კაცმა რომ თქვას, ზღაპრების ასაკიდან, კარგა ხანია, გამოვედი, მაგრამ მათი სიყვარული ისევ მომყვება და არა მგონია, ოდესმე გამინელდეს.
სახლში ისეთი ბიბლიოთეკა მქონდა, ბარე ორი ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ მაინც ყველამ იცოდა, რომ ყველაზე სასურველი საჩუქარი ჩემთვის ახალი, ნახატებიანი წიგნი იყო – მომიტანდნენ თუ არა, ჩემი ოთახისკენ გავრბოდი, საწოლზე მოვკალათდებოდი და სანამ ბოლო გვერდს არ გადავფურცლავდი, არც ჭამა მახსოვდა, არც ძილი. მე თქვენ გეტყვით, ვინმეს შევაწუხდებდი, წამიკითხეთ–მეთქი – ასოების ცნობა რომ ვისწავლე, ერთ თავმოყვარე წიგნზე ბევრად დიდი ზომისა არ ვიყავი.
ისიც უნდა დავამატო, რომ ზოგიერთი ნორჩი ბლოგერივით უგზო-უკვლოდ განათლებული სკოლამდელ ასაკში ნამდვილად არ გახლდით, ამიტომ ლიტერატურასაც შესაბამისს ვეცნობოდი. ვიზრდებოდი წიქარას, ნაცარქექიას, ალიონუშკა-ივანუშკას, ფიფქიას, უკვდავი კოშჩეის, კაის და გერდას, მძინარე მზეთუნახავის, კონკიას გარემოცვაში და თავს ბედნიერად ვგრძნობდი, თუ რომელიმე ახლობელთან ან მაღაზიაში იქამდე უცნობ ზღაპარს წავაწყდებოდი.
მაშინ, რასაკვირველია, წარმოდგენაც არ მქონია, რომ სადღაც, შორს ისეთი ბავშვები ცხოვრობდნენ, სულ სხვა ამბებს რომ ისმენდნენ ძილის წინ. თანაც, მიუხედავად იმისა, რომ ყურიც კი არასოდეს მოეკრათ ეშმაკი კომბლეს, მზაკვარი ბაბა-იაგას, მოხერხებული პეტრუ-ნახშირიჭამიას თავგადასავლებისთვის, მაინც ალმაცერად გვიყურებდნენ და გულის სიღრმეში ვეცოდებოდით კიდეც – მათ თვალში საბრალო, უვიცი პატარა მაგლები ვიყავით, რომლებსაც წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ შუა საუკუნეებში იორკშირელმა მგოსანმა ბიდლმა გასაოცარი ზღაპრები დაწერა.
შევეცოდებოდით, აბა, რა იქნებოდა – ჩვენ ხომ არაფერი ვიცოდით ხტუნია ქოთნის შესახებ, რომელმაც ზარმაც და უგულო პატრონს სამაგალითოდ ასწავლა ჭკუა. იღბლის შადრევანზე რამე რომ ეკითხათ, გაოცებული დავაღებდით პირს, ხოლო გრძნეული, რომელსაც ბანჯგვლიანი გული ჰქონდა, იქნებ სასაცილოდაც კი მოგვჩვენებოდა, იმიტომ, რომ მის სევდიან ისტორიას არავინ გვიამბობდა…
და, რაც მთავარია, არაფერი გვსმენოდა სამი ძმის შესახებ, სიკვდილის გაბრიყვება რომ განიზრახეს, მაგრამ მხოლოდ უმცროსს ეყო საამისო ჭკუა…
სხვათა შორის, ბაჭო-პრანჭოსა და ხითხითა ქოთანზე მე კი არა, ჰოგვორტსის საამაყო მოსწავლემ – ჰერმიონ გრეინჯერმაც მაშინ გაიგო პირველად, როდესაც ჰარი პოტერსა და რონ უისლისთან ერთად ლავგუდების უცნაურ სახლს სტუმრობდა. კიდევ კარგი, რომ სიკვდილის მხვრელებს გამოასწრეს იქიდან, თორემ ამ საოცარი, ჭკვიანური ზღაპრების რუნულიდან თარგმნა სხვას ვის მოუვიდოდა აზრად. ისე, ჰერმიონსაც ცოტა შეაგვიანდა – ლორდ ვოლდემორის ძებნაში დროც ბევრი დაკარგა და სიკვდილსაც ბევრჯერ გადაურჩა, მაგრამ როგორც კი თავის განუმეორებელ წითურ აყლაყუდას გაჰყვა ცოლად, მაშინვე მოიცალა ლიტერატურული საქმიანობისთვის და მგოსანი ბიდლის შემოქმედება მარჯვედ გადმოაინგლისურა.
