“ტკბილი სიტყვით და პისტოლეტით გაცილებით მეტის მიღწევა შეიძლება, ვიდრე მხოლოდ ტკბილი სიტყვით” – ამბობდა ლეგენდარული განგსტერი ალ კაპონე და, ვეჭვობ, ამაში უამრავი ადამიანი ეთანხმებოდა. იმედია, დღევანდელი ჯეოპარდის თემას დანაშაულებრივი სამყაროს პროპაგანდად არავინ ჩამითვლის – ყველა კითხვა სიცილიელების მიერ შექმნილ მრისხანე ორგანიზაციის ანალოგებს ეძღვნება. ვნახოთ, როგორ ერკვევიან კრიმინალურ ამბებში მოლი ბლუმის ბლოგის ინტელექტუალი სტუმრები :)
Good luck!
1. სისხლის აღების ეს უძველესი ჩვეულება მაფიას მარიო პიუზომ დაუკავშირა;
2. ეს “ღირსების კოდექსი” ხელისუფლებასთან ნებისმიერი ფორმით ურთიერთობას, განსაკუთრებით კი, ჩვენების მიცემა კრძალავს;
3. ამ სახელს ატარებს ნეაპოლიტანური მაფია;
4. კოზა ნოსტრას სიმბოლოდ ქცეული ეს იარაღი პირველად 1890 წელს, ახალი ორლეანის პოლიციის შეფის დევიდ ჰენესის მოსაკლავად გამოიყენეს;
5. ეს “იღბლიანი” მაფიოზი, 64 წლის ასაკში, ნეაპოლში, საკუთარი სიკვდილით – ინფარქტით გარდაიცვალა;
6. ლეგენდარული ალ კაპონეს მსჯავრდება და ციხეში გამომწყვდევა მხოლოდ ამ დანაშაულისთვის მოხერხდა. სხვა, უბრალოდ, ვერ დაუმტკიცეს;
7. სპეციალისტების აზრით, ამ მრავალრიცხოვან კრიმინალურ ორგანიზაციაში სამი განსაკუთრებით დიდი დაჯგუფება – იამაგუჩი-გუმი, სუმიიოში-კაი და ინაგავა-კაი დომინირებს;
8. ამბობენ, რომ ამ ჩინურ კრიმინალურ დაჯგუფებებში ციფრ 3-ს განსაკუთრებული, მისტიკური მნიშვნელობა ენიჭებოდა. აქედან სახელიც…
9. ითვლება, რომ პიეტრო მასკანის ამ ოპერაში სიცილიური მაფიის პრინციპებია ფორმირებული;
10. ასეთი არაკეთილხმოვანი სახელით მოიხსენიებენ ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების კალაბრიულ ნაირსახეობას;
11. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ამ ამერიკული მეგაპოლისის დამნაშავეთა სამყაროს დღესაც ხუთი “ოჯახი” – ბონანო, ლუკეზე, გამბინო, კოლომბო და ჯენოვეზე აკონტროლებს;
12. ასე ეწოდება “ოჯახის მრჩეველს” – დონის მარჯვენა ხელს, როგორც წესი – იურისტს ან ფინანსისტს;
13. “მაფიის ბუღალტრად” წოდებული ეს ებრაელი, თავის დროზე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ამერიკელი მაფიოზი, 1902 წელს, რუსეთის იმპერიაში, ქალაქ გროდნოში დაიბადა;
14. მარიო პიუზოს “ნათლიას” ერთ-ერთი პერსონაჟის – მო გრინის პროტოტიპი ეს ამერიკელი განგსტერი გახლდათ;
15. “მშრალი კანონის” დროინდელ ამერიკულ სლენგზე ასე უწოდებდნენ ალკოჰოლით იატაკქვეშა მოვაჭრეებს.
უჰუუ, რა სერიოზული პაკეტია… ხვალ იქნებ “ნათლიას” ვუყურო და პასუხებიც კი ვიპოვო…
LikeLike
სად გამომადგა ბავშვობის “გატაცება” :))
1. ვენდეტა
2. ომერტა ?
3. კამორა
4. ლუპარა ?
5. ადონისს ეძახდნენ მგონი ?
6. გადასახადების დამალვა
7. იაკუძა
8. ტრიადა
9. სოფლის ღირსება
10.დრაგეტა (თუ ასოები სწორად მახსოვს) ?
11.ნიუ-იორკი
12.კონსილიერი ?
13.მეიერი ?
14.სიგელი
15.ბუტლეგერი
LikeLike
მაფიამ საქმე გაართულა… :) :)
LikeLike
ვითომ რატომ ?
LikeLike
:) ეს კითხვა მეც გამიჩნდა, სხვათა შორის.
