იაფი წიგნების ეპიდემიამ, ორიოდე წლის წინ რომ დაგვატყდა თავს, შედეგად ის მოიტანა, რომ დღეს უკვე გაზეთი და ჟურნალი არ გამოდის, თან რომელიმე სერიის რომელიმე ტომი არ მოჰყვებოდეს. “ბიბლიოცუნამის” ავ-კარგზე, ხარისხზე ან, თუნდაც, საავტორო უფლებების დაცვაზე ახლა ნუ ვილაპარაკებთ – გამომცემლების სინდისზე იყოს… თუმცა, ისიც კია – ამ ერთფეროვან და, ჩემი მოკრძალებული აზრით, ფრიად უგემოვნოდ შერჩეულ მასაში ზოგჯერ ისეთ ხარისხიან საკითხავს გადაეყრები, სასიამოვნოდ გაგაოცებს.
“ლიტერატურულ პალიტრას” მკითხველი კარგად იცნობს – პროზასაც ბეჭდავს და პოეზიასაც, თანამედროვე ქართველ მწერლებსაც უთმობს ფურცლებს და არც აქტუალურ თარგმანებს ივიწყებს – ერთი სიტყვით, კლასიკური ჟურნალია. ჰოდა, შარშან რომ გავიგე, “ახალი ქართული ლიტერატურის” სერია იგეგმებაო, დავინტერესდი. არ ჩანდა ურიგო ჩანაფიქრი.
რედაქტორი ბესო ხვედელიძე იქნებაო – ესეც მომეწონა. ბესოს იმ უხსოვარი დროიდან ვკითხულობ, “არილში” ორიგინალური პასაჟებით და თამამი ალუზიებით დახუნძლული “თევზის ხე” რომ იბეჭდებოდა გაგრძელებებით და დარწმუნებული ვიყავი, საეჭვო პროექტს ხელს არ მოკიდებდა.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, დავფაცურდი და პეკინზე, პრესის ჯიხურის გამყიდველი ქალიც შევითანხმე – შენ შემოგევლე, არ დამაღალატო, დანარჩენებთან ერთად “ლიტერატურული პალიტრაც” გადამიდე–მეთქი.
სტარტი ზუსტად ისეთი გამოდგა, მე რომ მინდოდა. დათო ტურაშვილის წიგნებთან განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, მგონი, ყოველ მეორე პოსტში ვახსენებ და “გურჯი ხათუნი” აბა, როგორ არ გამახარებდა… თერთმეტ მოთხრობაში “აჩიბაბა და ორმოცი ყაჩაღიც” ერია – სანთლით რომ ვეძებდი ძველ კრებულებში და, ალბათ, არ გაგიკვირდებათ, რომ უგემრიელეს სასუსნავს ორიოდე დღეში მოვუღე ბოლო.
მერე მოჰყვნენ და რას მოჰყვნენ… ისეთი წიგნები დაახვავეს – შენი მოწონებული. ერთიმეორეზე უკეთესი ავტორები ჩამოამწკრივეს. გაზეთზე მიმაგრებული წიგნის მუშტარი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ თვეში კინკილა ტომი უკვე მეცოტავებოდა.
ზაზა თვარაძე და შოთა იათაშვილი, თამრი ფხაკაძის უგემრიელესი “სამნი მზის ქვეშ” და ზურაბ ქარუმიძის დახვეწილი “ღვინომუქი ზღვა”, “საბას” ორგზის ლაურეატის – თეონა დოლენჯაშვილის “Animal Planet ” – მოთხრობები, დოკუმენტური პროზა, ესეები და ერთიც ნამდვილი ზღაპარი, გაგა ნახუცრიშვილი და ბექა ქურხული – თაროზე შთამბეჭდავი კოლექცია დამიგროვდა.
ლაშა ბუღაძის პიესებიც მოჰყვა ჟურნალს (ისე, განსაკუთრებით, “კორექტურას” გირჩევთ), რატი ამაღლობელის ლექსებიც, ქალბატონი ანას “მარიეტას გზაც” ნება-ნება დავაგემოვნე და რეზო თაბუკაშვილის მოთხრობებიც, ბასა ჯანიკაშვილიც და გელა ჩქვანავაც… ერთი სიტყვით, ნამდვილი პალიტრაა – ფერთა სიუხვე არ აკლია და სათავისო საკითხავს ყველა იპოვის.