ასე იყო თუ ისე, ახლა ყველას შეუძლია, ეს პატარა, კოხტა წიგნი გადაშალოს და ზღაპრებთან ერთად დიდი ალბუს დამბლდორის კომენტარებსაც გადაავლოს თვალი. მე კი ერთი იდეა მომივიდა თავში – მცირე ხნით ბავშვობას ხომ არ მივუბრუნდეთ და ის ზღაპრები გავიხსენოთ, დაძინებისას სუნთქვაშეკრულები რომ ვისმენდით ხოლმე?
“ასოების ცნობა რომ ვისწავლე, ერთ თავმოყვარე წიგნზე ბევრად დიდი ზომისა არ ვიყავი.” მოლიიიიიიი <3
LikeLike
იმედია მეც არასდროს დამეკარგება ზღაპრებისადმი ასეთი დამოკიდებულება <3
აგერ წეღან ვიძრომიალე სახლის წიგნებში, ვიძრომიალე და სამი შევარჩიე, კობო აბე, ნიცშე და ქართული ხალხური ზღაპრების ძველი გამოცემა, ყველაზე მეტად ამ უკანასკნელის პოვნა გამიხარდა <3
მგოსან ბიდლისაც მართლა ჯადოსნური ზღაპრები აქვს <3
პ.ს. გადასარევი პოსტი იყო მოლი, შესანიშნავ განწყობაზე დამაყენა <3 ამიტომ მიყვარს ეს ბლოგი, რის გამოხატვასაც სათანადოდ ვერ ვახერხებ :(
LikeLike
ჩემი ელექტრონული თუ ბეჭდური ბიბლიოთეკის 90% სხვადასხვა ხალხების ზღაპრებია – კორეული, იაპონური, უკრაინული, პოლონური, უნგრული… ბავშვობიდან მოყოლებული უამრავი ზღაპარი წამიკითხავს და მომისმენია, ქართული ხალხური ზღაპრები, აფხაზური ნართები და ა.შ. აუჰ რამდენი რაღაცის თქმა მომინდა, აქ ვერ დავეტევი – პოსტი უნდა დავწერო უთუოდ :ს ისე ჩემი უსაყვარლესი ზღაპარი არის – ლურჯწვერა <3 ფრანგული წარმოშობის ზრაპარია, ხალხურია, მაგრამ შარლ პეროს ზრაპრებში გვხვდება ძირითადად :)
LikeLike
ლურჯწვერა მეც მიყვარს. ისე, ამბობენ, ლურჯწვერა თავიდან წესიერი კაცი იყო, ცოლი შეხვდა დამპალი და იმან გააბოროტაო…
LikeLike
ჰმმ, ბიდლის ზღაპრები რომ ჩავამთავრე , მოვკვდი ცრემლების ღვრით. ახლა მართლა დამთავრდა-თქო :(
რაც შეეხება მაგლურ ზღაპრებს “Василиса Прекрасная” მირჩვენია ყველას და ყველაფერს. ზუსტად მახსოვს კლასიკური , რუსული ნახატებით გაფორმებული ფუმფულა ყდიანი წიგნი იყო და ლამის ასო-ასო წავიკითხე ყველა ზღაპარი (მაშინ რუსულის სწავლა ახალი დაწყებული მქონდა) :)
LikeLike
რა კარგინ აზრია, სიამოვნებით გადავავლებდი თავლს…საყვარელი ზღაპრების მოძიებას უნდა მივყო ხელი :))))
LikeLike
იმდენი საყვარელი პეონაჟი ჩამოთვალე, ნამდვილად ბავშვობის მოგონებები გადამეშალა თვალწინ. მგოსან ბიდლის ზღაპრებს ჯერ არ ვიცნობ, მარტო ჩემთვისნამდვილად დამენანებოდა ფულიც და დროც, მაგრამ კარგია ,პატარა შვილისთვის არაფერიგენანება ადამიანს. თან მეც ვისიამოვნებ.
