ის ფაქტი, რომ მე მოლის ბლოგზე ჯეოპარდს ვწერ, იმდენად ამაღელვებელია, რომ ამ სიტყვების წერისას თავი გრემის დაჯილდოებაზე მგონია. :)
როგორც ჯიმი ჰენდრიქსი ამბობდა, მუსიკა არასოდეს იტყუება. თუკი ამ სამყაროში არსებობს რამე, რისი შეცვლაც შეიძლება, მაშინ ეს მხოლოდ მუსიკის საშუალებითაა შესაძლებელი.
კითხვები ე.წ. Power Ballad-ებზეა შექმნილი. ვიფიქრე, რომ თუნდაც “ჩემი” ჟანრის მსმენელნი არ იყოთ, ამ სიმღერების უმრავლესობა ყველა თქვენგანისთვის მეტ-ნაკლებად ნაცნობი იქნება.
ჩემი მოკრძალებული აზრით, პაკეტი საკმაოდ იოლია. ყველას წარმატებებს გისურვებთ და ვიმედოვნებ არ მოიწყენთ ;)
Good luck!
1. ერიქ ქლეფთონმა, ჯიმ გორდონთან ერთად, ეს სიმღერა მას მერე დაწერა, რაც იან დალასმა ნიზამი განჯელის ზღაპარი უამბო;
2. ის, რაც გოგოლმა სიკვდილის წინ მეგობრებს სთხოვა, 1971 წელს დაწერილი ცნობილი სიმღერის სათაურია;
3. ამ სიმღერაში, რომელიც როჯერ უოთერსმა ბებიის სიკვდილის შემდეგ დაწერა, ერთი ფრაზა ასე ჟღერს: „ჩვენ ორი დაკარგული სული ვართ, პატარა აკვარიუმში მოცურავენი“;
4. ეს ბალადა მსოფლიოში საუკეთესო გიტარისტს ეკუთვნის;
5. იმის გამო, რომ ეს სიმღერა ბლექმორს არ მოსწონდა, Deep Purple არასოდეს ასრულებლდა მას ცოცხლად, გარდა 1972 წლის 6 აპრილსა, როცა რიჩი ავად იყო;
6. ეს რაფსოდია კი ზანზიბარში დაბადებული დედოფლის სოლისტის დაწერილია;
7. ერთხელ ჯეიმს ჰეთფილდმა თავის მეგობარ გოგონას უთხრა: „ისე ახლოს, რომ არ აქვს მნიშვნელობა რამდენად შორს“; რომელი სიმღერის ტექსტში ჟღერს ეს სიტყვები?
8. ჯგუფ Scorpions-ის ეს ბალადა მეტაფორულად ეძღვნება გერმანიის ორ ნაწილად გაყოფას ბერლინის კედლით;
9. ამ სიმღერის ირლანდიელი ავტორი ასე აღწერს კომპოზიციის თემას: „სიმღერა ამბობს, რომ ჩვენ ერთნი ვართ, მაგრამ არა ერთნაირები.“;
10. ეს სიმღერა ჟურნალ როლინგ სთოუნზის საუკეთესო 500 სიმღერის სათავეშია;
11. The Beatles-ის ეს სიმღერა ერთერთი ვერსიით ლენონმა LSD-ს გავლენით დაწერა. სიმღერის სახელწოდება გარკვეულწილად ეხმიანება კიდეც ამ აბრევიატურას;
12. არწივების ამ ბალადის სახელწოდება ქართულად ასე ჟღერს: „სიყვარული გადაგვარჩენს“;
13. ოზი ოზბორნი ამ სიმღერას თავის „Imagine”-ს უწოდებდა. ამავე სიმღერაში ის ეხმიანება მაკარტნის კომპოზიციას „two of us”-ს, ფრაზით „After all, there’s only just the two of us“;
14. როდესაც იან ლაიფერსისა და თილ შვაიგერის გმირები ზღვის პირას სიკვდილს შეეგებნენ, ფილმი დამთავრდა და ბობ დილანის ეს უკვდავი კომპოზიცია აჟღერდა;
