არა, რიდერებს არაფერი მოსვლია. “გრეისი” ახალ წლამდე მეგობარს სტუმრობს, საპრიზო DX კი, გაბარიტების გამო, თან არ დამაქვს და, ძირითადად, ელექტრონული არქივის ფუნქციებს ასრულებს. ჰოდა, მეტი რა დამრჩენია – თავს ძველი, ტრადიციული მეთოდებით ვშველი.
სიმართლე გითხრათ, საკითხავი ჯერ არ მომკლებია. ჟურნალები გადმოვქექე, დავახარისხე და ნება-ნება ვაგემოვნებ. რა ვქნა, ლიტერატურული ნუგბარი იმდენია, ყველაზე ნაკლებად მათთვის ვიცლი ხოლმე. არადა, მიყვარს, ეს ოხერი, ბავშვობისდროინდელი ჩვევაა, “დილას” და “პიონერის” წყალობით აქამდე რომ გამომყვა.
მართალი უთქვამთ – ზოგი ჭირი მარგებელიაო. ბიბლიოთეკას გადავხედე, რამდენიმე ახალი წიგნი გადმოვდე, ძველებიც მოვინიშნე გადასაკითხად, ფავორიტი გამომცემლობების ვებ-გვერდებს დღეში რამდენჯერმე ვსტუმრობ – დაპირებული სიახლეები ერთი-ორად მეჩქარება.
მოკლედ, “უქინდლობას” გმირულად ვუძლებ, მაგრამ, რაღა დაგიმალოთ და, უცნაური დისკომფორტის შეგრძნება არ მტოვებს. ასე მგონია, დილაობით, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის, აუცილებელის და საჭიროს გარეშე გამოვდივარ შინიდან.
არადა, 33 წლის ისე მოვიყარე, სრული და ყოვლისმომცველი ბედნიერებისთვის მამაპაპური წიგნებით გაძეძგილი თაროებიც მყოფნიდა.
ყველაზე მეტად თავისუფალი არჩევანი დამაკლდა. წიგნს, მოგეხსენებათ, განწყობა სჭირდება. ადრე თუ ხასიათის მიხედვით ვირჩევდი საკითხავს, ახლა იძულებული ვარ, საღამომდე იმას დავჯერდე, რასაც სახლიდან გასვლის წინ ვტაცებ ხელს.
წელიწადზე მეტია, ინტერნეტ-ბიბლიოთეკებში ხეტიალი და ლიტერატურული სასუსნავის ძიება ჩვევად მექცა. ეს სასიამოვნო რიტუალიც მაკლია… რამდენჯერაც უცნობ ავტორზე საუბარს მოვკარი თვალი და ყური, იმდენჯერ “ფლიბუსტასკენ” გავიწიე, მაგრამ რად გინდა… მხოლოდ ვიმახსოვრებ. “გრეისი”, ერთხელაც იქნება, დამიბრუნდება და ცინცხალ ი-ბუქებს ერთად დავაბინავებ.
“ქინდლი” სქელ-სქელ ტომებზე ბევრად მოსახერხებელი თანამგზავრი რომ ყოფილა, ამას ხმამაღლა არ ვიტყვი – ფოლიანტების ადეპტები შემაჩვენებენ.
მოკლედ, ასე ყურებჩამოყრილი ვატარებ დროს, იძულებით ბიბლიოდიეტას ვიცავ და ჩემი ციცქნა mini ლამის ცოცხალ არსებასავით მენატრება…
P.S. ახალ რიდერზე კბილები, კარგა ხანია, მიკაწკაწებს. ეს დღეებია, გასაგები მიზეზების გამო, გაათმაგებული სიხშირით დავბოდიალობ “ამაზონზე” და Kindle Paperwhite-ს წუნია მუშტრის თვალით ვზომავ. ყველაფრით კარგია “თეთრფურცელა” – დიზაინი უფრო დახვეწილია, ელემენტი – უფრო გამძლე, კონტრასტიც მეოთხედით უკეთესი აქვს, ინტეგრირებული განათებაც მაცდურად ჟღერს – ნათურაზე ფიქრი აღარ დაგჭირდება… ერთია – თაჩსქრინს ვუფრთხი. ჰოდა, ჩემი ქინდლოსანო მეგობრებო, არ დაიზაროთ და აქაც მომიყევით, როგორ უვლით ეკრანს.