LikeLike
რატომღაც მგონია რომ დეკემბერი საუკეთესო დროა ზღაპრების გასახსენებლად. სიამოვნებით გავიხსენებდი საყვარელ ზღაპრებს.
LikeLike
უჰ, საყვარელ ზღაპრებს რა ჩამოთვლის :) “კონკია” მიყვარდა ძალიან, “ჩექმებიანი კატა”, რუმინული ზღაპრების კრებული მქონდა და მზეთუნახავი ილიანა–კოსინზიანა დღემდე მახსოვს…
LikeLike
როგორ მიყვარს ზღაპრები… :) რა თქმა უნდა, ქართული ხალხური ზღაპრები… რუსული, არაბული, გრიმების და შარლ პეროს ზღაპრები, … :)
LikeLike
ბავშვობაში ზღაპრებზე ჭკუა მეკეტებოდა <3
გამოგიტყდებით, შარშან გადავფურცლე ზღაპრების წიგნი და ისეთი ინტერესით წავიკითხე, როგორი ინტერესითაც დედაჩემს ვუსმენდი იმავეს რომ მიკითხავდა :D ზოგჯერ ისეთი კარგია ბავშვობის გახსენება ))
LikeLike
გამარჯობა მოლი. შენ ბლოგს კარგა ხანია ვკითულობ და 20 საუკუნის პოტოისტორიამ ბევრი რამ მასწავლა. მადლობა.დახ ”სამი ძმის შესახებ, სიკვდილის გაბრიყვება რომ განიზრახეს, მაგრამ მხოლოდ უმცროსს ეყო საამისო ჭკუა…”
მე და ჩემ ძმას გვინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ სამწუხაროდ უმცროსი ის გამოვიდა :).
LikeLike
გაგიმარჯოს! კარგა ხანი რომ მკითხულობ, ეს სასიამოვნოა, რა თქმა უნდა, მაგრამ რომ გამოჩნდი, მაინც უკეთესია :)
LikeLike
მე თვითონ ვთხზავდი ხოლმე ზღაპრებს ბავშვობაში. ცოტა ფემინისტური კი გამომდიოდა ისე :დ
LikeLike
ბავშვობაში მოსულა ფემინიზმი. მერე ტეხავს.
LikeLike
ბავშვობის ფემინიზმი დიდობაში სადომაზოხიზმში გადადისო, სულმნათი ლეოპოლდი ამბობდა.
LikeLike
დავიჯერო რონს დედა ზღაპრებს რუნულიდან უკითხავდა/უყვებოდა? :დ
LikeLike
რუნულს, თუ სწორად მახსოვს, ჰოგვორთსში ასწავლიდნენ და რა ვიცი, თუ გინდა, ნუ დაიჯერებ.
LikeLike
და რონი ეუბნებოდა დედას – ეგენი კი მასწავლიდნენ რუნულს, მარა მე არ ვსწავლობდიო.
