წიგნის ქურდი ქურდი არ არისო, ყველას გაგონილი გექნებათ.
მე თუ მკითხავთ, საეჭვო აქსიომაა, იმ მედალს უფრო ჰგავს, ორი მხარე აქვსო, რომ ამბობენ. ახლავე მოგახსენებთ, რატომაც.
ერთი მხრივ, გადაუშლელი წიგნებით გაძეძგილ თაროებს რომ ნახავ ვინმესთან, ალალი და უსაყვედურო იქნება, ორიოდე ცალი ხელს გამოაყოლო. რა ვქნა, გულს მიკლავს ეს ხელუხლებელი, ალაგ-ალაგ გაუჭრელი ფურცლები. მე შენ გეტყვი, გამომრჩება – ვისთანაც არ უნდა მივიდე სტუმრად, პირველ რიგში, ბიბლიოთეკას მივადგები ხოლმე. ჰოდა, თუ შევამჩნიე, რომ მხოლოდ დეკორაციის დასამშვენებლად იყენებენ, ძალიან ვბრაზობ, აი, მართლა ძალიან. მით უმეტეს, როცა გამახსენდება, რამდენი ადამიანია, ვინც ახალი ლიტერატურული ნუგბარის შეძენის ფუფუნებას თავს იშვიათად აძლევს. გულწრფელად ვამბობ, კაცი რომ წიგნებს მარტო სამშვენისის ფუნქციას ანიჭებს, ახია, რამდენიმე ცალი აწაპნო. მაინცდამაინც ცარიელ ადგილს ნუ დაუტოვებ ამოღებული კბილივით და, მე შენ გეტყვი, შეამჩნევს. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მე თვითონ მოვქცეულვარ ასე და ნამდვილად ვერ დავიწყებ ნიანგის ცრემლების ღვრას – არიქა, თავზე ნაცარს ვიყრი და ვინანიებ-მეთქი.
აი, ჩემნაირ ადამიანს რომ წიგნს მოპარავს ვინმე, ერთი სიმღერისა არ იყოს, “ერია თუ ბერია, ყველა დასაჭერია”. იმიტომ კი არა, რომ რაღაცით გამორჩეული ვარ და ჩემი საკუთრების ხელყოფა განსაკუთრებულად უნდა ისჯებოდეს. უბრალოდ, კითხვა მართლა ძალიან მიყვარს, დიზაინის დასამშვენებლად არასდროს არაფერი მიყიდია და ჩემი ბიბლიოთეკის თითოეული ტომი დიდი სიფაქიზით, სიყვარულით და დაკვირვებით მაქვს შერჩეული. რაც მთავარია, მცირე ნაწილის გარდა, წაკითხულიც და გადაკითხულიც.
ჰოდა, ახლა მითხარით, ის კაცი რომ მაპოვნინა სადმე, ბავშვობისდროინდელი, გაცრეცილი “შერლოკ ჰოლმსი” რომ ამაცალა სახლიდან, რისი ღირსია? კონან დოილის სამყაროში სწორედ იმ გახუნებული ფურცლების წყალობით მოვხვდი და მასთან დაკავშირებული ემოციები დღემდე განსაკუთრებულად მახსენდება.
ერშოვის “კუზიანი კვიცი” სოფელში მაჩუქა მეზობლის გოგომ და, დიდი ეჭვი მაქვს, რამდენიმე წლის შემდეგ ჩემს ყაჩაღანა ბიძაშვილებს ემსხვერპლა. ისე ეჯიბრებოდნენ ყველაფერში ერთმანეთს, სულ მგონია, რომ ის ლამაზი, საოცარსურათებიანი წიგნი გაწევ-გამოწევაში დაგლიჯეს და შეშინებულებმა სადღაც გადაისროლეს.
“კაპიტან გრანტის შვილები” და “უთავო მხედარი” მე თვითონ ვათხოვე ახლობელს. რამდენიმე თვის მერე მორცხვად შევახსენე – ხომ არ დაგიმთავრებია-მეთქი და ისე შეიცხადა, ხომ დაგიბრუნეო, ხმა ვეღარ ამოვიღე. დაეჭვებულმა მთელი სახლი გადავჩხრიკე, მაგრამ ვერსად მივაგენი. ან რას მივაგნებდი – უსინდისოდ მიითვისა. მას შემდეგ აღარაფერი მითხოვებია, მაგრამ წახდენილ საქმეს რაღა ეშველებოდა.