ვაუ, ასეთი მიჩვევა იცის?
მე ჯერჯერობით იმიტომ არ ვჩქარობ, რომ სადღაც მეეჭვება, ვაითუ, ვერ გამოვიყენო ისე, როგორც უნდა გამოვიყენო მეთქი…
:)
LikeLike
ვერც მე ვიყენებ ისე, როგორც უნდა ვიყენებდე :/
LikeLike
შენი ვარდისფერი ქინდლი <3 ასე უყურადღებოდ მიტოვება იქნებოდა? :)
LikeLike
ფერი რომ ახსოვს :)))) დღეს გადავწყვიტე, რაც ჩამოტვირთულია, ხომ კარგი და რაც არა, უნდა ვითხოვო ხოლმე ამაზონის ბიბლიოთეკიდან.
LikeLike
ფლიბუსტაზე პრინციპული მოსაზრებებით ამბობ უარს? :)
LikeLike
მიჩვევა სცოდნია, რომელია… ჩემი გულის ნაწილი გაჰყვა თან <3
LikeLike
დარწმუნებული ვიყავი, რომ მიჩვევა იცის :) ჩემი თავშეკავების მთავარი მიზეზი სავარაუდო დამოკიდებულებაა… წიგნს სახლში მაინც ვტოვებ და ქინდლს შუა ლექციაზეც ვერ შეველევი :)
LikeLike
მე წიგნსაც ვერ ვტოვებდი სახლში..
მანიაკალური ჩვევაა.. განა რამე, მაგრამ ხელს რომ გადავუსვავ, მსიამოვნებს :დდ
LikeLike
გამორიცხული იყო, სადმე წავსულიყავი და არ წამეღო :) ადრე წიგნები დამქონდა ასე. მერე – ქინდლი და წიგნები. ახლა – მხოლოდ წიგნები და მალე ისევ ქინდლს და წიგნებს ვატარებ <3
LikeLike
როგორ გაასხვისე? როგორ? :0
მე ჩემს ტობიასს ვერავის მივცემდი :(
პ.ს. იყიდე, არ ინანებ, ქინდლია ^_^
LikeLike
მოლი, მეუღლეს ბავშვმა გაუფუჭა ქინდლ ქიბორდი და საახალწლოდ ფეიფერვაითი გამოვუწერე. ჩამოვა სადღაც 1 კვირაში და ერთად ვნახოთ, ცოცხლად როგორია ხმარებაში :)
LikeLike
სადღაც მსგავსი სიტუაციაა, ტაბუ :) ვნახოთ. დიდი იმედი მაქვს, არ ვინანებ. ტელეფონმა შემაძულა თაჩი, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი ისეთი კარგი აქვს თეთრფურცელას, რომ ვრისკავ…
LikeLike
1 კვირა თუ მოიცდი, ერთად შევამოწმოთ, როგორია და მერე “გარისკე” :)
LikeLike
რა პრობლემაა :) შენ დატესტე და გამაგებინე, როგორ მოირგე.
LikeLike
უფრო ადრე მე მემუქრება “თეთრფურცელას” დასაკუთრება, ამას წინ მახარა ამაზონმა, შეპირებულზე ადრე გიგზავნითო და ზეგ ველოდები შინ. ვერ წარმომიდგენია, როგორც არ უნდა მომეწონოს, მაგრამ, თუ რამე, წვრილად გაგიზიარებ :)
LikeLike
თუ მოგეწონა, მით უმეტეს უნდა გაგვიზიარო :) მოკლედ, შენგან ველით ამომწურავ ინფოს.