დიზაინი ცალკე თემაა. ჩვენდა საბედნიეროდ, უსახური, არაფრით გამორჩეული, სტანდარტული ყდების დრო, კარგა ხანია, წარსულს ჩაბარდა და გამომცემლობები ლამის ერთმანეთს ეჯიბრებიან – არა, ჩემი წიგნია უფრო კრეატიულად შეფუთული და არა, ჩემიო.
ჰოდა, ეს ჩვენი “ახალი ლიტერატურა” ისეთი სიმპათიური და ფერადი გამოვიდა, ბარე ორ ამბიციურ სერიას შეშურდებოდა და მაკა მიქელაძის “სურათის” გარეკანი უკანასკნელი წლების აშკარად ყველაზე პიკანტური და თამამი გადაწყვეტილებაა.
პირველ ტომზე უკვე მოგახსენეთ და ბოლო აკა მორჩილაძეა – კიდევ ერთი ფავორიტი. ორიგინალური კონცეფციის, წაღმა-უკუღმა აკინძული ორი რომანია – “ტავერნა “ათი სექტემბერი” და “ქალაქის მელიები”. “ტავერნა” წიგნად არსად მინახავს, lit.ge-ზე მივაგენი თავის დროზე და ბიბლიოფილებისთვის, ვეჭვობ, სასიამოვნო სიახლე იქნება.
ცოდვა გამხელილი სჯობს და რამდენიმე ავტორს განსაკუთრებით ველოდი, მაგრამ… უფალმა რედაქტორმა ბრძანა, ოცტომეულით უნდა შემოვიფარგლოთო. გული ნამდვილად დამწყდა, თუმცა, ჩიტმა ამბავი მომიტანა – ნაახალწლევს კიდევ ერთი, არანაკლებ კრეატიული პროექტი დაიწყებაო და ვნახოთ… აღდგომა და ხვალაო…
მეც შევაგროვე თითქმის ყველა :) ძალიან კარგი გამოვიდა მართლა, რაშიც შენი არ იყოს თავიდანვე ვიყავი დარწმუნებული :)
LikeLike
ტურიკა მშვენიერი სასტარტო აკორდი იყო :)
LikeLike
ერთ-ერთი საუკეთესო სერიაა. ზოგს ვყიდულობდი, ზოგსაც საჩუქრად მიგზავნიდნენ. სამწუხაროდ რამდენიმე მაკლია.
LikeLike
ყველა ტომი ვიყიდე. ყველა ვერ წავიკითხე მაგრამ უმეტესობა დავაგემოვნე და დანარჩენებიც რიგში არიან.
თუმცა ზაზა ბურჭულაძის გარეშე როგორ გაკეთდა ეგ პრეოქტი ვერ ვხვდები ? :|
P.S. (ისე, განსაკუთრებით, “კორექტურას” გირჩევთ)
ლაშას ერთადერთი ნაწარმოები, რომელიც მძაგს :შ
მოლი იქნებ ამიხსნა, რა მოგწონს მაგ მოთხრობაში ? ჩემს სამეგობროშიც ბევრს მოსწონს. მე კიდევ 2ჯერ წავიკითხე და 2ჯერვე ვინანე, რაში დავხარჯე-მეთქი დრო :შ
LikeLike
ზაზა მიკვირს, თუ მიკვირს, მაგრამ რას ვიზამთ… რედაქტორებს უკეთ მოეხსენებათ.
პოსტს დავწერ “კორექტურაზე” :) და შენც დაწერე.
LikeLike
ვერ დაგპირდები.
3-4 პოსტი მაქვს გამზადებული და მოუცლელობის გამო საერთოდ მივაგდე ბლოგი :|
იმ კვირაში იმედია რამე გემრიელ მუსიკას შევთავაზებ ჩემს ხალხს.