სხვათა შორის, გურამ რჩეულიშვილის ერთტომეულიც ზუსტად ასე დავკარგე – მეზობელი მარწმუნებდა, მოგიტანეო, არადა, წლების შემდეგ, ახალ სახლში რომ გადადიოდა, სადარბაზოსთან, შეკრულ ბარგში საკუთარი თვალით დავინახე ჩემი წიგნის წითელი ყდა. სანამ ვფიქრობდი, როგორ დამემტკიცებინა სიმართლე, ქურთმა მუშამ შეკრულა ზურგზე მოიგდო და სატვირთოზე აისროლა. გამოდევნებას აზრი აღარ ჰქონდა და ყურებჩამოყრილმა გავწიე შინისკენ.
ყველაზე მწარედ მაინც “შავყურა თეთრი ბიმი” მახსენდება – სულ ახლად ნაყიდი მქონდა. დედამ მეგობრის შვილს ათხოვა, იმან სადღაც აგარაკზე წაიღო, იქ სხვას მოუნდა წაკითხვა და, საბოლოო ჯამში, ჩემამდე ვეღარ მოაღწია.
ახლა უკვე ძალიან ფრთხილი ვარ – თუ ადამიანს ძალიან არ ვენდობი, წიგნს არ გავაკარებ. პრინციპში, ვისაც ვენდობი, არც მათთვის მემეტება მაინცდამაინც, მაგრამ ხანდახან მიწევს ხოლმე.
დარწმუნებული ვარ, მსგავსი ისტორიები ყველა თქვენგანს გადახდენია თავს. სანამ ასე გულაჩუყებული ვზივარ კომპიუტერთან, ერთად ხომ არ გამოგვეტირებინა ჩვენი დაკარგული წიგნები?
კი გითხარი წეღან მაგრამ აქაც ვიტყვი ჩემი “თამარ მეფე” ჩემი ყოფილი მეზობლის თაროს ამშვენებს, მაგრამ მაინც წავართმევ!!!
LikeLike
მმმ, არადა ბღავილის განწყობით დაძინება არ მინდოდა :((((
LikeLike
არასოდეს არ ვთხოვნი ხალხს წიგნებს. უიშვიათესი გამონაკლისების გარდა.
ბორხესს არ აქვს ნათქვამი ასეთი რამ ? თხოვება იგივე ჩუქებაა, მეთვითონ მხოლოდ ის წიგნები მაქვს სახლში, რომელიც ოდესღაც ვიღაცამ მათხოვაო. არადა ბიბლიოთკარი იყო კაცი :დ
LikeLike
ჰმ, არ მახსოვდა ბორხესის ეს ფრაზა, მაგრამ სადღაც აშკარად სიმართლე უთქვამს.
LikeLike
ერთადერთი შემთხვევა იყო როცა ჩემი წიგნის მითვისების მცდელობა ჰქონდათ. ერთ-ერთ პოსტში მიწერია კიდეც სკოლის ფრიად გავლენიანი მაწავლებელმა მთხოვა და ვატხოვე. გავიდა ერთი თვე, ორი, სამი .. . ჰოდა გაბრაზებულმა დამრიგებელი მივუგზავნე (იმან ისე მორცხვად სთხოვა , რომ ყურიც არ გაუბარტყუნებია ) ჰოდა ავდექი და ეს შვიდი წლის ჭინკა ლამის ყვავივით სამასწლოვან და უკვე სკოლის რელიკვიად ქცეულ მასწს მივადექი და საქმე გავურჩიე ჩემი ჰარი პოტერის პირველი ტომი მაგიდაზე დაიდოს თქო. ნუ მოკლედ წიგნი დავიბრუნე!
ახლა ერთადერთი ადამიანია მყავს ვისაც წიგნებს ვთხოვნი, სხვათა შორის მაგნუმში არის , მოლი :დ
LikeLike
ჩვენი ბიბლიოთეკიდან ძალიან ბევრი წიგნი აქვთ ნათხოვარი და მერე ვითომ დანაბრუნები, თუმცა უშუალოდ ჩემი გულისტკივილი ალფონს დოდეს “კაცუნაა”, ძალიან ახლო მეგობარს ვათხოვე კარგა ხნის წინ და მას მერე ვერც მეგობარს ვნახულობ, ვეღარც ჩემს საწყალ კაცუნას :/
LikeLike
მე პირიქით, მოლ.