LikeLike
ეეჰ, ის იყო ვიგრძენი ნამდვილი სიყვარული ჩემი სონის მიმართ, თან სულ პატარა იყო, სამი თვის და დამტოვა მარტო, გავიდა გაღმა :( მეც მაგრად დამაკლდა, აი ინგლისურ წიგნს რო ვკითხულობ ბეჭდურში, რამეს რო ვერ ვიგებ, სულ მინდა რო დავაჭირო და ოქსფორდის განმარტება დამიწეროს :D კარგია ქინდლი და გისურვებ უვნებელი დაგიბრუნდეს და დიდხანს იყოთ ერთად, დიდ ხანს და ბედნიერად :)
LikeLike
უღრმესი მადლობა და კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი მოლის ბლოგზე :) ველქამ!
LikeLike
პირველად შენი ბლოგიდან გავიგე ზოგადად ქინდლის არსებობის შესახებ და იმ პოსტის მერე ყოველ დღე მაგაზე ვოცნებობდი, ბოლოს სამერ ჯობის ხელფასით მოვახერხე ძლივს ყიდვა, ფაფერ ვაითის, ჰოდა ეხლა უკვე მეც არ შემიძლია მის გარეშე არსებობა ^^ ლიტერატურაზე მეტად მე პირადად ლექციების სწავლაში უფრო მადგება, აღარ ვბეჭდავ კონსპექტებს, აღარ ვდგავარ ქსეროქსის რიგში, აღარ ვისვრები იმ ბანძე კატრიჯით, დაკიდევ ყველა კონსპექტი თან მაქვს რა დროსაც მინდა :) მოკლედ ზე ბესთ :დ მალე დაბრუნებას გისურვებ შენ :)
LikeLike
თეთრფურცელა გაქვს შენ? არიქა :) მომიყევი, შენს გახარებას, აბა, როგორია, როგორ იყენებ, ხომ არ ჭირვეულობს, ეკრანს როგორ წმენდ… შენზე უკეთესად ვის ეცოდინება, ნათია :)
LikeLike
უჰ, უკარგესია <3 ძალიან ადვილად ვიყენებ,ინტერნტშიც კარგად შევდივარ სენსორები საერთოდ არ ჭედავს, მალე არ ჯდება, და განათება არის ყველაზე კარგი რამ რაც კი შეიძება ჰქონოდა <3 ვარეგულირებ მაგასაც, დღისით ძირითადად ჩამქრალი მაქვს, დენი რომ მიდის მაშინ ხდება განსაკუთრებით გამოყენებადი :დ კალამიც მაქვს მაგისი ხშირად იმას ვიყენებ, მოკლედ მე არანაირი პრობლემა არ მაქვს <3 ეკრანის წმენდა მეც გასარკვევი მაქვს :დ
LikeLike
სტილუსიც მოყვება? აი, მაგრობა! ჰო, ინტეგრირებული განათება ღირს მანდ ერთ ქინდლად.
მადლობა, ნათია :)
LikeLike
უკვე ორი თვეა რაც ქინდლი მაქვს და ჩემ თანამგზავრად იქცა, ყველგან თან დამაქვს. ნამდვილად კარგი რამეა. თავიდან თეთრფურცელა გამოვიწერე, მაგრამ ისე გამაწვალა ამაზონმა, თარიღებს ცვლიდა ჩამოსვლის, რომ გავაუქმე და შავი ქინდლ მინი გამოვიწერე. სულსწრაფობის გამო აღარ დაველოდე თეთრფურცელას. თუმცა არ ვნანობ. ერთი განათება ნამდვილად კარგი რამაა და გამომადგებოდა.
ახლა, მეგობარს გამოვუწერე თეთრფურცელა, მალე ჩამოვა და დავზვერავ როგორია.
