მეგობარმა მითხრა ამას წინათ – მეოცე საუკუნის ფოტოისტორიას განსაკუთრებული სიამოვნებით ვკითხულობ და შემაჯამებელ პოსტსაც ველოდები, მაინტერესებს, როგორი მოზაიკა დაიხატებაო.
პროექტის დასასრულამდე ჯერ ადრეა, თუმცა, ფინალურ აკორდზე მეც ვფიქრობ. არ ვიცი, როგორი გამოვა, ძალიან კი მინდა, ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, ადექვატურიც იყოს – ოცი კადრი ყველაზე დრამატული ასწლეულის დასახატად მეცოტავება… იმას ნამდვილად ვცდილობ, არც ერთი მნიშვნელოვანი შტრიხი არ გამომრჩეს და საქვეყნოდ ცნობილ ნამუშევრებს რამდენიმე შედარებით უცნობი, თუმცა მრავლისმთქმელი ფოტოც შევურიო.
ეს სურათი, შესაძლოა, ვინმეს უშნო ხუმრობა, დადგმული სცენა ან პაროდიული შარჟი ეგონოს – იმდენად კარიკატურულად გამოიყურება. არადა, ნამდვილი ამბავია და ისტორიამ მთავარი გმირის სახელიც კი შემოგვინახა. ზორბა მამაკაცი პოლიციელი ბილ ნორტონია, პლაჟზე გამოსულა, სანტიმეტრით შეიარაღებულა და ქალბატონებს საცურაო კაბების სიგრძეს უმოწმებს – ახალი კანონით. მუხლიდან 6 ინჩზე მეტად დამოკლებული ქვედაბოლოს ტარება აკრძალულია და პორნოგრაფიად ითვლება. სურათი შუაგულ ვაშინგტონშია გადაღებული, გაგანია მეოცე საუკუნეში, 1922 წელს.
არა, მსგავსი ამბებისთვის სხვა დროსაც მომიკრავს ყური. კარგა ხნის წინ წავიკითხე სადღაც, რუანდის თუ უგანდის პარლამენტმა მანდილოსნებს სამსახურში მეტისმეტად მოკლე კაბებით მისვლა აუკრძალაო. აქ მარტო იმაზე გამეღიმა, აფრიკელმა დეპუტატებმა მოკლე კაბებისთვის რომ მოიცალეს, თორემ დრეს-კოდის მნიშვნელობასაც ვხვდები და ისიც ცხადია, რომ სამინისტროში შილიფად ტანტალი მთლად ღირსეული და მისაბაძი საქციელი არ უნდა იყოს.
მაგრამ პლაჟზე?
სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს, რამდენ ხანს გაძლო ამ ფრიად პროგრესულმა ნორმამ (ისე, ნამდვილად არ გამიკვირდება, “სულელური კანონების” სამშობლოში არც იყოს გაუქმებული), რამდენად ეფექტიანი გამოდგა, ყველა პოლიციელი ასე მონდომებით იცავდა სტანდარტს თუ მხოლოდ მისტერ ნორტონი გახლდათ მოწადინებული… ერთი კია – სულელურთან ერთად, შეურაცხმყოფელიც არის და ამას რომ ხედავ, სადღაც გასაგებია, თანამედროვე ფემინისტებს იმდროინდელი პროტესტის გრძნობა დღემდე რომ არ განელებიათ.
მოიცა, ერთი, 1922 წელია, რა გიკვირსო – აუცილებლად მეტყვის ვინმე.
არ მიკვირს. ვხვდები, რომ საუკუნის დასაწყისია და მაშინდელი მენტალიტეტი დღევანდელისაგან საგრძნობლად განსხვავდება. ბოლოს და ბოლოს, ამ კადრის გადაღებიდან ოცდარვა წლის შემდეგაც თეთრები და ფერადკანიანები წყალს სხვადასხვა ონკანიდან სვამდნენ… უბრალოდ, ვფიქრობ, რომ სამარცხვინო ფსევდომორალიზმი წარსულს არ ჩაბარებია, მხოლოდ სახე იცვალა (ისიც ყველგან არა) და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაშიც აქტუალურია.
ათასი მიზეზი მაქვს, ამერიკა და ამერიკული ცხოვრების სტილი მესიმპატიურებოდეს, მაგრამ გულზე ხელის დადებით ვაღიაროთ, რომ კოლუმბის აღმოჩენილი ქვეყანა ოცდამეერთე ასწლეულშიც ზოგჯერ ისე საოცრად პურიტანულია, თავისუფალი და ტოლერანტული ადამიანებით დასახლებულ უდიადეს სახელმწიფოს ნამდვილად რომ არ ეკადრება.
და, რაც მთავარია, ადამიანის კაბის სიგრძის, ვარცხნილობის ფორმის, სექსუალური გემოვნების მიხედვით განსჯა და გამკილავი იარლიყის მიკერება ქართული საზოგადოების საყვარელი გასართობია დღესაც და ხანდახან მგონია, რომ მეოცე საუკუნის ოციან წლებისგან მაინცდამაინც შორს არც ვართ წასული.