LikeLike
მაშინ ველოდოთ პასუხს .
LikeLike
ჰუჰ რა ჯეოპარდი მისცა?! მართალია ერთი გადახედვით სულ სამჯერ ამენთო ნათურა თავში, მაგრამ მაინც უნდა ჩავუჯდე :) ოღონდ ხვალ, ახლა საგამოცდოდ ვემზადები და გულს ვერ დავუდებ :))
LikeLike
აბა, თქვენ იცით – შენ და მელომანმა :))
LikeLike
უჰუუუ… სერიოზულად ტყემალზე ვზივარ.
ვცდი მაინც ერთადერთი მიზეზით – მომენატრა მოლის შედეგნილი ჯეოპარდი :)
1. ვენდეტა იყოს.
2. ვთქვათ, კრიმინალური კოდექსი (არ დამცინოთ – ძალიან გავამარტივე :) )
3. ნეაპოლიტანური კამორა ვიცი – მადლობა დოჩანაშილს :)
4. იყოს რევოლვერი (ვმკითხაობ, ფაქტიურად :) )
5. სულ 3 ცნობილი იტალიელი მაფიოზი მახსენდება, აქედან ორი სხვა კითხვებშია მოხსენებული (თუ არ მეშლება), ამიტომ ლაკი ლუჩიანო იყოს.
6. გადასახადების დამალვა.
7. იაკუძა.
8. –
9. –
10. –
11. ორგანიზებული კრიმინალითცნობილი ამერიკული მეგაპოლისებიდან პირველ რიგში ჩიკაგო მახსენდება, ჰოდა იყოს :)
12. –
13. –
14. დონ ვიტო კორლეონე – ასეა?
15. –
LikeLike
წარმატებები მონაწილეებს! :)
ვაი,რომ მეტი არაფრის თქმა შემიძლია..
LikeLike
სახლში წიგნი მქონდა “მაფია- დანაშაულებათა კვალდაკვალ”, რომლის წაკითხვასაც ვერა და ვერ მოვაბი თავი… პირველად ვინანე ახლა ამის გამო :)
LikeLike
გამაღიმე :))) ალალი კომენტარი იყო :)
LikeLike
1 ვენდეტა
2 ომერტა
3 ეს არ ვიცი
4 ლუპარა? (ეს კითხვა ადრეც იყო მემგონი ჯეოპარდში მაშინ ვერ გამოვიცანი მაგრამ დავიმახსოვრე… მემგონი დავიმახსოვრე)
5 ლაკი ლუჩიანო
6 გადასახადების გადაუხდელობა
7 იაკუძა ალბათ
8 ტრიადა
9 აგი არ ვიცი
10 არაკეთილხმოვანი მაფიასთან ვერაფერი დავაკავშირე :)
11 ნიუ იორკი
12 კანსელიერი თუ სწორედ მახსოვს
13 ლანსკი
14 ეს არ ვიცი
15 ბუტლეგერი
LikeLike
კოზა ნოსტრას სიმბოლო, მგონი, კალაშნიკოვი უნდა იყოს. ალ კაპონეს კი, თუ არ ვცდები, ფულის გათეთრება ედებოდა ბრალად.
დანარჩენზე, სამწუხაროდ, არ მაქვს ვერსიები…
LikeLike
.1.ზუსტად ვიცი რომ ვიცი და ვერ გავიხსენე ისიც.
LikeLike
ვენდეტა
LikeLike
ვიცი :)
LikeLike
მინა გორდეზიანის მისამართივით….
პ.ს. შენი ორი დამატებითი კითხვა ხომ გახსოვს? პირველი ზოროა და მეორეზე თავი მოვიკალი და ვერ გავიხსენე, სმაში ვინ გვაჯობა.
LikeLike
უიმე… დიუმა :)
LikeLike
ლოლ. როგორ ვერ მოვიფიქრე :))))
LikeLike
მითუმეტეს რომ მე-14 მთელი პოსტი მაქვს დაწერილი :)
LikeLike
1. ვენდეტა
2. ომერტა
3. კამორა
4. ამ კაცზეც ვწერდი პოსტს – მისი სიკვდილის შემდეგ მაფია შეთანხმდა, რომ პოლიციელები არ მოეკლათ თუ უკიდურესი ამბავი არ იყო… მარა მგონი, შაშხანით მოკლეს რამდენიმემ ერთდროულად ესროლა. რემინგტონით ალბათ. კოზა-ნოსტრას სიმბოლო კი იტალიური სანადირო “აბრეზია” ლუპარა… მოკლედ ვერ გავერკვიე ამ ამბებში ახლა. :) მაგრამ სწორი პასუხი ლუპარა გამოდის.
5. იღბლიანი ლუჩანო
6. გადასახადების დამალვა.