LikeLike
შავი მინიც ძალიან კარგი უნდა იყოს, როგორც ვხვდები, მინი მაქვს მეც, მაგრამ თეთრფურცელა ახალი სიტყვააო და მაინტერესებს, ეს ახალი სიტყვა როგორია…
LikeLike
მოლი, ჩემი ქინდლი ზუსტად შენი პოსტის შემდეგ შევიძინე :) მიჩვევა ნამდვილად იცის და ყველაზე დიდი ხიბლი ზუსტად იმაშია რომ სახლიდან გასვლამდე არ გიწევს ერთი, კონკრეტული წიგნის შერჩევა. ჰოდა, რატომ ვთქვი ჩემი ქინდლი შენი პოსტის შემდეგ ვიყიდე მეთქი, ახლა “თეთრფურცელამ” დამაფიქრა ძალიან :) :)
LikeLike
მახსოვს შენი ქინდლის ამბები :) და ის კომენტარიც მახსოვს, შევუკვეთეო :) თეთრფურცელამ რომ დაგაინტერესა, ამაზე გამეღიმა :) რა კარგი იქნება ტრადიციის გაგრძელება :))
ლორდმა შემოიხედოს აბა… ჩემთვის, ქინდლომანიის საწყისი ვეიდერია. რიდერებით მისმა პოსტებმა დამაინტერესა.
LikeLike
მოკლედ და კონკრეტულად, გადაწყვეტილება მიღებულია, პირველივე შესაძლებლობისთანავე ვიყიდი.
LikeLike
მართლა? რა მაგრობაა! დარწმუნებული ვარ, არ ინანებ.
LikeLike
რომ მექნება შენსავით თუ შემიყვრდება, ნეტავ? ტექნიკასთან ძალიან მწყრალად ვარ
LikeLike
ქინდლში, მით უფრო რიდერში, ტექნიკა მაინც მინიმალურია. მთავარი ხიბლი მანდ სხვა რაღაცებშია.
ეს მეხუთე პოსტია ქინდლზე და ქინდლთან დაკავშირებულ თემებზე. თუ მოიცლი, კომენტარებს გადახედე და გარკვეულ წარმოდგენას შეგიქმნის. ბევრი ვართ აქ ქინდლოსანები და მთავარი ქინდლმცოდნე და ქართული ქინდლოლოგიის მამა ვეიდერია :)
LikeLike
რომ ვიყიდი ავითვისებ პოსტებს,კომენტარებს და ხმარების წესებსაც)
LikeLike
ყოველთვის კონსერვატორი ვიყავი ამ საკითხში, მაგრამ მას შემდეგ, რაც ქინდლი მაქვს, მივხვდი, რომ ნელ–ნელა დამოკიდებული გავხდი :)
LikeLike
ფოლიანტების ერთგული პოპინსი :) იმ საკოლექციო კომენტარს ვინახავ და რამდენს დავხედავ, მეღიმება :))
LikeLike
რომ ვიყიდე 9 თვე წიგნი არ ამიღია ხელში, ეს ბოლო თვეა მომენატრა ფურცვლა და ცოტა ხნით ქინდლისგან დავისვენესავით :) მაგრამ ვერავის ვათხოვებ, “ლომკა” დამეწყება ეგრევე ჩემს გვერდით რომ არ იქნება :(
თაჩია ჩემი მოლ, და რა ვიცი ძალიან კომფორტულია, ეკრანს კომპიუტერის საწმენდი ტილოთი და სითხით ვწმენდ, არაფერი განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება მერწმუნე :)
LikeLike
ჩემიც სულ ჩემთან იყო :) შინიდან უმისოდ არ გავდიოდი.
გაიხარე, თეო. დამამშვიდე.
LikeLike
ეკრანს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება მოლი, ზოგჯერ სათვალის საწმენდით გავწმენდ ხოლმე. დიდი სიფაქიზით ნამდვილად არ გამოირჩევა, აგერ 2 თვეში წელიწადი ხდება რაც ქინდლის ამაყი მფლობელი ვარ და ეკრანი არც დახაზულა, არც სხვა მხრივ შექმნია რამე პრობლემა. ეგაა, თვითონ თაჩს აქვს ცოტა ცუდი სენსორი და გვიან რეაგირებს, მაგრამ შემაწუხებლად არა :)
რაც შეეხება თეთრფურცელას, უკვე გადავწყვიტე. 5 დღეში ხელფასობაა და პირველივე შენაძენი ეგ იქნება :)
LikeLike
გრეისიც როგორ განიცდის ალბათ :ს თაჩ სქრინს დიდი არაფერი მოვლა უნდა მოლი, მეც მეგონა ძალიან სათუთი მოსავლელი იქნებოდა, მაგრამ არა, ძალიან მყარი ზედაპირი აქვს და სულაც არ მეშინია შეხება :) რამე რბილი და უბუსუსო მატერიით ვწმენდ ხოლმე, სათვალის საწმენდი მშვენიერია :)
LikeLike
გრეისი ისეთ კარგ ხელშია, ნამდვილად არ დაწუწუნება :) მე ვიკითხო, თორემ… :)
მყარი ზედაპირი აქვსო? ყოჩაღ, მაგათ. კარგი ამბავია.