15. Rammstein-ის ერთერთი ყველაზე წარმატებული ალბომის, „Reise, reise“-ს შემადგენლობაშია ეს ბალადაც.
დიდი მადლობა მადამ სოფის სტუმრობისთვის და მშვენიერი პაკეტისთვის. სასიამოვნო თამაშს გისურვებთ ყველას :) აბა, თქვენ იცით, ბავშვებო :)
LikeLike
1-layla
2-ჯოი დივიჟენის “მკვდარი სულების” მეტი არაფერი მახსენდება.
3-wish u were here
4- O.o ? ვისთვის ვინაა საუკეთესო :| ჯანდაბას იყოს ჰენდრიქსი და ჰაჰაჰა, რომელიმე….მაგალითად The Wind Cries Mary
5-ლოგიკურად მეშინ ჰედიდან უნდა იყოს. სიტყვაზე pictures of home
6 – ჩვენი ბულსარას ბოჰემური რაფსოდია
7 – Nothing Else Matters
8 – Still Loving You
9 – u2 ? one ?
10 – like a rolling stones
11 – lucy in the sky with diamond
12 – love will keep us alive (ჭირივით მძულს :დ)
13 – dreamer (და მემგონი ლენონის აკორდებს იმეორებს მთავარი თემა)
14 – ნაქ ნაქ ნაქინ ონ ჰევენს დორ <3
15 – Ohne dich
LikeLike
1 layla
2 stairway to heaven
3 with you were here
4 hey joe?
5 when a blind man cries
6 bohemian rhapsody
7 nothing else maters
8 wind of changes?
9 one
10 like a rolling stone
11 lucy in the sky with diamonds
12 love will keep us alive
13 dreamer
14 knoking on heavens door
15 onhe dich
LikeLike
მინდოდა მთლიანად ხვალისთვის გადამენახა, მაგრამ არ მიქნა გულმა და მოვბრუნდი, ხვალ სულ ვერ მოვიცალო ეგება და იყოს მაინც :)
3. Wish you were here.
6. Bohemian rhapsody
7. Nothing else matters
8. Winds of Change
9. U2 – one
11. Lucy in the sky with diamonds
13. Dreamer
14. Knocking on heaven’s door
15. Ohne dich ალბათ
LikeLike
ადრე რამდენჯერმე ვცადე ჯეპარდის თამაში, თუმცა არც ისე წარმატებულად, დიდი ხანია აღარ მითამაშია, მაგრამ დღევანდელმა თემამ ძალიან მომხიბლა და გადავწყვიტე კიდევ ერთხელ მეცადა ბედი…
1.
2. smoke on the water…
3. უძლიერესი –
Wish You Were Here
4.საუკეთსო გიტარისტი ალბათ Jimi Hendrix და ბალადა სავარაუდოდ… The Ballad of Jimi
5.
6.
7. NOTHING ELSE MATTERS…
8.moment of glory თუ არ ვცდები…
9.
10. Like A Rolling Stone
11. ჰაჰ… თავად ფაქტი არ ვიცოდი… აბრევიატურამ მიმახვედრა…
Lucy in the Sky with Diamonds
12.Eagles- Love Will Keep Us Alive
13. Dreamer… :))
14. ჩემი უსაყვარლესი მომენტი ფილმიდან, უსაყვარლესი სიმღერით…
Knocking on heavens door…
15 რამშტაინის დიდი მოყვარული არა ვარ … შესაბამისად ესეც ვერ გავიხსენე…
LikeLike
მოვედი, სულ ბდღვირი უნდა ავადინო აქაურობას :) :) :) :)
1. Layla;
2. ჰმ, აი აქ გავიჭედე. 1971 წელს დაწერილი ცნობილი სიმღერებიდან მახსენდება: Brown sugar, ain’t no sunshine, riders of the storm (მაგრამ ამას როგორ ითხოვდა, არ ვიცი) და Mama’s pearl. თუ აქედან ვერც ერთი გავარტყი, გადავიდეთ შემდეგზე :) ;
3. How i wish, how i wish you were here, we’re just two lost souls swimming in a fish bowl year after year.. ღიღინ-ღიღინით გადავდივართ შემდეგზე;
4. ებჯო, რომელს გულისხმობ? პეიჯს თუ ჰენდრიქსს? ნუ, ჰენდრიქსს ვივარაუდებ და იყოს Hey Joe;
5. ჰმ, ჰმ… გავიხსენო ერთი, რომელ სიმღერას არ უკრავს რიჩი ლაივში;