LikeLike
ლოლ ))))))))))))
LikeLike
ივლისში წავიკითხე ეს, მაგრამ არ მეყო. ძალიან ცოტა იყო და უკმარისობის გრძნობა დამიტოვა. მინდოდა კიდევ ბევრი ზღაპარი ყოფილიყო, მაგრამ არა, ერთ საათში მოვუღე ბოლო ყველას :/
LikeLike
ცოტა იყო აშკარად :( პრინციპში, წიგნად არც აპირებდა როულინგი გამოცემას (მგონი) და უფრო ამას ვაბრალებ.
აი, კვიდიჩიც და ჯადოსნური არსებებიც რომ დამატებოდა… იმედია, ოდესმე თარგმნიან.
LikeLike
ქვიდიჩის რა გითხრა. ქვიდიჩის მომენტების კითხვა არასოდეს მომწონდა. აი, მაგიური არსებები კი მინდა <3
LikeLike
რუსულად მაქვს ორივე ქინდლში და გადმოქართულებულს როგორ ველოდები, ვერ წარმოიდგენ – სრული პოტერიადა გვექნება.
ქვიდიჩი მაინც სპორტია და სპორტი მიყვარს მე <3
LikeLike
დაგვიანებული კომენტარი შენს არაჩვეულებრივ პოსტზე:
ბავშობიდან ვგიჟდებოდი ზღაპრებზე. მახსოვს დეიდაჩემს არასოდეს ეზარებოდა ჩემთვის ქართული ხალხური და მსოფლიო ზღაპრების კითხვა. ის კი არა და ეშხში შესულმა რამდენიმეჯერ არც თუ ისე საბავშვო მითები წამიკითხა და მახსოვს რა გაოცებული ვისმენდი, ატიპურად განვითარებად სიუჟეტს. დეიდაჩემი მაშინ 18-19 წლის მომხიბვლელი გოგო იყო და თაყვანისმცემელთა მთელი არმია არც მას აძლევდა მოსვენებას და მეც იძულებული ვიყავი ზღაპრები ყველაზე საინტერესო მომენტში შემეწყვიტა, ამ ფაქტით აღშფოთებულმა კითხვა ვისწავლე :)) 5 წლის ვიყავი დედამ ძმები გრიმების სამტომეული მაჩუქა….ილუსტრაციებზე, რომ არაფერი ვთქვათ, წიგნებს უუუგემრიელესი სუნიც კი ჰქონდათ…. ამ საოცარი ძმების დამსახურებით ვეზიარე პირველად მისტიკასა და “ჰორორს”
ცოტა მოგვიანებით ქართულ მითოლოგიას გავეცანი და ისეთი უცნაური პერსონაჟები გავიცაი, ალბათ ცოტას თუ სმენია მათი არსებობის შესახებ: ზღვიდან ამომავალი მესეფები, შიშველი და კაცთმოძულე ტყაშმაფა და ტყაშმაფაზე უგონოდ შეყვარებული ოჩოკოჩი :))))
ყველაზე საინტერესო, მაინც აღმოსავლური ზღაპრები აღმოჩნდა. საკმაოდ პატარა ვიყავი და შეიძლება თქვას ცემი პირველი შეხება იყო ეროტიულ სიუჟეტთან :)
პ.ს. ასფურცელასა და ნაცარქეაიას ყველა იცნობა მაგრამ თქვენ ადიხანჯალას შესახებ თუ გსმენიათ? ქართული ზღაპრების გმირი, რომელიც ხანჯლით დაიბადა :)
LikeLike
მე თქვენ გეტყვით, ვინმეს შევაწუხდებდი, წამიკითხეთ–მეთქი – ასოების ცნობა რომ ვისწავლე, ერთ თავმოყვარე წიგნზე ბევრად დიდი ზომისა არ ვიყავი.- ეს მომეწონა:)))
,,ჰარი პოტერი” არ მიყვარს , მარტო პირველი წიგნი წავიკითხე, დედამ მიყიდა წიგნის ბაზრობაზე და მარტო იმიტომ, რომ დედას ნაჩუქარია ვუფრთხილდები. დანარჩენი არარც წამიკითხავს.