როცა ახალი წიგნი შემოდის ოჯახში და ეს ყოველკვირეულად ხდება, ან კვირაში რამდენჯერმე, ჯერ მე ვკითხულობ და მერე ჩემს დაქალებს ვთხოვნი ხოლმე, მინდა, რომ წაიკითხონ და არ მენანება. ალბათ იმიტომ, რომ ვიცი დამიბრუნებენ და მოუვლიან კარგად :)
LikeLike
რა კარგი დაქალები გყოლია, სალ <3
LikeLike
ჩემი პირადი ბიბლიოთეკიდან ჯერ არა, მაგრამ ოჯახის ბიბლიოთეკიდან აშკარად გაუყოლებიათ ხელს რაღაც-რაღაცები… სხვათა შორის, გემოვნებიანი მიმთვისებლები გვყავდა–სულ რჩეულ წიგნებს იტოვებდნენ-ხოლმე… აღარ მახსოვს, პირველად რომელი წიგნი მოვითხოვე სახლში და მითხრეს, გვქონდა, მაგრამ აღარ გვაქვსო… ბევრი კი იყო… მერე ასეთი წიგნების საშოვნელად მთელი სამეზობლოს შემოვლა მიწევდა (სხვათა შორის, შესწავლილი მქონდა რამდენიმე მეზობლის ბიბლიოთეკა). მერე უკვე ბოლო კლასებში ნამდვილ საბადოს მივაგენი ჩემი ლიტერატურის მასწავლებლის სახლში… მართალია, მასაც ბევრჯერ დაუკარგეს წიგნები (თან სულ რჩეული გამოცემები) მაგრამ მე მაინც მენდობოდა, როგორც პატიოსან ბავშვს… რაც მართალია, მართალია–თითოეული წიგნი უკან მაქვს დაბრუნებული ჯანსაღი და უვნებელი…
LikeLike
ერთი ის გამაგებინა, ვინ გააყოლა ხელს “ოსტატი და მარგარიტა” ან “თორმეტი სკამის” ორივე ეგზემპლიარი (ერთი მაინც დაეტოვებინათ ზრდილობის გულისთვის) :) … მე მაგ მხრივ სანდო ვარ – დროულად და “მოვლილად” ვაბრუნებ წიგნებს… ისეთებსაც კი, რომლებსაც ნამდვილად ვიცი, რომ აღარავინ წაიკითხავს :)
LikeLike
წიგნის განათხოვრება მეც საშინლად მესიკვდილება და საოცრად ეგოისტი მგონია ხოლმე ჩემი თავი, მაგრამ ახლობლების “განათლებაზეც” ვერ ვამბობ მთლად ხელაღებით უარს და ასე ვიწვი ორ ცეცხლს შორის.. :))
LikeLike
დიდი ბიბლიოთეკა მაქვს სახლში და წიგნებსაც ხშირად თხოულობენ ჩვენგან. როგორ ვუთხრა უარი. ჩამოწერილი კი მაქვს თარიღების მიხედვით, ვის რა დროს რა წიგნი ვათხოვე, მაგრამ… ყველაზე მეტად ქართულ ხალხურ ზღაპრებზე მწყდება გული, რომელიც დედამ მეგობარს ათხოვა და ვეღარსად ვიშოვე:( დანარჩენი დანაკლისი მეტ-ნაკლებად ავინაზღაურე. (როგორ არ მესმის იმ ადამიანების, რომლების სახლში სხვის ნივთებს აჩერებენ)
LikeLike
უარის თქმა მეც მესიკვდილება.