6. Bohemian Rhapsody – მომკალით და არ მიყვარს ეგ დედოფალი;
7. So close no matter how far…. and nothing else matters!
LikeLike
ფუი, დამეპოსტა წინა კომენტარი, ვაგრძელებ:
8. მოსკვა და გორკი პარკი, listen to the wind of chaaangeee;
9. equal but different? U2 და ბონოზეა ლაპარაკი, მაგრამ სიმღერა არ ვიცი, არ ვარ მაგათი დიდი ფანი;
10. ბობ დილანის სიმღერაა, მგონი “Like a rolling stone”;
11. Lucy in the Sky with Diamonds;
12. Love will keep us alive – სხვათა შორის, Scorpions-საც აქვს ამ სახელწოდების სიმღერა და ეგ მირჩევნია;
13. I’m just a dreamer, I dream my life away, I’m just a dreameeeeeeer,
Who dreams of better daaaaays…
14. Knockin’ on Heaven’s Door
15. Ohne dich
ასთეეეე, წავალ, ახლა მოვუსმენ :)
LikeLike
იან ლაიფერსისა და თილ შვაიგერის
კაი იყო :):)
აი მე-4 ვაპროტესტებ. საუკეთესო ძაან პირობითია. ეგება და ჩემთვის საუკეთესო ბიბი ქინგია ან ქლეფთონი ან სულაც მონთგომერი? თუმცა ეს ბოლო კაი – როკის ამბავში არ ჯდება.
LikeLike
ზუსტად მანდ გამიჩნდა მეც პროტესტი :)
LikeLike
ვიცი, მაგრამ ბლექმორი საუკეთესო??? :)
LikeLike
ეგ სმაილი მოშორდეს, გოგოოოოოოოოოო!!!
LikeLike
ჰო ვიცი მოლიმაც კი მითხრა გაითვალისწინეო, მარა ჩემთვის საუკეთესოთა შორის საუკეთესოა ^_^
LikeLike
ესე იგი ჯერ ის უნდა გამოიცნოს ადამიანმა შენ გულში ვინ მღერის თუ უკრამს და მერე კიდევ რას? :)
ნამეტანი რთულია.
@tamara
ბლექმორი არა კვატა :)
LikeLike
ა, კიდო :(
LikeLike
დიდი ტროლი და პატარა ტროლი :) არ აყვე პროვოკაციებს, თამაღ :))
LikeLike
მე-3 კითხვის პასუხი სიმღერა არანორმალურად მიყვარს…
პ.ს. საღამოს ვითამაშებ (გარანტირებულად ცუდი შედეგით :) )
LikeLike
შენ რომ ასე ამბობ, ტაბუ, გარანტირებულად მოწინავე პოზიციებზე ხარ ხოლმე :) გელოდებით საღამოს :)
LikeLike
და “ერიქ ქლეფთონიც”
:):)
@rockermeloman
ისე როკერმელომანის ნაცვლად ანარქისტი მელომანი ან როკერ-ანარქისტი ან რამე უნდა აგეღო ნიკად. მაგრად გაასწორებდა. :)
LikeLike
ანარქისტ-სინდიკალისტი :))
LikeLike
ხომ ხედავ, სტილს ამკვიდრებ უკვე :)
არადა, რავა ვაპროტესტებდი…
შენა და პოსტი აღარ გინდა?