LikeLike
ახალი გამოცემების სხვა გამომცემლობების მიერ გამოცემა ძალიან პრობლემურია. ავტორი გამომცემელს წიგნზე უფლებას 3-10 წლით გადასცემს. ამ პერიოდში, თუ ტირაჟები ამოწურული არ არის, ან მფლობელი მის დაბეჭდვას კიდევ აპირებს, სხვა გამომცემლობას ამ წიგნის სერიაში შეტანის უფლებას არ მისცემს. მით უმეტეს თუ წიგნი გაყიდვადია. ეგრევე პროექტი წამგებიანი ხდება.
LikeLike
კარგად მესმის ეგ პრობლემა, მაგრამ სანამ პროექტი კეთდება წინასწარ უნდა იყოს გათვლილი ის ავტორები, რომლებიც შევლენ და მსგავსი საკითხებიც მოგვარებული უნდა იყოს გამომცემლობებთან, რომელთაც აქვთ უფლებები ამა თუ იმ ავტორთა კონკრეტულ ნამუშევრებზე. და ამის მერე უნდა დაიწყოს პროექტი.
აკას ტომის საყიდლად ვერ მოვიცალე, ამ შაბათ-კვირას გავალ. მაინტერესებს ძალიან რომელი ნაწარმოებები შევიდა.
LikeLike
მიწერია, რომელიც შევიდა :) “ტავერნა “ათი სექტემბერი” და “ქალაქის მელიები”.
LikeLike
არ შემიძენია და არც წამიკითხავს არც ერთი მათგანი (კაპასი ტონით არ ვწერ ოღონდ :)), ხოდა რაც გარედან შევამჩნიე იმაზე ვიტყვი – ძალიან მიხარია, რომ ამ ბოლო დროს წიგნების გაფორმებას 5 წუთზე მეტ დროს უთმობენ, ვგიჟდები ლამაზ წიგნებზე ^_^ შიგნითაც ხომ არ დაურთავთ ილუსტრაციები მოლი?
LikeLike
მე როგორ მიხარია, ის თქვი :) უმნიშვნელოვანესია ჩემთვის (და არა მხოლოდ ჩემთვის, ცხადია) დიზანიც, გაფორმებაც და გარეგნული იერ-სახეც.
არა, იაკო. შიგნით მკაცრი კლასიკაა.
LikeLike
ოჩენ ჟალь შიდა გვერდების კლასიკურობა, მარა ყდების ამბავიც ძალიან კარგია :)
LikeLike
მე კი არ ვენდე მიმაგრებულ წიგნებს. აწი ყურადღებით ვიქნები :)
LikeLike
ეს ნამდვილად კარგი გამოვიდა, კატერინა. მრავალფეროვანი (როგორც სურდათ, ალბათ).
LikeLike
უფფფ….ვკითხულობდი და ვიბოღმებოდიი :( როგორ ჩამოვრჩი ლიტერატურულ სიახლეებს. ბოლო 2 წელია, ჩემდა სამარცხხვინოდ მესამე დაიწყო. სერიოულ დიეტაზე მყავს ჩემი თავი! აი ეს თვეც ჩამთავრდეს და ჩემს ნარკოტიკს მივეძალები, თუნდაც პროფესიული სიახლეებისა და კომპეტენტურობის დაქვეითების ხარჯზე. ნარკობარონი უკვე მყავს შენი სახით, მოლი….
LikeLike
მოლი – ნარკობარონი :)))))) რა სათაურია პოსტისთვის :)
დიეტა არ არის კარგი რამ, სამაგიეროდ, წინ სიამოვნება გელის, გვანცა.
LikeLike
ხო და დაწერე პოსტი…. დაწერე როგორ მიბიძგებ წიგნების სამყაროსკენ და როგორ მტანჯავ :( იმის დაწერაც არ დაგავიწყდეს, რომ ზოგჯერ წიგნის კითხვა ვნებს…არ ჩეიძლება ჩემთვის წიგნების კითხვა, რეალურ სამყაროს ვწყდები და რეალისტი და წარმატებული ფსიქოლოგის მაგივრად…. რაღაც გაურკვეველი არსება ვხდები… სახელიც არა აქვს იმ არსებას.