LikeLike
ოჰო, ყველა კომენტარს გადავავლე თვალი და მგონი მეც დამაფიქრეთ ხო იცით :) აქამდე ქინდლის შეძენის არც ინტერესი და არც სურვილი მქონდა, მაგრამ ამდენი კმაყოფილი ადამიანის შემდეგ… მგონი ღირს სერიოზულად დაფიქრებაა…))
LikeLike
welcome! :)
LikeLike
От книжки в голова ветер дует. :)
LikeLike
თეთრფურცელაზე მითხარი რამე, მილორდ:)
LikeLike
უკეთესს გეტყვი – ერასტა ცოცხალია :)
LikeLike
ასეც ვიცოდი :)
LikeLike
ნუ ლოგიკურად – ბაქოში შვილი არ ყავს და აბა მერე საიდან გაიჩითება? რავი ახლა არ მგონია სპერმა შეენახოს სადმე გაყინული. :)
უფრო ლოგიკურია, რომ გადარჩა.
LikeLike
ჩემი ანტიდეპრესანტი
LikeLike
ქინდლი, ბლუმ? თუ სხვა რამ იგულისხმე? :)
LikeLike
რა მაგარი პოსტია Kindleდამოკიდებულო !! <3
LikeLike
მადლობა :)
LikeLike
ეეჰ, როგორც აღმოჩნდა ჩემში მძლავრობს ქვის ხანისეული სული :დ მე მაინც ჩვეულებრვი წიგნები მირჩევნია, ელექტრონულს ვერ შევეგუე :((
LikeLike
ვერ ივარგა, ანუ, იოტამ. ი-ბუქები ვერ შეგაყვარა.
LikeLike
მოლი, თითქმის 5 თვეა ჩვეულებრივი კინდლი თაჩი მაქვს და საკმაოდ ინტენსიურად ვიყენებ. რაიმე პრობლემა ჯერ არ გვქონია : ) ოღონდ რა თქმა უნდა ყდაში მიზის : )
LikeLike
აბა რა :) ყდის გარეშე როგორ… ჩემი, სანამ ყდა არ ჩამიმივიდა, გარეთ არც გამქონდა. ქავერს ისეთს შევურჩევ, ორი ორს ეკითხებოდეს :))) მე ეკრანი და ნათითურები მაფიქრებდა…
LikeLike
უი, იცი რა არ მომწონს ერთადერთი? : )) რამე რომ დაეცეს ”ფურცელზე” სულის შებერვით თუ არ გადმოვარდა, ხელით რომ ეხები, თუ არასწორი მიმართულებით გაუსვი თითი, შემდეგ გვერდზე გადაგირთავს : ))) აი ეს მაქვს ერთადერთი პრობლემა, ახლა გამახსენდა : )) თუმცა მოგვარებადია
LikeLike
როგორც ჩანს, ჰიპერ მგრძნობიარეა, მაგრამ არა უშავს. ამასაც მივხედავთ. მთავარია, არ დაითხუპნოს.
LikeLike
http://www.mobileread.com/forums/showthread.php?t=202641
LikeLike
ამას შინ ვნახავ, მილორდ და ზეგ დიდი დღე მაქვს :) ჩემი თეთრფურცელა ჩამოდის <3
LikeLike
[…] თუ გახსოვთ, გრეისი გავათხოვე და თავი ისე მარტოსულად და […]
LikeLike