რას მოვესწარი, მზა პოსტი დრაფტებში მიდევს :)
LikeLike
თაბუ და ფოქეთბუქი კიდო :)) ლორდი ცოცხალი კლასიკოსია :)
თამაღ, შენს კომენტარებს სპამიდან ვეზიდები. მშვიდობაა?
LikeLike
ჩემთანაც სპამში ჩაყარა მაგის ბოლო კომენტარები… რაღაც დააშავა მაგან.
ვორდპრესი რექვესთს არ უგზავნის საერთოდ :)
LikeLike
სამსახურიდან ვწერ და ალბათ მებრძვიან! :)
LikeLike
მოიტა მერე :)
დღეს რა აზრი აქვს – ორი პოსტი ერთ დღეს ნამეტანია, მარა დავაშედულოთ ორშაბათს რომ გამოქვეყნდეს ისე.
ვისაც ვთხოვე, ჯერ არვის დაუწერია, თუმცა იმედი მაქვს რომ არვის დავიწყნია. :)
LikeLike
მე მახსოვს, მილორდ და დავწერ კიდეც :)
LikeLike
დღეს რა, ინფორმაციისთვის გეუბნები, თითქმის მოვრჩი და როცა გინდა, მაშინ დავდოთ…
LikeLike
არ ვვარგივარ ხო მელომანად :)
LikeLike
ჩემი საყვარელი სიმღერები <3 :)
1. Crazy about Layla
2. Stairway to heaven
3. Wish you were here
4. The ballad of Jimi ?
5. When a blind man cries
6. Bohemian Rhapsody
7. Nothing else matters
8. Still loving you
9. One
10.Like a rolling stone
11.Lucy in the sky with diamonds
12.Love will keep us alive
13.Dreamer
14.Knokin’ on heaven’s door
15.Ohne dich
LikeLike
1. ლეილა
2. კიბეები ზეცაში? 70-იანების დასაწყისისაა, თემატურადაც ჰგავს.
3. Wish you where Here. ეს სიმღერა (და მთლიანად ფინქ ფლოიდი) უყვარდა და შემაყვარა ჩემმა აწ გარდაცვლილმა მეგობარმა. და რა დამთხვევაა, რომ სიმღერის სახელწოდებაც მის მონატრებას ეხმიანება ჩემთვის.
4. ვეთანხმები ლორდს – ვისთვის საუკეთესო (ჩემთვის ჯონ ფრუშანტეა საუკეთესო )? და მისი რომელი სიმღერა? ალბათ ჯიმი ჰენდრიქსი იგულისხმება, მაგრამ არ ვიცნობ მის შემოქმედებას (ჩაქოლვებს არ ვართ).
5. ვთქვათ, Soldier of Fortune (ასეთი ფაქტი ნამდვილად არ ვიცი – უბრალოდ ჩემთვის საყვარელი სიმღერა დავასახელე).
6. ბოჰემური რაფსოდია.
7. მეტალიკას Nothing Else Matters.
8. Wind Of Changes, თუ სწორად ვიცი.
9. ირლანდიური ჯგუფი U2 ვიცი. One, ალბათ.
10. პას. არ შეიძლება ამ შეკითხვის პასუხი ვიცოდე შემიძლია საკუთარი საუკეთესო ოცეული და მისი ტოპერი დავასახელო
11. Lucy in the Sky with Diamonds. არადა ამტკიცებდა, ჩემმა შვილმა დახატა ასეთი ნახატიო
12. არწივების მხოლოდ Hotel California ვიცი მე :P ასე რომ, პას.
13. Dreamer
14. Knockin’ on Heaven’s Door
15. Mutter–ს მეტი რამე თუ ვიცოდე Rammstein-ის, მე ვიყო ჯასტინ ბიბერი!
LikeLike
14. KNOCKIN’ ON HEAVEN’S DOOR :)
LikeLike
1. Layla;
2. Stairway to heaven;
3. Wish you were here;
4. გიტარისტი ჰენდრიქსი უნდა იყოს და ბალადას ვერ ვხვდები… Voodoo Child?