LikeLike
მართლა დავწერ, იცოდე :) წარმატებული ფსიქოლოგი უკვე ხარ და წიგნები ვერაფერს დაგაკლებს. ასე, რომ თამამად შემოიარე ხოლმე :)
LikeLike
ყველას ყიდვას ვერ მოვახერხებ მაგრამ “სურათ”-მა დამაინტერესა ძალიან-ისე იაფია ხო ეს მიმაგრებული წიგნები?თუ იაფია იქნებ ყველა ვიყიდო:(
LikeLike
6 ლარი ღირს, თუ არაფერი მეშლება.
LikeLike
რამდენიმე ყველაზე კარგს ვიყიდი, რა თქმა უნდა შენი აზრის გათვალისწინებით,
LikeLike
ბევრი რომ არ გავაგრძელო მოლი, ეს პოსტი ზუსტად იმაზე დაწერილი რაზე ფიქრითაც გუშინ დილიდან მაქვს გამოტენილი თავი.
არ ვიცი რატომ არ “ვწყალობ” ქართველ მწერლებს, მაგრამ ზუსტად გუშინ გადავწყვიტე რომ ამას ბოლო უნდა მოვუღო.
LikeLike
მშვენიერი გადაწყვეტილება მიგიღია. იმდენნაირი მწერალი გვყავს (მადლობა ღმერთს), საშენოს აუცილებლად შეარჩევ.
LikeLike
შენ მარტო არ ხარ, ფინიკი, ქართულ პოზას,რომ მოვაკლოთ ოზა და შემდეგ როგორც ტექსტშია. :)
LikeLike
ბესო ის არაა კლარა, კლარაო რო გაიძახოდა? :)
LikeLike
და დოლენჯაშვილი, მგონი ისაა, ეფექტური გარეგნობით რომ გამოირჩევა?
LikeLike
კი, კლარაა და თეონაც ფრიად ეფექტური :)
შენ რომ არ გვყავდე, მილორდ <3
LikeLike
მაგ კლარას ფსიქე კითხულობდა :)
ეგეთი ძალად გააზრიანებული უაზრობა ცხოვრებაში არ წამიკითხავს, იმჰო. და კიდევ ლეჟავას ვერ გავუგე ვერაფერი. :)
და რა იყო რო?
ქალი ჯერ ქალად იბადება და მერე მწერლად. :) თან მაგ გოგოს სულ გამორჩეულად და გემოვნებით აცვია ხოლმე, როცა თვალი მომიკრავს მედიაში.
LikeLike
არა, მილორდ :) თეონა მართლა ეფექტურია.
პროზაზე და უწუნზე გამეცინა :)))
LikeLike
თამრი ფხაკაძე, დავით ქართველიშვილი და თეონა დოლენჯაშვილი-ვიყიდე ამ სერიის ფარგლებში, მაგრამ ჯერ არ წამიკითხავს არც ერთი. თაროზე ელოდებიან თავის რიგს:)
LikeLike
დოლენჯაშვილის ,,მემფისი” წავიკითხე რამოდენიმე დღის წინ. მასზე დაყრდნობით, შემიძლია გირჩიოთ, რომ თეონას წიგნი ახლავე ჩამოიღოთ თაროდან და შეუდექით კითხვას:))))
LikeLike
დროული პოსტი იყო :) სერიული გამოცემები დამჭირდა პრეზენტაციისთვის და ახალი ქართული ლიტერატურა გამომრჩენია :) … “გურჯი ხათუნი” მაქვს და ძალიანაც მომეწონა. ნელ-ნელა სხვებსაც გავიცნობ…
LikeLike
არ იცი, როგორ მიხარია, დროული პოსტები რომ გამოდის ხოლმე :)
LikeLike
ქართული არაა, მაგრამ ქართველია :) აბა რა არის?
http://bit.ly/YVEjlI
LikeLike
ნუ პირველი ტომით იმდენად გავწბილდი რომ… მაგრამ მაინც ველოდები, როდის გამოჩნდება.
LikeLike
ორი კვირაა, ქინდლში მიდევს <3 და წიგნად ჩამოსვლასაც ველოდები. პარნასის იმედი მაქვს. კარგია, სხვათა შორის. ვეს' მირ ტეატრ-ს ჯობია.