პირველად ხარ მგონი, აქ. ჰოდა, კეთილი იყოს შენი ფეხი მოლის ბლოგზე :)
LikeLike
მტკივნეულ თემას შეეხე. “შავყურა თეთრი ბიმი” მეც დავკარგე და ვერ მომინელებია. ბოლო ხანებში მისიმას ” ნიღბის აღსარება” ითხოვა ვიღაცამ და ჩაწერა დამავიწყდა, ჰოდა დაიკარგა.ხოდა ვარ ჟმოტი და მარტო ძალიან სანდო ადამიანებს თუ ვათხოვებ ხოლმე წიგნებს. ის კაცი კიდევ შენ რომ შერლოკი მოგპარა, “ჭრელი ლენტის” სიუჟეტშია ჩასასმელი :დ
LikeLike
ან “ბასკერვილების ძაღლის” :) გემოვნება კარგი ჰქონია შენს ქურდს, ხო იცი…
LikeLike
ძალიან უნდა ვიყო დარწმუნებული ადამიანში, რომ წიგნი ვათხოვო, სულ რამდენიმე ადამიანია ვისაც ვაძლევ წიგნებს. რამდენჯერმე სახლში მოსულმა არც თუ ისე ახლობელმა ადამიანებმა მთხოვეს წიგნები და აი ვერ ვუთხარი უარი… ამასწინებზე ერთმა ნაცნობმა მომწერა შენ ახალი თარგმანები გექნება და შემოგივლი და მათხოვეო, ჰოდა ნეტა იცოდეთ რა აღარ მოვიმიზეზე რომ არ მოსულიყო და წიგნები არ მიმეცა :( ძალიან ეგოისტი ვარ ამ ამბავში და ვქნა. ისე რაც ჩემი ბეჭედი მაქვს და დავდაღე წიგნები, თუ ვინმეს ვატან ვაჩვენებ რომ აი ჩემი ბეჭედი არტყია და თუ დაგავიწყდეს რაღაც მომენტში ვისია აგერ დახედე თქო :)
LikeLike
უპასუხისმგებლობას ვერ ვიტან…
მაგრამ როცა ადამიანს ართმევ იმას, რაც იცი, რომ მართლა უყვარს, ემოციები აკავშირებს და ა.შ., მგონი, ეს უპასუხისმგებლობაზე მეტია…
LikeLike
მე კი მაქვს სხვისი წიგნები მითვისებული და არც პატრონი იკლავს თავს გინდა თუ არა დამიბრუნეო, მაგრამ ჩემს საკუთრებას საფრთხე არ დამუქრებია ჯერ.
ნივთების და საგნების თხოვება არავისთვის არ მიყვარს და მიტუმეტეს წიგნების, მარტო ძალიან საყვარელ ადამიანებს ვაძლევ და ხშირად ვჩუქნი კიდეც.
LikeLike
არ მიყვარს ჩუმად აღება არაფრის. პირდპირ ვეუბნები ხოლმე, ეს წიგნი მაჩუქე, რად გინდა ხო წაკითხული გაქვს, თუ მეტყვის რომ არა, მაშინ მითუმეტეს, წაკითხვა რომ გდომოდა აქამდეც წაიკითხავდი და ფაიფურის ვაზა კი არაა გამოსაჩენად რო სემოგიდია თაროზე. :)
თხოვებითაც თუ წიგნი მენანება, არ გავანათხოვრებ და თუ გავანათხოვრე, უკვე ნაფიქრი მაქვს იმაზე, რომ არ დამიბრუნებს დიდი პროცენტით და შეერგოს :)
LikeLike
ამას ჰქვია საქმისადმი ფილოსოფიური დამოკიდებულება.
შოშანა როტერდამელი უნდა გერქვას შენ :)
LikeLike
ვაა, მომეწონა, ხო იცი შენ :))
რამდენი ზედმეტსახელი მაქვს უკვე :)
უნდა დავახარისხო :)
LikeLike
შავყურა თეთრი ბიმი ვინც წაიღო და არ დაგიბრუნა დიდი პატივი ქცა. :)
შენს ადგილას მადლობას ვეტყოდი.
LikeLike
ნუ წიგნი მე არ წამიკითხავს, მაგრამ ფილმი რომ ვნახე ბავშვობაში ეგეთი სიტყვები მაშინ არ ვიცოდი, თორემ სულ ვაგინებდი რეჟისორს :)
LikeLike
ვიცოდი, ამას რომ იტყოდი, მილორდ :)
ისე, ნიკოლ მინეტტის კი უნდა ჰქონდეს რეიტინგი. ჯერ რა ქალია და მერე რა გვარით.
LikeLike
მაგ ფილმის ყურება ბავშვებისთვის არ შეიძლება. :)
ორჰანი ვიღაცამ დატროლა ფეისბუქზე :) ეჭვი თქვენზე მაქვს ვიღაცაზე, მარა მაინც არ აქვს შანსი :)
LikeLike
ნუ,. მე ფბ-ზე არ ვარ მთელი დღე და რომც ვიყო, ფამუქს არ დავტროლავდი, ღირსეული ძიაკაცია.