6. Bohemian Rhapsody;
7. Nothing else matters;
8. Wind of change;
9. U2 – One;
10. Bob Dylan – Like a Rolling Stone
11. Lucy in the sky with the diamonds?
13. Dreamer;
LikeLike
Molly და Rockermeloman, გილოცავთ ამ ჯეოპარდს. რამდენიმე ჩემი უსაყვარლესი ნაწარმოებიც მოხვედრილა პაკეტში და ძალიან გამიხარდა. თამაშს რაც შეეხება, დღეს ისევ თავს შევიკავებ. ყველა მონაწილეს წარმატებებს ვუსურვებ :)
LikeLike
კარგია, რომ გამოჩნდი :)
LikeLike
გვიან კი მოვედი, მაგრამ ჯეოპარდში მონაწილეობის სიამოვნებას არ მოვიკლებ და რამდენიმე პასუხსმ მაინც დავწერ
6. Bohemian Rhapsody-ზეა საუბარი?
7. მეტალიკას Nothing Else Matters <3
13. Dreamer
14. Knocking On Heaven's Door
დანარჩენი არ მეცნო ერთი შეხედვით (არც ორით :/)
ეს ყოფილა ჩემი მუსიკალური განათლება სულ…
მაგრამ ახლა პასუხებს დაველოდები და იმედია ვინანებ რამეს : ))
მელომან, წარმატებული ჯეოპარდი იქნება, გული მიგრძნობდა და გილოცავთ შენც და მოლისაც ;)
LikeLike
1. ლაილა
2. სთეირვეი თუ ჰევინ
3. ვიშ იუ ვეა ჰეა
4. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, იმის გამო რომ ძალიან ცოტა ინფორმაციაა და ჩავთვლით რომ მსოფლიოს საუკეთესო გიტარისტი ჯიმი ჰენდრიქსია, მაშინ ზი ბალად ოფ ჯიმი
5.
6. ბოჰემური რაფსოდია
7. ნასინგ ელს მეთერს
8. ცვლილებათა ქარი
9.
10. დილანი – ლაიქ ე როლინგ სთოუნზ
11. ლუსი ინ ზი სკაი ვიზ დაიმონდს
12. ლავ ვილ ქიფ აზ ელაივ
13. დრიმერ
14. ნაქინ ონ ჰევენ’ს დოორ (ჩემი უსაყვარლესი ფილმი + კომპოზიცია. თუმცა მცირე შესწორება: ფილმში ჟღერს გერმანული ჯგუფის, სოლვეიგის ვერსია)
15. ონე დიხ
LikeLike
სწორი პასუხებია:
1. Layla
2. Stairway to heaven
3. Wish you were here
4. Jimi Hendrix _ The ballad of Jimi
5. When a blind man cries
6. Bohemian Rhapsody
7. Nothing else matters
8. Still loving you
9. U2 _ One
10.Like a rolling stone
11.Lucy in the sky with diamonds
12.Love will keep us alive
13.Dreamer
14.Knokin’ on heaven’s door
15.Ohne dich
წინასწარი შედეგები:
Kejeradze _ 15, Chika _ 13, PorcupineD _ 12, Isaac Clarke _ 12
tamara _10, Author _ 9, Di@ _ 9, Griffin… _ 8, იაკომ თქვა _ 8, M.K. – 4, mecmikvarkhar_ 1
LikeLike
როკერმელომანო, 12 რათა მე? აშკარად ცამეტი მაქვს. :დ :დ
LikeLike
აი უპს. სთილ ლავინ იუ რათ მიეძღვნა ბერლინის კედლის დანგრევას და გერმანიის გაერთიანებას ჰა? რათა?
LikeLike
“Your pride has built a wall so strong that I can’t get through, is there really no chance to start once again?”…ან “only love can break down the walls someday” … ეს და კიდევ ფრაზები ტექსტიდან… :) სწორედ ბერლინის კედელს ეძღვნება ეს სიმღერა
LikeLike
ოქეი. მეა კულპა. არასწორად მცოდნია ე.ი.