იმიტომაც მიყვარს გასული საუკუნე,ასე დაუსწრებად.. რა აღარ ხდებოდა. :) რაც უფრო მეტს ვგებულობ მითუ უფრო მიყვარდება..
LikeLike
არ თქვა, ანა :))
LikeLike
ჰო ,ყველაზე საინტერესო 100 წელია ისტორიაში მე თუ მკითხავთ. კორსეტში საგულდაგულოდ შეხვეული სხეულიდან გამჭვირვალე სარაფნებამდე, მუხლებამდე საცვლიდან ბიკინამდე, ეტლიდან უსწრაფეს მანქანამდე, მიწიდან ცამდე და უსასრულოდ :))))
LikeLike
პროგრესის ასი წელიწადი :) მშვენიერი პოსტი დაიწერებოდა :)
LikeLike
შანელმა, კურეჟმა, ქუონთმა, სენ ლორანმა, ლაპიდუსმა… და სხვაბმა გადაატრიალეს ქვეყანა :)
LikeLike
სიამოვნებით წავიკითხავდი მაგ პოსტს შენთან :)
LikeLike
შენი იდეაა და შენ დაწერე :) ჩვენ წავიკითხავთ.
LikeLike
ჩემი დაწერილი გინდა წაგიკითხავს გინდა არა :))))) უფრო მცოდნეებს მოგანდობთ მაგ ამბებს
LikeLike
აბა, ეგეთები არ იყოს :) მე ბლოგს ტყუილად არ ვკითხულობ ხოლმე.
LikeLike
ნოდარ დუმბაძის “მზიანი ღამე გამახსენდა” ერთ–ერთი პერსონაჟი საბჭოთა კავშირში არსესაშვებ ვიწროშარვლიან დამოკლეკაბიან გოგონებზე რომ ღაღადებდა :დ
LikeLike
კომუნიზმში :)
LikeLike
უი, ჰოო :დ
LikeLike
ვინ იცის აბა ინჩი რამდენი სანტიმეტრია?:)
LikeLike
მე ვიცი :)
LikeLike
იმედია მარტო მე და შენ არა, მე ენციკლოპედიაში ვნახე თანაც:)
LikeLike
მობილურის კონვერტორიც არსებობს :)
LikeLike
მობილურში მესიჯების წერაც მეზარება
LikeLike
ვისაც არ ეზარება, იმისთვის
LikeLike
უცნაური ის არის რომ ფოტოს ყურებისას უარყოფითი ემოცია არ მოდის, ანუ იმას კი არ ვგულისხმობ რომ ეს ან ნორმალურად მიმაჩნია, ან შეურაცხმყოფელი არ არის და ა.შ. მაგრამ აი მეორე ქალი რომ დგას (რიგში დგას როგორც ვხვდები), სახე საერთოდ არ ჩანს, მაგრამ მგონია რომ დიდად არ აწუხებს ეს ამბავი, არ ვიცი რატომ.
სხვათაშორის დრეს კოდებზე სადაც კაბის სიგრძე სანტიმეტრებითაა განსაზღვრული ბევრი მსმენია (საქართველოზე მაქვს საუბარი), ერთი ეგ არ ვიცი ვინმეს მოსვლია თუ არა თავში მისულიყო და გაეზომა :)
LikeLike
აშკარად არ აპროტესტებენ. ჰოდა, ეს კიდევ უფრო საინტერესოა – ამას ნორმად რატომ აღიქვამდნენ. პრინციპში, არც რასობრივ სეგრეგაციას და თეთრების და ფერადკანიანებისთვის ცალკე ონკანს აპროტესტებდნენ დიდად.
LikeLike
ვინ დაგაყენა შენ კომუნიზმის კართან კაბების სიგრძის მზომელადო, დუმბაძე წერდა :)
LikeLike
პლიაჟზე გაზომავდნენ აბა ქუჩაში მოკლე კაბა 60-იანებში გაჩნდა და უკვე აღარ ზომავდნენ. :)
ამერიკა იყო და რჩება ძალიან კონსერვატულ ქვეყნად, მიუხედავად იმისა რა წარმოდგენები გავქვს მასზე :) და ზოგი ქალაქი და შტატი ისეთია, მმკ-საც გაუკვირდებოდა. :)
ბევრი ამერიკელი ავანგარდისტი მწერალი მაგალითად ჯერ საფრანგეთმა აღიარა და მერე ამერიკამ. ლოლიტაც პირველად გრანგებმა გამოსცეს. ეგ კი არა ჯაზის სამშობლოში დღეს რომ კორიფეებად ყავთ თავის დროზე უსტვენდნენ და კვერცხებს ესროდნენ და ევროპამ რომ აღიარა, მერე აღიარეს თავადაც. ქოლმანი მაგალითად.