ქინდლიდანაც ვერ მოიპარავ <3
LikeLike
ჰო, მაგრამ მოიპარავ ქინდლს :) აი ამაზონქომიდან კი უფრო ძნელი იქნება წიგნის მოპარვა. :)
არა, დატროლვა… დააშეარა ვიღაცამ ეტყობა. :) ფეისბუქის შემოსევაა ჩემთან. თუმცა მერე თოვლის ბაბუების პოსტზე და ახლა კიდევ ძველისძველი პოსტი ყველზე – ისიც ფეისბუქზე დაშეარდა როგორც ჩანს :)
მინეტის სტატისტიკას უფუჭებენ :)
LikeLike
აკუნინის კითხვა დავიწყე. არ ჩანს ცუდი.
მარა მოგვიბერდა ფანდორინი. :(
LikeLike
ბოლო აკუნინის? ბოლოსწინას ჯობია ათასჯერ. კსტაწი, მე ბონდიანას მივამსგავსე, რაღაც ძალიან ბონდისებური მეჩვენა, მეგობარს ვუთხარი და შორს დაიჭირა, არაო.
მაგნუმში შენი თოვლის ბაბუას ნამდვილი წერილებით ხალისობენ :))) მინიტტიმდე ვერ მივიდნენ ჯერ ალბათ.
LikeLike
ის თეატრი ძაან სუსტი იყო :( ინტრიგაც სუსტი და რაღაც სიუჟეტიც მოსაწყენი.
LikeLike
სუსტი, მოსაწყენი და გაწელილი. ცუდი საფინალო აკორდი იქნებოდა. ჰოდა, დაწერა ახალი.
LikeLike
ფინალამდე შორს ვარ, მაგრამ მკითხველები ელიან, რომ კიდევ იქნება ფანდორინები.
ან წინა ამბებზე ან ჰოლმსივით დაბრუნდება :)
LikeLike
მეც ველოდები და წინა ამბების გახსენებას ჰოლმსივით დაბრუნება მირჩევნია :)
LikeLike
ისე, როგორ ახერხებ, რომ შენი ლიტერატურული პოსტები სულ რეიტინგულია? :)
აგერ ჩემს ფამუქს, რაც 3 დღეში ნახვები ჰქონდა ის ნიკოლ მინეტტის აქვს 2 საათში :):)
LikeLike
წიგნები კი არა, მთელი ბიბლიოთეკა მომპარეს რამდენიმე წლის წინ :( ზუსტად საახალწლოდ და ის ახალი წელი ცხოვრებაში არ დამავიწყდება, კოშმარი იყო :(
LikeLike
კარლსონი დამეკარგა ძველი გამოცემული პეპი გრძელიწინდაც იყო მანდ მაგრად დამენანა კაი ხანი ვეძებდი და ვერ ვიპოვე. ჯეიმს ჩეიზის “ქვის ჯუნგლი” ვათხოვე ვიღაცას ძველი გამოცემული და რომ ვკითხე წაიკითხე მეთქი დამეკარგაო :/ ტრუმან კეპოტის “საუზმე ტიფანისთან” მაქ მოპარული :)) ხო შერლოკ ჰოლმსი მეც დამიკარგეს პირველი ტომი ნაცრისფერი ყდით
LikeLike
კარლსონი მაქ დაკარგული ერთ წიგში იყო ეგ და პეპიგრძელი წინდა ძველი გამოცემული თავის ნახატებით. ჯეიმს ჩეიზის “ქვის ჯუნგლი” დამიკარგეს და შერლოკ ჰოლმსის 1 ტომი ნაცრისფერი ყდით. ტრუმან კეპოტის “საუზმე ტიფანისთან” მაქ მოპარული :))
LikeLike
მე ძნელად ვენდობი ადამიანებს და წიგნებს მხოლოდ მათ ვთხოვნი, ვინც ვიცი რომ დამიბრუნებს :D რამდენიმე წიგნი ნამდვილად მაკლია ჩემს ბიბლიოთეკაში, მაგრამ ისინი მე კი არა დედაჩემმა გაანათხოვრა.