7. იაკუძა იქნება.
8. ტრიადაა. თუმცა მე მეგონა ასე იმიტომ ერქვა, რომ სამი ოჯახი იყო. :) აზია ჩემი სპეციალიზაციაა არაა. :)
9. ოპერა – მითუმეტეს. :)
10. რაღაცა რაგაცცა თუ რაღაც ეგეთი რაღაცა :)
11. New York, New York – ისე, მე არ ვეთანხმები მაგ სპეციალისტებს – იმედი მაქვს, დღეს ჩემ ფეხებს აკონტროლებენ ეგენი ჯულიანიმ რაც გაწმინდა ქალაქი. :)
12. კონსელიერი
13. ლანსკი.
14. ლას ვეგასის მამა ბაგსი სიგელი.
15. ბუტლეგერი. ჯარისკაცის ბედი ამერიკაში (ჩვენთან ასე ერქვა) მაგარი ფილმია ბზვ. ნახეთ. :)
LikeLike
1. ვენდეტა;
2. ომერტა;
3. კამორა;
4. ლუპარა;
5. სალვატორე (ლაკი) ლუჩანო;
6. გადასახადების გადაუხდელობა;
7. იაკუძა;
8. ტრიადა?
9. “სოფლის ღირსება”;
10. :(
11. ნიუ–იორკი?
12. კონსილიერი;
13. მეიერ ლანსკი;
14. :(
15. ბუტლეგერები.
LikeLike
1. ვენდეტა;
2. ომერტა;
3. კამორა;
4. წარმოდგენა არ მაქვს :D
5. ლაკი ლუჩიანო;
6. გადასახადებისგან თავის არიდება;
7. ვერ გავიგე კითხვა :( იაკუძა იგულისხმება?
8. ტრიადა
9. კავალერია რუსტიკანა ქვია მაგას მემგონი (შეიძლება სახელი მეშლება გიტარაზე უკრავს მაიკლ კორლეონეს შვილი, ნათლიმამა III-ში)
10. ნდრანგეტა;
11. ნიუ-იორკი;
12. კონსოლიერი;
13. მაიერ ლანსკი;
14. ბაქსი სიგალი იგულისხმება მანდ ალბათ ლეგენდით ასე და :D მაგრამ რეალში მაკკეი-ა
15. ბუტლეგერი
LikeLike
ეგ ჯანდაბა ნდრაგენტა იცი და ლუპარა რავა არ იცი :)
LikeLike
ნუ დრანგენტა და კამორა ახლაც აქტუალურია :D და ლუპარას რაც შეეხება, შეკითხვა ვერ გავიგე :D ლუპარა 1890 წლამდეც გამოიყენებოდა სიცილიაში, შესაბამისად შეკითხვაში რომ ყოფილიყო “პირველად აშშ-ს” ისტორიაში :D მაშინ სხვა ამბავია.
ისე ბოლო პერიოდში კამორას შეფი რომ დაიჭირეს, ეგ იყო მაგარი ისტორია. ბოლო ცხრა წლის განმავლობაში იმალებოდა მიწისქვეშ ბუნკერში და მხოლოდ ინტერნეტის კაბელის საშუალებით მიაგნეს :D
LikeLike
არა უშავს. არ არის აუცილებელი, ყველამ ყველაფერი გაიგოს. თერთმეტი მოთამაშიდან შვიდს ლუპარა უწერია პასუხად და საკმარისია.
პ.ს. სეთინგები შეასწორე. შენს კომენტარს სპამში ვპოულობ.
LikeLike
სუსხიანი ზამთარი მოდის უეჭველი :D არადა, სულ სხვა ადამიანს ვუპასუხე სულ სხვა კითხვაზე :) არაუშავს, არავის (ნუ ყოველ შემთხვევაში მე ნამდვილად) არ შემაქვს ეჭვი შედგენილი კითხვების უმცდარობაში. თავიდანვე აღვნიშნე, რომ მე თვითონ ვერ გავიგე კითხვა. ასე რომ, ასე რომ…
პ.ს. წარმოდგენა არ მაქვს რა სეთინგები უნდა შევასწორო :D
LikeLike
ვის უპასუხე, ვხედავ, მაგრამ კითხვა ახსენე და კითხვის ავტორი მე ვარ. ეგეც არ იყოს, სპამის ამბავი მაინტერესებდა.
არც მე მაქვს წარმოდგენა, მაგრამ ფაქტია – სპამიდან მომაქვს კომენტარები. ნუ, ჯერჯერობით, არ მეზარება და არა უშავს.
LikeLike
okay :)
1. ვენდეტა
2. ომერტა
3. კამორა
4. ლუპარა
5.
