყოფილა საჭირო. უბრალოდ, ჩვენ სხვანაირები ვიყავით.
LikeLike
ჰო. ჩემიც უკვირდათ ჩემს მშობლებს და ამიტომ ვცდილობ ამ თაობის მისწრაფებებს, დამოკიდებულებებს გაგებით მოვეკიდო.
ამ ფრაზამ პოლიტიკური დატვირთვა კი მიიიღო, მაგრამ ზოგჯერ ძალიან გამოსადეგია ქცევის გამომხატველია და მე მაინც ვიყენებ :))
LikeLike
მშვენიერი ფრაზაა და ასოციაციები რა მისი ბრალია :))
ჩვენ სხვანაირები ვიყავით. ახლები სხვანაირები არიან. მომავალი თაობაც განსხვავებული იქნება… სადაც გაგება არ გამოდის, იქ, უბრალოდ,ვითვალისწინებ.
LikeLike
[…] […]
LikeLike
[…] ნილსენით, მეორეში – მარჯვე მაძებარი კალე ბლუმკვისტი, იქვე ყაჩაღის ასული რონია მავნე […]
LikeLike