LikeLike
ადრე ბავშვობაში მამიდაჩემისგან წამოვიღე რამდენიმე წიგნი წასაკითხად, მეთქი 1-2 თვეში დაგიბრუნებ, ზოგი წავიკითხე ზოგი დამავიწყდა, რამდენჯერმე შემახსენა და სუ ნერვები მეშლებოდა რო რა იყო ხო არ შევჭამ დავაბრუნებ, რა საქციელია ეს წარა მარა შეხსენებები რა პანიკები დაიმართათქო მწყინდა, მარა როცა ჩემი წიგნები გავანათხოვრე და დათქმულ დროს გადამიცილეს დაბრუნება მამიდაჩემი მონაგონი იყო ისე ვქოთქოთებდი :) რაც შეეხება დაკარგვას, ჯეინ ეარი ვათხოვე მეზობელს და 1 წლის მერე რო ვუთხარი თუ წაიკითხე დამიბრუნეთქო – აუუ აზზე არ ვარ სად მიგდიაო ესე მიპასუხა და სანამ მე გაოცებისაგან ჩამოვარდნილი ყბის გასწორებას ვცდილობდი შეტრიალდა და წავიდა :)
LikeLike
ჰოდა ისა – აქედან ვერ მოიპარავ. ქინდ.ამაზონ.ცომ – :)
LikeLike
ცალკე მაქვს ჩემი ნაყიდი წიგნების თაროები და ვაი იმას, ვინც უნებართვოდ დააკარებს თითს. თხოვნითაც 1 თვის ვადით ვთხოვნი ვინმეს. აი დანარჩენი, რაც არ წამიკითხავს და არ მაინტერესებს, დაე წაიღონ რამდენიც უნდათ :D :D
LikeLike
სხვისი წიგნების ურცხვი ქურდობის რა მოგახსენოთ, ერთხელ კინაღამ ”შემომეპარა” გაუცნობიერებლად. მე მათხოვე ”თამაში ჭვავის ყანაში” და მახსოვდა რომ დავაბრუნე, პატრონმა რომ მოიკითხა ხო მოგეცი მეთქი და მშვიდად გავაგრძელე ცხოვრება. მერე ლაგებისას გადავაწყდი და დავურეკე ბოდიშებით, სახლში მქონია და ახლავე მოგიტან თქო… :) ხდება ხოლმე
LikeLike
რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებს- ეს არის წიგნის თხოვნა. თუ სხვისი წიგნი მაქვს თითქოს ცეცხლი მიკიდია -სწრაფად ვკითხულობ და ელვის სისწრაფით ვუბრუნებ. სამწუხაროდ იგივე არ ხდება, როცა ვინმეს მე ვათხოვებ- ვიწერ ბლოკნოტში და გულზე ვსკდები… აი ახლაც 3 წიგნი მაქვს გათხოვებული და ნემსებზე ვზივარ. მაგრამ მე რაც დამემართა ეს ნამდვილი მოვლენაა- ჩემს კოლეგას ზუსტად ერთი წლის წინ ,,კოღო ქალაქში” ვათხოვე და ეს ერთი წელი დამტანჯა დავემუქრე, დავწყევლე, ვაგინე, რა ვიცი რა აღარ ვქენი და ზუსტად 365 დღის შემდეგ ჩემი კოღო ჩემთანაა. ამდენ ნერვიულობად კი არ მიღირდა ვიყიდდი ახალს, უბრალოდ პრინციპის ამბავიათქო და ბოლომდე შევეწირე:))))
LikeLike
ჩემსას ამბობ, სალომეა. მეც ზუსტად ასე ვარ, სხვისთვის წიგნის დაბრუნება არც არასოდეს დამვიწყებია და, სიმართლე რომ გითხრა, მაინცდამაინც არც მიყვარს სხვისი წიგნების კითხვა.
ერლომ ახვლედიანისთვის ლოდინი და ბრძოლა ნამდვილად ღირდა :)
LikeLike
მოლი მეც ვცდილობ, რომ არ ვითხოვო წიგნები. გამონაკლისს მაშინ ვუშვებ, როცა ვერ ვყიდულობ ან ძველი გამოცემაა. ისეთი ყურადღებით ვუდგები მათ დაბრუნებას, როგორც არაფერს.