LikeLike
ონლაინ არის უკვე? უნდა ვნახო აბა,
LikeLike
got it. :) უკრაინელებს დაუდიათ. მე სხვაგან ველოდებოდი :)
კვდებაო თან :)
LikeLike
http://flibusta.net/b/303153
თან, ძალიან კარგი ხარისხის ი-ბუქი
LikeLike
უკრაინიდან წამივიღე. იქაც სხვადასხვა ფორმატშია ხოლმე მობის ჩათვლით… ეგ ფილიბუსტა კაია, მარა ამ ბოლო დროს რაღაც ხან იჭედება ხან არა.
LikeLike
ეს რომ გამოჩნდა, ფლიბუსტა გაჭედილი იყო და უკრაინელებისგან წამოვიღე მეც. უბრალოდ, ახლა, პო სტაროი პრივიჩკე შევიხედე მანდ. ი-რიდინგზეც იგივე ხარისხის დევს, უკეთესი თუ არა.
LikeLike
გაახურეს მაგათ საქმე. “სტამბოლს” რომ ვქაჩავდი 2-3 წუთი იტვირთებოდა ფილიბუსტას გვერდი…
LikeLike
მეც ძალიან მომეწონა ეს სერია, ჯერ მარტო ტურაშვილი და ფხაკაძე მაქვს, ისე ეს უკანასკნელი მეც ძალიან მომეწონა :)
LikeLike
mec mixaria molly magram tqvengan gansxavavebit me mgoni yvela mimagrebli wigni mak saxlshi rac am bolo dros gamovida :) manc ar vnanob bolos da bolos wignebia :) kai ramea :))
LikeLike
მერე რა :) წიგნი მაინც წიგნია, მარი :)
LikeLike
მოლი, როგორ ხარ? რახანია აქ არ დამიწერია:))
მე არჩილ ქიქოძის მოთხრობები წავიკითხე. ძალიან მომეწონა.
სშვათა შორის ადრეც ვიცოდი ამ მწერალზე. ჟურნალ ,,ათიანში”(და არა,,ათიანი”) დაიბეჭდა მისი,, თაფლობის თვე”. მერე ,,ლიტერატურულ პალიტრაში” ვნახე ,,ოჯახური პორტრეტები”(ეს ბოლო განსაკუთრებით შემიყვარდა, თუ სადმე წააწყდი აუცილებლად წაიკითხე, მაგარია;) )
სხვებს არ ვიცნობ, უი, ხო დავით ქართველიშვილის ,,იყო საღამო, იყო დილაც”(თუ პირიქით) წავიკითხე და მომეჩვენა რომ მიუხედავათ კარგი დასაწყისისა და არაჩვეულებრივი შუასი, ბოლო რაღაც მოიკოჭლებდა :||
არვიცი, ასე, მეჩვენა და იგივე შემიძლია ვთქვა მის ,,ათ ქალწულზე”.
LikeLike
აკა მორჩილაძის შეძენას მირჩევ ალბათ, ხო?:)))
LikeLike
აკასაც, დათოსაც, ბასაც კარგია, თამრიც, ანაც…
ყველას ყველაფერი, ცხადია, არ მოეწონება, აბსოლუტურად სხვადასხვა მწერალია ოცტომეულში, მაგრამ ლიტერატურული პალიტრა, მგონი, ზუსტად იმას ნიშნავს, რომ მაქსიმალურად მრავალფეროვანი სერია გამოვიდეს და ყველამ სათავისო მოიძიოს.
ველქამ ბექ :)
LikeLike
არ ვაგროვებდი სამწუხაროდ ამ სერიას :(
LikeLike
[…] ქართულ ლიტერატურაზე” ვყვებოდი ერთი კვირის წინ და მაკა მიქელაძის […]
LikeLike
[…] ვწერდი ცოტა ხნის წინ, ფერად-ფერად “ახალ ქართულ ლიტერატურაზეც” და ეტალონურ “დიოგენეს […]
LikeLike
ვერაფრით წავიკითხე “ღვინომუქი ზღვა” , ისეთი შეგრძნება გამიჩნდა რომ ჯერ მთელ დუნიაზე რაც კი წიგნია ის უნდა წავიკითხო და შემდეგ მოვუბრუნდე ქარუმიძეს. :D
LikeLike
ულისეზე გამიგია ასეთი რამ :) თან, ხშირად :)
LikeLike