6. გადასახადების დამალვა (გადაუხდელობა რაღა)
7. იაკუძა
8. ტრიადა
9.
10. დრანგეტა
11. ნიუ-იორკი
12. კონსილიერო
13. მეიერ ლანსკი (ამაზე თავის დროზე ზე კითხვა მაქვს გამოძრობილი სუპერ ლიგაში)
14.
15.
ვსო სულ ესაა. :( :(
LikeLike
გამოშტერებული კი ვარ, მაგრამ ვცდი…
1. ვენდეტა?
2. ომერტა;
3. კოზა ნოსტრა;
4. სიცილიური იარაღი მარტო ერთი ვიცი – ლუპარა;
5. ლაკი ლუჩანო;
6. მგონი, გადასახადებს არ იხდიდა პატივცემული;
7. იაკუძა?
8. ტრიადა;
9. სოფლის ღირსება?
10. ნდრაგნენტა თუ რაღაც ეგეთი ჯღანი სახელი რომაა?
11. ნიუ იორკი;
12. კონსელეირო კი არადა კონსილიერე;
13. მეირ ლანსკი;
14.
15. ბუტლეგერი.
LikeLike
ხოდა არ ვიცი რამდენად სწორად ვპასუხობ, რასაც ვპასუხობ, მაგრამ ძალიან კმაყოფილი კი ვარ ^_^
2. ომერტა
3. კამორა
4. დევიდ ჰენესი არ ვიცი, მარა კოზა ნოსტრასთან სამგლე და მოსასპობელი მოკლე თოფი – ლუპარა ასოცირდება :)
6. გადასახადების გადაუხდელობის და რაღაც მსგავსი წვრილმანი მაიმუნობისთვის უკრეს თავი გალიაში
7. იაკუძა , რომელიც მგონი ყველაზე საინტერესო დაჯგუფებაა არსებულთ შორის ^_^
8. ტრიადა
11. ნიუ იორკი
12. კონსილიერე http://goo.gl/l6246 :D
13. მეიერ ლანსკი
14. ბაგსი სიგალი
კითხვების უმეტესობას ოჯახის პადსკაზკების გარეშე ვუპასუხე და ძალიან მეამაყება საკუთარი თავი :)
LikeLike
სწორი პასუხები:
1. ვენდეტა;
2. ომერტა;
3. კამორა;
4. ლუპარა;
5. სალვატორე (ლაკი) ლუჩანო;
6. გადასახადისთვის თავის არიდება;
7. იაკუძა;
8. ტრიადა;
9. “სოფლის ღირსება”;
10. ნდრანგეტა;
11. ნიუ-იორკი;
12. კონსილიერი;
13. მეიერ ლანსკი;
14. ბაგსი ზიგელი;
15. ბუტლეგერი.
წინასწარი შედეგები:
Lord Vader – 14; tamara – 14; Kejeradze – 14; precelsus – 14; მერი პოპინსი – 13; Isaac Clarke – 11; Misha Chkhartishvili – 11; იაკომ თქვა – 10; Author- 5; tami – 1; Anonimi – 1.
LikeLike
I’m Moe Greene! I made my bones when you were going out with cheerleaders! :)
ბაგსი სეგელია ნამდვილად. ბევრ ამბავში იმეორებს ბაგსის ბიოგრაფიას. მაგალითად პიუზო ამბობს, რომ სანამ კაზინოების მეფე გახდებოდა, გრინი იწყებდა, როგორც დაქირავებული მკვლელი – ასე დაიწყო სიგელმაც. და უწერია რომ გრინს კომპანია ქონდა მკვლელების – სიგელსაც ქონდა კომპანია, სადაც იღებდა შეკვეთებს მკვლელობებზე.
ერთადერთი რაც ფილმში განსხვავებულია – თვალში სროლაა. ეგ უკვე ქოფოლამ მოიგონა, როცა სიგელის ფოტოები ნახა. ბაგსი თვალში არ მოუკლავთ, მაგრამ პოლიციის მიერ გადაღებულ ფოტოებზე ისე ჩანს, თითქოს თვალში აქვს მოხვედრილი ჰოდა ეგ ევასა ქოფოლას. მას მერე ფრონცკი მკვლელები ცდილობდნენ ეგრე ესროლათ. მო გრინ სფეშიალითი ქვია მაგ ნასროლს. :)
LikeLike
ესეც საექსპერტო დასკვნა.
ნათლობის სცენა არის უმაგრესი. და საერთოდ, უმაგრესი ფილმია პირველიდან ბოლო კადრამდე.
LikeLike
კაი დროს მოვედი ღმერთმანი :(
LikeLike
BOLMDE VERC ERTMA VER GASCA PASUXIME MGONI
LikeLike