და კიდევ კედის ლექსი მახსენდება- ხალხი, რომელიც თავის წიგნებს ყდების მიხედვით ალაგებს… სულ ეს შეგრძნება მაქვს მეც ფურცელ გაუჭრელ და წაუკითხავ წიგნებზე. ,,50 წიგნი” რომ გამოდის უკვე მერამდენედ მოვისმინე, რომ თურმე თაროზე მიყოლებით ჩაწიკწიკებული ტომებიკარგად ჩანს და ამიტომ ყიდულობენ და არა იმიტომ, რომ უყვართ ან წაკითხვა უნდათ:(
LikeLike
უარესს გეტყვი – ისიც მსმენია, ცელოფანს არ ხსნიან, სუპერი გაუფუჭდებაო.
LikeLike
ვაიმე ვაიმე ვაიმე
ასეთი ადამიანი არ უნდა დამენახოს:)))
LikeLike
არ მომსვლია მსგავსი ამბავი. :) რომ ვთხოვნი უკვე იციან,როგორ ვუფრთხილდები მათ და წინასწარ მამშვიდებენ ხოლმე, სულ უვნებელს და გადაუშლელს დაგიბრუნებო :)
LikeLike
მე კიდევ ვფიქრობდი რაღაც მოლის პოსტის გამოქვეყნება გაუგრძელდა მეთქი, არადა თურმე რიდერში არ მაჩვენა, არც ეს პოსტი და არც დღევანდელი. რა დაეტაკა არ ვიცი.
დაკარგული წიგნები მეც ბლომად მაქვს. ბოლო პერიოდში მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელ ადამიანებს თუ ვათხოვებ წიგნს, თუმცა ცოტა ხნის წინ გავრისკე და ჩემი “ტიპი მეზობელი საფლავიდან” რამდენიმე ისეთ ადამიანს ვათხოვე ვისთანაც ასეთი გამოცდილება არ მქონია, სხვათა შორის ყველამ თავის დროზე დამიბრუნა :)
დაკარგული მაქვს პრახტის “ოკულტიზმი” რომელზეც ძალიან მწყდება გული, ასევე Парнов–ის Трон Люцифера გაქრა ისე რომ არც გათხოვება მახსოვს და დაბრუნებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია, ეს წიგნი დღემდე ვერ მომინელებია.
კიდევ ბევრი მაქვს ასე დაკარგული და დღემდე ისე ვბრაზდები ხოლმე ამაზე ფიქრისას, რომ ვცდილობ აღარ დავუფიქრდე საერთოდ.
LikeLike
სერიოზული დანაკარგები გქონია შენ, ფინიკი… თან, როგორც ვხვდები, იშვიათი წიგნია ერთიც და მეორეც.
LikeLike
კი მოლი, განსაკუთრებით ამ ორ წიგნზე მწყდება გული.
და სხვათაშორის ზუსტად ახლა, ამ პოსტით გამახსენდა რომ 1 თვის წინ მეგობარს წიგნი ვეთხოვე და ჯერ არ დამიბრუნებია, შემრცხვა და სახლში მივალ თუ არა, ჩავიდებ ჩანთაში და ხვალ მივუტან :)
LikeLike
ამას ჰქვია, რა სარგებლობა მოაქვს პოსტსო :))) გამიხარდა ძალიან. ასეთი რაღაცები რომ მესმის, ფინიკი, ვხვდები, ტყუილად რომ არ ვწერ <3
LikeLike
ტყუილად რომ არ წერ ეს ფაქტია, მაგრამ ამ პოსტმა ნამდვილად ძალიან დიდი სარგებელი მოიტანა :) გადავურჩი ქურდისა და უპასუხისმგებლო ადამიანის ტიტულს :)
LikeLike
როგორ გული დამწყდა შენ წიგნებზე, მე მეზობლებს არასდროს ვთხოვნი წიგნებს, რადგან არცერთი ნორმალური მეზობელი არ მყავს, ისე ერთხელ ვათხოვე წიგნი ჩემ ნათესავს და ურცხვად დახეული მომიტანა, თურმე კატას დაუგლეჯია.
LikeLike
ასეთი უპასუხისმგებლობა მაცოფებს :(
LikeLike
კი წაუღიათ ჩემგანაც წიგნები, მაგრამ მხოლოდ ერთზე მწყდება გული. ეს “ტომ სოიერის თავგადასავალია”, რომელიც ჩემს ძმას ეკუთნობა და მისი სახელი ეწერა.
LikeLike
დაგწყდებოდა, აბა რა :((
LikeLike