მშვენიერი პაკეტი იყო. მაგრად დამევასა. :)
LikeLike
ეგ სიმღერა, wind of change, 89ში რომ მოსკოვი მოინახულეს მაშინ მოიფიქრეს და იდეაში ცივი ომის დასასრულს ეძღვნება რა :)
გმადლობ, ვეცადე ადვილი ყოფილიყო
LikeLike
ნათია ნახეთ, ლოკომოტივივით რომ მუშაობს :)) პაკეტს პაკეტზე იგებს :)) ყოჩაღ!
LikeLike
აბაა :) მალაძეც <3
LikeLike
თემას გააჩნია :)) სულ სტაბილურად ვერ “ვმუშაობ” :D
LikeLike
აშკარად სტაბილურად ლიდერობ :) იშვიათად ჩაგივარდეს რამე.
LikeLike
ადვილი არა ის კიდე :)
LikeLike
ჰენდრიქსის კითხვა რომ არა, ამაზე ადვილი როგორ დამეწერა :)
LikeLike
მე პირადად არც ერთი ვიცოდი და :)
LikeLike
არც ჩემთვის იყო ადვილი და, საერთოდ, ადვილი ნამდვილად არ ეთქმოდა ამ პაკეტს.
LikeLike
რამაგისპასუხიადა ეს გუგლის ძმები გრიმები საკაიფო იყო ისე :)
LikeLike
ახლა ვნახე და მართლა კარგია :)
LikeLike
მართლაც :)
LikeLike
რა მაგარი დუდლია :)
LikeLike
ისე იგლზის რამე სხვა სიმღერას თუ უსმენდა ვინმე იმ ერთი სიმღერის გარდა, ვერ წარმოვიდგენდი ნაღდად ;)
LikeLike
აი, მეც :D
LikeLike
მიუხედავდ 9 ქულისა, ჩემთვის არცისე ახლო თემისათვის ცუდ შედეგად არ ჩავითვლი :)
რაც მთავარია, უმრავლესობა ცნობილი ბალადები იყო და კითხვებიც ისე იყო შედგენილი, ადვილად იყო გამოსაცნობი.
მადლობა როკერმელომანს შეკითხვათა ამ პაკეტისთვის.
LikeLike
შესანიშნავი შედეგია :) მადლობა შენ, რომ ითამაშე თან ასე კარგად <3
LikeLike
კარგი იყო, ვისიამოვნე. თან გადარბენაზე ვიყავი და ამის გამო დამაგვიანდა ერთგან :დ
LikeLike
დიდი მადლობა რომ მაინც დაუთმე დრო <3 :)
LikeLike
ოჰოო :დ
ამ teen drama-ს გადამკიდე რამდენი გამიმოტოვებია :დ
მერე რა რომ ლამს არც ერთ კითხვის პასუხი არ ვიცოდი :დ
კარგ იყო, მელომან, ძალიან კარგი :)
LikeLike
მადლობა თაია :)
LikeLike
[…] ჯეოპარდის ბოლო ტური გასულ კვირას ჩავატარეთ და დღეს […]
LikeLike
გუშინწინ ბოლოჯერ ვცადე მეყიდა საშობაოდ :) კალათაშიც ჩავაგდე, მაგრამ ბოლოს ჩექაუთი არ გავკეთე და კიდეც ამოვშალე ისევ.
თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ფერადს გამოუშვებენ მალე და მერე ვიცი, ვინანებ რომ ფეიფერუაითი ვიყიდე. ჰოდა დავრჩი ისევ ჩემი ქიბორდიანით სანამ ფერადი არ გამოვა.
LikeLike
მე ამ დღეებში ვაპირებ თეთრფურცელას გამოწერას და დრო ვერ მოვიხელთე, კომპიუტერთან დავჯდე :(
LikeLike