მიტერანს ორი უჯახი ყავდა ერთდროულად და კი იყო პრეზიდენტი 20 წელი, ამერიკაში კიდე ერთ სექსს გადააყოლეს კინაღამ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი პრეზიდენტი ვინც ყავდათ. :)
ამერიკა პურიტანულია ბევრ ამბებში და ევროპა კი ბევრად უფრო “ამორალური” ბევრი თვალსაზრისით.
LikeLike
ამას ვამბობ მეც. ნუ, შენ ექსპერტი ხარ და უკეთ გამოგდის. ჰოდა, მე თუ ამარჩევინებს ვინმე, “ამორალური” ევროპა მირჩევნია.
LikeLike
ისე, იმ ქალის სახელი, ვინც პირველმა ჩაიცვა მოკლე კაბა ქუჩაში ასევე ცნობილია – ელიზაბეთ სმით მილერი. 18… რომელიღაცა წელს.
მოკლე დღევანდელი გადასახედიდან პირობითია მარა იმ დროისთვის კი იყო მოკლე.
LikeLike
“ჩალის ძაღლებში” რომ კაბებია, ის მომწონს მე <3
LikeLike
ნამდვილი საგანძურია მეოცე საუკუნის ფოტოისტორია ამ ბლოგზე მოლი, გარდა იმისა რომ საინტერესო ფაქტებია, ყველანაირად კარგი ფოტოებია (საინტერესო, მრავლისმთქმელი, ხანდახან სახალისო…), ძალიან კარგად წერ შენც, მოკლედ, გასაგებად, ერთი სიტყვით გადასარევად. რომ დაამთავრებ ამ ფეიჯს, ცალკე უნდა შევინახო ოცივე პოსტი რამენაირად
მოკლე კაბაზე რა გითხრა არ ვიცი, სულ არაა სასაცილო რომ დაფიქრდე და მე მაინც მეცინება იმის წარმოდგენაზე, როგორ მოვა პოლიციელი პლაჟზე შენთან და კაბის სიგრძეს გაგიზომავს :) :)
LikeLike
ქინდლში ინახება კარგადო, ჯეინმა :)) ისე, აქ არ იქნება ოცივე? როცა გინდა, შემოიხედე და გადაიკითხე :)
ჰო, სასაცილო ნაკლებად არის, მაგრამ იმდენად სულელურია და კარიკატურული, გაგეცინება.
LikeLike
ჯერ ერთი, მე ქინდლი არ მაქვს :) მეორე, აქ მშვენივრად ინახება, მაგრამ მე ვიფიქრე რამე ალბომის სახე მიმეცა, ფოტოებს დავაბეჭდინებდი კარგი ხარისხით, ტექსტებსაც მოევლებოდა და… არ ვიცი იდეა მომწონს მე :) რამეს მოვიფიქრებ :)
LikeLike
ვაიმე :) ალბომიო <3 ჯერ არავის უთქვამს ეს <3 გული გამიჩერდა ახლა <3
LikeLike
არა ხომ კარგი აზრია? როგორც ბლოგზეა, ფოტოს წავუმძღვარებ, სათაურები სხვანაირი ფერითა და შრიფტით გამოიყოფა და ტექსტს დავურთავ თან
ბლოგის ქავერი და ბექგრაუნდები თავში და ბოლოში ექნება ალბომს. მართლა რა კარგი იდეაა :) მერე შეგიძლია სამახსოვრო წარწერა გამომიგზავნო, სკანერით გადაიღებ, მე დავბეჭდავ და ისიც თან დაერთვება :) ყველაფერი მოფიქრებულია, გაკეთებაღა უნდა
LikeLike
გაჩერდი, გოგო :) რა საალბომე პოსტები მე მაქვს. ალბომი კი არა და, წიგნი ჯერ რუსამ უნდა გამოსცეს. თან, ოთხი ცალი.
LikeLike
აბა რა უნდა ქნას :) მარა რომ გავაკეთებ ალბომს მერე ნახე შენც კი შეგშურდება :)
რუსას წიგნებს უკვე დიდი ხანია ველოდებით, ნეტავ დაჩქარდებოდეს მომავალი
LikeLike
უკვე შემშურდა :) ხომ წამაკითხებ? კარგად მოვუვლი, დედას გეფიცები :)))
რუსას წიგნებს, თან ავტორიზებულ ეგზემპლარებს, საგანგებო სუპერით და ავტოგრაფით :)
LikeLike
:)) დედას გეფიცები :))) აბა რას ვიზამ :))
LikeLike
ამერიკის პლაჟზე სანტიმეტრით… ჩვენც კარგი “იურიდიული ფანტაზია” გვაქვს, მაგრამ არ ველოდი, რომ მსგავს “კანონს” ამერიკაში მოიფიქრებდნენ :)
LikeLike
აბააა :))
LikeLike
თაიასი არ იყოს, მეც “მზიანი ღამე” გამახსენდა უნებურად :) ხო, იარლიყების მიკერებაში ვერავინ გვჯობნის, მაგრამ აი აზროვნების წინსვლით ვერა და ვერ გადავინაცვლეთ მოწინავეთა რიგებში… მახალისა ამ ფოტომ.
LikeLike
სადაა აზროვნება :(
LikeLike