საერთოდაც ამ მწერალზე არ მქონდა დიდი წარმოდგენა, მაგრამ მისი ინტერვიუ წავიკითხე და ძალიან მომეწონა.
“გაუმხილო ვინმეს იდეა, რომლის მიხედვითაც გინდა დაწერო – იგივეა, რომ ეს იდეა თავშივე მოკლა.ნებისმიერი იდეა გენიალურად გეჩვენება, სანამ გონებაში გაქვს. იტყვი თუ არა მას ხმამაღლა, ნამდვილ სისულელედ იქცევა!”, – როულინგი.
რაც შეეხება ზღაპარს- საღამოს მამას მოყოლილი ზღაპარი დათვზე და კაცზე ყველაფერს გვერჩივნა მე და ჩემს ძმას.
LikeLike
გაუმხელ და მოგპარავენ. თორემ, მეტი არც არაფერი :)
ისე მე-6 წიგნის იდეა რომ გაემხილა ვინმესთვის წინასწარ, ეგებ ეგეთი სისულელე არ დაეწერა. :)
და საერთოდ მანდ პირველი ტომია ყველაზე კარგი. მერეც ნორმალურად მიდის. გამოდიოდა თუ არა ეგრევე ვკითხულობდი, მაგრამ მე-6 (თუ რომელია ფენიქსი აღარ მახსოვს – ბოლოს წინა მოკლედ) არის საშინლად გაწელილი, ზებორინგული რაღაც… მაგის მერე იყო რომ ბოლო წიგნის წაკითხვა სულ არ მინდიოდა და ძაან გვიან წავიკითხე… :)
LikeLike
ფენიქსის ორდენი საშინლად გაწელილი და გამაღიზიანებელია, ფაქტია.
LikeLike
მე ვერ დავუმუღამე:))) ძალიან მიკვირდა, როცა გაგიჟებულები კითხულობდნენ ყველა ტომს:))) ჩემთვის ერთი წიგნიც საკმარისი აღმოჩნდა, რათა მივმხდარიყავი არ იყო ეს საჩემო:)
LikeLike
ნუ გემოვნება ხომ ძაან ამოუცნობი ფენომენია. :) მანდ მარტო კეჟერაძის საზომი თუ მოქმედებს, სხვა რეცეპტი მე არ ვიცი. კეჟერაძის მეთოდი კი ძალიან ინდივიდუალურია :)
აგერ ხარმსი მე პირადად ძალიან მიყვარს, მაგრამ ბევრ წიგნის მოყვარულს უთქვამს – სისულელეა, აბა ეგ რა ლიტერატურააო. ალბათ, მეც მართალი ვარ და ისინიც.
ზიუსკინდი მაგალითად სულ არ მომწონს მე, არადა ყველა გადარეულია. :) თუმცა, ფამუქი მომეწონა.
LikeLike
ბავშვობაში მოსმენილ ზღაპარს სულ სხვა ეშხი აქვს და არაფერი შეედრება…
LikeLike
ვიყიდე და ძალიან ძალიან დამწყდა გული რომ ჰარის ამბები უკვე წაკითხული მაქვს .. სულ ერთიანად ამომიტივტივდა თავში ცალკეული ეპიზოდები, კიდევ მომინდა ჰოგვორტსის ამბებზე წამეკითხა, ჰარის მისვალმდე….
კიდავ მომინდა მეც ის ბავშ[ი ვყოფილიყავი ძილის წინ ამ ზღაპრებს რომ უყვებიან… ერთი მაინც შევისრულე და ძილის წინ წავიკითხე. მეტი რაღა დამრჩენოდა :)
LikeLike